თბილისი:
მანჩესტერი:
6-01-2013, 16:45
ავტორი: UTD-Rule,
ნანახია: 2654,
კომენტარები: 33
7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ
7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა
1 იანვარს ოფიციალურად გაიხსნა სატრანსფერო ფანჯარა და უკვე დაიწყო ჭორები "მანჩესტერ იუნაიტედის" გარშემო.ბევრი ფეხბურთელის სახლეს უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს",მაგრამ მხოლოდ გამორჩეულები შეიძლება მოხდნენ "ოლდ ტრაფორდზე".


7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ნევენ სუბოტიჩი

კლუბი: «დორტმუნდი», გერმანია
ასაკი: 24 წლის
პოზიცია: ცენტრალური მცველი
საწყისი ფასი: 15 მილიონი ევრო

24 წლის ნევენ სუბოტიჩის სახელს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ "წითელ ეშმაკებს",მაგრამ გერმანული კლუბის ხელმძღვანელობა ყველანაირად ცდილობს მის კლუბში დარჩენას.სუბოტიჩი "დორტმუნდში" მატს ჰუმელსის პარტნიორია დაცვის ხაზში.ამავე დროს სერ ალექს ფერგიუსონი დაინტერესებულია ამავე კლუბისმეორე ცენტრალური მცველით ჰუმელსით,მაგრამ "დორტმუნდის" აღმასრულებელმა დირექტორმა ჰანს-იოაჩიმ ვატსკემ განაცხადა,რომ ყველა შემოთავაზებას მატს ჰუმელსზე და მარიო გიოტცეზე გააუქმებენ,რადგან კლუბის ხელმძღვანელობა მათზე ძალიან დიდ იმედებს ამყარებენ.

ნევენ სუბოტიჩმა რამოდენიმე წლის წინ განაცხადა,რომ მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ეროვნული ნაკრები.ნევენი ბოსნიაში დაიბადა,მაგრამ სერბის ოჯახში.სუბოტიჩმა ბავშვობა გერმანიაში გაატარა და დაწყებითი ფეხბურთის განათლება "შვანცერბერგში" მიიღო.ამის შმედეგ ის ამერიკაში გადავიდა და უკვე იქ ის იურგენ კლოპის ყურადღების ქვეშ მოექცა.კლოპმა მასში დიდი პოტენციალი დაინახა და შემდეგ ნევენი გერმანულ "მაინცში" გადაბარგდა.დასაწყისში 17-20 წლის ასაკში ის ამერიკის ეროვნულ ნაკრებში თამაშობდა ხოლო ამის შემდეგ მან სერბეთის ეროვნულ ნაკერებში განაგრძო თამაში.სწორედ ამ დროს დაიწყო დავა ამერიკასა და სერბეთს შორის სუბოტიჩის გულისთვის,მაგრამ საბოლოოდ გამარჯვებული სერბეთი აღმოჩნდა და ამის შემდეგ ის სერბეთის ეროვნული ნაკრების მაისურით თამაშობს.

რატომ სუბოტიჩი ?
შეიძლება გაურკვეველი დროის მანძილზე ვიკამათოთ იმის შესახებ,რომ არიან თუ არა ჯონი ევანსი და კრის სმოლინგი მზად პირველ გუნდში სათამაშოდ?! "მანჩესტერ იუნაიტედის" დაცვის ხაზი გუნდის სუსტ წერტილს წარმოადგენს,რადგან მიმდინარე პრემიერ ლიგაში მათ 28 გოლი აქვთ გაშვებული,რაც ნამდვილად არ არის კარგი შედეგი."წითელი ეშმაკების" ინგლისელმა მცველმა რიო ფერდინანდმა თავის ოფიციალურ თვითერზე დაწერა:"არ შეიძლება ყოველთვის ჩვენი თავდასხმის იმედზე ვიყოთ,ჩვენ უკვე 28 გოლი გვაქვს გაშვებული და ეს როგორმე უნდა გამოვასწოროთ." უდაოდ სერ ალექს ფერგიუსონის თავდასხმა ძალიან კარგ ფორმაში გამოიყურება,მაგრამ ყოველთვის არ შეიძლება მოედანზე გახვიდე თავდასხმის იმედზე და სწორედ შესაძლოა შოტლანდიელი სპეციალისტი ამ პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ გზას ნევენ სუბოტიჩს მიიჩნევს.




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ჟორეს ოკორე

კლუბი: «ნორშელანდი», დანია
ასაკი: 20 წლის
პოზიცია: ცენტრალური მცველი
საწყისი ფასი: 5-7 მილიონი ევრო

წარმოუდგენლად ნიჭიერმა აფრიკელმა ახალგაზრდამ ჟორეს ოკორემ ძალიან დიდი ყურადღება მიიპყრო ევროპაში.ოკორე დაიბადა აფრიკაში,სწორედ იმ ქალაქში საიდანაც მოვიდნენ დიდ ფეხბურთში - ოლივიე კაპო,იოან ჟირუ,ბაკარი კონე ლასინა ტრაორე და სხვა.რამოდენიმე წლის წინ ოკორემ მიიღო გადაწყვეტილება,რომ მან თამაში გააგრძლოს დანიის ეროვნულ ნაკრებში,რადგან მან მისი ბავშვობა სწორედ დანიაში გაატარა და ეხლა დანიერ კლუბში "ნორშელანში" თამაშობს.ეს 20 წლის აფრიკელი ტალანტი აერთიანებს აფრიკულ და ევროპულ ფეხბურთს,რადგან მან ფეხბურთში ფეხი სწორედ აფრიკაში აიდგა ხოლო ამის შემდგომ განაგრძო თამაში ევროპაში.

რატომ ოკორე ?
"მანჩესტერ იუნაიტედის" ხელმძღვანელობა კვლავ აგრძელებს ახალგაზრდების პოლიტიკას.თუ სერ ალექს ფერგიუსონი ამ აფრიკელ ახალგაზრდაში ხედავს დაცვის ხაზსში არსებული პრობლემების მოგვარების ერთ-ერთ გზას,რათმაუნდა ყველანაირად შეეცდება მის ყიდვას,მაგრამ საკითხავია ამ ფეხბურთელზე სამომავლოდ ამყარებენ იმედებს თუ კლუბის ხელმძღვანელობა თვლის,რომ ეს ფეხბურთელი უკვე მზად არის პირველ გუნდში სათამაშოდ?!




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

კევინ სტროტმენი

კლუბი: «პსვ», ჰოლანდია
ასაკი: 22 წლის
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
საწყისი ფასი: 12-15მილიონი ევრო

ახალგაზრდა ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა კევინ სტროტმენმა ძალიან სწრაფად შექმნა თავისი ჰოლანდიური კარიერა.მას ექსპერტები თვლიან ერთ-ერთი ყველას სწრაფ პროგრესირებად ფეხბურთელად.მან თავისი საფეხბურთო კარიერა "სპარტაში" დაიწყო.2011 წელს ის "უტრეხტში" გადაბარგდა ხოლო 2011 წლის სეზონის დასასრულს მან თავი "პსვში" ამოჰყო.სწორედ აქედან იწყება თავისი კარიერის პიკი.ჰოალნდიური კლუბის ხელმძღვანელობამ კევინში 4.5 მილიონის ინვესტიცია ჩადო ხოლო დღეს სტროტმენი ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა ჰოლანდიის დივიზიონში.

რატომ სტროტმენი ?
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს ნამდვილად ძალიან დიდი არჩევანი აქვს ნახევარდაცვაში.სწორედ ამ პოზიციაზე ძალიან დიდი კონკურენციაა,მაგრამ უკვე აშკარა ხდება,რომ "წითელი ეშმაკების" რამოდენიმე ნახევარმცველი ვეღარ გამოიყურება ისეთ ფორმაში,როგორიც ჩვენ ფანებს გვახსოვს.მაგალთად მაიკლ კერიკი სულ მალე 32 წლის გახდება და უკვე შესამჩნევია მისი სისწრაფის კლება.შესაძლოა შოტლანდიელი სპეციალისტის ესეთი დიდი ყურადღების მიზეზი ჰოლანდიელი ფეხბურთელისადმი სწორედ მაიკლ კერიკია.კევინით ასევე დაინტერესებულნი არიან იტალიური "მილანი",მაგრამ "მანჩესტერ იუნაიტედს" აშკარა უპირატესობა აქვს - ცხრილსა და პერსპექტივებში.




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

იან მვილა

კლუბი: «რენი», საფრანგეთი
ასაკი: 22 წლის
პოზიცია: ცენტრალური ნახევარმცველი
საწყისი ფასი: 12 მილიონი ევრო

ღონიერი იან მვილა არ ჩამოუვარდება სტროტმანს სისწრაფით მოედანზე და შეუძლია ბრძოლა ნებისმიერ ბურთზე.ფრანგის ხასიათი ცოტა უცნაურია, მაგრამ ფერგიუსონისთვის ეს არ არის პრობლემა.მას შეუძლია ასეთების მორჯულება.საფრანგეთის ჩემპიონატთან დაშორება მვილას ჯერ კიდევ წინა ზაფხულში ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ”რენნმა” თავის ლიდერს ძალიან დიდი ფასი დაადო.მვილა არ იყო ამით აღფროვანებული და მალე ახალ სკანდალში გაეხვია.მას მოუწია ღამის გატარება პოლიციის განყოფილებაში, რადგან ცემა რესტორნის მფლობელი.საინტერესოა, რომ ზუსტად შემდეგ დღეს მას ჰქონდა მნიშვნელოვანი თამაში საფრანგეთის ახალგაზრდულ ნაკრებში, მაგრამ იანმა უღალატა ლორან ბლანს და მთელ ნაკრებს.მომხდარმა ისე აღაშფოთა საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაცია, რომ მას აუკრძალეს თამაში 2014 წლამდე.”რენის” მწვრთნელმა კი მვილას მოღალატე უწოდა და დააქვეითა კლუბის დუბლშემადგენლობაში.ეს უსიამოვნო შემთვევაი იყო როგორც კლუბისთვის, ისევე ახალგაზრდა ფრანგისთვის.

რატომ მვილა ?
იმის მიუხედავად,რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" დაინტერესებულია ფრანგი ფეხბურთელით ასევე ძალიან დიდ ინტერესებს იჩენს ლონდoნის "არსენალი"."რენესი" მზად არის მოლაპარაკებები აწარმოოს ორივე კლუბთან.




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ადელ ტაარაბტი

კლუბი: «ქუინს პარკ რეინჯერსი», ინგლისი
ასაკი: 23 წლის
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი
საწყისი ფასი: 8-10 მილიონი ევრო

მაროკოელმა 23 წლის ფეხბურთელმა ადელ ტაარაბტმა "ქუინს პარკ რეინჯერსში" თამაშით ძალიან ბევრი გრადის ყურადღება მიიპყრო.რათმქა უნდა მისით დაინტერესდა "მანჩესტერ იუნაიტედი".ცოტა ხნის წინ ტაარაბტმა ძალზედ საინტერესო განცხადება გააკეთა,რამაც მისი "ოლდ ტრაფორდზე" თამაშის შანსები გაზარდა.
"მე მხოლოდ იმ შემთხევაში დავტოვებ ლონდონს,თუ მე გადავალ "მანჩესტერ იუნაიტედში".ეს კლუბი ჩემი ოცნების კლუბია.სერ ალექს ფერგიუსონი ბრწყინვალე მწვრთნელია და ჩემთვის დიდი გამოწვევა იქნება მასთან მუშაობა." - განაცხადა ტაარაბტმა.
"ქპრ" მიმდინარე სეზონში ბოლო ადგილს იკავებს 13 ქულით და ბევრი სპეციალისტის აზრით ამ გუნდის ჩემპიონშიპში გადასვლა გარდაუვალია.სწორედ სეზონის ბოლოს აპირებს სერ ალექს ფერგიუსონი მაროკოელი ტალანტის შეძენას.

რატომ ტარააბტი ?
"მანჩესტერ იუნაიტედის" პორტუგალიელი ვინგერის ლუიშ ნანის გუნდის დატოვება უკვე თითქმის გარდაუვალია.ბოლო დროს მარჯვენა ფლანგზე კონკურენცია შემცირდა.ტარააბტი ნამდვილად გამოაფხიზლებს ანტონიო ვალენსიას,რომელიც ბოლო მატჩებში არასტაბილურია.მაროკოელი ტალანტი ენთუსიაზმით აღსავსე ფეხბურთელია,რომელიც ყოველთვის ბოლო წუთამდე იბრძვის.მას ასევე გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ვილფრიდ ზაჰა

კლუბი: «კრისტალ პალასი», ინგლისი
ასაკი: 20 წლის
პოზიცია: თავდამსხმელი,ვინგერი
საწყისი ფასი: 10-12 მილიონი ევრო

კიდევ ერთი ახალგაზრდა აფრიკელი ტალანტი ვილფრიდ ზაჰა,რომელმაც ასევე ძალიან ბევრი კლუბის ყურადღება მიიპყრო თავისი თამაშის სტილით.დაწყებითი განათლება მან "კრისტალ პალასის" ბაზაზე მიიღო.18 წლის ასაკში მისი დებიუტი შედგა პირველ გუნდში.ამის შემდეგ დაიწყო მისი ინგლისური კარიერა.რამდენიმე წლის განმავლობაში მან არაერთი პრიზი მიიღო.ის ორჯერ გახდა "კრისტალ პალასის" საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი ასევე ის ერთხელ გახდა ჩემპიონშიპის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი.კლუბის ფანები მას "კრისტალ პალასის" თილისმას უწოდებენ და როდესაც ის მოედანზე გამოდის ტრიბუნა სიმღერას იწყებს.

რატომ ზაჰა ?
პორტუგალიელი ვინგერის ლუიშ ნანის წასვლის შემდეგ აშკარად კონკურენცია შემცირდება მარჯვენა ფლანგზე.სწორედ ამ კონკურენციის აღსადგენად სერ ალექს ფერგიუსონი აპირებს შეიძინოს ვილფრიდ ზაჰა ან ადელ ტარააბტი.




7 ფეხბურთელი,რომლებიც შესაძლოა "ოლდ ტრაფორდზე" ვიხილოთ

ფილიპ ჟურიჩიჩი

კლუბი: «ჰერენვენი», ჰოლანდია
ასაკი: 20 წლის
პოზიცია: ფლეიმეიქერი
საწყისი ფასი: 7-8 მილიონი ევრო

ფილიპ ჟურიჩიჩის და "მანჩესტერ იუნაიტედის" გზები ჯერ კიდევ 4 წლის წინ გადაიკვეთა,როდესაც ახალგაზრდა სერბი ფლეიმეიქერი მოვიდა "წითელ ეშმაკებთან" ოლე გუნარ სოლსკაიერის რჩევით,მაგრამ მაშინ რატომღაც ვერ მოხერხდა კონტრაქტის შეთანხმება.ამის შემდეგ ის გადავიდა ჰოლანდიურ "ჰერენვენში" და იქ გააგრძელა თავისი საფეხბურთო კარიერა.

რატომ ჟურუჩიჩი?
სერბი ახალგაზრდა ფეხბურთელის პოზიციაზე "მანჩესტერ იუნაიტედში" ახალწვეული იაპონელი შინჯი კაგავა თამაშობს.ფილიპი ახალგაზრდა და ენთისიაზმით აღსავსე ფეხბურთელია და შესაძლოა სწორედ ამ თვისებების ხარჯზე ის "წითელ ეშმაკებთან" აღმოჩნდეს.




წყარო : Redevils.Ru
სტატიები
33 კომენტარი
№1
ავტორი: UTD-Rule
6 იანვარი 2013 13:41
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აბა შეაფასეთ feel მადლობა ლავ იუნაიტედს,რომელი დამეხმარა love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№2
ავტორი: Mgelo
6 იანვარი 2013 13:47
  • სიახლეები: 5
  • კომენტარები: 144
UTD-Rule,
კარგი ნამუშევარია ყოჩაღ tongue
0
№3
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 13:48
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მაგარია!..საღოლ!..ზაჰაზე ამბობენ ლივერპულში მიდისო და მართალია ვითომ?..
0
№4
ავტორი: Vodafone
6 იანვარი 2013 13:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
საღოლ ავტორ, მაგარი სტატიაა.
მე მვილას ნაირი ფეხბურთელები მინდა, როგორც რუნი იყო ადრე. უნდა ეშინოდეთ მაგასთან თამაში.
0
№5
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 13:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Vodafone
ხო მვილა მაგარი კაცია იმენა მებრძოლი...მაგრამ მე აქედან ყველაზე მეტად მომწონს სტროტმანი,სუბოტიჩი და ზაჰა...
0
№6
ავტორი: Vodafone
6 იანვარი 2013 13:53
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
რავი მე მარტო მვილას და ტაარაბტის თამაში მაქვს ნანახი და სტროტმანიც ისეთ პონტში
0
№7
ავტორი: Hernandez
6 იანვარი 2013 13:55
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ . ყველაზე კაი ვარიანტი იქნეა ცენტრალური მცველი
0
№8
ავტორი: R.V.P.
6 იანვარი 2013 13:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
სუბოტიჩი გაასწორებდა
0
№9
ავტორი: love united
6 იანვარი 2013 13:57
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Vodafone
ტაარაბტიც ძაან მაგარია ეგეც მევასება მაგრამ არამგონია გადმოვიდეს...ისე სხვებიც არამგონია მაგრამ იმედიმ მაქვს მაიც... wink
0
№10
ავტორი: Vodafone
6 იანვარი 2013 13:58
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
ამ ზამთარში არა და მერე ვნახოთ :D
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top