თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 21:00
ავტორი: razma21,
ნანახია: 1736,
კომენტარები: 29
Van Persie vs Suarez!
როგორც იცით, კვირას რობინ ვან პერსი სუარესს დაუპირისპირდება, სიახლეში კი ნახავთ ვერდიქტს თუ რომელია საუკეთესო.
Van Persie vs Suarez!
"მანჩესტერ იუნაიტედის" რობინ ვან პერსი კვირას "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება "ლივერპულის" ლუის სუარესს. ეს ორეული აპირებს იბრძოლოს სეზონის ბოლომდე და გახდეს პრემიერ-ლიგის ბომბარდირი. მაგრამ ჩნდება კითხვა რომელი უფრო უკეთესი მოთამაშეა და რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის? ამ ყველაფერს ქვემოთ გაიგებთ სხვადასხვა სტატისტიკის დახმარებით.


გოლები


ამ მხრივ, ორივე ფეხბურთელი ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. რობინ ვან პერსის აქვს 20 გოლი, 26 ჩატარებულ მატჩში, სუარესს კიდე იგივე რაოდენობის მატჩში ორით ნაკლები. სუარესმა ამ გოლების გატანა 14 სხვადასხვა მატჩში მოახერხა რობინმა კი 15_ში. ვან პერსი საშუალოდ გოლს 98.8 წუთში ერთხელ იტანს, როცა სუარესის ეს მაჩვენებელი 18 წუთით მეტია - 117.2 წუთი.
ვან პერსი: 10/10
ლუის სუარესი: 9/10


ხიფათის რეიტინგი


ორივე თავდამსხმელი ძალიან სახიფათოა საჯარიმოში, მაგრამ როცა დარტყმებზეა საქმე სუარესს ბევრად მეტი დარტყმა აქ. ჯერ-ჯერობით ამ სეზონში ურუგვაელს 113 დარტყმა აქ განხორციელებული, როცა რობინს 75. მაგრამ როცა კარის ჩარჩოში დარტყმებზე დგება საქმე ვან პერსი უკეთესია. მისი დარტყმების 50.7 პროცენტი კარის ჩარჩოში ხვდება, სუარესის 46.9 პროცენტი.
ვან პერსი: 9
სუარესი: 9


საგოლე გადაცემები.


როდესაც საქმე დგება საგოლე გადაცემებზე, აქ ერთ პიროვნულად გამორჩეული რობინ ვან პერსია. ჰოლანდიელს ამდენ გატანილ გოლთან ერთად ექვსი საგოლე პასიც აქვს როცა სუარესის ეს მაჩვენებელი სამია.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


Van Persie vs Suarez!


მნიშვნელოვანი ადგილი გუნდში.


ორივე ფეხბურთელი ძალზე მნიშვნელოვანია თავიანთი გუნდისათვის. მაგრამ ვან პერსის გავლენა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე და ამ დროისათვის მიღწეულ შედეგზე უფრო დიდია. თუ ჩვენ "იუნაიტედს" ვან პერსის გოლებს და საგოლე გადაცემებს გამოვაკლებთ ვნახავთ, რომ გუნდს ახლა 27 ქულით ნაკლები ექნებოდა. თუ ამავეს ჩვენ სუარესის მაგალითზე ვიზავთ მივიღებთ 12 ქულიან განსხვავებას.
ვან პერსი:10
სუარესი:8


დრიბლინგი


სუარესს თავისი აღნაგობიდან გამომდინარე უადვილდება დრიბლინგი. ურუგვაელს სწრაფად შეუცლია მიმართულებების ცვლა, რაც მცველებს თავბრუს ახვევს. მართალია, რობინი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მისი სტილი არ არის დრიბლინგი. ამიტომაც ამ ასპექტში ლიდერი სუარესია.
ვან პერსი: 9
სუარესი: 10


Van Persie vs Suarez!


მწვრთნელების ოცნება და კოშმარი


კითხეთ ნებისმიერ მწვრთნელს და ნახავთ, რომ ყველას უნდა ამ ორი ფეხბურთელის ხილვა თვის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს პატივისცემას. სუარესის საქციელი მოედნის გარეთ, სიმულაციები და რიგ ეპიზოდებში ხელით თამაში მის რეპუტაციას ლახავს, მაგრამ ის თუ რამდენ კარგ რამეს აკეთებს სუარესი გუნდისთვის, ლივერპულს სხვა მხრივ პრეტენზია არ აქვს მის უარყოფით მხარეზე. რობინ ვან პერსის "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდანვე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია კლუბისთვის, მეტიც მან ძალზე ბევრი რამ შემატა გუნდს.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


ვერდიქტი


ვან პერსი უდაოდ პირველია, მაგრამ არც ისე დიდი განსხვავებაა სუარესთან რაც აღნიშნავს იმას, რომ სუარესიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლივერპულისთვის.


საბოლოო ანგარიში:

რობინ ვან პერსი: 58/60
ლუის სუარესი: 54/60


წყარო: The Daily Mail
სტატიები
29 კომენტარი
№11
ავტორი: gilmour
8 იანვარი 2013 21:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
სუარესი რო ჩათლახია რატო არ წერია?:))
0
№12
ავტორი: love united
8 იანვარი 2013 21:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gilmour
lol ეგ თავისთავად რომც არ დაწერონ მაინც იგულისხმება... wink
0
№13
ავტორი: R.V.P.
8 იანვარი 2013 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
2 ვე მაგარია მარა ვან პერსი ჯობია მაინც. სუარესიც რო მანჩეში გადმოსულიყო აი მერე დაენძ**** ყველა გუნდს:D:D:D
0
№14
ავტორი: Vodafone
8 იანვარი 2013 21:57
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
R.V.P.,
კარგი ფეხბურთელია მარა არ მევასება ეგეთი ჩათლახი მასტები
0
№15
ავტორი: R.V.P.
8 იანვარი 2013 22:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 150
Vodafone,
არც მე მარა მაგარია ეს შობერძაღლი
0
№16
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 22:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ფორით 1_იანი დაიდოს! გოლები 2 პერსი 1 კლევერლი 1 ჩიჩა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№17
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2013 22:13
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
სუარესი მართლა ძალიან მაგარია ეგ ვირიშვილი biggrin2 აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც!
0
№18
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 22:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: GioO_o
სუარესი მართლა ძალიან მაგარია ეგ ვირიშვილი აუცილებლად უნდა მოვიგოთ და მოვიგებთ კიდეც!


ნუ ეხლა თუ შენ ამბობ რომ მოვიგებთ ზნაჩიტ მოგვიგია და ეგაა
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№19
ავტორი: GeorgeBest
8 იანვარი 2013 22:35
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
VaRdo,
ეჭვი არ შეგეპაროს smoke
0
№20
ავტორი: VaRdo
8 იანვარი 2013 22:39
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: GioO_o
ეჭვი არ შეგეპაროს


ეჭვი ამანდას ეპარება ahahaha
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top