თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3637,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.


მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№1
ავტორი: Lalana
12 თებერვალი 2019 16:44
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
აბა რა ხდება ბიჭებო და გოგონებო,ხომ ხართ კარგ განწყობაზე?ბოლოს როდის ველოდებოდი ასე ჩემპიონთა ლიგის თამაშის დაწყებას აღარც მახსოვს wink თუ ჩემ წინათგრძნობას მივენდობით,მაშინ გული კარგს მიგრძნობს.ყველანაირად უნდა შეეცადონ რომ ოლტრაფორდზევე გადაწყვიტონ შემდეგ ეტაპზე გასვლის მონაწილე.ვიცი რომ ძალიან რთული იქნება,მაგრამ რახან კავანი და ნეიმარი არ ეყოლებათ მაშინ ყველანაირად უნდა მოინდომონ რომ ამ თამაშივე მოაგვარონ ეს სირთულე.ერთადერთი რისიც მეშინია,ეს ჩვენი დაცვის ფლანგია,რომელიც ავღნიშნე რამოდენიმე სტატიის წინ,მაგრამ თუ ბურთს გავაკონტროლებთ და არ მივცემთ საშუალებას,რომ ტოატლურად აკონტროლონ სიტვაცია და მხოლოდ კონტრშეტევაზე არ ვითამაშეთ,მაშინ ზეწოლაც ნაკლები იქნება დაცვაზე.აი ზუსტად ისეთი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ,როგორც ოლეს მოსვლის პირველ თამაში.მაღალი პრესინგი და გაუთავებელი შეწუხება ბურთთან მყოფი ფეხბურთელების.არც მათი დაცვაა გაუვალი და თუ კარგად დააპრესინგებენ შევძლებთ უპირატესობის მოპოვებასაც.უნდა იფიქრონ სწრაფ გოლზე.თუ თავიდანვე გაიტანეს,შეიძლება არეულობაც გამოიწვიოს პარიზელთა ბანაკში და ამით ბევრად ვიხეირებთ.
0
№2
ავტორი: dzia_David
12 თებერვალი 2019 17:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
manunited manunited gun2 manunited GLORY GLORY MAN UTD! THE REDS GO MARCHING ON! ON! ON!
0
№3
ავტორი: The Special One
12 თებერვალი 2019 17:40
  • სიახლეები: 60
  • კომენტარები: 886
ყოველი წამი როგორ იწელებაააა,ვეღაარ ვითმენ am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Maradona Good, Pele Better, George Best
№4
ავტორი: SANDROGRIGA
12 თებერვალი 2019 18:05
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 11124
არანაირი შედეგი არ იქნება დამაკმაყოფილებელი მოგების გარდა!

COME ON UNITED manunited
0
№5
ავტორი: giorgi_mg
12 თებერვალი 2019 18:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ჯერ ხო ნელა გადის დრო და რაც ცოტა დრო რჩება გულის ხმაურიც მატულობს, იმედია ყველაფერს დადებენ მოედანზე, ამის მერე ვიქნები კმაყოფილი, რათქმაუნდა მოგებას ველოდები 2:1 მგონია, სურვილი სხვა არის რათქმაუნდა.
0
№6
ავტორი: 100%Red
12 თებერვალი 2019 18:29
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 733
დილას რაც ავდექი იმის მერე მეტზე ვერაფერზე ვერ ვფიქრობ
GGMU am
0
№7
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 18:50
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ყველა ვნერვიულობთ და შეიძლება მთლად გადავუაროთ და კიდეც გავგიჟდები.დღეს ჩემს მეზობლებს და ოჯახს რო დაძინება არ უწერია ეგ ფაქტია:)) მოვიმარაგე ყველაფერი და რაღა ახალი წელი რო მოდის და იწელება დრო და რაღა ეს.თუ რამე დინამიკი მაქვს სახლში ყველაფერზე უნდა ჩავრთო რომ იქ ვიგრძნო თავი.ლაივის დროს ვიაქტიუროთ ბიჭებო დავწეროთ ხოლმე რამე რათქმაუნდა სასიხარულოო
2
№8
ავტორი: giorgisamnidze99
12 თებერვალი 2019 19:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
სალამი ყველას მეგობრებო დღეს გადაწყდება ყველაფერი მთელი დღე ველოდები ამ მაჩს დიდი Iმედი მაქვს რო მოვიგებთ თან დამაჯერებლათ 2 - 0 გვეყოფა შემდეგ ეტაპზე რო გავიდეთ პარიზში კი 1 გოლს უეჩველი გავიტანთ და შAნსიც არ დარჩებათ პარიზელებს აბა გოგონებო და ბიჭებო ერთი ბედნიერი დღე საამაყო ყოფილიყო ისე მოგვეგოს ამ პესეჟესთვის გულს გაგვიხარებს 3-0 4-0 და ასე შEმდეგ აბა როდის გავა 3 სთ 46 წთ :D გული ღელავს სული ხარობს
1
№9
ავტორი: giorgi_mg
12 თებერვალი 2019 19:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1761
ციტატა: Dato kutaisi
ყველა ვნერვიულობთ და შეიძლება მთლად გადავუაროთ და კიდეც გავგიჟდები.დღეს ჩემს მეზობლებს და ოჯახს რო დაძინება არ უწერია ეგ ფაქტია:)) მოვიმარაგე ყველაფერი და რაღა ახალი წელი რო მოდის და იწელება დრო და რაღა ეს.თუ რამე დინამიკი მაქვს სახლში ყველაფერზე უნდა ჩავრთო რომ იქ ვიგრძნო თავი.ლაივის დროს ვიაქტიუროთ ბიჭებო დავწეროთ ხოლმე რამე რათქმაუნდა სასიხარულოო

Watsup ან viber ჯგუფი რომ გვქონდეს გაასწორებდა მაგრად, იქნებ ადმინებმა რამე მოიფიქრონ რამე ესეთი
0
№10
ავტორი: giorgiginturi
12 თებერვალი 2019 20:53
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
ერთი რაზეც მეფიქრება ვინ იქნება შემდეგ კენჭისყრაზე ჩვენთან.
ალბათ ბაიერნი ან სიტი, დორტმუნდი და საძაგელი იუვენტუსი ანდაც ფინალისთვის შემოვინახოთ რო კარგა ვიხმაროთ...
არმეგონა თუ ასე შემაძულებდა თავს იუნაიტედის რომელიმე ფეხბურთელი როგორც რონალდო და ერთ დროს ტევესი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top