სიცოცხლეში არის ისეთი რამეები, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია იმ ხალხისთვის, რომლებიც დალტონიზმით არიან დაავადებულნი. მაგალითად, ლურჯი "ბორში" და ზებრა ყვითელ-მწვანე ფერებში. ზუსტად ასევე, წარმოუდგენელია ზოგი ფეხბურთელების ხილვა სხვდა გუნდის ფერებში. დღეს პრესაში ატომური ბომბი აფეთქდა-მანჩესტერ იუნაიტედს სურს შეიძინოს ფრენკ ლემპარდი. თუმცა, როგორც ფეხბურთელი, იგი ალბათ აღარ სჭირდება თავის დღევანდელ გუნდს, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ აბრამოვიჩმა იცის. რაც შეეხება წითლების ინტერეს ძალიან დამაინტრიგებელია, იმიტომ რომ ისეთი წყარო როგორიც არი The Telegraph ჭორს ნაკლებად შეიძლება ავრცელებდეს.
თუ ფეერგიუსონს მართლა გაუჩნდა ფრენკის შეძენის სურვილი, პირველ რიგში ჩნდება კითხვა, რატომ? პასუხი მარტივია, ფერგიუსონს სულ უყვარდა ქარიზმატიული ვეტერანები, რომლებიც მას ყოველთვის ყავდა გუნდში. მანჩესტერში სულ იყო ასეთი ფეხბურთელი, მოედნის ცენტრში-სქოულზი, გიგზი,კინი. როგორც ცნობილია, სქოულზის კონტრაკტი ამ ზაფხულს ამოიწურება და პოლი უკვე მეორეჯერ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. როგორც მოსალოდნელია, 39 წლის რაიან გიგზიც მიყვება თავის წითელ თმიან მეგობარს და კარიერას დაასრულებს. ამ შემთხვევაში, მანჩესტერი ლიდერის გარეშე რჩება. პლუს ამას, სქოულზის წასვლის შემდეგ, გუნდს აშკარად დააკლდება მისი თამაში ცენტრში. ფრენკი კი მის შემცვლელად არაჩვეულებრივი ვარიანტია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ იგი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. დამეთანხმეთ, რომ იუნაიტედის ინტერესი ლამპარდის მიმართ ლოგიკურიც და მატერიალურიც არის.
რას იზამს თვითონ ლამპარდი, წავა თუ არა იგი მანჩესტერში? ამდაგვარ სიტუაციებში ფეხბურთელებს ბრაზი მოსდით გუნდზე, რომლისთვისაც მან ძალიან ბევრი გააკეთა და აკეთებს დღესაც. თუ მანჩესტერი ოფიციალურ შეთავაზებს გააკეთებს და ჩელსი დროის გაწელვას დაიწყებს, დარწმუნებული ვარ რომ ფეხბურთელი კონტრაკტს დათანხმდება. და რაც მთავარია, ლამპარდი იუდა არ იქნება, იუდა იქნება ჩელსი მისი გაყიდვის გამო.
ახლა კი ვუბრუნდები ტექსტის დასაწყის, ფრენკი წარმოუდგენელი იქნება სხვა გუნდის ფორმაში იმის შემდეგ, თუ რა გააკეთა მან 11 წლის განმავლობაში ჩელსის მაისურით და მისი სხეულიდან ლურჯის მოშორება ძალიან რთული იქნება. მიიღებენ თუ არა წითელ ლამპარდს ინგლისში? შესაძლოა კი, იმიტომ რომ იგი წლების მანძილზე ატარებდა ინგლისის წითელ ფორმაშ, ასევე შესაძლებელია რომ არა, იმიტომ რომ ჩელში და იუნაიტედი არც თუ ისე კარგი მეგობრები არიან.
თუმცა, მოდით ეს ყველაფერი დროს მივანდოთ და დაველოდოთ მოვლენებს.