კვირა, 13 იანვარი, 17 საათი და 30 წუთი - ეს ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირებაა, აქ დანდობა არ იციან ეს ომია, ეს ფეხბურთზე მეტია, ეს "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა.
ფეხბურთი რომ უბრალოდ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა არაა ალბათ ყველასთვის ცნობილია. ბურთის გორაობა ძალიან კარგი ბიზნესი და შესაბამისად ფულის წყაროა, არამხოლოდ მათთვის ვინც უშუალოდ მოქმედებს მწვანე მინდორზე, არამედ იმათთვისაც ვინც ტოტალიზატორით არის "დასაქმებული".