თბილისი:
მანჩესტერი:
"ნიუტონ ჰიტი" და "მანჩესტერ იუნაიტედი"

რომა რა ლანკაშირისა და იორკშირის რკინიგზის მუშები (LYR), დიდებული "იუნაიტედი" შესაძლოა არც არსებულიყო. საფეხბურთო კლუბი Newton Heath LYR ვაგონის მუშების მიერ, დაახლოებით 1878 წელს Newton Heath Manchester-ის ბინძურ რაინში დაარსდა (კლუბის დაარსების შესახებ უფრო ზუსტი ცნობა არ არსებობს.)

ფეხბურთელებს, რომლებიც The Heathens - ის სახელით იყვნენ ცნობილები, ფეხბურთის თამაში უყვარდათ და უმეტესობა მათგანი ფულსაც კი იხდიდა თამაშის გამო, რამაც ასეთი ენთუზიაზმისა და რეპუტაციის კლუბი შემოგარენის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბად აქცია. მალე ისინი საკუთარ მიდამოებში საუეკთესოები გახდნენ და მოწინააღმდეგის ძებნა სახლს მიღმა დაიწყეს. მაშინ, როცა 1895 წელს პროფესიონალიზმს ლეგალიზებას უწევდნენ, მაღალი კლასის მოთამაშეების შეძენა გახდა შესაძლებელი, რადგანაც კლუბი მათ დამატებით ბონუსს, რკინიგზაზე მუშაობის საშუალებას აძლევდა.

1892 წელს Newton Heath - მა საფეხბურთო ლიგაში მოიპოვა ადგილი და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება გახდა. თავდაპირველად თამაშები North Road-ზე ტარდებოდა, გასახდელი კი ადგილობრივ პაბში, "სამ გვირგვინში" (The Three Crowns) მდებარეობდა. 1893 წელს კლუბი კლეიტონში, Bank Street-ზე გადავიდა: შტაბ-ბინა ხის ქოხში იყო განაგებული, მოედანი ქიმიური ქარხნის მაღალი ბოძებითა და კედლებით იყო გარშემორტყმული, რის გამოც თამაშისას ძალიან ხშირად ხდებოდა, რომ ფეხბურთელები შავი კვამლით იფარებოდნენ.

რაც არ უნდა ყოფილიყო, წლები განსაკუთრებული წარმატების გარეშე გადიოდა. Newton Heath - ის მაშინდელი ფორმა ნახევრად მწვანე და ნახევრად ყვითელი იყო. შემდეგ სრულიად თეთრი და "V" - ასოიანი გახდა. გავიდა საშუალო დონის ორი სეზონი პირველ და წარუმატებელი 8 სეზონი მეორე დივიზიონებში. 1902 წელს კლუბი ბანკროტის საფრთხის წინაშე დადგა და ყველაფერი ძალიან ცუდად იქნებოდა, რომ არა ერთი შემთხვევითი შეხვედრა, რომელმაც ისტორიის მსვლელობა შეცვალა.

ბაზრობის დროს, რომელიც დირექტორმა, გარი სტაფორდმა კლუბის გადასარჩენად საჭირო 1000 ფუნტისთვის მოაწყო, მისი ძაღლი დაიკარგა. აღმოჩნდა, რომ ძაღლმა ადგილობრივ ბიზნესმენთან, ჯონ დევისტან გაცნობა მოასწრო და როცა გარი ძაღლის საპოვნელად მივიდა, მან ჯონის დარწმუნება მოახერხა, რომ კლუბში ინვესტიცია ჩაედო. ადგილობრივ ბიზნესმენთა ჯგუფთან ერთად დევისმა კლუბის ვალები გადაიხადა და 1902 წელს ახალი გუნდი ჩამოაყალიბა. ახლა მაისურები - წითელი, შორტები - თეთრები, გეტრები - შავები, სახელი კი ლუი როკის წყალობით "მანჩესტერ იუნაიტედი" გახდა.


ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top