თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 22:16
ავტორი: ViDa,
ნანახია: 2758,
კომენტარები: 22
წითელი ლამპარდი?
ჭორი თუ სინამდვილე?
წითელი ლამპარდი?
სიცოცხლეში არის ისეთი რამეები, რისი წარმოდგენაც შეუძლებელია იმ ხალხისთვის, რომლებიც დალტონიზმით არიან დაავადებულნი. მაგალითად, ლურჯი "ბორში" და ზებრა ყვითელ-მწვანე ფერებში. ზუსტად ასევე, წარმოუდგენელია ზოგი ფეხბურთელების ხილვა სხვდა გუნდის ფერებში. დღეს პრესაში ატომური ბომბი აფეთქდა-მანჩესტერ იუნაიტედს სურს შეიძინოს ფრენკ ლემპარდი. თუმცა, როგორც ფეხბურთელი, იგი ალბათ აღარ სჭირდება თავის დღევანდელ გუნდს, მაგრამ ამის შესახებ მხოლოდ აბრამოვიჩმა იცის. რაც შეეხება წითლების ინტერეს ძალიან დამაინტრიგებელია, იმიტომ რომ ისეთი წყარო როგორიც არი The Telegraph ჭორს ნაკლებად შეიძლება ავრცელებდეს.

თუ ფეერგიუსონს მართლა გაუჩნდა ფრენკის შეძენის სურვილი, პირველ რიგში ჩნდება კითხვა, რატომ? პასუხი მარტივია, ფერგიუსონს სულ უყვარდა ქარიზმატიული ვეტერანები, რომლებიც მას ყოველთვის ყავდა გუნდში. მანჩესტერში სულ იყო ასეთი ფეხბურთელი, მოედნის ცენტრში-სქოულზი, გიგზი,კინი. როგორც ცნობილია, სქოულზის კონტრაკტი ამ ზაფხულს ამოიწურება და პოლი უკვე მეორეჯერ დაასრულებს საფეხბურთო კარიერას. როგორც მოსალოდნელია, 39 წლის რაიან გიგზიც მიყვება თავის წითელ თმიან მეგობარს და კარიერას დაასრულებს. ამ შემთხვევაში, მანჩესტერი ლიდერის გარეშე რჩება. პლუს ამას, სქოულზის წასვლის შემდეგ, გუნდს აშკარად დააკლდება მისი თამაში ცენტრში. ფრენკი კი მის შემცვლელად არაჩვეულებრივი ვარიანტია, იმასაც თუ გავითვალისწინებთ რომ იგი შესაძლოა თავისუფალი აგენტი გახდეს. დამეთანხმეთ, რომ იუნაიტედის ინტერესი ლამპარდის მიმართ ლოგიკურიც და მატერიალურიც არის.

რას იზამს თვითონ ლამპარდი, წავა თუ არა იგი მანჩესტერში? ამდაგვარ სიტუაციებში ფეხბურთელებს ბრაზი მოსდით გუნდზე, რომლისთვისაც მან ძალიან ბევრი გააკეთა და აკეთებს დღესაც. თუ მანჩესტერი ოფიციალურ შეთავაზებს გააკეთებს და ჩელსი დროის გაწელვას დაიწყებს, დარწმუნებული ვარ რომ ფეხბურთელი კონტრაკტს დათანხმდება. და რაც მთავარია, ლამპარდი იუდა არ იქნება, იუდა იქნება ჩელსი მისი გაყიდვის გამო.

ახლა კი ვუბრუნდები ტექსტის დასაწყის, ფრენკი წარმოუდგენელი იქნება სხვა გუნდის ფორმაში იმის შემდეგ, თუ რა გააკეთა მან 11 წლის განმავლობაში ჩელსის მაისურით და მისი სხეულიდან ლურჯის მოშორება ძალიან რთული იქნება. მიიღებენ თუ არა წითელ ლამპარდს ინგლისში? შესაძლოა კი, იმიტომ რომ იგი წლების მანძილზე ატარებდა ინგლისის წითელ ფორმაშ, ასევე შესაძლებელია რომ არა, იმიტომ რომ ჩელში და იუნაიტედი არც თუ ისე კარგი მეგობრები არიან.

თუმცა, მოდით ეს ყველაფერი დროს მივანდოთ და დაველოდოთ მოვლენებს.
სტატიები
22 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
8 იანვარი 2013 23:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჭორი ჭორიიი, 34 წლის ფეხბურთელს იუვენტუსის გარდა არავინ წაიყვანს:)))
0
№12
ავტორი: Zizou
9 იანვარი 2013 00:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
რატო უნდა გაუშვა გუნდიდან ლამპარდი და ქეთინო დაიტოვო??? მაგრად აფასებენ ლეგენდებს :))))))))))
0
№13
ავტორი: giochinio
9 იანვარი 2013 02:06
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
VaRdo,
pm მოგწერე და მიპასუხე რა :)))
0
№14
ავტორი: red devil
9 იანვარი 2013 06:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Es ki kargia amis gverdze clerveli,andersoni,kagawa,pouweli bevrames iswavlian magram me yvelaze magrad axla felaini da muntinio minda sxva aravin.
0
№15
ავტორი: RooneyFan
9 იანვარი 2013 09:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
არ გvinდა
0
№16
ავტორი: R.V.P.
9 იანვარი 2013 10:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
აბა თუ არ აფასებს ჩელსი ჩვენ ვიცით ვეტერანების დაფასება და გადმოვიდეს აქ
0
№17
ავტორი: gigapersie
9 იანვარი 2013 12:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 169
დიდ სიამოვნებით ვიხილავდი ფრენკს ჩვენთან love
0
№18
ავტორი: ლადო
9 იანვარი 2013 13:15
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
მოოოდეეეეეეეეეე
0
№19
ავტორი: Amanda Seyfried
9 იანვარი 2013 16:52
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მოდი მოდი
0
№20
ავტორი: nato-1989
9 იანვარი 2013 18:58
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
გელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top