მოგეხსენებათ 5 იანვარს მანჩესტერ იუნაიტედი FA CUP-ის შესარჩევ ეტაპზე ლონდონურ კლუბ ვესტ ჰემს დაუპირისპირდება.ეს შეხვედრა ლონდონში გაიმართება. მანჩესტერ იუნაიტედს ამ ტურნირის ისტორიის განმავლობაში 24 ჯერ უთამაშია ლონდონში და აქედან მხოლოდ და მხოლოდ 8 შეხვედრა აქვთ მოგებული.
ფულჰემი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი- მეექვსე ეტაპი; მარტი,1926 წელი.
ტომ სმიტისა და ფრენკ მაკპერსონის გოლების წყალობით მანჩესტერ იუნაიტედმა შეძლო მოეპოვებინა პირველი გამარჯვება ლონდონში FA CUP-ის ისტორიაში.ყველაზე საგულისხმო და საინტერესო ფაქტი გარდა მანჩესტერ იუნაიტედის გამარჯვებისა იყო ის,რომ ლონდონელების რიგებში იყო ალბერტ პეიპი,რომელიც ფულჰემმა სწორედ „წითელი ეშმაკებიდან“ შეიძინა ამ მატჩიდან 5 თვით ადრე.ამ უკანასკნელმა კი შეძლო და გაიტანა გოლი თავისი ყოფილი კლუბთან,მაგრამ ეს არ აღმოჩნდა მისი ამჟამინდელი კლუბისთვის საკმარისი.
მილოული 0-1 მანჩესტერ იუნაიტედი - მესამე ეტაპი; 10 იანვარი,1953 წელი
1952/53 წლებში ლონდონური კლუბი მილოული მესამე დივიზიონში ასპარეზობდა და აქედან გამომდინარე მატ ბასბის შეგირდებს არ უნდა გასჭირვებოდათ წარმატების მიღწევა და შემდეგ ეტაპზე გასვლა,მაგრამ ამასთანავე ამ მატჩამდე სამი თვით ადრე ლონდონელებმა 2-1 დაამარცხეს ბასბის ბიჭები,მაგრამ ამ ყველაფერს ამ მატჩისთვის ზეგავლენა არ მოუხდენია და „წითელმა ეშმაკებმა“ ჯეკ როულის გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით იმარჯვეს.
ვოლზემსტოუ ავენიუ 2-5 მანჩესტერ იუნაიტედი - მეოთხე ეტაპი(განმეორებითი შეხვედრა); 5 თებერვალი,1953 წელი
„Non league-ში“ მოასპარაზე ვოლზემსტოუმ გამოიჩინა ბოლომდე თავდადება ოლდ ტრაფორდზე და მიაღწია ისტორიულ ფრეს მანჩესტერ იუნაიტედის წინააღმდეგ,რის შემდეგაც ჩატარდა განმეორებითი შეხვედრა ლონდონში,სადაც „წითელმა ეშმაკებმა“ ქვა-ქვაზე არ დატოვეს და 5 უპასუხო გოლი გაუტანეს მეტოქეს.30 წუთის განმავლობაში მანჩესტერ იუნაიტედმა გაიტანა 4 გოლი,ხოლო საბოლოო წერტილი ჯეკ როულმა 85-ე წუთზე დასვა და გაიყვანა თავისი კლუბი შემდეგ ეტაპზე.
უიმბლდონი 0-3 მანჩესტერ იუნაიტედი - მეხუთე ეტაპი;20 თებერვალი,1994 წელი
ამ დროისთვის მანჩესტერ იუნაიტედს ჰყავდა „ოქროს ნაკრები“.ამ პერიოდში ძალიან ბევრი ცნობილი ფეხბურთელი ირიცხებოდა „წითელ ეშმაკთა“ რიგებში.ამ მატჩში კი ყველაზე აქტიურები ერიკ კანტონა,რომელმაც პირველი გოლი გაიტანა ამ შეხვედრაში,პოლ ინსი,რაიან გიგზი და მარკ ჰიუზი,რომლებმაც ძალიან კარგად ჩაატარეს ეს მატჩი და მათი აქტიურობის წყალობით მანჩესტერ იუნაიტედმა 3 უპასუხო გოლი გაუტანა მეტოქეს და შემტეგ ეტაპზეც გავიდა.
ჩელსი 3-5 მანჩესტერ იუნაიტედი - მეხუთე ეტაპი; 4 იანვარი,1998 წელი
დევიდ ბექჰემის ბრწყივნალე პირველი ტაიმის დასაწყისისთვის მანჩესტერ იუნაიტედი 2-0ს იგებდა ინგლისელის დუბლის წყალობით,რის შემდეგადაც ენდი კოულმა სამამდე გაზარდა „წითლების“ უპირატესობა,რომელმაც მეორე ტაიმში შეძლო მეორე გოლის გატანა,ხოლო ამის შემდეგ ტედი შერინგემმა გაიტანა მეხუთე გოლი და მანჩესტერი მეტოქეს 0-5ს უგებდა,რის შემდეგადაც ლონდონელებმა 3 გოლის გატანა კი მოახერხეს,მაგრამ ეს ძალიან დაგვიანებული აღმოჩნდა ჩელსისათვის და საბოლოოდ დამარცხდნენ კიდეც.
ჩელსი 0-2 მანჩესტერ იუნაიტედი - მეექვსე ეტაპი(განმეორებითი მატჩი);10 მარტი,1999 წელი
ოლდ ტრაფორდზე გამართულ შეხვედრაში პოლ სქოულზისა და რობერტო დი მატეოს საპასუხო გოლის შედეგად მატჩი ფრედ დასრულდა და გუნდები სტემფროდ ბრიჯზე შეხვდნენ მეორედ ერთმანეთს,სადაც დვაით იორკმა 25-ე და 26-ე წუთებზე გატანილი გოლების წყალობით „წითელმა ეშმაკებმა“ ამ მატჩში გიმარჯვეს და გავიდნენ შემდეგ ეტაპზე.
ფულჰემი 1-2 მანჩესტერ იუნაიტედი - მესამე ეტაპი; 7 იანვარი,2001 წელი
კრეივინ კოტეჯზე გამართულ შეხვედრაზე მანჩესტერ იუნაიტედმა ოლე გუნარ სოლსკიაერის გადაცემის შემდეგ მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა ლუის საამ გოლი გაიტანა,რის შემდეგ ფაბრის ფერნანდესმა წონასწორობა აღადგინა და ყველაფერი იქამდე მიდიოდა,რომ ფულჰემი ახლოს იყო განმეორებითი მატჩისთვის,მაგრამ ტედი შერინგემმა ტაიმის მიწურულისკენ წერტილი დასვა ამ შეხვედრაში და „წითლები“ შემდეგ ეტაპზე გაიყვანა.
ფულჰემი 0-4 მანჩესტერ იუნაიტედი - მეექვსე ეტაპი; 7 მარტი,2009 წელი
მანჩესტერ იუნაიტედის უახლესი და ალბათ ყველაზე დამაჯერებელი გამარჯვება FA CUP-ზე დედაქალაქში 2009 წელს მოიპოვა.მანჩესტერ იუნაიტედის თავდამსხმელმა კარლოს ტევესმა ორჯერ გაუტანა ლონდონურ კლუბს,რის შემდეგადაც უეინ რუნიმ სამამდე გაზარდა უპირატესობა,ხოლო საბოლოო წერტილი კი კორეელმა ჯი სუნგ პარკმა დასვა და „წითლებმა“ მშვიდად და წყნარად გააღწიეს შემდეგ ეტაპზე.
სტატიები
6 კომენტარი
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.