თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3634,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.


მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№71
ავტორი: JuanMata
13 თებერვალი 2019 01:15
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ლინგარდის გასვლის შემდეგ ჩვენი პრესინგი მოიშალა.
პრესინგის გარდა, უბურთოდ ბევრს მოძრაობს და ტვინს ურევს მცველებს. უცნაური ფეხბურთელია ცოტა, უბურთოდ უფრო სახიფათოა, ვიდრე ბურთით.

თავიდანვე ძაან ნერვიულობდნენ და გოლის მერე საერთოდ გატყდნენ, სიტყვაზე ეს პრემიერლიგის თამაში რომ ყოფილიყო სიტისთან, ლივერპულთან. სხვა სიტუაცია იქნებოდა გოლის მერე.
ჩემპიონთა ლიგა მაინც ახალია ამ შემადგენლობისთვის, თან პრობლემური პოზიციებიც ბევრი გვაქვს.

ცენტრში ბურთს არ/ვერ ვიჭერთ, მთელი შეტევა ფლანგებიდან მიდის, ერთადერთი ჩაწოდება იყო სახიფათო, პირველ ტაიმში იანგის ჩაგდებული ბურთი, რომელიც კიმპემბემ მოიგერია, მაგასაც არაფერი მოყვა.
არაა მემგონი ეს შემადგენლობა ამისთვის იდეალური.
მარჯვნივ შემტევი არ გვყავს, მარცხნივ მარსიალი ეფექტურია, მაგრამ ვინგერი ნაღდად არაა. სანჩესი .... ცალკე საკითხია.
ფლანგის მცველებიც ვერ ქაჩავენ რეალურად.

და საბოლოო ჯამში ტუხელმაც ადვილად წაიკითხა ჩვენი ტაქტიკა, ფლანგები გაგვითიშა და რეალური საგოლე მომენტი არც გვქონია. შეიძლება ერთი შეხედვით ვერ იტყოდი მატჩზე, მაგრამ აშკარად კარგად გვაკონტროლებდნენ და მთელი თამაში მაგათი სცენარით წავიდა.

თავი რომ არ მოვიტყუოთ ჯობია ოთხეულზე ვკონცენტრირდეთ ისევ, ტრანსფერებს მივხედოთ ზაფხულში და ახალი შემართებით დავიწყოთ შემდეგი სეზონი. არ იყო ადვილი საქმე იმის გაკეთება რაც ოლემ გააკეთა, ერთ თვეში მაჩანჩალა გუნდისგან დააყენა გუნდი, რომელსაც პსჟ-ს დამარცხების რეალური შანი ჰქონდა.
0
№72
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Lalana
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ყველაზე გახარებული ცენზურაი მაურინიო იქნება მაგის დედას ცენზურა

მაგას მოვუ*ვი ოჯახში მაგის აჩრდილი დარბოდა მოედანზე

დიმარიას დედის მუტყელი რო ოვწკან მეეე ესე იმიტო დავწერე რო ცენზურა არ დაწერილიყო მაგის და მაგის მოდგა გადაშენდა ტიპს დაეტყო ვერ იტანდა მანჩესტერს აქ რათო მოეთრია საერთოდ აქ ჩაიფსა და იქ ამომავალი ვარსკლავი გახხდა მაგის პაროდა და კიდე ბევრის პოგბას რა უთხარი ესე ეთამაშე უკლასო ფეხბურთელებს რომელმაც არ იციან თამაში აცი მიხდება იმედია მწარე გამოცდილებით მარა რა აზრიაქ პოგბასთან და პოგბას გარეშეც ვერ გადალახავენ 0-2ბარიერს პროსტა პაზორ

დიმარიას გინებამ ამჭრა და აქაც ვაგინე ვეღარ მოვითმინე სულ fuck of იძახა ამ ცენზურას გაგდებულმა.პოგბას მეტი რო მპეთხოვება ვერ მიხცდა ამდენ ხანს

როგორ ჭკუაზე ვარ იცი პროსტა ოლეს დაურეკო და ბალეშიკები გვათამაშონ ჩვენ ამოვტენით პესეჟეს რა არ გავხმდარვარ ის გავხდები რა ისე მაქ ნერვები კალაშნიკოვი და პრიამოიი კონტროლი შუბში მარტო დიმარიას ის რაც იკადრა მაგ არასწორმა ბიჭმა მაგის საზიზღარი შესახედაობა მოვწკან მეეე რაც არი ადამიანი გარეგნულათ ის არის შინაგანათ რა არი ნათქვამი ყველაფერი მაგასსსსსსსსსსსსსსსს

ეგ არის არაკაციი.მანჩესტრში რომ ვცხოვრობდე ალბათ სტადიონზევე დავაკლავდი.პირვლ რიგში მაგიტომ არ მინდოდა წაგვეგო რომ მაგის გახარებული სახე არ დამენახა.

და გაიხარა კიდევაც მაგის ცოლი და მაგი საყვარელი მოვკ***ი პიტში და მერე ტრაკსიი პროსტა მეგობარო არაფერი არ შეცვლილა ეხა კიდე სევილიაც რო ყოფილიყო კიდე გამოგვთიშავდა ლიგიდან რას იზამ ესეთი ჩაფსმულიც და მოხოდილიც მიყვარს მანჩესტერიც რა გავიზარდე და შემისრულდება 25 წელი მინიმუმ 13 წელია ამ გუნდის ფანი ვარ რაც გავიაზრე რას ნიშნავს ბალეშიკობა ამიტო მკიდია რა დიმარიებიც და ეს გაბოროტებული სასტავებიც მკიდია მოგვიგო იმ გუნდმა რომელიც ვერასდროს ვერ დაგვეწევა ტიტულებით და ლიგებით .. მაინ მიყვარხარ MU .. დეხეას იმედიც აღარ მაქ წავა რეალში
0
№73
ავტორი: giorgi_mg
13 თებერვალი 2019 01:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
კარგი საზომია ეს თამაში, გამოჩნდა სად ვართ, ეხლა საჭიროა ამ შეცდომებზე რეაგირება და სწავლა, იმედია უფრო გაბრაზდებიან ვიდრე დაითრგუნებიან და ლივერპულს და ჩელსის გავღერძავთ
0
№74
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოლეს არც ვაკრიტიკებ და აზრადაც არ მომივა რამე მარტო მაგას დავაბრალო.თავადაც კარგი გაკვეთილი მიიღო და ტუხელთან წააგო მაგრამ ეს არაა პრობლემის სათავე.ოლეს სანამ დანიშნავდნენ მაშინ ვწერდი და აგერაა ბატონო აგერ გამოჩნდა.ახალი ტრენერი მოიტანს გუნდში განწყობას მაგრამ მაქსიმუმ ამ შემადგენლობით ტოტენჰემის დონეზე ავიდეთთქო ვწერდი ვისაც გახსოვთ და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი რაც ჩაგეფიქროთ ძმებო.არ შეიძლება უხარისხო ბლოკით და ცემენტით მყარი სახლი ააშენო.ხოდა რა მჭრის ჭკუიდან იცით?იანგს გავუხანგრძლივეთ იქეთ მატაო იქეთ ჭიჭიკო ბიჭიკო და ეს შედეგი ოლეს ბრალი კი არ არის პრარაბის ბრალია რომელსაც ფულის შოვნა უნდა უხარისხო ბლოკით და ცემენტით
0
№75
ავტორი: kantona-7
13 თებერვალი 2019 01:26
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
GGMU და პარიზშიც ვუბალეშიკოთ ბოლომდე რადგან ჩვენ მაინც ყველაზე მაგარი გუნდის ბალეშიკებივართ.გენაცვალეთ მანიუს ბალეშიკებო ყველას და არინერვიულოთ ამწაგებით არაფერი მთავრდება.პირიქით ახლა ვიწყებთ ახალ ეპოქას და ახალი ისტორიის წერას.ბევრჯერ გაგვახარებენ ჩვენი წითელი ეშმაკები და მალე დაგვავიწყდება ესდღე.ესხომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება<3
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№76
ავტორი: JuanMata
13 თებერვალი 2019 01:31
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ოლეს არც ვაკრიტიკებ და აზრადაც არ მომივა რამე მარტო მაგას დავაბრალო.თავადაც კარგი გაკვეთილი მიიღო და ტუხელთან წააგო მაგრამ ეს არაა პრობლემის სათავე.ოლეს სანამ დანიშნავდნენ მაშინ ვწერდი და აგერაა ბატონო აგერ გამოჩნდა.ახალი ტრენერი მოიტანს გუნდში განწყობას მაგრამ მაქსიმუმ ამ შემადგენლობით ტოტენჰემის დონეზე ავიდეთთქო ვწერდი ვისაც გახსოვთ და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი რაც ჩაგეფიქროთ ძმებო.არ შეიძლება უხარისხო ბლოკით და ცემენტით მყარი სახლი ააშენო.ხოდა რა მჭრის ჭკუიდან იცით?იანგს გავუხანგრძლივეთ იქეთ მატაო იქეთ ჭიჭიკო ბიჭიკო და ეს შედეგი ოლეს ბრალი კი არ არის პრარაბის ბრალია რომელსაც ფულის შოვნა უნდა უხარისხო ბლოკით და ცემენტით


ჟოზეს დროს ამ სიტუაციას, სადაც ოთხეულში შევიდოდით და პსჟ-თან გავვარდებოდით, სიხარულით დავთანხმდებოდი, მაგრამ მოვიდა კარგი ცხოვრება და უფრო მეტი მოგვინდა.
ბევრი "დირკა" გვაქვს შემადგენლობაში, მაგრამ ყოველთვის ვიცოდი რომ უკეთესი თამაში შეეძლოთ, ვიდრე ეს ოლეს მოსვლამდე ხდებოდა და კი გამოჩნდა, რომ გუნდს შეუძლია შეტევაზე ითამაშოს, თუნდაც აუტსაიდერებთან გააგოროს ბურთი ნორმალურად.

მოკლედ იმის თქმა მინდა რომ სინამდვილეში იმაზე მეტი შეძლო ამ გუნდმა და მწვრთნელმა, ვიდრე წარმოვიდგენდით და არაა ტრაგედია ეს წაგება, საწყენია და გულდასაწყვეტი, მაგრამ ახლა რაღაც სურათს მაინც ვხედავთ და იმედი გვაქვს, რომ ორი და სამი ახალი ფეხბურთელის მოყვანა რამეს შეცვლის, სევილიასთან უიმედო მარცხი გადავიტანეთ და ესეც გადაგვივლის.
მთავარია რომ გვირაბის ბოლოს გამოჩნდა სინათლე და ჟოზეს წუწუნა სიფათი აღარ ჩანს.
0
№77
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: kantona-7
GGMU და პარიზშიც ვუბალეშიკოთ ბოლომდე რადგან ჩვენ მაინც ყველაზე მაგარი გუნდის ბალეშიკებივართ.გენაცვალეთ მანიუს ბალეშიკებო ყველას და არინერვიულოთ ამწაგებით არაფერი მთავრდება.პირიქით ახლა ვიწყებთ ახალ ეპოქას და ახალი ისტორიის წერას.ბევრჯერ გაგვახარებენ ჩვენი წითელი ეშმაკები და მალე დაგვავიწყდება ესდღე.ესხომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება<3

მანჩესტერი თითოეული წაგებით მაღლდება დიმარიას ნაირებს მალე მოსანატრებელი გაუხდებათ ყველაფერი ისე დაეცეს ესკაცი რო ვერ ადგეს სალა კიარ უნდა იყოს მოწაში ეხ ცენზურა უნდა იყოს ღმერთო მაპატიე უფალო მარა მაგის ღირსია
0
№78
ავტორი: datire
13 თებერვალი 2019 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
სამწუხაროდ დავინახეთ რეალურად სად ვართ...
დავმარცხდით გუნდთან რომელმაც კარგად შეგვისწავლა და დაგვიკეტა ძლიერი მხარეები პლიუს დაემატა ლინგარდი/მარსიალი და ფაკტიურად გავჩერდი.
ერთი რაც არ მომეწონა იყო მატას გამოყვანა ალბათ ჯობდა მაინც ლუკაკუ გამოეყვანა(მიუხედავად მაინც მისი ცუდ ფორმაში ყოფნისა მაინც ცნეტრ ფორწარდია პლიუს კუთხურებძე დაცვასაც დაეხმარებოდა) და რეშფორდი კრაიზე გადაეწია.

პარიზში ალბატ საშინელება გველოდება...
0
№79
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:33
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: kantona-7
GGMU და პარიზშიც ვუბალეშიკოთ ბოლომდე რადგან ჩვენ მაინც ყველაზე მაგარი გუნდის ბალეშიკებივართ.გენაცვალეთ მანიუს ბალეშიკებო ყველას და არინერვიულოთ ამწაგებით არაფერი მთავრდება.პირიქით ახლა ვიწყებთ ახალ ეპოქას და ახალი ისტორიის წერას.ბევრჯერ გაგვახარებენ ჩვენი წითელი ეშმაკები და მალე დაგვავიწყდება ესდღე.ესხომ ფეხბურთია და ყველაფერი ხდება<3

კი ჩემო ძმაო აბა რა.ამ ერთი თამაშით და თუნდაც საპასუხოთითაც არაფერი ტრაგედია არ ხდება.მთავარი ისაა რომ ის რაც გამოჩნდა და უკვე ზედაპირზე დევს ის პრო ლემები რაც გვაქვს იმას თვალი გავუსწოროთ და არა სირაქლემას პოზაში ვუყუროთ.ისე არაფერი გვეშველება.სიმართლე უნდა ითქვას და ჯობდა ეს ასე დამთავრებულიყო ვიდრე ან ფრე ან მოგვეგო.მერე უფრო დიდი ილუზიები შეგვეყრებოდა და უარეს შედეგებამდე მიგვიყვანდა.თან პლიუს ლიგაზე ამ გუნდით შანსები მიზერულია და შენების პროცესში მთავარია ოთხეული გავინაღდოთ და მერე ტრანსფერები.პრიორიტეტული ოთხეულია ჩვენს სიტუაციაში და თა ნ ლივერთან ხო ვაფშე.მთავარია ყურები არ ჩამოყარონ და სისხლი მოფსან მოედანზე და ლივერს მოუგონ
0
№80
ავტორი: datire
13 თებერვალი 2019 01:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
Di Maria to Manchester united fans

ეს არაკაცი ხო უნდა ჩაქოლონ ეს მართლა ცენზურა
მოტეხოდა ის ბეჭი რო გაიქნია იანგმა..
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top