კვირა, 13 იანვარი, 17 საათი და 30 წუთი - ეს ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირებაა, აქ დანდობა არ იციან ეს ომია, ეს ფეხბურთზე მეტია, ეს "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა.
კვირა, 13 იანვარი, 17 საათი და 30 წუთი - ეს ორი უდიდესი გუნდის დაპირისპირებაა, აქ დანდობა არ იციან ეს ომია, ეს ფეხბურთზე მეტია, ეს "ლივერპულისა" და "მანჩესტერ იუნაიტედის" დაპირისპირებაა.
პრემიერ ლიგა ყოველთვის გვანებივრებს სანახაობრივი მატჩებით, საუბარი არა მხოლოდ გრანდების დაპირისპირებაზე, არამედ ორი ჩვეულებრივი ინგლისური გუნდის დაპირისპირებაზეცაა, ბევრი გოლი, ლამაზი ფეხბურთი, მაღალი კლასის მოთამაშეები, აი ამიტომაცაა ინგლისური ფეხბურთი საუკეთესო დედამიწაზე.
მთლიანად ინგლისური ფეხბურთის ისტორიაში უდიდეს დაპირისპირებად სწორედ "იუნაიტედის" და "ლივერპულის" ურთიერთშეხვედრები ითვლება, მიუხედავად იმისა, რომ "ლივერპული" წლევანდელ სეზონში ასე თუ ისე სუსტად გამოიყურება შეხვედრისადმი ინტერესი მოსალოდნელზე დიდია.
"სიტი" ეს სულ სხვა თემაა, ეს გუნდი ასე რომ ვთქვათ "ახლად გამომცხვარია" მისი წარმატების ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიზეზი - ფულია, სწორედ "სიტის" ჩემპიონობის და "იუნაიტედის" წინა სეზონში მეორე ადგილზე დამთავრებული პრემიერ ლიგის გამო ბევრი სპეციალისტი "წითლების" ყველაზე დიდ კონკურენტად და "მტრად" თანაქალაქელ სიტის თვლის.
ამ უდიდესი დაპირისპირებიდან არაერთი დაუვიწყარი, შეიძლება ცუდიც და კარგი მომენტიც გავიხსენოთ:
1996/97 წლების სეზონი - ლივერპული 1 - 3 მანჩესტერი:
2002/03 წლების სეზონი - მანჩესტერი 0 - 1 ლივერპული:
გავიხსენოთ 2005/06 წლების სეზონი და ოლდ ტრაფორდზე გამართული მატჩი სადაც "წითლებმა" რიოს გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით სძლიეს "ლივერპულს".
და ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მარცხი ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიაში 2009 წელს ოლდ ტრაფორდზე 4-1 ანგარიშით დასრულებული მატჩი:
უკანასკნელად ეს გუნდები 2012 წლის ბოლოს, სეზონის პირველ წრეში შეხვდნენ, შეხვედრა ენფილდზე გაიმარჯვა და ვან პერსის პენალტის წყალობით "წითლებმა" გამარჯვება იზეიმეს:
ასე რომ ძალიან დიდია მოლოდინი ამ მატჩისა, უდიდესია ინტერესი და ყველა მოუთმენლად ელის კვირა დღეს...