"მანჩესტერ იუნაიტედი" მსოფლიოს ერთ–ერთი საუკეთესო გუნდია. მას ზურგს უმაგრებს უდიდესი ისტორია, რომელიც წლებია იწერება. გუნდის ჩამოყალიბების პირველ ეტაპზე მწვრთვნელები ეზოებში და სავარჯიშო მოედნებზე დადიოდნენ, იმისთვის, რომ ნიჭიერი ახალგაზრდები ეპოვათ. სწორედ მათი დამსახურებაა ის, რომ დღეს ახალგაზრდებს თვითონ უნდათ მოხვდნენ "იუნაიტედის" აკადემიაში. ასე გრძლდება ბასბიდან ფერგიუსონამდე. "წითელი ეშმაკები" სუპერვარსკვლავებს არ ყიდულობენ გარკვეული გამონაკლისის გარეშე, "წითლების" აკადემიამ აღზარდა ისეთები როგორიც არიან გიგზი, სქოულზი, ბექემი, გარი ნევილი, ბესტი, ჩარლტონი და სხვა. სამწვრთვნელო შტაბის დამსახურებაა ის, რომ რონალდო და რუნი დღეს მსოფლიო ვარსკვლავები არიან.
დღევანდელ "იუნაიტედში" 7 ძირითადი ფეხბურთელი აკადემიის აღზრდილია, ესენი არიან ქლევერლი, ევანსი, ფლეჩერი, უელბეკი, სქოულზი, გიგზი და რაფაელი. მათ პატარაობიდან აყვარებდნენ გუნდს, ფეხბურთის გარდა "მანჩესტერ იუნაიტედის" ისტორიასაც ასწავლიდნენ. მიუხედავად ამისა ყოფილა ბევრი ცრემლი, მაგალითად მაშინ როდესაც ბექემი "რეალში" გადავიდა. მაშინ ჯერ პატარა ვიყავი და ფეხბურთსაც არ ვუყურებდი. მაგრამ კარგად მახსოვს ის მომენტი როდესაც რონალდო ოფიციალურად "მადრიდისტა" გახდა, იგი "იუნაიტედმა" ახალგაზრდა მიიღო და ფერგის დიდი დამსახურებაა ის, რომ ახლა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავია. ჩემი გონებიდან არ ამოვა ის მომენტი როდესაც რუნი გუნდს ტოვებმდა, მიუხედავად ამისა იგი დღეს "წითელი ეშმაკია" და გუნდთან ერთად განაგრძობს ბრძოლას.
ზემოთ მოყვანილ სურათზე კარგად ჩანს "იუნაიტედის" ხასიათი. რაიან გიგზი ვარჯიშს უტარებდა პატარა "წითელ ეშმაკებს", მათ რიგებში კი 13 წლის დენი უელბეკი იყო. დღეს დენი "იუნაიტედის" ფეხბურთელია და გიგზთან ერთად წერს გუნდის ისტორიას! ალბათ რაიანი ვერასდროს იფიქრებდა, რომ ასე იქნებოდა, თუმცა ფაქტი სახეზეა. გული მწყდება, რომ სქოულზი და გიგზი მალე დატოვებენ ფეხბურთს, მაგრამ მათ ჩაანაცვლებენ ისეთი ახალგაზრდები რომლებთაც "იუნაიტედი" ძლიერ უყვართ. დიდი იმედით შევყურებ ტანიფლიკს, უილ კინს, ლინგარდს, კოულს და სხვას. მათ აუცილებლად მიეცემათ შანსი და იმედი მაქვს ყველას დაუმტკიცებენ, რომ ""ოლდ ტრაფორდი" ზრდის ფეხბურთელებს და არასოდეს იღებს მზამზარეულს".