სერ ალექსი.ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია. თავი მეოთხე. ნაწილი 1
სერ ალექსი. ლეგენდარული მწვრთნელის ბიოგრაფია
ფერგის ბიჭები.სერ ალექს ფერგიუსონი.სერ ალექსმა ერთხელ მთხოვა გადამეხედა მისი მმართველობის ოც წელზე და მეთქვა თუ რომელი იყო მისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელიც მან ოლდ ტრაფორდზე მოსვლისას გააკეთა 1986 წელს. შეიძლება ეს ნაბიჯი იყო გუნდისთვის უვარგისი ფეხბურთელების გაშვება, ან კლუბში ასეთი მკაცრი რეჟიმის დამყარება, რომელიც სრულად განსხვავდებოდა რონ ატკინსონის რეჟიმისაგან. ფერგიუსონმა უცებ გაიღიმა და თქვა, რომ ეს არ იყო მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი იყო იმ ახალგაზრდების შეკრება, რომლებიც მომავალში უდიდესი ფეხბურთელები გახდნენ. ახალი ბოსი მომენტალურად შეუდგა გუნდის ოპტიმიზაციას და მსოფლიოს ყველა კუთხეში გააგზავნა სკაუტები, რათა დაკვირვებოდნენ იმ ფეხბურთელებს, რომლებიც ნამდვილად წაადგებოდა შოტლანდიელი სპეციალისტის გუნდს. ახალგაზრდული გუნდის შექმნა იყო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ქმედება, რამაც შედეგი მალევე 1992 წელს გამოიღო, როცა გუნდმა ახალგაზრდული ჩემპიონატი მოიგო. რაიან გიგზმა, რომელიც ახალგაზრდულ გუნდს კაპიტნობდა, მიიყვანა გუნდი გამარჯვებამდე. კლუბს ეს ტიტული 1964 წლის შემდეგ არ ჰქონდა მოგებული. ახალგაზრდა ეშმაკებდა გაანადგურეს სვინდონი 5:2. ახალგაზრდები რაიან გიგზსთან ერთად შეურთდნენ პირველ გუნდს. მათ შორის იყვნენ დეივიდ ბექჰემი, ნიკი ბატი, გარი ნევილი და პოლ სქოულზი.
გავიდა უკვე 28 წელი მას შემდეგ, რაც ბოლოს იუნაიტედმა მოიგო ინგლისის თასი და ორი წელი მას შემდეგ რაც ისინი ინგლისის ჩემპიონები გახდნენ. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ კლუბის აღზრდილების საქმესი ჩართვამ გამოიყვანა იუნაიტედი მეორეხარისხოვანი როლიდან. მოვიდა ფერგიუსონი და წარმოთქვა იგივე სიტყვები, რომლებსაც სერ მატ ბასბი იყენებდა:” ახალგაზრდებს შეუძლიათ ტიტულების მოგება. დიდი ხნის განმავლობაში ახალგაზრდებს არანაირი პირობები არ ჰქონდათ, განსაკუთრებით ატკინსონის მსგავსი მწვრთნელების დროს, როცა არანაირ გასაქანს არ აძლევდნენ კლუბის ახალგაზრდებს. მარკ რობინსი, რომელმაც გაიტანა ფერგიუსონისთვის მნიშვნელოვანი გოლი 1990 წლის ინგლისის თასის ფინალში, იყო ერთ-ერთი პირველი რომელმაც გაიარა ფერგიუსონის ახალი სისტემა.მან ფერგის მოქმედება და გავლენა ასე ახსნა:”16 წლის ვიყავი, როცა აქ მოვედი და პირველივე დღიდან ვგრძნობდი თავს გუნდის ნაწილად. ფერგიუსონს ორგანიზაციის შესანიშნავი ნიჭი ჰქონდა, მან სწრაფადვე დაიმახსოვრა ჩვენი სახელები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდისთვის, რომელიც ახალი მოსულია კლუბში. ის აკვირდებოდა ახალგაზრდა ფეხბურთელებს და სულ ჩვენთან ერთად იყო, ვერც წარმოიდგენთ თუ რამდენ საქმეს აკეთებდა. მაშინ შესანიშნავად უძღვებოდა ახალგაზრდულ მმართველობას სიტი, თუმცა ფერგიუსონი მთელი ძალებით ცდილობდა იუნაიტედი ამ საქმეში გამორჩეული ყოფილიყო. ის ცდილობდა ყველაფერი შეეცვალა და მან ეს მოახერხა. იცით როგორი იყო? ოდნავ მაინც რომ გაბრაზებულიყო თვენი საქმე ცუდად იყო. ფერგიუსონი სწორედაც რომ ასეთი უნდა ყოფილიყო, რადგან ის ახალგაზრდებს ზრდიდა. ის იყო შესანიშნავი მწვრთნელი და ჩვენ მას ვაფასებდით. თუ დაწესებულ საზღვრებს გასცდებოდი, მაშინვე მიგიჩენდა საკუთარ ადგილს. ის ჩვენზე ზეწოლას ახდენდა, თუმცა არანაირად არ გვეშინოდა. ეს იყო სწავლების შესანიშნავი მეთოდიკა, რათა ფეხბურთელი მანჩესტერ იუნაიტედის წევრი გამხდარიყო.
რობინსმა დიდი წვლილი შეიტანა ფერგის გუნდის წარმატებაში, მაგრამ არ ყოფილა კაშკაშა ფიგურა ახალგაზრდული გუნდის შენებაში. ეს პატივი ერგო უელსელ ბიჭს, რომელიც ფერგიუსონმა გუნდში 14 წლის ასაკში მოიყავა და ახალგაზრდულ გუნდში ჩარიცხა. დიახ ეს იყო შესანიშნავი რაიან გიგზი, რომელიც ნამდვილად საუკეთესო ფეხბურთელია ფერგიუსონის ერის. ბრიტანელი ლეგენდა არის იუნაიტედის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი და ნამდვილი ჯენტლმენი, თანამედროვე ფეხბურთის ბობი ჩარლტონი. გიგზი 6 წლის ასაკში მშობლიური კარდიფიდან სუინტონში გადავიდა, რომელიც მცირე მოშორებით მდებარეობდა მანჩესტერიდან ჩრდილოეთით. უელსელი ვუნდერკინდი, დედა და თავისი ძმა გადავიდნენ ინგლისსში, რადგან მამამისი იყო შესანიშნავი მორაგბე და დააწინაურეს. მას მიეცა შანსი ელიტარულ ლიგასი თამაშის. რაიანი არ გაჰყვა რაგბს, რადგან მისი პირველი სიყვარული ფეხბურთი იყო, ამიტომ ის სიტის აკადემიაში წავიდა სტაჟიორად. ის იქურობას ვერ მოერგო და მაშინვე იფიქრა, რომ ვერასდროს ითამაშებდა ცისფრების შემადგენლობაში. ის სულით ხორცამდე წითელი იყო, რაგბი ფეხბურთზე გაცვალა, იუნაიტედის თამაშებს ის ოლდ ტრაფორდის აღმოსავლეტი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალყურს. ის სიტის ახალგაზრდულ გუნდთან ვარჯიშისას იუნაიტედის მაისურებს იცმევდა, რითაც კიდევ უფრო მეტი ყურადღება მიიპყო კლუბის მმართველობისაგან. მან ერთი მატჩი ჩაატრა სიტის ახალგაზრდული გუნდის შემადგენლობაში, როცა 13 წლის იყო. გიგზი სულაც არ იყო ბედნიერი, რადგან მისი გუნდი სულ სხვა გუნდს ეკუთვნოდა და ის ყოვეთვის ოცნებობდა იუნაიტედის შემადგენლობაში მომხვდარიყო. ეს ოცნება მას აუხდინა ადამიანმა, რომელიც მუდმივად გულშემატკივრობდა რაიანს. ეს იყო გაზეთების დამტარებელი გარი ვუდი. ვუდი იყო დამხმარე ოლდ ტრაფორდზე და დაარწმუნდა ფერგიუსონი რომ ეს ბიჭი ნამდვილი ვუნდერკინდი იყო. რაიანი ერთი კვირით მიიღეს ოლდ ტრაფორდზე სინჯებზე, თუმცა ფერგიუსონი დიდი ხნით ადრე აკვირდებოდა და უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მისი გუნდში დატოვება. ”სელფორდ ბოიზის” წინააღმდეგ ახალგაზრდულ შემადგენლობაში გიგზმა ჰეტრიკი შეასრულა. რაიანმა შენიშნა თუ როგორ აკვირდებოდა იუნაიტედის ბოსი მას თავისი ოფისის ფანჯრიდან. როცა გიგზი 14 წლის გახდა ფიქრობდა, რომ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ოცნება რეალობად ქცეულიყო. სახლში დაბრუნებულს გიგზს სახლთნ დახვდა ოქროსფერი მერსედესი. ანერვიულებული რაიანი სასწრაფოდ შევარდა სახლში, სადაც თვით სერ ალექს ფერგიუსონი დახვდა, რომელიც ჩაის მიირთმევდა ყველაზე ძვიფასი ჭურჭლით, რომელიც დედამს გააჩნდა. ფერგისუნმა მოსულ რაიანს ორწლიანი კონტრაქტი შესთავაზა, რომლის თანამადაც რაიანი იუნაიტედის აკადემიის აღზრდილი ხდებოდა. რაიანმა თოთხმეტის წლის ასაკში რაიანმა კონტრაქტს მოაწერა ხელი.
ყვეკაზე მნიშვნელოვანი ამ ისტორიაში იყო სერ ალექსის დამოკიდებულება: ის იღებდა გადამწყვეტ და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს, რათა ამ აალგაზრდას გზა გახსნოდა ოლდ ტრაფორდისაკენ. ის პირადად იმყოფებოდა მასთან სახლში. ეს ფაქტი ნათლად მეტყველებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარება. მას სჯეროდა იუანიტედის ახალგაზრდების ნათელი მომავლის. შემდეგ ფერგიუსონმა რაიანის კიდევ ერთი ტალანტი აღმოაჩინა, რაზეც თქვა:” როცა პირველად ვნახე მაშინვე დამამახსოვრდა, რადგან ის ისე მისრიალებდა მედანზე თითქოს არც კი ეხებოდაო გაზონს.” რაიანმა მოაწერა ხელი კონტრაქტს და 1990 წლის 9 ივნისს ოფიციალურად შეუერთდა იუანიტედს როცა 16 წლის გახდა. პროფესიონალი გახდა 1990 წლის 29 ნოემბერს, როცა 17 წელი შეუსრულდა. ფერგიუსონი ფიქრობდა, რომ ამ ფეხბურთელს უკვე შეეძლო ძირითადში თამაში თუმცა არ უნდოდა მოვლენების დაჩქარება. ფერგიუსონისთვის გიგზი სხვა ვუნდერკინდების პროტოტიპი იყო. აბაერდინშიც ის მხარს უჭერდა ახალგაზრდებს და ახლა გადაწყვიტა, რომ ყველანაირი პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა ახალგაზრდების მოზიდვა და აღზრდაა, რომლებიც კლუბის კონვეერში და შესანშნავ ფეხბურთელებად ჩამოყალიბდებიან. ამ ფაქტის შემდეგ ფერგიუსონი განსაკუთრებულად უფრთხილდებოდა რაიანს მან ჟურნალისტებს აუკრძალა მასთან კავშირი და ინტევიუებოს ჩაწერა.