თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3693,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№61
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 12:35
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Lev

ბიჭებო იმ საიტზეც იგივე დავწერე და აქაც დავაკოპირებ: გავაერთიანოთ საიტი ბიჭებო...თუ რამე გაუგებრობაა იქნებ როგორ მოვაგვაროთ..წარმოგიდგენიათ რაც გყავთ 3 იმდენი ხალხი დაემატება საიტს და მეტნაკლებად აქტიური 3 საიტის მაგივრად მივიღებთ ერთ (სუპერ)აქტიურ საიტს!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! მე კიევში ვარ და პირადად ვერ გაგიცანით ამიტომ.. რო ჩამოვალ მინდა ყველასთან მოვიდე და ხელი ჩამოგართვათ.......მე ბევრი ვერაფერი გავაკეთე im საიტზე მცირეოდენი კომენტარების გარდა...უბრალოდ ერთი ჩვევა მაქვს უკვე...ტელეფონს ან კომპიუტერს რო ვრთავ პირველად iმ საიტზე შევარდები ხოლმე....და ეს თქვენი დამსახურებაა. ისე რომ იცოდეთ ცნობისათვის 12 წლიდან მანჩესტერას მეძახიან) ამაზე მეტი რით აგიხსნაt რა დონეზე მიყვარს გუნდი)) გავერთიანდეთ თუ გამოვა და ყველაზე ძლიერი სპორტული საიტი იქნება საქართველოში მე ამის მჯერა)გენაცვალეთ ღმერთი თქვენკენ ბიჭებო....


გაერთიანება ვისაც უნდა ჩვენთან მოვიდეს ამ საიზტე და არაა პრობლემა. ჩვენ ამ საიტს ვერ გავაუქმებთ ვინაიდან დიდი შრომა ჩაიდო ამის გაკეთებაში და თან სანამ გაკეთდებოდა ვაფრთხილებდით მეორე საიტს, რომ მიეხედათ და წესიერ დომენზე გადასულიყვნენ, მაგრამ მთელი 1 წელი ყურადღება არავინ მაიქცია და ამის გამო გავაკეთეთ 1 წესიერი მანჩესტერის საიტი სადაც ყოველთვის გამართული იქნება და სიახლეებიც დახვეწილი დაიდება. მესმის შენი და მართალ იხარ, მაგრამ ვილაპარაკეთ მთავარმა ადმინებმა და შეუძლებელია : )) მოკლედ ვისაც უნდა ჩვენ საიტზე ყოფნა გამხიარდება და გვერდში დავუდგებით. დალშე ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს : )) hi2 ცუდია რომ გაყოფა მხოდა მაგრამ სხვა გზა არ იყო. ისე მეც 12 13 წელია მანჩესტერის ბალეშიკი ვარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№62
ავტორი: Chinchala
16 ოქტომბერი 2012 14:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
ბევრი ვიდეო მინახავს უინაიტედზე მაგრამ ეს სულ სხვა იყო რო ვუყურებდი ვფიქრობდი ნეტა არ მორჩეს ჯერ თქო : D საგოლ ავტორ ჯიგარი ხარ
0
№63
ავტორი: gilmour
16 ოქტომბერი 2012 14:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
Lev
რო ჩამოხვალ ფეხბურთი ვითამაშოთ ძმა თუ შეიკრა საიტის გუნდი.
გაერთიანებას რაც შეეხება მოლაპარაკებები ჩიხშია შესული:))) ჩვენ პირველ რიგში კლუბი გვიყვარს და შემდეგ საიტები
0
№64
ავტორი: Vittou
16 ოქტომბერი 2012 14:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
პირველ რიგში გილოცავთ ყველას ესეთ ლამაზ და დახვეწილ საიტს , მართლა სიამოვნებით გავიარე რეგისტრაცია და აქ ყოფნაც მსიამოვნებს იმედი მაქვს სიახლეებიც ესეთივე კარგი იქნება როგორიც დიზაინია მე თქვენთან ვარ თავიდან ბოლომდე : ) პ.ს ვინმე თუ მეტყვით ისეთ საიტს საიდანაც გადმოვწერ დიდი ზომის ფაილებს დიდი სიამოვნებით დაგეხმარებით სიახლეების წერა არ მეხერხება : ) მოკლედ დავიწყებ მე ვიდეო მასალით საიტის გავსებას თქვენს გვერდით მიგულეთ

პატივისცემით თქვენი კეთილმსურველი love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№65
ავტორი: SHeRma_Rooney
16 ოქტომბერი 2012 14:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 14
იმენა გიჯეეეე საიტია <3 love tongue derpthumb
0
№66
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 14:40
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
თავიდან რომ შემოვედი საიტზე პირველად თვალები გადმომივარდა
0
№67
ავტორი: BERDI
16 ოქტომბერი 2012 14:50
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
ბიჭები რითაც შევძლებ დაგეხმარებით viva_united
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№68
ავტორი: Wayne Rooney
16 ოქტომბერი 2012 15:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 15
იმედია წესიერი საიტი იქნება viva_united
0
№69
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 16:03
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
ჰაჰა :D მგონი მანუნიტედ.გე და მან-უტდ.გე ერთიანდებიან, :X ეგარაფერია ერთად დგომით ყველას და ყველაფერს ვაჯობებთ, სიახლეები იქნება აუცილებლად და უსერებისგან კომენტარებს ველით მეტი სტიმულისთვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№70
ავტორი: UTD-Rule
16 ოქტომბერი 2012 16:09
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ციტატა: WaZza 10

ჰაჰა :D მგონი მანუნიტედ.გე და მან-უტდ.გე ერთიანდებიან, :X ეგარაფერია ერთად დგომით ყველას და ყველაფერს ვაჯობებთ, სიახლეები იქნება აუცილებლად და უსერებისგან კომენტარებს ველით მეტი სტიმულისთვის

+1
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top