თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3888,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.

მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№21
ავტორი: Lalana
12 თებერვალი 2019 22:33
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
4-3-1-2 ვთამაშობთ.ათიანზეა ლინგარდი,მაგრამ აშკარად ცხრიანის პოზიციაზეც მოგვევლინება და მარსიალი რაშფორდი გაცვლიან ადგილებს.ვფიქრობ ბევრი სიურპრიზი ელის პსჟს.
0
№22
ავტორი: gela911
12 თებერვალი 2019 23:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 10
აბა მბაპე? :D
0
№23
ავტორი: JuanMata
12 თებერვალი 2019 23:37
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi
ყველა ვნერვიულობთ და შეიძლება მთლად გადავუაროთ და კიდეც გავგიჟდები.დღეს ჩემს მეზობლებს და ოჯახს რო დაძინება არ უწერია ეგ ფაქტია:)) მოვიმარაგე ყველაფერი და რაღა ახალი წელი რო მოდის და იწელება დრო და რაღა ეს.თუ რამე დინამიკი მაქვს სახლში ყველაფერზე უნდა ჩავრთო რომ იქ ვიგრძნო თავი.ლაივის დროს ვიაქტიუროთ ბიჭებო დავწეროთ ხოლმე რამე რათქმაუნდა სასიხარულოო

უჰ, ისე ვნერვიულობ რამდენჯერმე დავაპირე დაწერა და ვერაფერი დავწერე, ბევრი აზრი მიტრიალებს თავში ერთად.

მარსიალი გაიყვანონ ბარემ, კოჭლობით დადის.
აუუუ, ლინგარდსაც ტრავმა აქვს :/
0
№24
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 23:40
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: JuanMata

ასე ბოლოს როდის ვი ერვიულე არ მახსოვს ნაღდად.გულს ბაგაბუგი გააქვს და 110 მქონია პულსი რომ გავიზომე.აუ ერთი ბრუციანი გოლი გვინდა და მერე ამოიტენება კიდეც პსჟ.წითელი ბარათის მეშინია ძაან

მიტომ ვერ ვიტან მოწინააღმდეგეს რო ტრამვიანი ყავს და ამის ხარჯზე ინედები გვაქვს რამის.აი დაგვემტვრა ერთი და მარსო ითამაშებს თუ არა ეგეც საკითხავია
0
№25
ავტორი: ikeoni
12 თებერვალი 2019 23:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11616

ერთი გოლი გვინდა ერთი რაა არაფერი გუნდი ეს არაა...პულსი არ იკითხო ძმა :))
0
№26
ავტორი: bero123
12 თებერვალი 2019 23:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 379
dzaan sustebi vart shetavashi. marso shesacvlelia uechveli
0
№27
ავტორი: Dato kutaisi
12 თებერვალი 2019 23:43
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3243
ციტატა: ikeoni
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: JuanMata
ციტატა: Dato kutaisi
ყველა ვნერვიულობთ და შეიძლება მთლად გადავუაროთ და კიდეც გავგიჟდები.დღეს ჩემს მეზობლებს და ოჯახს რო დაძინება არ უწერია ეგ ფაქტია:)) მოვიმარაგე ყველაფერი და რაღა ახალი წელი რო მოდის და იწელება დრო და რაღა ეს.თუ რამე დინამიკი მაქვს სახლში ყველაფერზე უნდა ჩავრთო რომ იქ ვიგრძნო თავი.ლაივის დროს ვიაქტიუროთ ბიჭებო დავწეროთ ხოლმე რამე რათქმაუნდა სასიხარულოო

უჰ, ისე ვნერვიულობ რამდენჯერმე დავაპირე დაწერა და ვერაფერი დავწერე, ბევრი აზრი მიტრიალებს თავში ერთად.

მარსიალი გაიყვანონ ბარემ, კოჭლობით დადის.
აუუუ, ლინგარდსაც ტრავმა აქვს :/

ასე ბოლოს როდის ვი ერვიულე არ მახსოვს ნაღდად.გულს ბაგაბუგი გააქვს და 110 მქონია პულსი რომ გავიზომე.აუ ერთი ბრუციანი გოლი გვინდა და მერე ამოიტენება კიდეც პსჟ.წითელი ბარათის მეშინია ძაან

ერთი გოლი გვინდა ერთი რაა არაფერი გუნდი ეს არაა...პულსი არ იკითხო ძმა :))

არა სერიოზულად ვინერვიულე.აბა მოუს დროს ნერვები მომეშლებოდა და ვსიო.წინასწარ ვიცოდი არაფრის იმედი არ უნდა მქონოდა:))არაფერი გუნდი არაა პსჟ და იქაც შეიძლება მოგება.ორი იძულებითი ცვლოლება არ იქნება კაი ახლა.სანჩესი გადავა ახლა ნეტა მარჯვნივ თუ რეში?
0
№28
ავტორი: Lalana
12 თებერვალი 2019 23:46
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2349
არ იყო კარგი პირველი ტაიმი.ძაან ბევრჯერ დაკარგეს ბურთი უაზროდ,ასევე უაზრო პასები კეთდებოდა რიგ შემთხვევებში.ბოლოსკენ კი ეტყობოდათ დაღლა ისეთი პრესინგი ითამაშეს.პრესინგი კარგია მაგრამ ბურთის შენარჩუნებაზეც უნდა ითამაშონ და ცენტრში წესიერად გააგორონ ბურთი.იმედია მეორე ტაიმში შეიცვლება რაღაც თორემ ასეთი შედეგი არ გვაწყობს.
0
№29
ავტორი: JuanMata
12 თებერვალი 2019 23:49
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
ციტატა: Dato kutaisi

ასე ბოლოს როდის ვი ერვიულე არ მახსოვს ნაღდად.გულს ბაგაბუგი გააქვს და 110 მქონია პულსი რომ გავიზომე.აუ ერთი ბრუციანი გოლი გვინდა და მერე ამოიტენება კიდეც პსჟ.წითელი ბარათის მეშინია ძაან

მიტომ ვერ ვიტან მოწინააღმდეგეს რო ტრამვიანი ყავს და ამის ხარჯზე ინედები გვაქვს რამის.აი დაგვემტვრა ერთი და მარსო ითამაშებს თუ არა ეგეც საკითხავია

დაცვაში ძაან არასაიმედოდ დგას პსჟ, თავისუფლად შეიძლებოდა უკეთესი მომენტების შექმნა, მაგრამ ნერვიულობენ ალბათ ძაან ჩვენები. პოგბამ უფრო მეტი უნდა იაქტიუროს, ფლანგზე რომ გაიჭრა კარგი იყო, სხვა არაფერი უქნია განსაკუთრებული.

კიმპემბეზე უნდა ვიმუშავოთ, ყვითელი ავკიდოთ, ჰქონდა მომენტები, თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ აეღო ჯარიმა. მბაპეც ვერაფერს შვება, მარა სიჩქარე აქვს ისეთი, რომ საშიშია მაინც. მოკლედ 1 გოლიც ამ თამაშში კარგი იქნება. ჯერჯერობით გოლის გამტანებს არ გვანან. კარგად ამოვკეტეთ, ორი მომენტი ჰქონდათ, ორივე თამაშგარე იყო. მბაპეს იქ გოლი რომ გაეტანა ვიდეო რეფერი დიდი ალბათობით არ ჩათვლიდა.

მაგრამ ის ტეხავს რომ ჩვენც ვერაფერს ვშვებით შეტევაში სახიფათოს.
კაი იყო ეს შესვენება, ფეხბურთელებს არ ვიცი, მაგრამ მე მჭირდებოდა, ცოტა სული მოვითქვი wink

იმედია სანჩესი ლიგაზე მაინც აჩვენებს თავის კლასს, ჭირდება გუნდს ეგეთი გამოცდილი ფეხბურთელი, რომელსაც ლიგაზე ხშირად აქვს ნათამაშები.
0
№30
ავტორი: holandieli mfrinavi
12 თებერვალი 2019 23:49
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
პირველი ტაიმიც დამთავრდა, კარგად გამოვიყურებით ჯერჯერობით,

მსაჯი საგინებელია
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top