ჰარი სტაფორდი 1870 წელს ქრიუში დაიბადა. "ნიუტონ ჰიტში" "ქრიუ ალექსანდრადან" 1896 წელს მოვიდა. ერთადერთი კაპიტანია კაპიტნების შორსი, ვინც "ნიუტონ ჰიტისა" და 1902 წელს უკვე "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტნის სამკლაური მოირგო. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. ლეგენდის თანახმად, ადგილობრივმა ლუდსახარში კომპანიის მფლობელმა, ჯონ ჰენრიმ კლუბი "გარდაცვალებისგან" იხსნა, როცა შემთხვევით კაპიტნის დაკარგულ ძაღლს მიაგნო. სტაფორდმა კლუბის შემადგენლობაში 200 შეხვედრა ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა. 1903 წელს ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ, ჰარი გარკვეული პერიოდის განმავლობაში კლუბის დირექტორად მუშაობდა.
ჯეკ პედი 1876 წლის 3 მარტს გლაზგოში დაიბადა. 1902 წელს იგი "მანჩესტერ იუნაიტედს" "ნიუკასლიდან" შეუერთდა და ფორვარდის პოზიციაზე თამაშობდა. "იუნაიტედში" ჩატარებული ერთი წლის შემდეგ, იგი ერთი წლით "პლიმუთში" გადავიდა და შემდეგ კვლავ დაუბრუნდა მანჩესტერულ კლუბს. სულ კლუბის შემადგენლობაში 121 მატჩი ჩაატარა და 58 გოლი გაიტანა. 1907 წლის იანვარში პედი "ჰართ ოფ მიდლტონს" შეუერთდა. გარდაიცვალა 1928 წლის 20 ოქტომბერს დეტროიტში (აშშ).
ჩარლი რობერტსი 1883 წლის 6 აპრილს დაიბადა დარლინგტონში და "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი 1907 შვიდ წელს "გრიმსბი თაუნიდან" 600 ფუნტად შეიძინა. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. გუნდის კაპიტანი იყო 6 წლის განმავლობაში. კლუბის შემადგენლობაში 2-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო თასი და ორჯერ სუპერთასი. "იუნაიტედის" რიგებში 299 მატჩი ჩაატარა და 23 გოლი გაიტანა. 1913 წლის აგვისტოში "ოლდჰემ ატლეტიკში" გადავიდა 1500 ფუნტის სანაცვლოდ. გარდაიცვალა 1939 წლის 7 აგვისტოს.
ჯორჯ სტეისი 1887 წლის აპრილში როტერჰემში დაიბადა და 1907 წლის აპრილში "მანჩესტერ იუნაიტედმა" 200 ფუნტის სანაცვლოდ "ბარნსლისგან" შეიძინა. კლუბის შემადგენლობაში 2-ჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი, მოიგო თასი და ორჯერ სუპერთასი. "იუნაიტედის" რიგებში 267 მატჩი ჩაატარა და 9 გოლის გატანა მოახერხა. პირველი მსოფლიო ომის საწყისი ეტაპის პერიოდში ინგლისის ჩემპიონატი დროებით შეჩერდა და 1914-15 წლების სეზონი სტეისისთვის ფაქტიურად უკანასკნელი გამოდგა. 1919 წლის მაისში მან საფეხბურთო კარიერა დაასრულა.
ჯორჯ ჰანტერი 1885 წელს პეშავარაში დაიბადა. კარიერის საწყის ეტაპზე იგი "ასტონ ვილას", "ოლდჰემისა" და "ჩელსის" რიგებში გამოდიოდა. 1914 წელს იგი "მანჩესტერ იუნაიტედში" გაიყიდა. ჰანტერი კლუბში 1915 წლამდე დარჩა, სანამ მისი კონტრაქტი პირველი მსოფლიო ომის გამო არ გაუქმდა. 1919 წელს კლუბი საფეხბურთო ლიგას დაუბრუნდა. 1934 წლის თებერვალში ჰანტერი გარდაიცვალა.
ფრენკ ბარსონი 1891 წლის 10 აპრილს შეფილდში დაიბადა. 1922 წლის აგვისტოში იგი "ასტონ ვილადან" "მანჩესტერ იუნაიტედში" გადავიდა. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. გუნდის შემადგენლობაში 152 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. 1928 წლის მაისში "უოტფორდში" გადავიდა. გარდაიცვალა 1968 წლის 13 სექტემბერს.
ჯეკ უილსონი 1898 წლის 8 მარტს დარჰემში დაიბადა. 1926 წლის სექტემბერში "მანჩესტერ იუნაიტედში" "სტოკპორტ ქაუნთიდან" მოვიდა. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. გუნდის შემადგენლობაში 140 შეხვედრა ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. 1932 წლის ივნისში "ბრისტოლ სიტიში" გადავიდა.
ჰიუ მაკლენაჰანი 1909 წლის 23 მარტს მანჩესტერში დაიბადა. 1927 წლის მაისში "მანჩესტერ იუნატედში" "სტოკპორტ ქაუნთიდან" გადავიდა. გამოდიოდა ნახევარმცველის პოზიციაზე. გუნდის შემადგენლობაში 116 შეხვედრა ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. 1936 წლის დეკემბერში "ნოთს ქაუნთიში" გადავიდა. გარდაიცვალა 1988 წლის მაისში.
ჯიმი ბრაუნი 1907 წელს მოზერველში დაიბადა. 1935 წლის ივნისში "მანჩესტერ იუნაიტედმა" იგი "ბერნლისგან" 100 ფუნტად შეიძინა. გამოდიოდა მცველის პოზიციაზე. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 110 მატჩი და გაიტანა 1 გოლი. 1939 წელს "ბრედფორდში" გადავიდა, სადაც მეორე მსოფლიო ომის დაწყებმადე თამაშობდა.
"იუნაიტედის" რიგებში 1937 წლიდან 1953 წლამდე გამოდიოდა. იგი თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო მცველი იყო. გახდა "იუნაიტედის" პირველი არაბრიტანელი კაპიტანი. მისი კარიერა შეწყვიტა ომმა, რის შემდეგაც კვლავ დაუბრუნდა მოედანს. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 344 მატჩი და გაიტანა 18 გოლი. გუნდის შემადგენლობაში ინგლისის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი გახდა. 1953 წელს კარიერის დასრულების შემდეგ იგი კლუბისადმი მიძღვნილ შეხვედრაში მიიწვიეს, სადაც მადლობა გადაუხადეს თამაშისთვის და კლუბის ერთ-ერთი მწვრთნელის თანამდებობა შესთავაზეს. მან უარი განაცხადა და ამის ნაცვლად "ბლექბერნის" მწვრთნელი გახდა. ასევე წვრთნიდა "ევერტონს", "ლეიტონ ორიენტს", "ნოტინგემ ფორესტს" და შემდეგ კვლავ დაუბრუნდა "ბლექბერნს". გარდაიცვალა 1995 წლის 22 თებერვალს 75 წლის ასაკში.
"იუნაიტედის" რიგებში 1946 წლიდან 1995 წლმადე მცველის პოზიციაზე თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში 432 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად გახდა ინგლისის ჩემპიონი და ქვეყნის თასის მფლობელი. 1955 წლის მარტში "იუნაიტედის" დატოვების შემდეგ, იგი "გრინსბი თაუნის" მოთამაშე მწვრთნელი გახდა და 38 წლის ასაკში კარიერა დაასრულა.
"იუნაიტედის" რიგებში 1951 წლიდან 1958 წლამდე მარცხენა მცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. გახლდათ "ბასბის ჩვილების" ლეგენდარული გუნდის კაპიტანი. კლუბის შემადგენლობაში ჩაატარა 277 მატჩი და გაიტანა 19 გოლი. კლუბთან ერთად გახდა ქვეყნის სამგზის ჩემპიონი. იგი სამუდამოდ დარჩა "წითელი ეშმაკების" კაპიტნად და 1958 წლის 6 თებერვალს თავის 29-ე იუბილემდე ორი დღით ადრე მიუნხენის ავიაკატასტროფაში დაიღუპა.
ბილი ფოულკსი"იუნაიტედის" რიგებში 1952 წლიდან 1970 წლამდე ცენტრალური მცველის პოზიციაზე თამაშობდა. კლუბის შემადგენლობაში 679 მატჩი ჩაატარა და 9 გოლი გაიტანა. მიუნხენის კატასტროფას გადაურჩა და კლუბის კაპიტანი 1958 წლამდე ყველაზე რთულ მომენტში იყო. კლუბთან ერთად 4-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი. კარიერის დასრულების შემდეგ "იუნაიტედის" ახალგაზრდული გუნდის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. შემდეგ წვრთნიდა აშშ-ში, ნორვეგიასა და იაპონიაში. ინგლისს 1992 დაუბრუნდა. 2000 წლიდან "იუნაიტედის" აკადემიის მწვრთნელია და პერიოდულად "ოლდ ტრაფორდზე" იაპონელი ტურისტებისთვის აწყობს ტურებს, რადგან 4 წელი იაპონიაში იმუშავა.
"იუნაიტედის" რიგებში 1953 წლიდან 1973 წლამდე ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. კლუბის შემადგენლობაში 759 მატჩი ჩაატარა და 247 გოლი გაიტანა. კლუბის, ქვეყნისა და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფეხბურთელია. 66 წლის მსოფლიოს ჩემპიონი. 1966 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელი. კლუბთან ერთად 3-ჯერ მოიგო ჩემპიონის ტიტული, ინგლისის თასი და ევროპის ჩემპიონთა თასი. 1984 წლის შემდეგ "იუნაიტედის" დირექტორია.
"იუნაიტედის" რიგებში 1972 წლიდან 1983 წლამდე მცველის პოზიციაზე თამაშობდა. კლუბში 11 წელიწადი გაატარა, რომლისგან 6 წლის განმავლობაშიც კაპიტანი გახლდათ. კლუბში 455 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. კლუბის შემადგენლობაში გახდა პირველი დივიზიონის ჩემპიონი და ინგლისის თასის მფლობელი. 1983 წლის აგვისტოში "ოლდჰემ ატლეტიკში" გადავიდა. 1985 წელს მოთამაშის კარიერის დასრულების შემდგომ "ბარნლის" წვრთნიდა.
"იუნაიტედის" რიგებში 1971 წლიდან 1982 წლამდე გამოდიოდა. იგი სერ მეტ ბასბის მიერ გაფორმებული უკანასკნელი ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდა, რის გამოც შეიძლება ვთქვათ, რომ იგი უკანასკნელი "ბასბის ჩვილია". კლუბის შემადგენლობაში 419 მატჩი ჩაატარა და 71 გოლი გაიტანა. "იუნაიტედის" რიგებში გახდა მეორე დივიზიონის ჩემპიონი და ინგლისის თასის მფლობელი. 1982 წლის თებერვალში "სტოკ სიტიში" გაიყიდა. ფეხბურთელის კარიერის შემდეგ "ნორვიჩ ვიქტორიას" წვრთნიდა, შემდეგ "მაკლსფილდ თაუნს", ჩრდ. ირლანდიის ნაკრებსა და "სტოკპორტ ქაუნთის". 2006 წლის შემდეგ "მორკამის" კონფრენციის გუნდის მწვრთნელია.
"იუნაიტედის" რიგებში 1982 წლიდან 1994 წლამდე ცენტრალური ნახევარმცველის პოზოციაზე გამოდიოდა. კლუბის კაპიტნის სამკლაურს სხვა დანარჩენ ფეხბურთელებზე დიდხანს ატარებდა. "რობო" - ერთადერთი კაპიტანია ინგლისურ ფეხბურთში, რომელმაც გუნდი ინგლისის თასის სამ სხვადასხვა ფინალში გაიყვანა (1983,1985,1990), სხვათაშორის ამ ფინალებში სამი გოლი გაიტანა 1983 წელსა და 1990 წელს. კლუბში 434 მატჩი ჩაატარა და 97 გოლი გაიტანა. კლუბთან ერთად 2-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 3-ჯერ ინგლისის თასი, თასების მფლობელთა თასი და ევროპის სუპერთასი. წვრთნიდა "მიდლსბროს", "ბრედფორდს", "ვესთ ბრომვიჩს", "შეფილდ იუნაიტედს". 2009 წლის შემდეგ ტაილანდის ნაკრების მწვრთნელია.
"იუნაიტედის" რიგებში 1987 წლიდან 1996 წლამდე ცენტრალური მცველის პოზიციაზე გამოდიოდა. 1991 წლის შემდეგ კაპიტნის მოვალეობას ბრაიან რობსონთან იყოფდა. გარი პალისტერთან ერთად დაცვის ცენტრის დიდებულ დუეტს ქმნიდა, რომელიც დღესაც ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება. კლუბში 407 შეხვედრა ჩაატარა და 51 გოლი გაიტანა (მცველებს შორის სარეკორდო). კლუბთან ერთად 3-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 3-ჯერ ინგლისის თასი, ლიგის თასი, თასების თასი და ევროპის სუპერთასი. "იუნაიტედიდან" წასვლის შემდეგ "ბირმინგემში" გამოდიოდა. კარიერის დასრულების შემდგომ წვრთნიდა "შეფილდ იუნაიტედს", "ჰადერსფილდ თაუნს", "კრისტალ პალასს", "ბირმინგემს", "უიგანს" და 2009 წლიდან წვრთნიდა "სანდერლენდს". ამჟამად კი ბრიუსი "ჰალ სიტის" მენეჯერია.
"იუნაიტედის" რიგებში 1992 წლიდან 1997 წლამდე თავდამსხმელის პოზიციაზე გამოდიოდა. კლუბში ჩაატარა 181 შეხვედრა და 80 გოლი გაიტანა. გახდა "იუნაიტედის" პირველი კაპიტანი, რომელიც არაბრიტანული კუნძულიდან იმყოფებოდა. ერთ-ერთი ყველაზე კითხვადი მოთამაშე "ოლდ ტრაფორდზე". კლუბთან ერთად მოიგო ინგლისის 4 ჩემპიონატი და ქვეყნის 2 თასი. 1997 წელს, გაფურჩქვნის პერიოდში ყველასთვის გასაოცრად ფეხბურთს თავი მიანება. კარიერის დასრულების შემდეგ პლაჟის ფეხბურთს თამაშობდა. უყვარს ფერწერა. იღებს ფილმებს.
"იუნაიტედის" რიგებში 1993 წლიდან ნახევარმცველის პოზიციაზე ასპარეზობდა. ერიკ კანტონას წასვლის შემდეგ გუნდის კაპიტნობა თავად გადაიბარა. გუნდზე მისი გავლენის შეფასება რთულია, რაც მისი ლიდერობის ხასიათზე მეტყველებს. მან კლუბში 12,5 წელწადი დაჰყო და 18 ტიტული მოიგო, რითიც "იუნაიტედის" ყველაზე ტიტულოვანი კაპიტანი გახდა. 2005 წლის 18 ნოემბერს კლუბთან შეთანხმების შედეგად მან მოქმედი კონტრაქტი გაწყვიტა და შოტლანდიის "სელტიკს" მიაშურა. 2006 წლის ივნისში მოთამაშის კარიერა დაასრულა. 2006 წლის სექტემბრის შემდეგ "სანდერლენდს" წვრთნიდა. 2009 წელს "იპსვიჩს". ამჟამად კი "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელისა და "ირლანდიის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტია.
გარი ნევილი კლუბის ძირითად შემადგენლბოაში 1992 წლის შემდეგ დამკვიდრდა. გარი კლუბის აღზრდილი და "იუნაიტედის" ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი და გამოცდილი მოთამაშეა. 2005 წლის ნომებერში როი კინის წასვლის შემდეგ გუნდში მისი მემკვიდრე გარი გახდა. უფროსი ნევილი კლუბის პირველი "დიდი მანჩესტერელი" კაპიტანი გახდა როჯერ ბირნის შემდეგ. 2011 წელს კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა.
ნემანია ვიდიჩი "მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალური მცველის პოზიციაზე 2006 წლიდან 2014 წლამდე თამაშობდა. მას შემდეგ, რაც გარი ნევილი ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდებოდა, სერ ალექს ფერგიუსონმა 2010 წლის სექტემბერში კაპიტნის სამკლაური სერბს გადააბარა. თავისი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ფეხბურთელი კლუბთან ერთად არაერთი ტიტულის მფლობელია, რომელთა რიცხვში ჩემპიონთა ლიგის თასიც შედის. 2008-09 წლებში იგი პრემიერ-ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ნემანია ამჟამად მილანის "ინტერის" ღირსებას იცავს.
უეინ რუნი "მანჩესტერ იუნაიტედს" 2004 წლის 31 აგვისტოს შეუერთდა "ევერტონიდან". მას შემდეგ, რაც კლუბი ნემანია ვიდიჩმა დატოვა, კაპიტნის საკმლაური "იუნაიტედის" ახალმა ბოსმა –ლუი ვან გაალმა სწორედ მანჩესტერელთა ათიანს ჩააბარა. რუნიმ "იუნაიტედის" მაისურით 559 მატჩი ჩაატარა და 253 გოლის გატანა შეძლო. ამ მაჩვენებლით ის კლუბის ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია.
მაიკლ კერიკი დაიბადა 1981 წლის 28 ივლისს. მან "მანჩესტერ იუნაიტედში" 2006 წლის აგვისტოდან ითამაშა. გუნდთან ერთად ჩაატარა 464 -ზე მეტი მატჩი და გაიტანა 24 გოლი. ინგლისელმა "იუნაიტედში" 17 ტიტულის მოპოვება შეძლო. 2017 წლის ზაფხულში, უეინ რუნის კლუბიდან წასვლის შემდეგ, კერიკი "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანი გახდა. 2017-18 წლების სეზონის ბოლოს მან სათამაშო კარიერა დაასრულა და ჟოზე მოურინიოს სამწვრთნელო შტაბს შეუერთდა.
© MANUTD.GE 2012