თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3913,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№81
ავტორი: love united
16 ოქტომბერი 2012 19:51
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
იმ მეორე საიტის გამოყოფა რატომ მოხდა ან რატო არ გევასებათ უმეტესობას ის საიტი(არ ვამბობ რომ მე მიყვარს პროსტა მაინტერესებს)?..თუ არ გეზარება ან აქ მომწერე,თუ გინდა PM-ში და თუ საერთოდ არ გინდა მაგაზე საუბარი მაშინ არ დაწერო...
0
№82
ავტორი: razma21
16 ოქტომბერი 2012 20:00
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
love united,
რატო მოხდა და ის საიტი ჩვენგან დამოუკიდებლად შეიქმნა ანუ ვაფშე სხვა "სასტავმა" შექმნა... რავიცი იქ სიახლეებს როგორ კითხულობენ, ან გრამატიკას არ აკვირდებიან, ან დიზაინს?... მოკლედ ვისაც უნდა მოვა აქ და გავერთიანდებით ჩვენ აქედან წამსვლელბი არვართ იმდენი შრომაა ჩადებული 0_იდან დავიწყეთ... პროსტა ეხლა აქ პრევიუს რო დავდებ თამაშისთვის სხვა საიტების პრევიუს შეადარე და ყველაფერი ნათქვამი იქნება... სხვების სტატიებზე რო აღარ ვილაპარაკო :)
0
№83
ავტორი: Vittou
16 ოქტომბერი 2012 20:04
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 140
ViVi,
მადლობა , ვიცი სიახლის დადება მქონდა ბავშობაში რამოდენიმე საიტი ))) სიახლე გამომიქვეყნეთ ვინმემ ^_^ : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
We will keep that red flag flyin high
№84
ავტორი: m-an-united
16 ოქტომბერი 2012 20:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
warmatebebii love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№85
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 20:43
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
ბიჭებოოო მე მეორე საიტიდან ვარ, ერთ რაღაცას გეტყვით რა, არაფერი მინდა თქვენგან, უბრალოდ წარმატებებს გისურვებტ, უბრალოად ერთს გეტყვით რა, კომენტარებს რო გადავხედე სუაბარი იყო ფულზე ხო არ ვცდბეიი, 15ლარზე, იქ ფული არაფერს სჰუასჰია ბრატტ... თქვენი აზრით ეხლა საიტზე ფულის გამო ვართ? არა ცდებით, ჩვენ იუნაიტედი გვიყვარს, ერთი წელი და რამდენიმე თვეა რაც ეგ საიტი გაკეთდა, ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს და არა ფული, გვაერთიანებს იუნაიტედის სიყვარული.... ფულის დედაც ჯერ კაცობა და ადამიანობაა და რა და დალშე მეორეხარისხოვანია...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№86
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 20:45
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
Red Hooligan,

მაღლა მენიუში "საიტი" რომ აწერი შედი მანდ და არის სიალხე როგორ უნდა დადო და ასევე ცალკე წესები და ყველაფერი. თურამე ვერ გაიგე მერე უკვე შემეხმიანე და აგიხსნი ცალკე დეტალს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№87
ავტორი: WayneMarkRooney 10
16 ოქტომბერი 2012 20:46
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
VaRdo,

ჰო კი ავატარის მიხედვით გიცანი ..

rooney_cool_fun ვინმე თუ მიცნობს კაია areyoukiddingme
0
№88
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 20:46
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
WaZza 10,
არა ცდები არ ვერთიანედბეით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№89
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 20:47
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: shinji kagawa
ბიჭებოოო მე მეორე საიტიდან ვარ, ერთ რაღაცას გეტყვით რა, არაფერი მინდა თქვენგან, უბრალოდ წარმატებებს გისურვებტ, უბრალოად ერთს გეტყვით რა, კომენტარებს რო გადავხედე სუაბარი იყო ფულზე ხო არ ვცდბეიი, 15ლარზე, იქ ფული არაფერს სჰუასჰია ბრატტ... თქვენი აზრით ეხლა საიტზე ფულის გამო ვართ? არა ცდებით, ჩვენ იუნაიტედი გვიყვარს, ერთი წელი და რამდენიმე თვეა რაც ეგ საიტი გაკეთდა, ჩვენ სწორედ ეს გვაერთიანებს და არა ფული, გვაერთიანებს იუნაიტედის სიყვარული.... ფულის დედაც ჯერ კაცობა და ადამიანობაა და რა და დალშე მეორეხარისხოვანია...


აქ მე დავწერე მაგაზე და რაც დავწერე სიამრთლე დავწერე დალშე ღმერთმა ხელი მოგიმართოთ. ამ საიზტე ფული მეორეხარისხოვანი იქნება მუდამ. ფული ბინძური ქაღალდია აქ კი მანჩესტერის სიყვარულის გამო ვიქნებით გაერთიანებულები. შენ შეიძლება მაგის გამო არ ხარ და ბევრი კიდე მაგრამ არარსებობს 1 კაცი მაინც დაინტერესდებოდა მაგგ საიტით მაგ იდეის გამო ამაში დამეთანხმები იმედია ქართველების ამბავი იცი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№90
ავტორი: Red Hooligan
16 ოქტომბერი 2012 20:48
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
არა ძმა მაგას არ გეკითხები ეგ ვიცი ყველაფერი და ძაან დიდი გამოცდილებაც მაქვს უბრალოდ პუბლიშერი რამდენ სიახლეზეა ?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top