თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3632,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.


მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№81
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: datire
Di Maria to Manchester united fans

ეს არაკაცი ხო უნდა ჩაქოლონ ეს მართლა ცენზურა

რაც მაგას დღეს გინება აქვს დედამისი სლოკინით კვდება ალბათ
0
№82
ავტორი: kantona-7
13 თებერვალი 2019 01:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამწაგების შემდეგ,რადგან იმედი მაქვს მანიის ბოშები დაფიქრდები ან და ჯიბეებს ცოტა შეითხელებენ.მართლა რამოდენა ტოტენჰემი გაწეწონ და იყიდონ კეინი ერიქსენი ორივე+ როლის ერთ გუნდს საგრძნობლად დავასუსტებთ როგორც ბავარია შვება მუდმივად თავის ჩემპიონატში,არცერთ მაღალი დონის ფეხბურთელს სხვაგან არ უშვებს და ყველას იწოვს ხან უფასოდ ხან ძაან დაბალ ფასად,ჩვენებმაც რომიბაძონ არიქნება ცუდი ჩემი აზრით.როცა შესაძლებელი იყო კანტეზე ვიხვეწებოდი მარა არდამიჯერეს:დ მანამდე მოდრიჩზეც არმომისმინეს:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№83
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:44
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
აუ დავიძინო ეგებ ახლა თპრე ხვალ სამსახურში ჩემს ფეხებს წავალ:))მშვიდი ღამე ბიჭებო.აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია:))
0
№84
ავტორი: kantona-7
13 თებერვალი 2019 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
კლავიატურა პატარაა ან თითები მაქვს ძაან დიდი და მაგიტომ მაქვს იმდენი შეცდომა წინა კომენტარში:დ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№85
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kantona-7
მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი ამწაგების შემდეგ,რადგან იმედი მაქვს მანიის ბოშები დაფიქრდები ან და ჯიბეებს ცოტა შეითხელებენ.მართლა რამოდენა ტოტენჰემი გაწეწონ და იყიდონ კეინი ერიქსენი ორივე+ როლის ერთ გუნდს საგრძნობლად დავასუსტებთ როგორც ბავარია შვება მუდმივად თავის ჩემპიონატში,არცერთ მაღალი დონის ფეხბურთელს სხვაგან არ უშვებს და ყველას იწოვს ხან უფასოდ ხან ძაან დაბალ ფასად,ჩვენებმაც რომიბაძონ არიქნება ცუდი ჩემი აზრით.როცა შესაძლებელი იყო კანტეზე ვიხვეწებოდი მარა არდამიჯერეს:დ მანამდე მოდრიჩზეც არმომისმინეს:დ

ცუდები ესენი:))ფულის ხარჯვა არ უნდათ ისე უნდათ შოვნა.იმენა გლეიზერები და მერე ვუდვორდი ესენია ამ გუნდის პრობლემა.ტრებერები ხო მოგვიყვანეს ხან ვინ ხან ვინ.ფეხბურთელები კიდე ვაფშე.ხოდა ესენი უნდა ამოიშანთონ ამ გუბდიდან და გვეშველება
0
№86
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Dato kutaisi
აუ დავიძინო ეგებ ახლა თპრე ხვალ სამსახურში ჩემს ფეხებს წავალ:))მშვიდი ღამე ბიჭებო.აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია:))

აბა ეჰე ჩემო ძმაო ტკბილი ძილი მე კი წავედი ქალებში :D გული გადავაყოლო თორე რა დაძინებს
0
№87
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:48
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kantona-7
კლავიატურა პატარაა ან თითები მაქვს ძაან დიდი და მაგიტომ მაქვს იმდენი შეცდომა წინა კომენტარში:დ

S9 მაავს და მაინც ვერ ვკრებ მეც სულ შეცდომები მაქვს.თითები ბრატ თითები გვაქვს დიდი:))
0
№88
ავტორი: setera
13 თებერვალი 2019 01:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 68
მაგრად გაასწორებს ბარსა რომ გაიმეორონ, მაშინაც ყველას ეგონა რომ ესენი გავიდოდნენ 4-0-ის შემდეგ. ბევრი ესეთი თამაში მინახია და არაფერი არაა გამორიცხული. მე მჯერა ჩემი გუნდის
0
№89
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:49
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
აუ დავიძინო ეგებ ახლა თპრე ხვალ სამსახურში ჩემს ფეხებს წავალ:))მშვიდი ღამე ბიჭებო.აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია:))

აბა ეჰე ჩემო ძმაო ტკბილი ძილი მე კი წავედი ქალებში :D გული გადავაყოლო თორე რა დაძინებს

ერთი დიმარიას აბაროტი აუღე:))) დასაჯე:))) კაი დროის ტარება ბრატ
0
№90
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
აუ დავიძინო ეგებ ახლა თპრე ხვალ სამსახურში ჩემს ფეხებს წავალ:))მშვიდი ღამე ბიჭებო.აწმყო თუ არა გვწყალობს,მომავალი ჩვენია:))

აბა ეჰე ჩემო ძმაო ტკბილი ძილი მე კი წავედი ქალებში :D გული გადავაყოლო თორე რა დაძინებს

ერთი დიმარიას აბაროტი აუღე:))) დასაჯე:))) კაი დროის ტარება ბრატ

გაიხარე ძმაო <3
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top