თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2013, 22:04
ავტორი: love united,
ნანახია: 2178,
კომენტარები: 34
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
”იუნაიტედის” ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა:”რომელი უფრო პრინციპული მეტოქეა ”ეშმაკუნებისთვის”, ”სიტი” თუ ”ლივერპული”?”
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
მანჩესტერის ოფიციალური საიტის ცნობილმა ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა, თუ რომელი კლუბია ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და იმსჯელა მათ შესახებ.შემოგთავაზებთ მის სტატიას.

”კვირას შედგება მატჩი, რომელიც ისტორიულად ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურ დაპირისპირებად ფეხბურთში.მაგრამ სამწუხაროდ, ეს თამაში აღარ ითვლება საჩემპიონო მატჩად როგორც წლების წინ იყო.ასეთი კლუბი ამ დროისთვის ”იუნაიტედისთვის” რობერტო მანჩინის გუნდია.ეს უკანასკნელი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეიხმა მანსურიმ დიდი ფული ჩადო ”სიტიში”.ყველაფერს ემატება ის, რომ თანაქალაქელების დაპირისპირების დროს, სტადიონზე ყოველთვის აურზაურია.მაგრამ პირველ რიგში, ამ ორი კლუბის ერთმანეთისადმი ზიზღი გამოწვეულია კარლოს ტევესის გამო, რომელიც ”იუნაიტდიდან” ”სიტიში” გადაბრგდა.სკანდალები ყოველთვის თან სდევდა არგენტინელს, გამორჩეული კი გახლდათ წარწერა, რომელიც ”ქპრსთან” მატჩის შემდეგ ხელში ეჭირა.მასზე დიდი ასოებით ეწერა:”R.I.P Fergie”.

არაა გასაკვირი, რომ ამ ფაქტების შემდეგ ბოლო სეზონების მთავარი დაპირისპირება სწორედ მანჩესტერულ კლუბებს შორისაა.ახლა ამ შეხვედრებს გამოარჩევენ საფეხბურთო კალენდარში, მატჩამდე არის ბევრი, ვრცელი გადაცემები.ამ თამაშში გამარჯვება მეტია ვიდრე 3 ქულა.სრულად ვარ დაწმუნებული, რომ აპრილის დერბი იქნება ყველაზე სანახაობრივი, მაშტაბური და დაძაბული.ეს ყველაფერი კი ლოგიკურია-სწორედ ამ ორი კლუბიდან გახდება რომელიმე ინგლისის ჩემპიონი.

მეორე მხრივ, ”იუნაიტედისა” და ”ლივერპულის” დაპირისპირება- ეს გასნსხვავებული ფურცელია ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.ამ კლუბებს შორის ბალანსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მესაჭე სერ ალექს ფერგიუსონი გახდა.მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სწორედ შოტლანდიელმა დაუბრუნა ”ეშმაკუნებს” ის დიდება, რომელიც მათ სერ მატ ბასბის დროს ქონდათ.მან მოახერხა და 2011 წელს დაამხო მერსისაიდელების რეკორდი-მოიგო რა მე-19 პრემიერ ლიგა.

”საქმე იმაშია, რომ ”იუნაიტედი” და ”ლივერპული” თამაშობენ ბრწყინვალე ფეხბურთს.მათ არ ჰყავთ ბადალი ბრიტანეთში.ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე მოტივირებული თამაშობს.სწორედ ამიტომ ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთს”.-ამბობს სერ ალექსი.

კლუბებს შორის ისეთი დაძაბული ურთიერთობაა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო როდესაც ერთი კლუბიდან მეორეში გადასულა ფეხბურთელი.ეს იყო ბილ ჩისნალი, რომელიც 1964 წელს ”იუნაიტედიდან” ”მერსისაიდულ” კლუბში გადაბარგდა.2007 წელს ისევ ლივერპულს სურდა მანჩესტერელის, გაბრიელ ჰაინცეს ყიდვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ”რეალს” მიაშურა.

”ვფიქრობ, რომ ამ ორი კლუბის მტრობა გამოწვეული იყო სატურნირო ცხრილში დაპირისპირების გამო.ბოლო წლებში ლივერპულელები ვეღარ ხვდებიან ცხილის ზედა ნაწილში, რისი აღიარება არ სურთ, მაგრამ ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.მაგრამ ჩვენი დაპირისპირება მაინც ძალიან საინტერესოა.თვალსაჩინოა, რომ ”სიტი” ამ დროისთვის უფრო ძლიერი კონკურენტია ჩვენთვის ვიდრე ”ლივერპული”.მაგრამ ჩვენ თანაქანაქელებს ჯერ დიდი გზა აქვთ გასავლელი ”ლივერპულის” დონემდე მისაღწევად.სწორედ ამიტომ ითვლება ”ლივერპული” ჩვენთვის უფრო პრინციპულ მეტოქეთ.მათთან თამაშის დროს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა.”-განაცხადა პოლ სკოულზმა.

კითხვა, თუ რომელია ”იუნაიტედისთვის” უფრო მნიშვნელოვანი მეტოქე პასუხგაუცემელია.ჩემი აზრით, სანახაობის თვალსაზრისით, ასეთი ”სიტია”, ხოლო ისტორიით და ემოციებით, რაღათქმაუნდა ”ლივერპული”.

”სიტი” თუ ”ლივერპული”?
სტატიები
34 კომენტარი
№31
ავტორი: Jubo
10 იანვარი 2013 14:47
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ციტატა: DimaSanaia
ამ ორი კლუბის ერთმანეთისადმი ზიზღი გამოწვეულია კარლოს ტევესის გამოერთადერთი ამაში არ გეთანხმები ავტორო, დანარჩენი მომწონს :)))

+1
დერბის დაპირისპირების ისტორიიდან როგორც გავიგე ჯერ კიდე მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგი წლებიდან დაიწყო ეს მტრობა. ოლდ ტრაფორდი დანგრეული იყო. კლუბი თავის ფანებიანად სიტის სტადიონზე დადიოდა სათამაშოდ. ქირას იხდიდნენ სტადიონში. ფანების მტრობა აქედან დაიწყო და ამას მოყვა კლუბების გადამტერებაც.


კარგი სტატიაა საღოლ ავტორ. დერბის ყოველთვის უფრო მეტად ველოდები ვიდრე იუნაიტედი-ლივეს, განსაკუთრებით წინა სეზონის ფინალის მერე. და მგონია, რომ ლივერპულთან თამაშს განსაკუთრებულ ყურადღებას ისინი აქცევენ ვინც დიდი ხანია იუნაიტედს ბალეშიკობს. ასეთ ხალხს თავიანთი თვალით აქვთ ათეულობით წლიანი მტრობა, მე და ჩემნაირები იუთუბზე ნანახი ვიდეოებით არამგონია დერბიზე მეტად ამ შეხვედრით დავინტერესდეთ. სიტის შემდეგ ყველაზე მეტად ლივერპული მძულს ორივეს ცუდი შედეგი მიხარია, ორივესთან თამაშს ყოველთვის ველოდები მარა დერბი ჩემთვის მაინც განსაკუთრებულია hi2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№32
ავტორი: manchestereli
10 იანვარი 2013 15:50
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
ratqmaunda cyti! manchesterul derbs ra shedreba :)))
0
№33
ავტორი: love united
10 იანვარი 2013 17:18
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
...RooNeY...FaN...
გაიხარე...გეთანხმები სრულად...
0
№34
ავტორი: VaRdo
10 იანვარი 2013 19:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
manutd ერთ_ერთ პრინციპულ მეტოქეს 13_ში ველით : )) არავითარი დანდობა ფორით 1_იანი დაიდოს!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top