თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 13:27
ავტორი: Vodafone,
ნანახია: 2932,
კომენტარები: 15
ნადირობა ალექსზე
მათ შექმნეს „ოლდ ტრაფორდის“ ისტორია: ედვარდსი, ედელსონი, უოტკინსი და ჩარლტონი იხსენებენ დღეს, როდესაც მწვრთნელის პოსტზე ალექს ფერგიუსონი დანიშნეს.
ნადირობა ალექსზე
მათ შექმნეს „ოლდ ტრაფორდის“ ისტორია: ედვარდსი, ედელსონი, უოტკინსი და ჩარლტონი იხსენებენ დღეს, როდესაც მწვრთნელის პოსტზე ალექს ფერგიუსონი დანიშნეს.
სწორედ ამ ოთხმა მიიღო ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება „მანჩესტერ იუნაიტედის“ ისტორიაში. ეს იყო ისტორიული მომენტი ინგლისურ ფეხბურთში, ხოლო ერთ-ერთი მათგანისთვის უძილო ღამეების მიზეზი გახდა. 1986 წელს კლუბის ხელმძღვანელობას წარმოადგენდნენ: კლუბის თავმჯდომარე მარტინ ედვარდსი და დირექტორები მარიუს უოტკინსი, მაიკ ედელსონი და სერ ბობი ჩარლტონი, სწორედ ამ დროს იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ რონ ატკინსონი შეეცვალა 44 წლის სპეციალისტს, „აბერდინის“ მწვრთნელ ალექს ფერგიუსონს. ამ შესანიშნავმა პიროვნებებმა Daily Mail-ს კორესპონდენტ მეტ ლოუტონს მოუყვნენ შოტლანდიელის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ. ისინი გამოტყდნენ, რომ მათ არჩევნის გაკეთება მოუწიათ ფერგიუსონსა და ტერი ვენეიბლსს შორის. ფერგიუსონი მათი მთავარი სამიზნე იყო, თუმცა ისინი დარწმუნებულები უნდა ყოფილიყვნენ, რომ შოტლანდიელი თანახმა იქნებოდა.

ნადირობა ალექსზე
ჩარლტონი, უოტკინსი, ედვარდსი და ედელსონი



ლოუტონი: როგორც გავიგე, ყველაფერი დაიწყო 1986 წლის 4 ნოემბერს, როდესაც თქვენ უკან დაბრუნდით საუზჰემპტონიდან.

ედვარდსი: დიახ. იმ დღეს ჩვენ 4-1 წავაგეთ ინგლისის თასზე. როგორც მახსოვს, მაშინ ახალგაზრდა მეთიუ ლე ტისემ 2 გოლი გაგვიტანა. ჩვენ ჩემპიონატში მე-19 ადგილზე ვიყავით და ეს წაგებაც ძალიან უსიამოვნო იყო. გასული სეზონის დასასრულს რონს გადადგომა სურდა. ჩვენ კარგი სტარტი ავიღეთ, თუმცა საბოლოოდ ეს სეზონი უიღბლო გამოდგა. ჩვენ ის დავარწმუნეთ, რომ დარჩენილიყო. მაგრამ, როდესაც შემდეგ სეზონში უკუსვლა კვლავ გაგრძელდა, ჩვენ მივხვდით, რომ მისი შეცვლა აუცილებელი იყო. ეს არც ისე ადვილი იყო, ჩვენ ძალიან მოგვწონდა რონი. მასთან ერთად მე-14 ადგილის დაბლა არ ჩამოვსულვართ, გარდა ამისა, ის ძალიან კარგი ადამიანი იყო.

ნადირობა ალექსზე
ფერგიუსონს სწორედ რონ ატკინსონი უნდა შეეცვალა



ედელსონი: მარტინი ფიქრობდა, რომ მწვრთნელის შეცვლის დრო იყო და ჩვენ დავიწყეთ კანდიდანტებზე ფიქრი. აღმოჩნდა, რომ ესეთი მხოლოდ ორი იყო. ფერგიუსონი და ვენეიბლსი. ალექსმა ჩვენი ყურადღება „აბერდინში“ კარგი მუშაობის წყალობით მოიპოვა, ხოლო ვენეიბლსმა „ბარსელონა“ ევროპის თასის ფინალში გაიყვანა, ასევე მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი.
უოტკინსი: სწორედ ამ დროს გადავიდა ჰიუგსი „ბარსელონაში“, ამიტომ ჩვენ ძალიან კარგი საშუალება გვქონდა შევხვედრილიყავით ვენეიბლსს.
ედვარდსი: მაგრამ, ვფიქრობ, ჩვენ უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ალექსი უფრო გვჭირდებოდა. სიმართლე ვთქვა, ვენეიბლსს უცებ დავანებეთ თავი. ალექსმა ხელი შეუშალა შოტლანდიაში „ძველი ფირმის“ ბატონობას, ასევე დაამარცხა მადრიდის რეალი თასების მფლობელთა თასის ფინალში. ჩვენ მას შევხვდით, როცა გავიფორმეთ გორდონ სტრაკანი და ჩვენ ის ძალიან მოგვეწონა.
ედელსონი: ასევე უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ იმ დროს შოტლანდიური ფეხბურთი ძალიან ძლიერი იყო. ის ძალიან გავდა ინგლისურს. როცა ჩვენ დაველაპარაკეთ ალექსს, გაირკვა, რომ მას მეტს უხდიდნენ „აბერდინში“, ვიდრე ჩვენ რონს. შეიძლება მის ასისტენტს, არჩი ნოკსს ჰქონდა იმდენი ხელფასი, რამდენიც ჩვენთან ატკინსონს.
ედვარდსი: გადამწყვეტი ფაქტორი აღმოჩნდა ის, რომ ჩვენ ალექსს უკვე ვიცნობდით. როცა რეი უილკინსი გაემგზავრა „მილანში“, მის ადგილას ვაპირებდით გორდონ სტრაკანის დაყენებას. თუმცა მის გაფორმებასთან ერთად გაჩნდა პრობლემები. აღმოჩნდა, რომ მას უკვე ჰქონდა შეთანხმება რამდენიმე კლუბთან, მათ შორის იყო „კიოლნი“. ვფიქრობ, ჩვენ წინადადება „აბერდინისთვის“ უფრო მომგებიანი იყო და მაშინ ალექსი ძალიან დაგვეხმარა. ჩვენ მოგვეწონა მასთან მუშაობა და მახსოვს მაშინ გავიფიქრე, რომ ის „იუნაიტედისთვის“ კარგი მწვრთნელი იქნებოდა.
ჩარლტონი: მე მას შევხვდი 1986 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე მექსიკაში. მაშინ მე BBC-ში ვმუშაობდი და ვიმყოფებოდი შოტლანდიის ნაკრების ვარჯიშზე, ისინი ურუგვაისთან მატჩისთვის ემზადებოდნენ. მან მე დამინახა და ჩემკენ წამოვიდა მოსასალმებლად. ჩვენ წუთზე ნაკლები ვისაუბრეთ, მაგარმ მე ის უკვე მომეწონა. მანამდე მე ის თასების მფლობელთა თასის ფინალში მყავდა ნანახი. ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, თუ როგორ მართავდა ის გუნდს გვერდითა ხაზიდან. მახსოვს ერთხელ ბევრი საქმე მქონდა აბერდინში. ხალხი პანიკაში იყო, როცა გაიგეს ჩემი ჩამოსვლა. „ჩვენ მწვრთნელს არ წაიყვანთ?“-მეკითხებოდნენ ისინი. როგორც ჩანს ის მთელ ქალაქს უყვარდა.

ლოუტონი: დავუბრუნდეთ ისევ საუზჰემპტონიდან დაბრუნებას. რა მოხდა მერე?

უოტკინს: შემდეგ დილას შევხვდი მარტინს, უნდა განგვეხილა ახალი მწვრთნელის დანიშვნის ამბავი. შემდეგ გამოჩნდა ბობი, ბოლოს კი მაიკსაც დავურეკეთ, რომ ჩვენთან ერთად განეხილა ეს საკითხი.
ედვარდსი: ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ალექსი ყველაზე შესაფერისი კანდიდანტურა იყო. მაგარამ ერთადერთი რისიც გვეშინოდა იყო, რომ იგივე ისტორია არ განმეორებულიყო რაც მოხდა 1981 ატკინსონის დანიშვნის დროს. მაშინ ჩვენ არჩევანი გავაკეთეთ ლოური მაკმენის, ბობი რობსონის, რონომ სონდერსომის და ატკინსონს შორის. სიმართლე, რომ ვთქვათ, რონ ატკინსონი ჩვენ სიაში ბოლო იყო. ლოური თავიდან თანახმა იყო, მაგარამ შემდეგ ის იძულებული იყო უარი ეთქვა. როგორც ჩანს მისი ცოლი საცხოვრებლად სამხრეთში გადასვლის წინააღმდეგი იყო. რობსონს და სონდერს კი არაფერი არ ჰქონდათ მოგებული. საბოლოოდ, იგივე რამის განმეორება, რომ თავიდან აგვეცილებინა, გადავწყვიტეთ დავკავშირებოდით ალექსს და გაგვეგო სურდა თუ არა მას ჩვენი კლუბის მწვრთნელობა. ეს უნდა გაგვეკეთებინა მანამდე სანამ ალექსი მიიღებდა ოფიციალური წინადადებას „აბერდინისგან“. არ დაგავიწყდეთ, რომ რონს უკვე ჰქონდა კონტრაქტი „ვესტ ბრომვიჩთან“, როდესაც მე დავურეკე და ვუთხარი ჩვენი ინტერესის შესახებ. მაშინ ესეთი საქმეები სხვანაირად წყდებოდა. არ იყვნენ აგენტები ან ვინმე მსგავსი, ვისთანაც დალაპარაკება შეგვეძლო. არ იყო არც მობილური ტელეფონები. ჩვენ იძულებულები ვიყავით დაგვერეკა ალექსისთვის პირდაპირ „პიტორდში“.
ედელსონი: ჩვენ უნდა გაგვეგო, საინტერესო იყო თუ არა მისთვის ჩვენი წინადადება. ჩვენ დავუკავშირდით და დავნიშნეთ შეხვედრა იმ ღამესვე. თავდაპირველად ჩვენ არ ვაპირებდით საქმის ასე უცებ მოგვარებას.
ედვარდსი: მე ვთქვი, რომ „იუნაიტედის“ წარმომადგენლებს არ შეეძლოთ უბრალოდ დაერეკათ „აბერდინში“ და ფერგიუსონზე დალაპარაკება ეთხოვათ. მაიკმა შემოგვთავაზა დავლაპარაკებოდით შოტლანდიური აქცენტით. სწორედ ესე მოვიზიდეთ გორდონ სტრაკანის ბუღალტერი ალან გორდონი.
ედელსონი: მე უსიამოვნოდ ვიგრძენი თავი, როდესაც ბუღალტერი პირად კითხვებს მოსვამდა, მეკითხებოდა როგორ იყო ჩემი ცოლი და ა.შ. ეს სამი კი სიცილისგან კვდებოდნენ მაიკის ოფისში. მაგრამ შემდეგ მან ფერგიუსონთან დამაკავშირა, მე უცებ ავუხსენი ვინ ვიყავი და ყურმილი მარტინს გადავაწოდე.
ედვარდსი: ჩვენ ცოტა ვისაუბრეთ და მან მითხრა რომ ჩვენ შეგვეძლო მოვრიგებოდით. შეხვედრა იმ საღამოსვე დაინიშნა მისი ცოლის დასთან.

ნადირობა ალექსზე
მარტინ ედვარდსი და ახალი მწვრთნელი ალექს ფერგიუსონი


ედელსონი: რულთან მე ვიჯექი, რადგამ მხოლოდ ჩემს მანქანას ჰქონდა ტელეფონი. თუმცა თვითონ ალექსს არ ჰქონდა ტელეფონი, ამიტომ ჩვენ ერთმანეთის მანქანის ნომრები ჩავიწერეთ. ასე შეგვეძლო ჩვენ ერთმანეთი გვეცნო სიბნელეში, M74 ტრასაზე, ჰამილტონში. შეხვედრა შედგა ფარების სინათლეებს შორის. მარტინი ალექსის მანქანაში ჩაჯდა და ჩვენ მათ გავყევით. მახსოვს მაშინ გავიფიქრე, რომ ის უგუნური მძღოლი იყო.
უოტკინსი: მისმა ცოლის დამ მაგიდა გაგვიწყო და ჩვენ დავჯექით რამდენიმე საქმის განსახილველად, მათ შორის ალექსის ხელფასისა. მას არ წამოუყენებია თავისი მოთხოვნები. ჩვენ არ დაგვიდია რაიმე შეთანხმება. უბრალოდ გავიგეთ რამდენს იღებდა „აბერდინში“.
ედვარდსი: ეს არ იყო ინტერვიუ. ჩვენ არ ვაპირებდით მის შეფასებას. მას კარგად ვიცნობდით და ისიც ვიცოდით, რომ ის ძალიან გვჭირდებოდა. ჩვენ დარწმუნებულნი უნდა ვყოფილიყავით, რომ ის ჩვენს წინადადებას მიიღებდა. ალექსი დარწმუნებული იყო, რომ დიკ დონალდი, ძალიან კარგი ადამიანი იყო და ის მას გაუშვებდა. როგორც აღმოჩნდა, დიკს მანამდე ალექსისთვის ნათქვამი ჰქონდა, რომ თუ სადმე წასვლას გადაწყვიტავდა, ეს აუცილებლად „მანჩესტერ იუნაიტედი“ უნდა ყოფილიყო.
უოტკინსი: მისი შვილი, იან დონალდი სწორედ „მანჩესტერში“ თამაშობდა.
ედვარდსი: იანი იქ იყო, როცა შემდეგ დღეს ჩვენ დიკთან მივედით. ჩვენ ვიცოდით, რომ პრობლემა არ იქნებოდა. მხოლოდ შეთანხმების დეტალები იყო გასარკვევი.
ედელსონი: მე მქონდა მაღაზია გლასგოში, დიკს კი სასტუმრო.
ედვარდსი: ალექსმა ერთხელ თქვა, რომ დიკი ყოფილი მსოფლიო ჩემპიონია სამეჯლისო ცეკვებში.

ნადირობა ალექსზე
ფერგიუსონმა ყურადღება თასების მფლობელთა თასის მოგების შემდეგ მიიპყრო



ლოუტონი: როდის მოხდა რესტორნის ისტორია?

უოტკინსი: ალექსთან შეხვედრის შემდეგ, გლასგოდან დაბრუნების დროს. ჩვენ ჯერ კიდევ შოტლანდიაში ვიყავით და გავჩერდით საჭმელად. სასაცილო იყო, ხალხმა იფიქრა, რომ მათ ნახეს ჯეკ ჩარლტონი და ბობის ეკითხებოდნენ ვინმეს თამაშის ნახვას აპირებდა თუ არა.

ლოუტონი: დღესდღეობით, მარტინი ითვლება კლუბის საპატიო პრეზიდენტად, თქვენ კი დირექტორის საბჭოს წევრები ხართ. თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილებებიდან ამ ხნის განმავლობაში, არის თუ არა ფერგიუსონის დანიშვნა მწვრთნელად ყველაზე მნიშვნელოვანი?

ჩარლტონი: ჩემი აზრით ეს არის საუკეთესო გადაწყვეტილება, მათ შორის რაც როდესმე ამ კლუბს მიუღია. მარტინს მანამდე ჰყავდა დანიშნული რამდენიმე მწვრთნელი, თუმცა ეს ჩვენთვის პირველი იყო. მე ვგრძნობდი მთელ პასუხისმგებლობას და მე რამდენიმე ღამე არ მიძინია მას შემდეგ რაც დავნიშნეთ ალექსი. ჩვენ ვერც წარმოვიდგენდით, რომ ფერგიუსონი ამხელა წარმატებას მიაღწევდა.
ედვარდსი: ეხლა ჩვენ ბრძენივით გამოვიყურებით. თუმცა მაშინ წარმოდგენა არ გვქონდა რას გამოიწვევდა ეს. 37 თასი, 25 წელი, 12-ჯერ ჩემპიონობა 19 წელში. ეს წარმოუდგენელია. გაიხსენეთ, როგორი ფეხბურთელები თამაშობდნენ ჩვენთან. ერიკ კანტონა, პეტერ შმეიხელი და ბევრი სხვა. მათ დიდი გავლენა იქონიეს კლუბზე. ამაში დიდი დამსახურება აქვს ალექსს.

ლოუტონი: გარდა მისი წარმატებებისა „აბერდინში“, რამ მიიპყრო თქვენი ყურადღება მისდამი?


ნადირობა ალექსზე
სერ ალექს ფერგიუსონი და სერ ბობი ჩარლტონი



ედვარდსი: მისი რეპუტაცია ძლიერი მწვრთნელისა. როდესაც ჩვენ მას შევხვდით, ჩვენ არასდროს გვქონია ალკოჰოლთან დაკავშირებული პრობლემა გუნდში. მაგრამ, როცა ის პოსტზე დაინიშნა, ის უცებ მიხვდა, რომ ვიღაც კლუბში დიდი პრიორიტეტით სარგებლობდა. იგი დიდ ყურადღებას ამახვილებდა მოთამაშეების ფიზიკურ მომზადებაზე. გამოირჩეოდა მკაცრი ხასიათით. სხვათა შორის გორდონ სტრაკანი ბევრ რამეში ბაძავდა მას. სანამ ის გუნდს სათავეში ჩაუდგებოდა, ის უყვებოდა მოთამაშეებს, როგორ დაფრინავდა გასახდელში ჭურჭელი. ასევე ყველას დააავალა შეეჭრა თმები წინ და გვერდებზე.
უოტკინსი: ის გუნდში მოვიდა წარმატებული მწვრთნელის რეპუტაციით, რაც მას საშუალებას აძლევდა ბრძანებები გაეცა გასახდელში. მის ბრძანებებს ემორჩილებოდა შოტლანდიის ნაკრები მექსიკის მსოფლიო ჩემპიონატზე.
ედვარდსი: მას თავიდან არაფრის შეცვლა არ დაუწყია. მან განაცხადა, რომ ყველას მისცემდა შანსს. მაგრამ შემდეგ სეზონში მან მოიყვანა ვივ ანდერსონი და ბრაიან მაკკლერი, რის შემდეგაც დაიწყო ცვლილებები. ერთარდერთი მნიშვნელოვანი საქმე, რითითაც მან დაიწყო პირველ დღეებში იყო ახალგაზრდული გუნდი. ის გრძნობდა, რომ „მანჩესტერ სიტი“ ერთი ნაბიჯით წინ იყო ადგილობრივი ფეხბურთელების შერჩევაში. მისი მუშაობა ახალგაზრდებთან - ერთ-ერთი მთავარი მიზეზია მისი წარმატების. და როცა ჩვენ გვეკითხებიან რატომ არ დავითხოვეთ ის დასაწყისში, მარტივი პასუხი გვაქვს-ჩვენ ვიცოდით, რომ ის წარმატებას მიაღწევდა ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდასა და მოძიებაში. ჩვენ ვნახეთ, რომ მის ხელში კლუბი სწორი მიმართულებით მიდიოდა. ჩვენ არასდროს განგვიხილავს მისი მომავალი. ჩვენ ერთხელაც არ განგვიხილია მისი გაშვების საკითხი.
ჩარლტონი: ჩემი აზრით მას გაუმართლა, რომ ზურგს სტაბილური ხელმძღვანელობა უმაგრებდა. ჩვენ მასთან არასდროს არ გვქონია პრეტენზია. ძნელია ამის დაჯერება, მაგრამ ეს სიმართლეა. მუშაობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში, მან მიგვიწვია გასახდელში, თამაშის შემდეგ. ეს არნახული იყო. ვერ წარმომიდგენია, რომ ის როდესმე თავის თავზე ფიქრობს. ის მხოლოდ ფეხბურთელებზე ფიქრობს და შესანიშნავად იცნობს თითოეულ მათგანს. ის მათში ხედავს იმას რისი წარმოდგენაც კი არ შემიძლია, განსაკუთრებით ეს ახალგაზრდებს ეხებათ.
ედელსონი: ჩვენ ყოველთვის აღვნიშნავდით, როგორი განსაკუთრებული დამოკიდებულებაა აქვს თითოეულთან-დაწყებული მოედნის ზედამხედველიდან, დამთავრებული მდივნით.

ლოუტონი: როდესმე იყო იმის საშიშროება, რომ თქვენ მას დაკარგავდით?

ედვარდსი: მე ვიცი, რომ ალექსი ყოველთვის თვლიდა, რომ მას საუკეთესო სამუშაო ჰქონდა. რა თქმა უნდა მას ჰქონდა რამდენიმე წინადადება და ჩვენ მათ შესახებ ვიცით. ერთხელ მას სთხოვეს ინგლისის ნაკრების გაწვრთნა. მაშინ მასთან მოსალაპარაკებლად ჯიმი არმფილდი გამოუშვეს.
ედელსონი: დიახ. მაშინ მათ მოქმედებაში „მძიმე არტილერია“ მოიყვანეს, მაგრამ ალექსი ჩვენთან დარჩა.

წყარო: www.manutd.ru; www.dailymail.co.uk
სტატიები
15 კომენტარი
№1
ავტორი: Vodafone
7 იანვარი 2013 20:12
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
წაიკითხეთ ძალიან საინტერესოა!!!!
P.S. შეცდომას თუ იპოვით შეასწორეთ რა მე ნერვები დამაწყდა, მაგრამ არა მგონია ბევრი იყოს
0
№2
ავტორი: love united
7 იანვარი 2013 20:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ!..ძაან მაგარია!..საინტერესო წასაკითხია...
0
№3
ავტორი: Esi
7 იანვარი 2013 20:30
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
ყოჩაღ ავტორ!
0
№4
ავტორი: Vodafone
7 იანვარი 2013 20:31
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
love united,
Esi,
madloba
0
№5
ავტორი: Beckham 7
7 იანვარი 2013 20:37
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
საღოლ ეს წაკითხული მაქ" )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№6
ავტორი: UTD-Rule
7 იანვარი 2013 20:42
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ყოჩაღ ავტორ )) ეს ვიცოდი და ყველამ წაიკითხეთ ძაან საინტერესოა 3d_13
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: always ReD
7 იანვარი 2013 21:00
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
საღოლ ავტორ ვისიამოვნე წაკითხვით
0
№8
ავტორი: Wayne Rooney
7 იანვარი 2013 21:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
კარგია ავტორ .. ნამდვილად ღირდა წაკითხვა derpthumb
0
№9
ავტორი: buka oboladze
7 იანვარი 2013 21:10
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი love
0
№10
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 00:06
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
გაიხარეთ

აპინვა ხო არ გინდათ შემთცვევით troll
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top