თბილისი:
  • 10 :
  • 08
მანჩესტერი:
  • 6 :
  • 08
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3939,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№91
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 20:49
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: WayneMarkRooney 10
rooney_cool_fun


მე მახსოვხარ. და გამხიარდება თუ ჩვენ გვერდზე იქნები

ციტატა: Red Hooligan
VaRdo,
არა ძმა მაგას არ გეკითხები ეგ ვიცი ყველაფერი და ძაან დიდი გამოცდილებაც მაქვს უბრალოდ პუბლიშერი რამდენ სიახლეზეა ?


პუბლიშერი ძმა სიახლეების რაოდენოაბზე არა. არამედ როგორ წერ. თუ გამოცდილ იხარ და ხარისხიან სიახლეებს დადებ მოგცემთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№92
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 20:52
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
VaRdo,
ეგ ვიცი ვინც დარა ბრატ ვნახე კომენტარი და სხვებსაც ჰქონდათ დაწერილი, ბაზარი არაა აზრის გამოთქმის უფლება და კომეენტარის დაწერისყფლება ყველას აქვს ძმა, ყველას თავის აზრი აქ. მე ჩმეი აზრი დავაფიქსირე და თქვენს მიერ დაწერილ კომენტარებში გაგეცით პასუხიი... ფულს რაც შეეხება მაგაში დაგეთანხმები როოო ბინძური ქაღალდია, მაგრამ საიტთან ფული არაფერს შუაში არაა, ანუ აქამდე სანამ ის დაიდებოდა ეგ ფული მინ დღეში 1000კაცი შემოდიოდა და რის გამო, იცოდნენ რამე? არაფერი ბრატ შემოდიოდნენ საიტის სიყვარულით, რადგამ გამორჩეული საიტი იყო თავისი სიახლეებითა და ყველაფრით და ეს ყოველთვის ესე იქნება.. მეტი არაფერიიი რა, უბრალოდ გითხარით რო ფული არაფერს შუაშია დალშე თქვენიცით. !

წარმატებები ჯიგრებოოო:*:*:* თქვენ იცით აბა:* კაი საიტი ააწყეთ:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№93
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 21:07
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
shinji kagawa,
მდაააა... გიცნობ შენ და სკაიპპშიც გწერდი ადრე, ვიცი ერთიანდებით და მალე ერთად იქნებით :) ის კაია ძმა ბანი რო დამადეს საიტზე? ნაკლებად ვმუშაობდი საიტზე? მაქედან ადმინების მერე ვეტერანი მე ვიყავი 2 წელი ვიყავი მანუტდ.ფცი.გე ნაკლებად გეცოდინება შენ :) ბანი იმიტომ დამადეს რო დავწერე აქ მოვდიოდი და წარმატებები რო ვუსურვე :)))))))))))) მანუტდ.ფცი.ჯი იმის ხარჯზე გაკეთდა რო მანუნიტედ.ჯი ზე ხალხს PM ში წერდნენ და მეც იქ გამაგებინეს რაც კაი საქციელი არაააა : )))) პროსტა იქ იმიტომ წავედი რო მანუნიტედ.ჯის დიზო არ მომწონდა : )))) და აქ ყველაფერია იმისთვის რო თავი კომფორტულად ვიგრძნო :D
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№94
ავტორი: Red Hooligan
16 ოქტომბერი 2012 21:10
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
ძმა მეც მაგ საიტიდან ვარ უბრალოდ დიზაინია გასასწორებელი ამას ვაღიარებ, მაგრამ დანარჩენში ეგ საიტი გამართულია შეიძლება ცოტა გრამატიკული შეცდომები იყოს, მაგრამ ასწორებენ მაგ ყველაფერს ადმინები და მოდერები. გაერთიანება არა მარა მტრობაც ნუ იქნება ბიჭებო )) დაიმახსოვრეთ ყველას 1 რიგში საქართველო და მერე უკვვე მანჩესტერი გვაერთიანებს )) რავი აბა წარმატებები რა ყველამ მისთვის იმუშაოს და სხვა საიტს შეურაწყოფას ნუ მიაყენებს, მგონი ჯობია ესე ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№95
ავტორი: GeorgeBest
16 ოქტომბერი 2012 21:14
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Red Hooligan,
არავის ვმტრობთ, ყველას თავის გზაზე გაუმარჯოს, თუ ვინმე შემოგვიერთდება გაგვიხარდება პირიქით, თუ არა და ყველამ თავის საქმეს და საიტს მიხედოს
0
№96
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 21:15
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
WaZza 10,
WaZza 10,
ხოო? არ ვიცი შენ მე მიცნობ თუ არა? ანდა შენ არ გეცოდინები საიდან უნდა მიცნობდე ძმა მე? ეგ არ ვიცი რატო დაგადეს და რატო არა, ეგ ჩემი საქმე არააა.. ხოო მერე რა გინდაბრატ იგრძენი კომპორტულად თავი მე გისლი? მე ჩმეი აზრი დავაფიქსირე დ აის ვთქვი რო საიტზე ხალხი ფულის გამო არაა : )))))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№97
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 21:17
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
shinji kagawa,
ა თაზო შენ ხარ? :D მე სხვა მეგონა :D მანდ ერთია კიდე შინჯი კაგავა აწერია და ეგ მეგონა :D შენთან სულ კარგი ურთიერთობა მექნება იმიტომ რომ მაგარი ადამიანი ხარ ძმა :**************
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№98
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 21:18
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
Red Hooligan,
ჯიგარი ხარ ბრატტ:* შენ მოგნი დემო გქვია ხო?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№99
ავტორი: GeorgeBest
16 ოქტომბერი 2012 21:18
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Red Hooligan,
bb კოდით ა რუნდა, პირდაპირ ლინკი უნდა ჩასვა სურათის, მე გაგისწორე ეხლა
0
№100
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 21:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Red Hooligan
VaRdo,
ძმა მეც მაგ საიტიდან ვარ უბრალოდ დიზაინია გასასწორებელი ამას ვაღიარებ, მაგრამ დანარჩენში ეგ საიტი გამართულია შეიძლება ცოტა გრამატიკული შეცდომები იყოს, მაგრამ ასწორებენ მაგ ყველაფერს ადმინები და მოდერები. გაერთიანება არა მარა მტრობაც ნუ იქნება ბიჭებო )) დაიმახსოვრეთ ყველას 1 რიგში საქართველო და მერე უკვვე მანჩესტერი გვაერთიანებს )) რავი აბა წარმატებები რა ყველამ მისთვის იმუშაოს და სხვა საიტს შეურაწყოფას ნუ მიაყენებს, მგონი ჯობია ესე ))


შენ მიცნობ მე : ) RED DEVILS_ი ვარ : )) თუ გამიხსენებ : )) სკაიპშიც მყევხარ. ხო და მივხდები რას წარმოადგენდა ეგ აიტი ჩემთვის. მე არავის ვემტერები აქეთ უდნათ მტრობა ბევრს მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენ პოზიციაზე ვართ. ყველას ჩვენი თავი ენაცვალოს ვისაც ჩვენთან უდნა ყოფნა

ციტატა: shinji kagawa
ხოო? არ ვიცი შენ მე მიცნობ თუ არა? ანდა შენ არ გეცოდინები საიდან უნდა მიცნობდე ძმა მე? ეგ არ ვიცი რატო დაგადეს და რატო არა, ეგ ჩემი საქმე არააა.. ხოო მერე რა გინდაბრატ იგრძენი კომპორტულად თავი მე გისლი? მე ჩმეი აზრი დავაფიქსირე დ აის ვთქვი რო საიტზე ხალხი ფულის გამო არაა : )))))))))


კაი კაცი. ყველა არაა ცუდი მაგ საიზტე ბევრი კარგია , მაგრამ ბევრი არაკაცია ;) ვიცი რასაც ვამბობ:) არასწორად მოიქცა ჩემთან რამოდენიმე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

TOP.GE
Top