თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3039,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№1
ავტორი: Jubo
15 ოქტომბერი 2012 20:58
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
დაგვიდექით გვერდში და ანალოგიურად მოგექცევით ჩვენ!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№2
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:02
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
სააღOლ კაია ჯუბო:*...... ყველაფერი მომეწონა ბათUმში თU ჩამოხვალთ აქაც ვუყუროთ ერტად troll კოკურსები ძაან მიყვარს..... იმედია იმასაც გააკეთებთ იმ საიტზე რო იყო best publisher თვიდათ თვეზე როა...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№3
ავტორი: VaRdo
15 ოქტომბერი 2012 21:03
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
P.S. მოკლედ ყველანაირად ვეცდებით ეს საიტი დანარჩენი 2 საიტისგან გამორჩეული იყოს. სიახლეებითაც და ურთიერთგაგებითაც. ყველას შეუძლია ამ სიახლეში თავის აზრი დააფიქსიროს თუ რა უნდა საიტზე რომ გაკეთდეს და რას თვლიან მთავარს. ასევე ყველანაირად მეგობრული დამოკიდებულება იქნება მომხმარებლებს შორის და არავითარი ზევიდან ცქერა და ასე შემდეგ. დაგვიდექით გვერდში და ჩვენც ანალოგიურად მოგამარაგებთ საჭირო ინფორმაციებით. ვისაც მანჩესტრი უყვარს და ვინც საიზტე მანჩესტერის სიყვარულის გამო შემოდის იმათ საყურდღებოთ, თორემ არის საიტი სადაც ფულს ურიგებენ ერთგულ მომხმრებლებს. ეს კი ამ საიზტე არასოდეს მოხდება. ფული აქ მეორეხარისხოვანია, მთავარია ერთად ვიდგეთ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და საიტზე მეგობრული განწყობა დავთესოთ. არჩევანი თქვენზეა. ყველას შეუძლია ჩენ გვერძე დგომა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№4
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2012 21:05
  • სიახლეები: 1665
  • კომენტარები: 12135
პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. საიტის დამმარსებელმა გიორგი ქონიაშვილმა ჯერ კიდევ 2 თვით ადრე დაიწყო მასზე მუშაობა


ეს კარგი იყო, მაგრამ მეტი უნდა დაგეწერათ! cerealguy megustamucho

და კიდევ სხვა საიტის ამბებს ნუ გავარჩევთ აქ, თავიანთი საქმის თვითონ იციან
0
№5
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 21:05
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
რაც მთავარია საიტზე არ იქნება ისეთი დამოკიდულება, რომ თითქოს სტატუსებს არ დავარიგებთ, რომ ჩვენ შეკრულები ვართ და რამე, ყველანი იმას მიიღებთ რასაც დაიმსახურებთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№6
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:06
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: VaRdo
P.S. მოკლედ ყველანაირად ვეცდებით ეს საიტი დანარჩენი 2 საიტისგან გამორჩეული იყოს. სიახლეებითაც და ურთიერთგაგებითაც. ყველას შეუძლია ამ სიახლეში თავის აზრი დააფიქსიროს თუ რა უნდა საიტზე რომ გაკეთდეს და რას თვლიან მთავარს. ასევე ყველანაირად მეგობრული დამოკიდებულება იქნება მომხმარებლებს შორის და არავითარი ზევიდან ცქერა და ასე შემდეგ. დაგვიდექით გვერდში და ჩვენც ანალოგიურად მოგამარაგებთ საჭირო ინფორმაციებით. ვისაც მანჩესტრი უყვარს და ვინც საიზტე მანჩესტერის სიყვარულის გამო შემოდის იმათ საყურდღებოთ, თორემ არის საიტი სადაც ფულს ურიგებენ ერთგულ მომხმრებლებს. ეს კი ამ საიზტე არასოდეს მოხდება. ფული აქ მეორეხარისხოვანია, მთავარია ერთად ვიდგეთ ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი და საიტზე მეგობრული განწყობა დავთესოთ. არჩევანი თქვენზეა. ყველას შეუძლია ჩენ გვერძე დგომა

გენაცვალე შენ love ეგ ფულის დარიგებაზე მეც მსმენია 15 ლარი troll

ციტატა: GioO_o


ეს კარგი იყო, მაგრამ მეტი უნდა დაგეწერათ!

fuckthatbitch
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№7
ავტორი: UTD-Rule
15 ოქტომბერი 2012 21:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
თავიდან ბოლომდე წავიკითხე საღოლ no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№8
ავტორი: VaRdo
15 ოქტომბერი 2012 21:10
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Romchik
მაინტერებს თამაშების მერე ვინმე თუ დებს ხოლმე მიმოხილვას ? და სრულ მატჩებს ?თუ არავინ არაა ეგეთი რომელიც ამას საკუთარ თავზე აიღებს მინდა რო ეს სიახლეები მე დავამატო , ყოველი მატჩის შემდეგ , ეს შეიძლება იყოს როგორც გადმოსაწერი, BBC მიერ დამზადებული მიმოხილვა , ან სრული მატჩი რუსულ ენაზე sport 1 ან russia 2 კომენტატორებით, თუნდაც პირდაპირ აქვე საყურებელი რათქმაუნდა HD ხარისხში და რუსულად


ძალიან კარგი მაშინ შენთვის მომინდია ეგ საქმე : )) იმედია დროულად დაიდება საიზტე როგორც იდება ხოლმე. BBC მიმოხილვას 15 და 20 წუთიანები რომ არის ხოლმე მაგას თუ დადებ დიდად დამავალებ და წინასწარ მადლოაბს მოგიხდი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№9
ავტორი: Jubo
15 ოქტომბერი 2012 21:10
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
VaRdo,
+1
GioO_o,
შემოწმება რო გთხოვე ეგ მაშინ უნდა გეთქვა ეხლა გვიანია fuckthatbitch
Romchik,
სრულ მატჩებს მე ვდებ და მიმოხილვების დადება თუ შეგიძლია სისტემატიურად პრობლემა არარი :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№10
ავტორი: R.v.Persie
15 ოქტომბერი 2012 21:11
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
გოლებს ვინ დადებს მაგ კი იცით და კი გავინაწილეთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

15 აპრილი 2021, 23:00
იუნაიტედი
გრანადა
ევროპა ლიგა
18 აპრილი 2021, 19:00
იუნაიტედი
ბარნლი
პრემიერ ლიგა
გრანადა15 აპრილი
ბარნლი18 აპრილი

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

11 აპრილი 2021, 19:30
ტოტენჰემი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
8 აპრილი 2021, 23:00
გრანადა0
იუნაიტედი2
ევროპა ლიგა
4 აპრილი 2021, 22:30
იუნაიტედი2
ბრაიტონი1
პრემიერ ლიგა
ტოტენჰემი11 აპრილი
გრანადა8 აპრილი
ბრაიტონი4 აპრილი

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top