თბილისი:
მანჩესტერი:
8-01-2013, 21:00
ავტორი: razma21,
ნანახია: 1736,
კომენტარები: 29
Van Persie vs Suarez!
როგორც იცით, კვირას რობინ ვან პერსი სუარესს დაუპირისპირდება, სიახლეში კი ნახავთ ვერდიქტს თუ რომელია საუკეთესო.
Van Persie vs Suarez!
"მანჩესტერ იუნაიტედის" რობინ ვან პერსი კვირას "ოლდ ტრაფორდზე" დაუპირისპირდება "ლივერპულის" ლუის სუარესს. ეს ორეული აპირებს იბრძოლოს სეზონის ბოლომდე და გახდეს პრემიერ-ლიგის ბომბარდირი. მაგრამ ჩნდება კითხვა რომელი უფრო უკეთესი მოთამაშეა და რომელი უფრო მნიშვნელოვანია გუნდისთვის? ამ ყველაფერს ქვემოთ გაიგებთ სხვადასხვა სტატისტიკის დახმარებით.


გოლები


ამ მხრივ, ორივე ფეხბურთელი ძალზე ახლოსაა ერთმანეთთან. რობინ ვან პერსის აქვს 20 გოლი, 26 ჩატარებულ მატჩში, სუარესს კიდე იგივე რაოდენობის მატჩში ორით ნაკლები. სუარესმა ამ გოლების გატანა 14 სხვადასხვა მატჩში მოახერხა რობინმა კი 15_ში. ვან პერსი საშუალოდ გოლს 98.8 წუთში ერთხელ იტანს, როცა სუარესის ეს მაჩვენებელი 18 წუთით მეტია - 117.2 წუთი.
ვან პერსი: 10/10
ლუის სუარესი: 9/10


ხიფათის რეიტინგი


ორივე თავდამსხმელი ძალიან სახიფათოა საჯარიმოში, მაგრამ როცა დარტყმებზეა საქმე სუარესს ბევრად მეტი დარტყმა აქ. ჯერ-ჯერობით ამ სეზონში ურუგვაელს 113 დარტყმა აქ განხორციელებული, როცა რობინს 75. მაგრამ როცა კარის ჩარჩოში დარტყმებზე დგება საქმე ვან პერსი უკეთესია. მისი დარტყმების 50.7 პროცენტი კარის ჩარჩოში ხვდება, სუარესის 46.9 პროცენტი.
ვან პერსი: 9
სუარესი: 9


საგოლე გადაცემები.


როდესაც საქმე დგება საგოლე გადაცემებზე, აქ ერთ პიროვნულად გამორჩეული რობინ ვან პერსია. ჰოლანდიელს ამდენ გატანილ გოლთან ერთად ექვსი საგოლე პასიც აქვს როცა სუარესის ეს მაჩვენებელი სამია.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


Van Persie vs Suarez!


მნიშვნელოვანი ადგილი გუნდში.


ორივე ფეხბურთელი ძალზე მნიშვნელოვანია თავიანთი გუნდისათვის. მაგრამ ვან პერსის გავლენა "მანჩესტერ იუნაიტედის" თამაშზე და ამ დროისათვის მიღწეულ შედეგზე უფრო დიდია. თუ ჩვენ "იუნაიტედს" ვან პერსის გოლებს და საგოლე გადაცემებს გამოვაკლებთ ვნახავთ, რომ გუნდს ახლა 27 ქულით ნაკლები ექნებოდა. თუ ამავეს ჩვენ სუარესის მაგალითზე ვიზავთ მივიღებთ 12 ქულიან განსხვავებას.
ვან პერსი:10
სუარესი:8


დრიბლინგი


სუარესს თავისი აღნაგობიდან გამომდინარე უადვილდება დრიბლინგი. ურუგვაელს სწრაფად შეუცლია მიმართულებების ცვლა, რაც მცველებს თავბრუს ახვევს. მართალია, რობინი ტექნიკური ფეხბურთელია, მაგრამ მისი სტილი არ არის დრიბლინგი. ამიტომაც ამ ასპექტში ლიდერი სუარესია.
ვან პერსი: 9
სუარესი: 10


Van Persie vs Suarez!


მწვრთნელების ოცნება და კოშმარი


კითხეთ ნებისმიერ მწვრთნელს და ნახავთ, რომ ყველას უნდა ამ ორი ფეხბურთელის ხილვა თვის შემადგენლობაში. აქედან გამომდინარე ეს ორი ფეხბურთელი იმსახურებს პატივისცემას. სუარესის საქციელი მოედნის გარეთ, სიმულაციები და რიგ ეპიზოდებში ხელით თამაში მის რეპუტაციას ლახავს, მაგრამ ის თუ რამდენ კარგ რამეს აკეთებს სუარესი გუნდისთვის, ლივერპულს სხვა მხრივ პრეტენზია არ აქვს მის უარყოფით მხარეზე. რობინ ვან პერსის "იუნაიტედში" გადმოსვლის დღიდანვე არანაირი პრობლემა არ შეუქმნია კლუბისთვის, მეტიც მან ძალზე ბევრი რამ შემატა გუნდს.
ვან პერსი: 10
სუარესი: 9


ვერდიქტი


ვან პერსი უდაოდ პირველია, მაგრამ არც ისე დიდი განსხვავებაა სუარესთან რაც აღნიშნავს იმას, რომ სუარესიც მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ლივერპულისთვის.


საბოლოო ანგარიში:

რობინ ვან პერსი: 58/60
ლუის სუარესი: 54/60


წყარო: The Daily Mail
სტატიები
29 კომენტარი
№21
ავტორი: Beckham 7
8 იანვარი 2013 22:56
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
GioO_o,
მაგარი ნაგლი ფეხბურთელია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№22
ავტორი: buka oboladze
8 იანვარი 2013 23:27
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
სიმულიანტია სუარესი, რაღაცნაირი ხასიათიაქვს, ბალოტელის კარგი ვერსიაა, ბალოტელი რაღაცით ჯობია კიდეც, რასისტი არაა lol პერსიზე საერთოდ ლაპარაკიც არაა ასი თავით ჯობია =)))
0
№23
ავტორი: Zizou
9 იანვარი 2013 00:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მართლა როდის მოვიგეთ ამათთან ფორით არც კი მახსოვს...


ბოლოს 2008 ში :)
0
№24
ავტორი: always ReD
9 იანვარი 2013 01:05
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
კაიააა
0
№25
ავტორი: Amanda Seyfried
9 იანვარი 2013 17:03
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
კარგია
0
№26
ავტორი: vandersar1
9 იანვარი 2013 18:12
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 42
rvp am
0
№27
ავტორი: nato-1989
9 იანვარი 2013 19:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
http://media.tumblr.com/0ad696b1bc2f94afe4442ee0dd8ba488/tumblr_inline_mffiveXbG
k1r7g6ti.gifjobia persi
0
№28
ავტორი: giochinio
9 იანვარი 2013 20:14
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 223
VaRdo,
პმ მოგწერე და მიპასუხე რა :))))
0
№29
ავტორი: born_2b_red
10 იანვარი 2013 13:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 101
მიდი რობიინ ჩაუდე მაგ ისტორიის მასწავლებლებს!
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top