თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2013, 22:04
ავტორი: love united,
ნანახია: 2170,
კომენტარები: 34
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
”იუნაიტედის” ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა:”რომელი უფრო პრინციპული მეტოქეა ”ეშმაკუნებისთვის”, ”სიტი” თუ ”ლივერპული”?”
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
მანჩესტერის ოფიციალური საიტის ცნობილმა ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა, თუ რომელი კლუბია ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და იმსჯელა მათ შესახებ.შემოგთავაზებთ მის სტატიას.

”კვირას შედგება მატჩი, რომელიც ისტორიულად ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურ დაპირისპირებად ფეხბურთში.მაგრამ სამწუხაროდ, ეს თამაში აღარ ითვლება საჩემპიონო მატჩად როგორც წლების წინ იყო.ასეთი კლუბი ამ დროისთვის ”იუნაიტედისთვის” რობერტო მანჩინის გუნდია.ეს უკანასკნელი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეიხმა მანსურიმ დიდი ფული ჩადო ”სიტიში”.ყველაფერს ემატება ის, რომ თანაქალაქელების დაპირისპირების დროს, სტადიონზე ყოველთვის აურზაურია.მაგრამ პირველ რიგში, ამ ორი კლუბის ერთმანეთისადმი ზიზღი გამოწვეულია კარლოს ტევესის გამო, რომელიც ”იუნაიტდიდან” ”სიტიში” გადაბრგდა.სკანდალები ყოველთვის თან სდევდა არგენტინელს, გამორჩეული კი გახლდათ წარწერა, რომელიც ”ქპრსთან” მატჩის შემდეგ ხელში ეჭირა.მასზე დიდი ასოებით ეწერა:”R.I.P Fergie”.

არაა გასაკვირი, რომ ამ ფაქტების შემდეგ ბოლო სეზონების მთავარი დაპირისპირება სწორედ მანჩესტერულ კლუბებს შორისაა.ახლა ამ შეხვედრებს გამოარჩევენ საფეხბურთო კალენდარში, მატჩამდე არის ბევრი, ვრცელი გადაცემები.ამ თამაშში გამარჯვება მეტია ვიდრე 3 ქულა.სრულად ვარ დაწმუნებული, რომ აპრილის დერბი იქნება ყველაზე სანახაობრივი, მაშტაბური და დაძაბული.ეს ყველაფერი კი ლოგიკურია-სწორედ ამ ორი კლუბიდან გახდება რომელიმე ინგლისის ჩემპიონი.

მეორე მხრივ, ”იუნაიტედისა” და ”ლივერპულის” დაპირისპირება- ეს გასნსხვავებული ფურცელია ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.ამ კლუბებს შორის ბალანსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მესაჭე სერ ალექს ფერგიუსონი გახდა.მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სწორედ შოტლანდიელმა დაუბრუნა ”ეშმაკუნებს” ის დიდება, რომელიც მათ სერ მატ ბასბის დროს ქონდათ.მან მოახერხა და 2011 წელს დაამხო მერსისაიდელების რეკორდი-მოიგო რა მე-19 პრემიერ ლიგა.

”საქმე იმაშია, რომ ”იუნაიტედი” და ”ლივერპული” თამაშობენ ბრწყინვალე ფეხბურთს.მათ არ ჰყავთ ბადალი ბრიტანეთში.ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე მოტივირებული თამაშობს.სწორედ ამიტომ ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთს”.-ამბობს სერ ალექსი.

კლუბებს შორის ისეთი დაძაბული ურთიერთობაა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო როდესაც ერთი კლუბიდან მეორეში გადასულა ფეხბურთელი.ეს იყო ბილ ჩისნალი, რომელიც 1964 წელს ”იუნაიტედიდან” ”მერსისაიდულ” კლუბში გადაბარგდა.2007 წელს ისევ ლივერპულს სურდა მანჩესტერელის, გაბრიელ ჰაინცეს ყიდვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ”რეალს” მიაშურა.

”ვფიქრობ, რომ ამ ორი კლუბის მტრობა გამოწვეული იყო სატურნირო ცხრილში დაპირისპირების გამო.ბოლო წლებში ლივერპულელები ვეღარ ხვდებიან ცხილის ზედა ნაწილში, რისი აღიარება არ სურთ, მაგრამ ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.მაგრამ ჩვენი დაპირისპირება მაინც ძალიან საინტერესოა.თვალსაჩინოა, რომ ”სიტი” ამ დროისთვის უფრო ძლიერი კონკურენტია ჩვენთვის ვიდრე ”ლივერპული”.მაგრამ ჩვენ თანაქანაქელებს ჯერ დიდი გზა აქვთ გასავლელი ”ლივერპულის” დონემდე მისაღწევად.სწორედ ამიტომ ითვლება ”ლივერპული” ჩვენთვის უფრო პრინციპულ მეტოქეთ.მათთან თამაშის დროს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა.”-განაცხადა პოლ სკოულზმა.

კითხვა, თუ რომელია ”იუნაიტედისთვის” უფრო მნიშვნელოვანი მეტოქე პასუხგაუცემელია.ჩემი აზრით, სანახაობის თვალსაზრისით, ასეთი ”სიტია”, ხოლო ისტორიით და ემოციებით, რაღათქმაუნდა ”ლივერპული”.

”სიტი” თუ ”ლივერპული”?
სტატიები
34 კომენტარი
№1
ავტორი: love united
9 იანვარი 2013 22:05
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
რა პატარა ყოფილა... wink წაიკითეთ საინტერესოა... good2
0
№2
ავტორი: ლადო
9 იანვარი 2013 22:06
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
საღოლ გიოო
0
№3
ავტორი: Hernandez
9 იანვარი 2013 22:07
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
ეხლა სიტი ადრე ლივერპული
0
№4
ავტორი: ლადო
9 იანვარი 2013 22:07
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
love united,
მეორე სტატია არ დაწერო დაწყებული მაქვს უკვეეე
0
№5
ავტორი: love united
9 იანვარი 2013 22:08
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Lado Ghonghadze
დაწერე კაცო არაფრის თავი არ მაქ ეხლა... wink პახოდუ 50-ე სიახლე ყოფილა კი არ ვიცოდი...კარგად დავამთხვიე... wink
0
№6
ავტორი: Amanda Seyfried
9 იანვარი 2013 22:10
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
ლივე ისტორიულად და სიტი აწმყოირად :D
0
№7
ავტორი: Luka Gelashvili
9 იანვარი 2013 22:11
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ მაგარია ))) კონკურენტად მე ლივერპულს მივიჩნევ..
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№8
ავტორი: UTD-Rule
9 იანვარი 2013 22:19
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ტიტულებში ლივერპული გვეცილება,მაგრამ როგორც ფეხბურთით ჩემი აზრით სიტი უფრო ძლიერი კონკურენტია likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№9
ავტორი: red devil
9 იანვარი 2013 22:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Jer siti araa iseti gundi ro principul metoqed mivichniot. Liverpooli ai es klubia manchester unitedis principuli metoqe.
0
№10
ავტორი: reddevil
9 იანვარი 2013 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
ჩემთის სიტი უფრო პრინციპულია რადგან ერთი ქალაქის გუნდები არიან და მინდა მანჩესტერში მეფე იუნაიტედი იყოს am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top