თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 21:00
ავტორი: razma21,
ნანახია: 1730,
კომენტარები: 29
Van Persie vs Suarez!
როგორც იცით, კვირას რობინ ვან პერსი სუარესს დაუპირისპირდება, სიახლეში კი ნახავთ ვერდიქტს თუ რომელია საუკეთესო.
Van Persie vs Suarez!
"მანჩესტერ იუნაიტედის" რობინ ვან პერსი კვირას "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება "ლივერპულის" ლუის სუარესს. ეს ორეული აპირებს იბრძოლოს სეზონის ბოლომდე და გახდეს პრემიერ-ლიგის ბომბარდირი. მაგრამ ჩნდება კითხვა რომელი უფრო უკეთესი მოთამაშეა და რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის? ამ ყველაფერს ქვემოთ გაიგებთ სხვადასხვა სტატისტიკის დახმარებით.


გოლები


ამ მხრივ, ორივე ფეხბურთელი ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. რობინ ვან პერსის აქვს 20 გოლი, 26 ჩატარებულ მატჩში, სუარესს კიდე იგივე რაოდენობის მატჩში ორით ნაკლები. სუარესმა ამ გოლების გატანა 14 სხვადასხვა მატჩში მოახერხა რობინმა კი 15_ში. ვან პერსი საშუალოდ გოლს 98.8 წუთში ერთხელ იტანს, როცა სუარესის ეს მაჩვენებელი 18 წუთით მეტია - 117.2 წუთი.
ვან პერსი: 10/10
ლუის სუარესი: 9/10


ხიფათის რეიტინგი


ორივე თავდამსხმელი ძალიან სახიფათოა საჯარიმოში, მაგრამ როცა დარტყმებზეა საქმე სუარესს ბევრად მეტი დარტყმა აქ. ჯერ-ჯერობით ამ სეზონში ურუგვაელს 113 დარტყმა აქ განხორციელებული, როცა რობინს 75. მაგრამ როცა კარის ჩარჩოში დარტყმებზე დგება საქმე ვან პერსი უკეთესია. მისი დარტყმების 50.7 პროცენტი კარის ჩარჩოში ხვდება, სუარესის 46.9 პროცენტი.
ვან პერსი: 9
სუარესი: 9


საგოლე გადაცემები.


როდესაც საქმე დგება საგოლე გადაცემებზე, აქ ერთ პიროვნულად გამორჩეული რობინ ვან პერსია. ჰოლანდიელს ამდენ გატანილ გოლთან ერთად ექვსი საგოლე პასიც აქვს როცა სუარესის ეს მაჩვენებელი სამია.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


Van Persie vs Suarez!


მნიშვნელოვანი ადგილი გუნდში.


ორივე ფეხბურთელი ძალზე მნიშვნელოვანია თავიანთი გუნდისათვის. მაგრამ ვან პერსის გავლენა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე და ამ დროისათვის მიღწეულ შედეგზე უფრო დიდია. თუ ჩვენ "იუნაიტედს" ვან პერსის გოლებს და საგოლე გადაცემებს გამოვაკლებთ ვნახავთ, რომ გუნდს ახლა 27 ქულით ნაკლები ექნებოდა. თუ ამავეს ჩვენ სუარესის მაგალითზე ვიზავთ მივიღებთ 12 ქულიან განსხვავებას.
ვან პერსი:10
სუარესი:8


დრიბლინგი


სუარესს თავისი აღნაგობიდან გამომდინარე უადვილდება დრიბლინგი. ურუგვაელს სწრაფად შეუცლია მიმართულებების ცვლა, რაც მცველებს თავბრუს ახვევს. მართალია, რობინი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მისი სტილი არ არის დრიბლინგი. ამიტომაც ამ ასპექტში ლიდერი სუარესია.
ვან პერსი: 9
სუარესი: 10


Van Persie vs Suarez!


მწვრთნელების ოცნება და კოშმარი


კითხეთ ნებისმიერ მწვრთნელს და ნახავთ, რომ ყველას უნდა ამ ორი ფეხბურთელის ხილვა თვის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს პატივისცემას. სუარესის საქციელი მოედნის გარეთ, სიმულაციები და რიგ ეპიზოდებში ხელით თამაში მის რეპუტაციას ლახავს, მაგრამ ის თუ რამდენ კარგ რამეს აკეთებს სუარესი გუნდისთვის, ლივერპულს სხვა მხრივ პრეტენზია არ აქვს მის უარყოფით მხარეზე. რობინ ვან პერსის "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდანვე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია კლუბისთვის, მეტიც მან ძალზე ბევრი რამ შემატა გუნდს.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


ვერდიქტი


ვან პერსი უდაოდ პირველია, მაგრამ არც ისე დიდი განსხვავებაა სუარესთან რაც აღნიშნავს იმას, რომ სუარესიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლივერპულისთვის.


საბოლოო ანგარიში:

რობინ ვან პერსი: 58/60
ლუის სუარესი: 54/60


წყარო: The Daily Mail
სტატიები
29 კომენტარი
№1
ავტორი: razma21
8 იანვარი 2013 21:03
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ნუ ეხა რობინი რო ჯობია ამის გარეშეც ხო ვიცოდი, მაგრამ ძალიან საინტერესოა და წაიკითხეთ:))
0
№2
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 21:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
მსგავსი კი დევს, მაგრამ ეს უფრო ვრცლადაა და უკეთესია. საროლ რაზმა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№3
ავტორი: razma21
8 იანვარი 2013 21:05
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: VaRdo
მსგავსი კი დევს, მაგრამ ეს უფრო ვრცლადაა და უკეთესია. საროლ რაზმა

სპასიბა :)) ხო ვნახე და ბევრ რამე არ ეწერა იქ რა.... ხოდა იდოს:))
0
№4
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 21:05
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
როდესაც საქმე დგება
ხშირად იყნებ :D
0
№5
ავტორი: razma21
8 იანვარი 2013 21:07
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: Vodafone
ხშირად იყნებ :D

სხვასიტყვა არ მიესადაგება იმ ინგლისურ სიტყვას რაც ეწერა სტატიაში და მაშინ მთელი წინადადება უნდა შემეცვალა და ესე უფრო კარგად იყო და მაგიტოა ეგრე:)
0
№6
ავტორი: Tsuki
8 იანვარი 2013 21:17
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
შედეგი სახეზეა რომ რობინი ჯობია :)
0
№7
ავტორი: UTD-Rule
8 იანვარი 2013 21:20
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
რობინი სულ სხვაა likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: Jubo
8 იანვარი 2013 21:23
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
ხო უბრალოდ ამ ორიდან ერთი ფეხბურთს თამაშობს მეორე ფეხბურთ/კალათბურთს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№9
ავტორი: always ReD
8 იანვარი 2013 21:28
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
RazMa.,
derpthumb საღოლ ამათ დავანგრევთ სადაა ამათი საბლატაო:)
0
№10
ავტორი: love united
8 იანვარი 2013 21:28
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
საღოლ რაზმა!..სუარესი რაც არ უნდა გვევასებოდეს უნდა ვაღიაროთ რომ ძლიერი ფეხბურთელია...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top