თბილისი:
მანჩესტერი:
3-01-2013, 15:22
ავტორი: sLipa ;x,
ნანახია: 4833,
კომენტარები: 32
რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
ფეხბურთი რომ უბრალოდ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა არაა ალბათ ყველასთვის ცნობილია. ბურთის გორაობა ძალიან კარგი ბიზნესი და შესაბამისად ფულის წყაროა, არამხოლოდ მათთვის ვინც უშუალოდ მოქმედებს მწვანე მინდორზე, არამედ იმათთვისაც ვინც ტოტალიზატორით არის "დასაქმებული".
რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
ფეხბურთი რომ უბრალოდ სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა არაა ალბათ ყველასთვის ცნობილია. ბურთის გორაობა ძალიან კარგი ბიზნესი და შესაბამისად ფულის წყაროა, არამხოლოდ მათთვის ვინც უშუალოდ მოქმედებს მწვანე მინდორზე, არამედ იმათთვისაც ვინც ტოტალიზატორით არის "დასაქმებული".


ახლა კი დავიწყოთ თავიდან, თავიდან როდესაც ბრიტანეთში შეიქმნა "რაღაც", ჯერ არავინ იცოდა რა იყო ის, უბრალოდ იცოდნენ, რომ მოსწონდათ ამ რაღაცის კეთება, იცოდნენ ის რომ ამ რაღაცას ბურთი ესაჭიროებოდა, ისიც იცოდნენ,რომ ბურთი მრგვალი იყო და ამ ბურთთან შეხების დროს არავინ ფიქრობდა იმ "წყეულზე", დიახ დიახ წყეულ ფულზე. უკვე ვახსენე, სპორტის ყველაზე გასაოცარი სახეობის, ფეხბურთის სამშობლო ბრიტანეთი. მიუხედავად იმისა, რომ არის ბევრი მოსაზრება იმაზე, რომ მეჩვიდმეტე საუკუნის შოტლანდიაში შეინიშნებოდა ნიშნები ბურთისა და ადამიანის ურთიერთქმედებისა, ოფიციალურად ფეხბურთის სამშობლოდ ინგლისი მიიჩნევა, თარიღი კი მეცხრამეტე საუკუნე.

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
ფეხბურთს თავიდან არ გააჩნდა წესები, რაც ყოველი შეხვედრის ჩხუბითა და აყალმაყალით დასრულების მიზეზი ხდებოდა. ანუ საჭირო გახდა ამ ყველაფრის ჩარჩოებში ჩასმა და კანონების შემოღება, რამაც ის რაც მოედანზე ხდებოდა მიზანმიმართულ მოქმედებათა ერთობლიობად აქცია - სახელად კი ფეხბურთი ეწოდა. მეოცე საუკუნეში სპორტის ამ სახეობამ უკვე მთელი მსოფლიო მოაჯადოვა და ნელ-ნელა დაიწყო საერთაშორისო ამხანაგური და ოფიციალური ჩემპიონატების გამართვა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ფეხბურთელები თამაშობდნენ, ერთობოდნენ, სიამოვნებას იღებდნენ, მაგრამ ბევრი მათგანი "მშიერი" იყო, ანუ ფეხბურთი არ იყო ბიზნესი, არ იყო პოპულარობა, არ იყო საკვები, ფეხბურთი იყო ჰაერი, იყო ყველაფერი და ამასთან "ერთადერთი".

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
დრო გადიოდა და ფეხბურთი მოდიოდა, მოდიოდა და ხალხის ინტერესიც არ აყოვნებდა, მსოფლიო ჩემპიონატის დაარსებამ კი საერთოდ ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა, ხალხი გიგიჟდა. მეორე მსოფლიო ომმა გარკვეული როლი ითამაშა ფეხბურთის განვითარების შეფერხებაში, მაგრამ მისი დასრულებისთანავე სპორტის სახეობამ კვლავ დაიბრუნა ძველი დიდება და შეიძლება ითქვას მეორედ დაიბადა კიდეც. მალევე დაარსდა ყველასთვის საყვარელი ტურნირი "ჩემპიონთა ლიგა", რომელსაც თავიდან "ჩემპიონთა თასი" ერქვა. აი აქედან იწყება ფეხბურთის რევოლუციის ერა, ერა რომელმაც საბოლოოდ დაიპყრო პლანეტა და ადამიანები დააფიქრა, იქნებ ღირს ქონების ჩადება საქმეში, რომელიც უკანა არასდროს იხევდა, პირიქით მხოლოდ და მხოლოდ წინ მიიწევდა.

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
მიუხედავად იმისა, რომ პირველი ბუკმეკერული კომპანია შედარებით ადრე დაარსდა, ფეხბურთზე ფსონების დადება და ოფიციალურად ამ სპორტის სახეობით ფულის შოვნის იდეამ წინა პლანზე მეოცე საუკუნის ბოლოსკენ წამოიწია. ფეხბურთელები თავის საქმეს ჩვეულ რეჟიმში აკეთებდნენ, თუმცა მოედნის მიღმა ფეხბურთის ინტერესი "შემოსავალმა" ჩაანაცვლა. საბოლოოდ კი ამ ყველაფერმა მწვანე მინდორიც დაიპყრო, დაიპყრო და განაპირობა ფეხბურთელების მოთხოვნილებების ზრდა. სიამოვნება და გართობა კარგია, მაგრამ ბაზარზე მკვეთრად აიწია ფეხბურთის ფასმა, რამაც ბუნებრივია წარმოშვა ადამიანის "წყეულისადმი" ლტოლვა. 60 - ან წლებში დაიწყო საფეხბურთო მატჩების ტრანსლირება პირდაპირი ეთერით, რამაც ბურთის მაგორებლები პოპულარულებიც გახადა, ამან კი ფულის შოვნის სურვილი მკვეთრად გაზარდა. 80 - იან წლებში მოთხოვნებმა შედეგი გამოიღო ფეხბურთელებისათვის და მათი ანაზრაურება გაიზარდა, მაგრამ ეს არ ქმნიდა დიდ განსხვავებას ძველ და ახალ ფეხბურთელს შორის. ის მაინც თამაშობდა, იღებდა სიამოვნებას, უბრალოდ ის აღარ იყო "მშიერი". ვინც ოდნავ გაკრვეულია საფეხბურთო სამყაროში, კარგად ეცოდინება რომ ამ დროს მრგვალი ბურთის ბატონ პატრონი არგენტინელი "ავადმყოფი" დიეგო მარადონა იყო, რომელიც 1984 წელს იტალიურ ნაპოლში გადაბარგდა. ეს ტრანსფერი მთელი მსოფლიოსთვის საინტერესო იყო, თუმცა მასში გადახდილმა შვიდმა მილიონმა ეს პროცესი მანამდე ყველასათვის გაუგონარ და დაუნახავ რამედ აქცია, თანხას დაემატა "მერსედეს ბენცის" სპეციალურად არგენტინელისათვის დამზადებული მოდელი და ეს ყველაფერი უკვე უჰაერობას იწვევდა.

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
როგორც მოგახსენებთ მარადონაში გადახდილი შვიდი მილიონი მეოცე საუკუნის ბოლოს რეკორდული იყო, თუმცა ფეხბურთი ამით რადიკალურად არ შეცვლილა, უბრალოდ სახეოაბს საბოლოოდ გაუქრა "ღარიბი" - ს სტატუსი და გახდა უკვე ყველასათვის სასურველი სპორტი არა მარტო ნიჭის გამოვლენის არამედ ამ საქმეში შეიძლებოდა ნათელი მომავლის დანახვაც. აი 90 - ანი წლების ბოლოს კი "წყეულმა" საბოლოოდ მოაქცია თავის ჩარჩოებში სიმწვანეც, ჯერ იყო და პორტუგალიელი ფიგუ, შემდეგ ფრანგი ზიდანი, ინგლისელი ბექემი და ა.შ. ეს ფეხბურთელები არნახული საფასურის გადახდის შემდეგ გადავიდნენ მადრიდის რეალში. ფეხბურთი კარგავდა ხიბლს, მაგრამ შეუძლებელია ფეხბურთმა დაკარგოს ინტერესი, ფეხბურთი კარგავდა სილამაზეს, მაგრამ ფეხბურთი ვერ კარგავს სიდიადეს, ფეხბურთი გახდა "ბიზნესი", არა ფეხბურთი ყოველთვის იყო "ბიზნესი", უბრალოდ "წყეული იყო ჩარჩოში. ახლა ? ახლა ფული ბატონობს ბურთსაც და მის მაგორებელსაც. ეს იყო 3-4 წლიანი პერიოდი, როდესაც ფეხბურთმა განიცადა რევოლუცია, ის გახდა განსხვავებული, უინტერესო ? არა, საინტერესო, მაგრამ ფეხბურთელებისათვის მწვანე მინდორი წითელ ხალიჩად გადაიქცა და იმის მაგივრად რომ ბურთსა და გუნდის წარმატებაზე იფიქრათ, პოზიორობდნენ და არასაფეხბურთოდ ექცეოდნენ ბურთს.

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?
ყველაზე ცუდი კი ბოლოსკენ მოვიტოვე, უფრო სწორად დრომ შემოინახა ბოლოსკენ და ეს ბოლო სულ გაგრძელდება სანამ დრო ივლის, ანუ თუ ადრე დიდ თანხას გუნდის მეპატრონეები იხდიდნენ უკვე ჩამოყალიბებულ სუპერვარსკვლავში, ახლა შეიძლება ჩამოუყალიბებელი, "ცხვირმოუხოცავი" ბავშვი მოიწონოს, რომელიმე გუნდმა და გადაიხადოს მასში 40 მილიონი, ამასთან დაუნიშნოს დიდძალი ანაზღაურება, რაც შემდეგ იწვევს ვარსკვლავების უკმაყოფილებას და ხელფასის გაზრდის მოთხოვნას, შემდეგ საშუალო დონის ფეხბურთელებიც ერთვებიან საქმეში, რამდენიმე წელში ირკვევა რომ შეცდნენ ამ ახალგაზრდაში, უშვებენ გუნდიდან მიზერულ თანხად მაგრამ დანარჩენ ფეხბურთელებს კი შერჩებათ ეს მომატებული ანაზღაურება. დრეს დღეობით თითოეული ადამიანი ვინც კი ოდნავ მაინც არის ჩართული ფეხბურთში, მის ყოველ ნაბიჯს სემოსავლის გამო აკეთებს, აღარავის ახსოვს სიამოვნება, ახსოვთ მხოლოდ წარმატება, მაგრამ ეს წარმატება განაპირობებს შემოსავლების ზრდას, თორემ საკითხავია საერთოდ მიაქცევდა თუ არა ვინმე ყურადღებას სიტყვა"წარამტებას". მოკლედ პროცესი ფულისა და ფეხბურთის ურთიერთქმედებისა გრძელდება ძალიან ცუდად და ეს გაგრძელდება იქამდე სანამ ბაზარზე ფეხბურთი იარსებებს.

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?

-------------------------------------------------------------------

ინფორმაცია:
დასახელება: Football - Money or Game
გაფართოება: 1280x720
ფორმატი: AVI
ხარისხი: HD
წელი: 2012
ზომა: 417 MB
რევოლუცია - დრო გადის, ფეხბურთი მოდის. მაგრამ ფული ?


დასასრულს მინდა შემოგთავაზოთ ვიდეო, რომელიც ზუსტად ამ თემას ეხება. დიდი თხოვნა მექნება, რომ ვინც სტატიას წაიკითხავს ყველამ გადაწეროს ვიდეოც.
სტატიები
32 კომენტარი
№1
ავტორი: sLipa ;x
3 იანვარი 2013 15:49
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
ხშირად არ ვწერ სტატიას, კი არადა თითქმის არც ვწერ. 50 - ე სიახლეა და გადავწყვიტე ყველაზე მეტად რაც არ მომწონს ფეხბურთში იმაზე დამეწერა, თან რაიმე კონკრეტული არ მინდოდა უფრო გლობალური თემა ვამჯობინე. მაქსიმალურად ვეცადე და ახლა თქვენზეა მაკრიტიკეთ..
0
№2
ავტორი: ლადო
3 იანვარი 2013 15:51
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
sLipa ;x,
ნუ შენ უბრალოდ საუკეთესო ხარ)))
წავიკითხე და საკმაოდ საინტერესო იყო)) ვიდეოს ეხლა ვიწერ და იმედია კარგი იქნებაა
0
№3
ავტორი: Beckham 7
3 იანვარი 2013 15:52
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
sLipa ;x,
რეალმა იმ 4 შI სულ რამდენი გადაიხადა?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№4
ავტორი: Tsuki
3 იანვარი 2013 16:13
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
საღოლ ავტორ :) კაი სტატიაა :)
0
№5
ავტორი: beka
3 იანვარი 2013 16:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს მარა ძალიან დიდი ძალისხმევა იქნება საჭირო ამ თემის მოსაგვარებლად.
სტატია შესანიშნავია !!!
0
№6
ავტორი: Grey
3 იანვარი 2013 16:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ძალიან იშვიათათ ვწერ კომენტარებს
მაგრამ ეს რო არ დამეწერა აარ შეიძლებაა საღოლლ სლიპა კაი ხარ და ასეთი სტატიები სუ მალე კკიდ ე შემოგთავაზე megustamucho
0
№7
ავტორი: Esi
3 იანვარი 2013 16:32
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
Grey,
ცუდია მერე იშვიათად,რომ წერ :) თქვენი კომენტარები აუცილებლად საჭიროა საიტზე ; )))


საღოლ სლიპა! ძალიან მაგარია!
0
№8
ავტორი: VaRdo
3 იანვარი 2013 17:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
sLipa ;x,

საღოლ ძმა : ))) მქონდა მე თემა დაწერილი ტოტალიზატორის პლიუს და მინუს შორის და ბევრი რამ აქ რაც წერია მეც მეწერა. ყველაფერს თავის დადებითი და უარყოფითი მხარე აქვს. ეგრეა ტოტალზიატორიც. ტოტალიზატორი რომ არ იყოს დღეს საქართველოში იქნებოდა ხელზე გამაზვები რაც საშინელებაა და ბევრი მკვლელობაც იქნებოდა. ამ სიახლეში კი რაც გიწერია 90% სიმართლეს შესაბამება ხოლო ის 10% რომელსაც ფული ჰქვია გვინდა არ გვინდა ამ ფეხბურთს ხიბლს ძენს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Beckham 7
3 იანვარი 2013 17:30
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
VaRdo,
მართალი ხარ : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№10
ავტორი: creep
3 იანვარი 2013 17:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ცუდია ეს ყველაფერი...... ბიზენსად ქცეული ფეხბურთი, მე ხიბლს ვერ ვუჭერ დღევანდელ ფეხბურთს.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top