თბილისი:
მანჩესტერი:
15-10-2012, 20:25
ავტორი: Jubo,
ნანახია: 3692,
კომენტარები: 116
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
რატომ გაკეთდა საიტი, რას გპირდებით მომავალში და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა!
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება RedArmy.ge-ზე!
პირველ რიგში მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ გვიდგახართ გვერდით. ახლახანს, Redarmy.ge საბოლოოდ გაიმართა, საიტზე ყველანაირი სამუშაოები დასრულდა და გადავწყვიტე თქვენთვის ერთგვარი შემაჯამებელი სიახლე შემომეთავაზებინა. სტატიაში უფრო დაწვრილებით აგიხსნით, კონკრეტულად რა გაკეთდა საიტზე, რისი გაკეთება იგეგმება მომავალში, რას გპირდებით, რატომ უნდა აგვირჩიოთ ჩვენ და რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა.

რატომ გაკეთდა ეს საიტი?


მოგეხსენებათ, რომ საქართველოში "მანჩესტერ იუნაიტედის" ქართველ მხარდამჭერთა საიტებს შორის დიდი კონკურენციაა - მათმა რიცხვმა რამდენიმე დღის წინ უკვე სამს მიაღწია. რა თქმა უნდა ეს ხალხს არ სიამოვნებს და უჩნდებათ კითხვები: რატომ კეთდება ახალი საიტი, როცა უკვე არსებობს ერთი და ორი...
ახალი ამბავი არ არის, რომ წლების განმავლობაში საქართველოში მხოლოდ ერთი ასეთი საიტი არსებობდა და შესაბამისად ის დომინირებდა. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ნელ-ნელა ამ ვებ-გვერდზე საშინლად გაუარესდა სიახლეების ხარისხი, დიზაინის ვერცერთმა ვარიანტმა მომხმარებელი ვერ დააკმაყოფილა, ჰოსტინგი დროის დიდი ნაწილი გათიშული იყო, როცა ჩაირთვებოდა მაშინაც ვერ აკეთებდა წესიერად თავის საქმეს. იყო გვერდის გატეხვაც, სიახლეების რაოდენობის განახევრება და სხვა ბევრი წვრილმანი დეტალი, რამაც გამოიწვია ამავე საიტის რბილად რომ ვთქვათ ყველაზე გამოცდილი და ნაცნობი პირების უკმაყოფილება ადმინისტრაციის მიმართ. თვეების და წლების განმავლობაში იყო მიმართვები, რომ შექმნილიყო ნორმალური დიზაინი, გამოცვლილიყო და დაყენებულიყო შესაბამისი დონის ჰოსტინგი, გამოსწორებულიყო მენეჯმენტი და ა.შ. ამ თხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემდეგ ადმინისტრაციის დიდმა ნაწილმა და იმ პირებმა, რომლებიც წეღან მოგახსენეთ, გადავწყვიტეთ ერთხელ და სამუდამოდ შეგვექმნა წესიერი, გამართული და ყველა ქართველი "იუნაიტედის" ქომაგისთვის მოსაწონი საიტი. ახლა კი ზოგიერთების მხრიდან ისმის ჩვენი კრიტიკა, ზოგმა უკვე მოღალატე უწოდა სწორედ იმ ადამიანებს, რომლებმაც ის საიტი ააღორძინეს, დიმა სანაიას მიმართვა მათ: "სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"

რა გაკეთდა საიტზე?


პირველ რიგში ალბათ ის შესანიშნავი დიზაინი უნდა ავღნიშნოთ, რითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი წარმატება მოვიპოვეთ. რამდენიმე კვირით ადრე დავიწყეთ მოსამზადებელი სამუშაოები: დაიწერა გუნდის, "ოლდ ტრაფორდის", ფორმებისა და გერბის ისტორიები, ბიოგრაფიები, სრული ინფორმაცია მიუხენის ტრაგედიაზე და კიდევ ბევრი მსგავსი მნიშვნელობის სიახლე. მოკლედ რომ ვთქვათ, "იუნაიტედის" შესახებ ყველაფრის ნახვა ამ ერთ საიტზე შეგიძლიათ.
მოიძებნა და შეიკრიბა ამ საკითხში ყველაზე გამოცდილი ხალხი, შესაბამისად შეიქმნა უდიდესი გამოცდილების მქონე ადმინისტრაცია, რომლის წყალობითაც პირველივე დღეებში ასეთი დიდი პოპულარობა მოვიპოვეთ და ასეთი მაღალი ხარისხის სიახლეებით ვამარაგებთ ჩვენს მომხმარებელს. ასეთი თავდაუზოგავი მუშაობისთვის კიდევ ერთხელ ვუხდი დიდ მადლობას მათ!

რისი გაკეთება იგეგმება მომავალში?


მომავალში მომხმარებლისთვის არაერთი სიახლის შეთავაზებას ვგეგმავთ. საიტი კიდევ უფრო დაიხვეწება, აუცილებლად ჩატარდება სხვადასხვა სახის კონკურსები, მათგან ჯერ-ჯერბობით მხოლოდ ერთს მოგახსენებთ: ყოველთვიურად ჩატარდება კონკურსი, რომელიც გამოავლენს საუკეთესო სტატიას. შემდეგ ის სპეციალურად შექმნილ კატეგორიაში გადავა და 1 თვის მანძილზე მთავარ გვერდზე გამოყოფილ ადგილას დაიდება. ასევე ასრულდება "მანჩესტერის" ქართველი გულშემატკივრების დიდი ხნის სურვილი (ზოგისთვის ოცნება): მოეწყობა მასშტაბური შეკრებები და ერთად ვუყურებთ "იუნაიტედის" მნიშვნელოვან მატჩებს!

რას გპირდებით?


გპირდებით, რომ გავაგრძელებთ ისეთი ტენდენციით მუშაობას, როგორითაც დავიწყეთ. სისრულეში მოვიყვანთ ყველა იმ გეგმას, რომელიც წინა ნაწილში გაგაცანით. ყოველთვის გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, მოთხოვნებს და თხოვნებს. დაუნახავს არ დავტოვებთ თქვენს შრომას და აუცილებლად დაგიფასებთ მას. საიტზე დროულად დაიდება მიმოხილვები, სრული მატჩები და ყველა ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია რისთვისაც დააპირებთ შემოსვლას. ასევე მინდა ყველამ კარგად გაიაზროთ, რომ ეს საიტი არის თქვენთვის და არა რომელიმე ცალკეული პიროვნებისთვის შექმნილი. არ დავუშვებთ არავითარ შემთხვევაში რომელიმე თქვენთაგანი უკმაყოფილო დარჩეს. საიტზე იქნება მეგობრული დამოკიდებულება და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, რომელიმემ ამ გარემოს ხელი შუშალოს.

რატომ აქვს თქვენს ჩვენსადმი თანადგომას უდიდესი მნიშვნელობა?!


უკვე ყველასათვის ნათელია, თუ რამხელა პოპულარობა მოიპოვა ჩვენმა საიტმა გახსიდან პირველივე კვირაში. რა თქმა უნდა თქვენდამი მადლობის თქმის მეტი არაფერი გვეთქმის, მაგრამ დამიჯერეთ, იმ დიდი მიზნების მისაღწევად და იმ გეგმის განსახორციელებლად რომელზედაც უკვე გესაუბრეთ, გაათმაგებულად გვჭირდება თქვენი მხარში დგომა და აქტიურობა! საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლების რაოდენობა უკვე საკმაოდ დიდია. საგრძნობლად იზრდება მათი რიცხვი ყოველდღე. მაგრამ რეგისტრაციასთან ერთად, სტატიების წაკითხვას და შესაბამისად კომენტარის სახით მათ შეფასებას გთოხვთ. პირადი გამოცდილებიდან გეუბნევით, უდიდესი სტიმულის მომცემია ის ფაქტი, როცა საკუთარ სიახლეზე ბევრ კომენტარს და შესაბამისად ბევრ საქებარ სიტყვებს ხედავ. მისაღები და სასიამოვნოა ადამიანური ენით ნათქვამი შენიშვნებიც. მოკლედ ყველას გთხოვთ, რომ ამ დღიდან, ამ წუთიდან დაგვიდგეთ გვერდში, იაქტიუროთ, წეროთ კომენტარები, აგზავნოთ სიახლეები. ყოველივე ეს დასაწყისი იქნება იმ დიდი მიზნების მიღწევისა, რომლებიც დასახული გვაქვს და რომლებსაც აუცილებლად მივაღწევთ!
სტატიები
116 კომენტარი
№11
ავტორი: Jones
15 ოქტომბერი 2012 21:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
მომილოცეთ 1 აბზაცი წავიკითხე :დ
0
№12
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:15
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: Jones
მომილოცეთ 1 აბზაცი წავიკითხე :დ

გილოცავ derpthumb
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№13
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:19
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: Romchik
სრულ თამაშებს გადმოწერით დებ ? მე საიტზე ყურებით ვამბობ , იმავე ხარისხში რაც გადმოწერილშია , +ისაა ,რომ ზოგს ცუდი ინეტი აქვს იმისათვის რომ 1 ,40 გბ გადმოწეროს...
მაგიტომაცაა , რომ მაქსიმუმ 5-10 კაცი იწერს სიახლეს კი 50 ნახულობს

რო დაიდებ ლაივებს ისეთები დადე რო არ ჭედავდეს თორე ხანდახან GMG ზე არ იქნება და მომიწევს ყურება:))) ჩემი ნეტით areyoukiddingme ისე აქ ცენზურა დაცულია? რა იწერება ნეტტა გინების დროს? troll
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№14
ავტორი: ViDa
15 ოქტომბერი 2012 21:20
  • სიახლეები: 132
  • კომენტარები: 450
გაიხარე ჯუბო ასეთი განცხადებისთვის. ვიმედოვნებ, რომ ეს საიტი დიდ წარმატებას მიაღწევს საქართველოში და გახდება ნომერი ერთი. თუმცა რა თქმა უნდა, როგორც უკვე ჯუბომ ახსენა საჭიროა თქვენი მხარდაჭერა ხალხნო, დანარჩენს კი ჩვენ გპირდებით და შევეცდებით თქვენი ყველა სურვილი დავაკმაყოფილოთ. am

რაც შეეხება დიმა სანაიას განაცხადს:"სწორედ ისეთი მომხმარებლების ბრალია ამ საიტის ფსკერზე დაშვება, როგორებიც არიან ის ადამიანები ვინც ჩვენ მოღალატეებს გვიწოდებს !!! ჯერ პირი გამოირეცხეთ პატარა ბიჭუნებო და მერე გვაკადრეთ რამე... თქვენი წონა ენერგია მარტო ერთ სტატიაში მაქ ჩადებული !"


ამ სიტყვების გამო შენ კაცმა ძეგლი უნდა დაგიდგას. მიხარია, რომ შენთან ერთად მიწევს მუშაობა. love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"My greatest challenge is not what’s happening at the moment, my greatest challenge was knocking Liverpool right off their fuckinging perch. And you can print that."
№15
ავტორი: GeorgeBest
15 ოქტომბერი 2012 21:20
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
Romchik,
გამოსადეგი კაცი ხარ, მაგ სიკეთეს თუ იზამ და დროულად დადებ რა თქმა უნდა მიიღებ სტატუსს, ჯერ ადრე თამაშებამდე და აქედანვე დავინაწილოთ ყველამ ვინ რას დადებს თამაშის მერე, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაიდოს, სურათებს, შეფასებე ბს და სტატისტიკას მე დავდებ :დ სხვა მაინც არაფერი შემიძლია, გოლები, მიმოხილვა და თამაში უნდა გადანაწილდეს, საყურებელი ლინკებიც ჩემზე იყოს, ერთს ისეთს დავდებ რომ აქვე უყუროთ
0
№16
ავტორი: Jubo
15 ოქტომბერი 2012 21:20
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
Romchik,
მოგწერ პირადში შევთანხმდეთ :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№17
ავტორი: VaRdo
15 ოქტომბერი 2012 21:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: Romchik
VaRdo,
არაა პრობლემა შაბათ კვირის მატჩებში როგორც კი სპორტულ ტორენტზე დაიდება იმწამსვე დავდებ , სამშაბათ-ოთხშაბათი თამაშები კი დილას იქნება , რადგან ეხლა უკვე 23:30 გადაიწევს თამაშები და 2 ის მერე ცდა აღარ ღირს


ოკ. შევთანხმდით მაშინ : )) უბრალოდ თუ ისე მოხდება რომ ვერ ახერხებ რომელიმე დღეს დადებას შეგვატყობინე რომ სხვამ დადოს. ადამიან იხარ შენც და შეიძლება არ გეცალოს.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№18
ავტორი: Ví Ví
15 ოქტომბერი 2012 21:29
  • სიახლეები: 41
  • კომენტარები: 1619
აი მართლა საღოლ რა მართლა რა ძაან ბევრი ინატრებს ესეთ საიტს
0
№19
ავტორი: rooney-nika
15 ოქტომბერი 2012 21:31
  • სიახლეები: 23
  • კომენტარები: 351
ციტატა: Romchik
კი ეს ვიდეობი დაყოფილია პირველ და მეორე ტაიმებათ
ვიდეობი ატვირთული და საიტზე დადებული იქნება yandex ის მეშვეობით , იმის გათვალისწინებით , რომ ამ საძიებო სისტემას ბევრი მოიხმარს შესაბამისად მისი პლეირები სწრაფად იტვირთება ასე , რომ ყურებისას პრობლემა არ იქნება თუ შენი ინეტის სისწრაფე 100კბ მაინც ახწევს
მაგრამ ეს ადმინისტრაციიასთანაააა შესათანხმებელი რამდენად დასაშვებია ესე დადება სრული მატჩის , მე მაგალითად ვთვლი , რომ ესე უფრო მოსახერხებელია ....

მართალი ხარ 100 კბ კი აღწევს:* სჯობს ეგრე დადება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ shedis..?__ ) au ki__ ) gtkiva..?__ ) au ki__ : )) upro magrad sheyavi..!__ ) kide gtkiva..?__ ) kii__ : )) cota viwro gaaq da moitmine..!__ : )) axlac gtkiva..?__ : )) au kii__ : )) mashin dzvirpaso sxva pexsacmeli gaizome..!__: ))
№20
ავტორი: love united
15 ოქტომბერი 2012 21:34
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
VaRdo
+1 შენს პირველ კომენტარს ამ სტატიაზე... wink მე ისევ ვიმედოვნებ რომ რაიმე შეთანხმება მოხდება ან 1 საიტთან ან მე-2სთან და არ იქნება კონკურენცია,არამედ ერთმანეთს დავეხმარებით...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top