თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3913,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№71
ავტორი: ViDa
16 ოქტომბერი 2012 16:59
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
Vittou,
მთავარია მონდომება ძმაო, თუ არ იცი მოგვწერე და გასწავლით. არარი ეგ პრობლემა, ჩვენი ერთ-ერთი ფუნქცია ეგ არი. დავეხმაროთ მომხმარებლებს რაშიც საჭიროა.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№72
ავტორი: BERDI
16 ოქტომბერი 2012 17:43
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
Wayne Rooney:იმედია წესიერი საიტი იქნება


უკვეა ძმა winked
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№73
ავტორი: Ví Ví
16 ოქტომბერი 2012 19:08
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
წესიერი კი არა საუკეთესა
0
№74
ავტორი: love united
16 ოქტომბერი 2012 19:23
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
მანიუნაიტედის ხალხია ძაან ბევრი...
VaRdo
ხო შეიძლება ისე მოხდეს გაერთიანება რომ ეს საიტი არ წაშალოთ?..აი სიტყვაზე მანიუნაიტედი რომ გადმოვიდეს აქ პროსტა საძიებო ველში თუ გინდა რედარმის ჩაწერ თუ გინდა მანიუნაიტედს,ორივე გასწორებულში იქნებით თან უფრო მეტი ხალხი შემოვა და საიტიც უფრო გრანდიოზული იქნება...ეხლა ამ საიტისთვის მთავარია ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდეს თორე სიახლეების რაოდენობა ბევრ საიტს შეშურდება საქართველოში ყველას თუ არა...
0
№75
ავტორი: WayneMarkRooney 10
16 ოქტომბერი 2012 19:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 51
რაღაც ძაან გული მწყდება მანიუნაიტედ.ჯი ასე რო დაეცა ... 2 წლის უკან ზუსტად ამ საიტზე დავიწყე მანჩეტსერის ფანობა ნორმალურად და გამართულად . საიტი მართლა მომწონს და მზად ვარ დავრჩე მაგრამ მანიუნაიტედ.ჯი მაინც ჩემ გულშია ...
0
№76
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 19:31
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
VaRdo
ხო შეიძლება ისე მოხდეს გაერთიანება რომ ეს საიტი არ წაშალოთ?..აი სიტყვაზე მანიუნაიტედი რომ გადმოვიდეს აქ პროსტა საძიებო ველში თუ გინდა რედარმის ჩაწერ თუ გინდა მანიუნაიტედს,ორივე გასწორებულში იქნებით თან უფრო მეტი ხალხი შემოვა და საიტიც უფრო გრანდიოზული იქნება...ეხლა ამ საიტისთვის მთავარია ბევრი მომხმარებელი დარეგისტრირდეს თორე სიახლეების რაოდენობა ბევრ საიტს შეშურდება საქართველოში ყველას თუ არა...


მაგაზე იყო ძმა უკვე 2 დღის უკან საუბარი, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ. სამწუხაროდ ესე მოხდა. ჩვენ ამ საიტს არ გავაუქმებთ ისინი თავისას არ აუქმებენ. მარტივადაა საქმე. ერთი ის ვიცი რომ ყველას შეუძლია ჩვენ საიტზე გადმსოვლა და ყველას კარგად მივიღებთ და დავხვდებით.

ციტატა: WayneMarkRooney 10
რაღაც ძაან გული მწყდება მანიუნაიტედ.ჯი ასე რო დაეცა ... 2 წლის უკან ზუსტად ამ საიტზე დავიწყე მანჩეტსერის ფანობა ნორმალურად და გამართულად . საიტი მართლა მომწონს და მზად ვარ დავრჩე მაგრამ მანიუნაიტედ.ჯი მაინც ჩემ გულშია ...


კაი კაცი ხარ. შენ გულში უდნა იყოს იასნად. აქ არავის ეზიზღება ეგ საიტი უბრალოდ პრობლემები იყო და ჩვენც წამოვედით და ცალკე გავაკეთეთ. ასევე უნდა ითქვას რომ არავინ აგვარებდა მაგ პრობლემებს ჩვენი თხოვნის და მიმართვის მიხუედავათ. დადექი ჩვენ გევრდზე და ყველანაირად შევეცდებით საჭირო ინფორმაციები მოგაწოდოთ

RED DEVILS_ი ვარ და გეცოდინები მაგ საიზტე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№77
ავტორი: gilmour
16 ოქტომბერი 2012 19:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
WayneMarkRooney 10
აქ ბევრის გულშია ის საიტი. მათ შორის ჩემშიც, მაგრამ როგორც ზემოთ აღვნიშნე ჩემთვის მთავარია მანჩესტერ იუნაიტედი და შესაბამისად შემდეგ ის საიტი რომელიც ყველაზე დროულად მომაწვდის ინფორმაციას

შეუცვლელი მანჩესტერია და არა საიტი
0
№78
ავტორი: love united
16 ოქტომბერი 2012 19:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
არ მოდიან შეთანხმებაზე?..რავი მე-2 საიტთან აწარმოებენ მგონი...მანიუნაიტედი ყოველთვის მეყვარება და მეორე საიტზე რავი რა ვთქვა?..თქვენ რა აზრი გაქვთ მაგ საიტზე?..
0
№79
ავტორი: VaRdo
16 ოქტომბერი 2012 19:43
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: love united
VaRdo
არ მოდიან შეთანხმებაზე?..რავი მე-2 საიტთან აწარმოებენ მგონი...მანიუნაიტედი ყოველთვის მეყვარება და მეორე საიტზე რავი რა ვთქვა?..თქვენ რა აზრი გაქვთ მაგ საიტზე?..


მეორე საიტს რომც უნდოდეს ჩვენთან გაერთიანება მაგის შანსიც არა. :) Redarmy.ge იქნება ბოლომდე და ვისაც გაუსწორდება შემოვა. ვისაც არა და თავის გზაზე გაუმარჯოს. ბევრი კარგი ადამიანია აქაც მაგ საიზტეც და მანუნიტედ_ზეც. უბრალოდ ესე მოხდა. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ვინც გვეყოლება მომხმარებელი მათ მივაწოდოთ ყოველთვის დროულად სასურველი ინფორმაცია და საიტიც გამართულად მუშაობდეს.

მანუნითედი თუ გაერთიანდება ჩვენთან ჩვენ საიზტე ოკ ჩვენ არ გავაუქმებთ ამ საიტს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№80
ავტორი: razma21
16 ოქტომბერი 2012 19:49
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ცოტა ხანი დრო გვინდა და ყველა საიტს ჩამოვიტოვებთ! :)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top