თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3692,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№111
ავტორი: NIRVANA
16 ოქტომბერი 2012 22:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4
აუ ძლივს წავიკითხე რა. რამხელა სტატიაა რა. სგ რა ამხელა სტატიისთვის derpthumb notbad
0
№112
ავტორი: Lev
16 ოქტომბერი 2012 22:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
VaRdo,
კაი
gilmour,
სიამოვნებით ძმა) ფეხბურთელი ვარ პროფესიონალი ოღონდ ყოფილი)))))))))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№113
ავტორი: SAF
17 ოქტომბერი 2012 01:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 692
ანუ გაერთიანება არ გამოვა ... ეგ არაფერი ფერგი იყოს კარგად მთავარია trolldad likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "ყველაზე დიდი გამოწვევა ჩემთვის წყეული "ლივერპულის" დამხობაა, შეგიძლიათ სიტყვა-სიტყვით დაბეჭდოთ."-1986 წელი,ფერგი.
№114
ავტორი: APeX
18 ოქტომბერი 2012 13:10
  • სიახლეები: 25
  • კომენტარები: 384
ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

ჩემი ოცნება ახდაა derphappycry
0
№115
ავტორი: chonchxi
20 ოქტომბერი 2012 11:56
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 72
საღოლ საღოლ
0
№116
ავტორი: TrueRed
26 თებერვალი 2013 23:49
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
სგ ავტორ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top