თბილისი:
მანჩესტერი:
9-01-2013, 22:04
ავტორი: love united,
ნანახია: 2178,
კომენტარები: 34
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
”იუნაიტედის” ოფიციალური საიტის ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა:”რომელი უფრო პრინციპული მეტოქეა ”ეშმაკუნებისთვის”, ”სიტი” თუ ”ლივერპული”?”
”სიტი” თუ ”ლივერპული”?
მანჩესტერის ოფიციალური საიტის ცნობილმა ჟურნალისტმა, მარკ ფროგატმა დასვა კითხვა, თუ რომელი კლუბია ჩვენთვის ყველაზე პრინციპული და იმსჯელა მათ შესახებ.შემოგთავაზებთ მის სტატიას.

”კვირას შედგება მატჩი, რომელიც ისტორიულად ითვლება ყველაზე მნიშვნელოვან ინგლისურ დაპირისპირებად ფეხბურთში.მაგრამ სამწუხაროდ, ეს თამაში აღარ ითვლება საჩემპიონო მატჩად როგორც წლების წინ იყო.ასეთი კლუბი ამ დროისთვის ”იუნაიტედისთვის” რობერტო მანჩინის გუნდია.ეს უკანასკნელი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც შეიხმა მანსურიმ დიდი ფული ჩადო ”სიტიში”.ყველაფერს ემატება ის, რომ თანაქალაქელების დაპირისპირების დროს, სტადიონზე ყოველთვის აურზაურია.მაგრამ პირველ რიგში, ამ ორი კლუბის ერთმანეთისადმი ზიზღი გამოწვეულია კარლოს ტევესის გამო, რომელიც ”იუნაიტდიდან” ”სიტიში” გადაბრგდა.სკანდალები ყოველთვის თან სდევდა არგენტინელს, გამორჩეული კი გახლდათ წარწერა, რომელიც ”ქპრსთან” მატჩის შემდეგ ხელში ეჭირა.მასზე დიდი ასოებით ეწერა:”R.I.P Fergie”.

არაა გასაკვირი, რომ ამ ფაქტების შემდეგ ბოლო სეზონების მთავარი დაპირისპირება სწორედ მანჩესტერულ კლუბებს შორისაა.ახლა ამ შეხვედრებს გამოარჩევენ საფეხბურთო კალენდარში, მატჩამდე არის ბევრი, ვრცელი გადაცემები.ამ თამაშში გამარჯვება მეტია ვიდრე 3 ქულა.სრულად ვარ დაწმუნებული, რომ აპრილის დერბი იქნება ყველაზე სანახაობრივი, მაშტაბური და დაძაბული.ეს ყველაფერი კი ლოგიკურია-სწორედ ამ ორი კლუბიდან გახდება რომელიმე ინგლისის ჩემპიონი.

მეორე მხრივ, ”იუნაიტედისა” და ”ლივერპულის” დაპირისპირება- ეს გასნსხვავებული ფურცელია ინგლისის ფეხბურთის ისტორიაში.ამ კლუბებს შორის ბალანსი შეიცვალა მას შემდეგ, რაც მანჩესტერის მესაჭე სერ ალექს ფერგიუსონი გახდა.მხედველობაში მაქვს ის ფაქტი, რომ სწორედ შოტლანდიელმა დაუბრუნა ”ეშმაკუნებს” ის დიდება, რომელიც მათ სერ მატ ბასბის დროს ქონდათ.მან მოახერხა და 2011 წელს დაამხო მერსისაიდელების რეკორდი-მოიგო რა მე-19 პრემიერ ლიგა.

”საქმე იმაშია, რომ ”იუნაიტედი” და ”ლივერპული” თამაშობენ ბრწყინვალე ფეხბურთს.მათ არ ჰყავთ ბადალი ბრიტანეთში.ერთმანეთის წინააღმდეგ ორივე მოტივირებული თამაშობს.სწორედ ამიტომ ვჭირდებით ჩვენ ერთმანეთს”.-ამბობს სერ ალექსი.

კლუბებს შორის ისეთი დაძაბული ურთიერთობაა, რომ მხოლოდ ერთი შემთხვევა იყო როდესაც ერთი კლუბიდან მეორეში გადასულა ფეხბურთელი.ეს იყო ბილ ჩისნალი, რომელიც 1964 წელს ”იუნაიტედიდან” ”მერსისაიდულ” კლუბში გადაბარგდა.2007 წელს ისევ ლივერპულს სურდა მანჩესტერელის, გაბრიელ ჰაინცეს ყიდვა, მაგრამ ამ უკანასკნელმა ”რეალს” მიაშურა.

”ვფიქრობ, რომ ამ ორი კლუბის მტრობა გამოწვეული იყო სატურნირო ცხრილში დაპირისპირების გამო.ბოლო წლებში ლივერპულელები ვეღარ ხვდებიან ცხილის ზედა ნაწილში, რისი აღიარება არ სურთ, მაგრამ ამ ფაქტს ვერსად გავექცევით.მაგრამ ჩვენი დაპირისპირება მაინც ძალიან საინტერესოა.თვალსაჩინოა, რომ ”სიტი” ამ დროისთვის უფრო ძლიერი კონკურენტია ჩვენთვის ვიდრე ”ლივერპული”.მაგრამ ჩვენ თანაქანაქელებს ჯერ დიდი გზა აქვთ გასავლელი ”ლივერპულის” დონემდე მისაღწევად.სწორედ ამიტომ ითვლება ”ლივერპული” ჩვენთვის უფრო პრინციპულ მეტოქეთ.მათთან თამაშის დროს სტადიონზე შესანიშნავი ატმოსფეროა.”-განაცხადა პოლ სკოულზმა.

კითხვა, თუ რომელია ”იუნაიტედისთვის” უფრო მნიშვნელოვანი მეტოქე პასუხგაუცემელია.ჩემი აზრით, სანახაობის თვალსაზრისით, ასეთი ”სიტია”, ხოლო ისტორიით და ემოციებით, რაღათქმაუნდა ”ლივერპული”.

”სიტი” თუ ”ლივერპული”?
სტატიები
34 კომენტარი
№21
ავტორი: GeorgeBest
9 იანვარი 2013 23:00
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: VaRdo
რა არის გიოს სურათი?

აქ ყველაფერი გიოსია! likeaboss
0
№22
ავტორი: VaRdo
9 იანვარი 2013 23:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: GioO_o
აქ ყველაფერი გიოსია!


ბევრს ნუ ბლატაობ რა თორე ცუდად წაგივა საქმე love

ციტატა: love united
VaRdo
აა ეგ კი არ მინახია..


ხო და მაგაზე ვამბობ. კაკრას მოხუდა ამ სიახლეს. დღესვ ანხე ეგ სურატი და დამევასა!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№23
ავტორი: love united
9 იანვარი 2013 23:04
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
GioO_o
საიტსაც გადავარქვათ სახელი გიო.ჯი იყოს და გიოს მხარდამჭერები საქართველოში ვიქნებით ჩვენ... wink შენი ფანკლუბი ჩამოვაყალიბოთ ოფიციალური... 3d_8
0
№24
ავტორი: Desuzaaaaaaaaa
10 იანვარი 2013 00:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1
0
№25
ავტორი: buka oboladze
10 იანვარი 2013 00:51
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
დღესდღეისობით სიტი, ისტორიულად ლივერპული.
0
№26
ავტორი: DimaSanaia
10 იანვარი 2013 01:53
  • სიახლეები: 58
  • კომენტარები: 289
ამ ორი კლუბის ერთმანეთისადმი ზიზღი გამოწვეულია კარლოს ტევესის გამო


ერთადერთი ამაში არ გეთანხმები ავტორო, დანარჩენი მომწონს :)))

ტევეზამდე სიტისთან საკმაოდ დიდი ხანი გვქონდა მტრული დამოკიდებულება და ვერასოდეს ვერ იტანდა ეს ორი კლუბი ერთმანეთს :))) 90 - იანებში სიტი და იუნაიტედი ერთ სატრენაჟორო ცენტრში დადიოდა და ერთხელ მაგრად უჩხუბიათ :) კანტონას დროს... ნევილის ავტობიოგრაფიულ წიგნში წავიკითხე.... თუნდაც აიღე ფილმი UNITED-ის ის მონაკვეთი როცა ჩვენები გასახდელში ზიან და ერთ-ერთს ეღადავებიან სიტის ფანი გყავს ნაშაო მაგ ახვრებისო... :))) ასე რომ ტევეზი არაფერ შუაშია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ We will never Die !

manunited
№27
ავტორი: love united
10 იანვარი 2013 11:54
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
DimaSanaia
ხო ხო მართალი ხარ ეგ ნაწილი ზუსტად ვერ დავწერე გამწვავება უნდა დამეწერა...
0
№28
ავტორი: Ví Ví
10 იანვარი 2013 12:06
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
ორივე დედა ............ ორივეს ვთვლი უფრო სიტი ალბათ ისტორიით ლივერპული და დღესდღეობით სიტი
0
№29
ავტორი: Dato de gea quantana
10 იანვარი 2013 12:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 89
სიტი უფრო პრინციპულია თან 1 6 წაგების მერე ძღრენი რო აუყვავდათ უნდა დავანახოთ MANჩEსტერში და მთლიანად მსოფლიოში მეფეა მეფეე

ეს ქვევიდა დიდი სურათები როგორ დავაყენო მითხარით რაა და რა საიტზე ვნახო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ M-A-N-C-H-E-S-T-E-R
U-N-T-E-D

Rel.ge
№30
ავტორი: Zizou
10 იანვარი 2013 12:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
იასნა ლივერპული... ვოცნებობ ოღონდ ეგენი ამოვტენოთ დიდი ანგარიშით...

ქინქლაძის ინტერვიუ წაიკითხეთ??? წავიკითხე და გაკვირვებული დავრჩი.. თქვა რომ ბარში ერთადაც ვსვამდით სიტის და იუნაიტედის ფეხბურთელებიო,ერთადერთი კანტონა არ მოდიოდა დასალევადო.... მაგრამ საბოლოოდ ამ ტრადიციას ბოლოფერგიუს მოუღია :დ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top