თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3631,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.


მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№61
ავტორი: Human
13 თებერვალი 2019 01:03
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
მოკლედ რეალურები ვიყოთ და ვაღიაროთ რო ბურთი თავზე გადაგვახიეს, თან საკუთარ მოედანზე sad

მართლა ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს აი ვერ აგიხსნით ისე, უშანსოდ ვართ პარიზში derpwhy

მაგრამ, რაც არ უნდა იყოს მე მაინც მჯერა ოლესი, იმიტო რადიკალურად შეცვალა ჩვენი საყვარელი გუნდის თამაში და პოზიტივი შემოიტანა. ამ ერთი თამაშით ნუ გადაუსმევთ ხაზს ოლეს, ის მაქსიმუმს აკეთებს ამ რესურსით და ფეხბურთელების ფორმიდან გამომდინარე. მიეცით ამ კაცს გრძელვადიანი კონტრაქტი და მიეცით რამოდენიმე კარგი ტრანსფერის განხორციელების საშუალება და მჯერა, რომ კაი გუნდს დააყენებს ! love

ასევე ძალიან ცუდია ესეთი ცუდი გრაფიკის წინ ესეთი ძლიერი ფსიქოლოგიური დარტყმა. ალბათ ფეხბურთელები განადგურებულები არიან sad მოკლედ ოლეს სერიოზული გამოცდა რთულად დაიწყო
0
№62
ავტორი: Lalana
13 თებერვალი 2019 01:03
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ყვლაზე მეტად კი იმაზე დამწყდა გული რომ არ იბრძოლეს მეორე გოლის შემდეგ.აი სერთოდ აღარაფერი უცდიათ.ასე თამაში კი არ შეიძლება საკუთარ სტადიონზე.აგებბ?რამდენითაც არ უნდა აგებდე გაანძრიე ცენზურა და ბოლომდე იბრძოლე გულშემატკივრისთვის.ამათმა კი რომელ წუთებზე დაყარეს ფარ-ხმალი.ერთი გოლი მაინც რომ გაეტანათ კიდევ რაღაც იმედი რჩებოდა.ახლა კი...
0
№63
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:05
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ყველაზე გახარებული ცენზურაი მაურინიო იქნება მაგის დედას ცენზურა

მაგას მოვუ*ვი ოჯახში მაგის აჩრდილი დარბოდა მოედანზე

დიმარიას დედის მუტყელი რო ოვწკან მეეე ესე იმიტო დავწერე რო ცენზურა არ დაწერილიყო მაგის და მაგის მოდგა გადაშენდა ტიპს დაეტყო ვერ იტანდა მანჩესტერს აქ რათო მოეთრია საერთოდ აქ ჩაიფსა და იქ ამომავალი ვარსკლავი გახხდა მაგის პაროდა და კიდე ბევრის პოგბას რა უთხარი ესე ეთამაშე უკლასო ფეხბურთელებს რომელმაც არ იციან თამაში აცი მიხდება იმედია მწარე გამოცდილებით მარა რა აზრიაქ პოგბასთან და პოგბას გარეშეც ვერ გადალახავენ 0-2ბარიერს პროსტა პაზორ

დიმარიას გინებამ ამჭრა და აქაც ვაგინე ვეღარ მოვითმინე სულ fuck of იძახა ამ ცენზურას გაგდებულმა.პოგბას მეტი რო მპეთხოვება ვერ მიხცდა ამდენ ხანს

როგორ ჭკუაზე ვარ იცი პროსტა ოლეს დაურეკო და ბალეშიკები გვათამაშონ ჩვენ ამოვტენით პესეჟეს რა არ გავხმდარვარ ის გავხდები რა ისე მაქ ნერვები კალაშნიკოვი და პრიამოიი კონტროლი შუბში მარტო დიმარიას ის რაც იკადრა მაგ არასწორმა ბიჭმა მაგის საზიზღარი შესახედაობა მოვწკან მეეე რაც არი ადამიანი გარეგნულათ ის არის შინაგანათ რა არი ნათქვამი ყველაფერი მაგასსსსსსსსსსსსსსსს
0
№64
ავტორი: Human
13 თებერვალი 2019 01:07
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 70
აუ მომენტებში ოლეს რა განადგურებული სახე ქონდა, მაგრამ როგორ გრძნობოდა, როგორ განიცდიდა და როგორი გულნატკენი იყო.

ვიცი ყველა შოკირებულები ხართ, მაგრამ უყვარს ბიჭებო ოლეს მანჩესტერი და გვერდში დავუდეთ ვაგრძნობინოთ რო მათ გვერდით ვართ !
0
№65
ავტორი: kantona-7
13 თებერვალი 2019 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
არაუშავს ბიჭებო ყურებს ნუჩამოყრით რადგან გუნდი ეხლა იწყებს შენებას და არც ოლეს აქვს რამე დასაწუნი.გუნში არგვყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი და ამიტომ მაღალი შედეგები ძნელი მისახწევია დღევანდელ ფეხბურთში.გუნდიდან გასაშვებად ბევრი ფეხბურთელი და მოსაყვანია ბევრი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№66
ავტორი: Lalana
13 თებერვალი 2019 01:08
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: giorgisamnidze99
ციტატა: Dato kutaisi
ციტატა: ikeoni
ყველაზე გახარებული ცენზურაი მაურინიო იქნება მაგის დედას ცენზურა

მაგას მოვუ*ვი ოჯახში მაგის აჩრდილი დარბოდა მოედანზე

დიმარიას დედის მუტყელი რო ოვწკან მეეე ესე იმიტო დავწერე რო ცენზურა არ დაწერილიყო მაგის და მაგის მოდგა გადაშენდა ტიპს დაეტყო ვერ იტანდა მანჩესტერს აქ რათო მოეთრია საერთოდ აქ ჩაიფსა და იქ ამომავალი ვარსკლავი გახხდა მაგის პაროდა და კიდე ბევრის პოგბას რა უთხარი ესე ეთამაშე უკლასო ფეხბურთელებს რომელმაც არ იციან თამაში აცი მიხდება იმედია მწარე გამოცდილებით მარა რა აზრიაქ პოგბასთან და პოგბას გარეშეც ვერ გადალახავენ 0-2ბარიერს პროსტა პაზორ

დიმარიას გინებამ ამჭრა და აქაც ვაგინე ვეღარ მოვითმინე სულ fuck of იძახა ამ ცენზურას გაგდებულმა.პოგბას მეტი რო მპეთხოვება ვერ მიხცდა ამდენ ხანს

როგორ ჭკუაზე ვარ იცი პროსტა ოლეს დაურეკო და ბალეშიკები გვათამაშონ ჩვენ ამოვტენით პესეჟეს რა არ გავხმდარვარ ის გავხდები რა ისე მაქ ნერვები კალაშნიკოვი და პრიამოიი კონტროლი შუბში მარტო დიმარიას ის რაც იკადრა მაგ არასწორმა ბიჭმა მაგის საზიზღარი შესახედაობა მოვწკან მეეე რაც არი ადამიანი გარეგნულათ ის არის შინაგანათ რა არი ნათქვამი ყველაფერი მაგასსსსსსსსსსსსსსსს

ეგ არის არაკაციი.მანჩესტრში რომ ვცხოვრობდე ალბათ სტადიონზევე დავაკლავდი.პირვლ რიგში მაგიტომ არ მინდოდა წაგვეგო რომ მაგის გახარებული სახე არ დამენახა.
0
№67
ავტორი: bziki
13 თებერვალი 2019 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ესეა ესე პირველი ტაიმის მერე უკვე გავარდნილები ვიყავით,მაგ თამაშით პარიზში შანსი არ იყო კავანისთან ერთად მეორე ტაიმი საშინელება.
ლინგარდს რაც გინდა აგინო მაგაზე უკეთესი არავინაა გავიდა და სივრცეებიც გაიჩითა
ერერა მანჩესტერის დონის გუნდში კი არა სევილიის დონის გუნდშიც არ უნდა იყოს,იანგს არ შეუძლია ამ დონეზე თამაში,მარსიალი საშვალო დონეა თუ მოუმატა კიდე ნიჩივო ასაკი აქ ისეთი რო დააცდი.

დაგვჩაგრეს და შევეგუოთ მეტი გზა არაა
კლასი,გამოცდილება ლიგის ფლეიოფში გადამწყვეტია მარტო ჯოზესს გაშვებით გამოწვეული სიხარულის ინერციით ვერ გახვალ ფონს როგორც ეპლში.
ეგრეა შემტევ ფეხბურთს მაღალი კლასის იგროკები ჭირდება შეტევაში,ეს ის თამაში იყო სადაც დაცვას ვერ დააბრალებ
ერერას,იანგის,ბაილის მაგიერ სასწრაფოდ მოსაყვანია ხალხი თორე საშვალო დონესაც ვერ დებენ
ბარსა,რეალი,იუვე იგივე პესეჟე ნეიმარით,კავანით რას გვიზავს მეშინია წარმოდგენა
ესაა რეალობა და ჩამოვიდეთ მიწაზე
0
№68
ავტორი: kantona-7
13 თებერვალი 2019 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1326
გასაშვებად ჩემი აზრით სანჩესი ლუკაკუ მატა როხო შარმიანი და კიდევ რამდენიმე.მოსაყვანია კეინი ერიქსენი რაბიო კულინარი და ვინმე კაი მარჯვენა ვინგერი და მარჯვენა მცველი.+ აკადემიიდან ამოწიოს კაი სასტავი ზანებად
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ GGMU
№69
ავტორი: Lalana
13 თებერვალი 2019 01:14
  • სიახლეები: 82
  • კომენტარები: 2338
ციტატა: kantona-7
არაუშავს ბიჭებო ყურებს ნუჩამოყრით რადგან გუნდი ეხლა იწყებს შენებას და არც ოლეს აქვს რამე დასაწუნი.გუნში არგვყავს ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი და ამიტომ მაღალი შედეგები ძნელი მისახწევია დღევანდელ ფეხბურთში.გუნდიდან გასაშვებად ბევრი ფეხბურთელი და მოსაყვანია ბევრი

სამაგიეროდ ჩვენ ხელმძღვანეობას ჰკიდია ეგ ყველაფერი.მთავარია ვინმე გაპიარებულები თამაშობდნენ ან წვრთნიდეს გუნდს და ეგ მგონი სულ ცალ ფეხზე ჰკიდიათ.დარწმუნებული ვარ ოლეს გაუშვებს ვუდვორდი სეზონის ბოლოს.
0
№70
ავტორი: Dato kutaisi
13 თებერვალი 2019 01:15
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ოლეს არც ვაკრიტიკებ და აზრადაც არ მომივა რამე მარტო მაგას დავაბრალო.თავადაც კარგი გაკვეთილი მიიღო და ტუხელთან წააგო მაგრამ ეს არაა პრობლემის სათავე.ოლეს სანამ დანიშნავდნენ მაშინ ვწერდი და აგერაა ბატონო აგერ გამოჩნდა.ახალი ტრენერი მოიტანს გუნდში განწყობას მაგრამ მაქსიმუმ ამ შემადგენლობით ტოტენჰემის დონეზე ავიდეთთქო ვწერდი ვისაც გახსოვთ და ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი რაც ჩაგეფიქროთ ძმებო.არ შეიძლება უხარისხო ბლოკით და ცემენტით მყარი სახლი ააშენო.ხოდა რა მჭრის ჭკუიდან იცით?იანგს გავუხანგრძლივეთ იქეთ მატაო იქეთ ჭიჭიკო ბიჭიკო და ეს შედეგი ოლეს ბრალი კი არ არის პრარაბის ბრალია რომელსაც ფულის შოვნა უნდა უხარისხო ბლოკით და ცემენტით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top