თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3698,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№101
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 21:22
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
WaZza 10,
ხოო ეგ ვარ მეე... მეცც ბაზარი არაა ძმაო საიტის დედა მო.. ჯერ კაცობა და ადამიანობაა მტავარიი... წავეე რა აქ ჩემი ფეხი აღარ იქნება და არ შეგაწუხებთ! შენ ვინ ხარ? ღვინიაშვილი გიორგი? წარმატებებს გისურვებთ ისევე როგორც ჩემს საიტს ვუსურვებბ :D:*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№102
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 21:23
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
shinji kagawa,
ხო მე ვარ არა შემო არავის აწუხებ : ))) Mაგარი კაცი ხარ შენ ძააან : )))))) წარმატებები აბა :************
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№103
ავტორი: Red Hooligan
16 ოქტომბერი 2012 21:27
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
shinji kagawa,
არა ბიჭო რედ ფან ვარ :დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№104
ავტორი: Beckham 7
16 ოქტომბერი 2012 21:28
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
Red Hooligan,
ანიმე გევასება?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№105
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 21:30
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
VaRdo,
კი ძმა შენ შეიძლება ვინმესთან კონფლიქტი გქონდა ძმა, მე ხო არ ვიცი არა შენ რა მიზეზით ხარ განაწყენებული. უბრალოდ ცუდად მომხვდა თვალსი ფულზე კომენტარი მაგიტომ დავწერე თორე, არაფერი პირადული სამ საიტთან... შენ იყავი ჩვენს საიტზეც?
WaZza 10,
გაიხარე ტოო შენც ასევე:*:*


გავედი რა იტოკში რაა, აბა თქვენ იცით:*:* არ დაგავწიყდეთ პირველ რიგში ქართველობა გვაერთიანებს...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№106
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 21:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
shinji kagawa,

არა. მე მანუნიტედზე ვიყავი სულ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№107
ავტორი: Red Hooligan
16 ოქტომბერი 2012 21:33
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
WaZza 10,
კიიიი, მაგრად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№108
ავტორი: Paul Scholes 22
16 ოქტომბერი 2012 21:56
  • სიახლეები: 219
  • კომენტარები: 428
Red Hooligan,
რედ ფან ხარ შენ? :D:D:D ჰაჰ გიპოვეე?:D:D:D:D::D:D აქეთ წამოხვედი შენც?

VaRdo,
აა ხოო ეგეც ვიცი, ვიცი რაც ხდებოდა მაგ დორსაც ვიყავი მან-უტდ-ზე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ შეიძლება ცხოვრებაში ბევრ რამეს ვერ მივაღწიო, მაგრამ ერთ რამეში დარწმუნებული ვარ. სიკვდილის წინ აუცილებლად ვიტყვი, რომ მანჩესტერის თამაშებს ვუყურებდი და რაც მთავარია მანჩესტერის გულშემატკივარი ვიყავი..!
ფეხბურთელები მიდიან და მოდიან, იუნაიტედი კი სამუდამად რჩება! <3
№109
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 22:04
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
shinji kagawa,

ვსო მორჩა ამ თემაზე ლაპარაკი!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№110
ავტორი: Red Hooligan
16 ოქტომბერი 2012 22:16
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
shinji kagawa,
რავი ვნახოთ დიზო გადააყენონ ჯობია რომ საიტი უფრო გალამაზდეს რა ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top