თბილისი:
მანჩესტერი:
12-02-2019, 16:08
ავტორი: RedGirl,
ნანახია: 3859,
კომენტარები: 93
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
პრევიუ: მანჩესტერ იუნაიტედი - პსჟ
"ოლდ ტრაფორდზე" ჩემპიონთა ლიგა ბრუნდება. "იუნაიტედი" პსჟ-ს უმასპინძლებს. თებერვლის დატვირთული პერიოდი "წითელი ეშმაკებისთვის" გრძელდება. "იუნაიტედს" შემდეგი მატჩები "ჩელსისა" და "ლივერპულის" წინააღმდეგ უწევთ, ინგლისის თასსა და პრემიერ ლიგაში.

კენჭისყრის დღეს შემდეგ ეტაპზე გასვლის იმედი ყველა გულშემატკივარს დაკარგული ჰქონდა, დღეს კი უმეტესობა გამარჯვებას ელის და ფავორიტად "იუნაიტედს" მიიჩნევს.

გუნდის სიახლეები

ცენტრალურმა მცველმა ვიქტორ ლინდელოფმა ორშაბათს ივარჯიშა, შესაბამისად ის ჯერ კიდევ ფორმაშია. აქედან გამომდინარე, "წითლებს" მხოლოდ ანტონიო ვალენსია და მათეო დარმიანი დააკლდებათ. მათაც მცირედი ტრავმები აწუხებთ.

ამასობაში, პსჟ-ს რთული მდგომარეობა აქვს. პარიზელები მანჩესტერში კავანისა და ნეიმარის გარეშე ჩავიდნენ. გარდა ამისა ფრანგებს მარჯვენა მცველი, მუნიე, დააკლდებათ. თუმცა პსჟ-ში ბრუნდება ვერატი, რომელმაც ბოლო სამი კვირა ვერ ითამაშა კოჭის ტრავმის გამო.

გუნდების ფორმა

ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" კვლავ დაუმარცხებელია. დღეს "ოლდ ტრაფორდზე" საოცარი გარემო შეიქმნება. შეგახსენებთ, რომ ეს ოლე გუნარის პირველი მატჩი იქნება ჩემპიონთა ლიგაში. უმრავლესობა დღევანდელ მატჩს ოლეს უდიდეს გამოცდად მიიჩნევს.

რაც შეეხება სხვა ჩემპიონატებს, პრემიერ ლიგაში გუნდმა 11 ქულიანი სხვაობა დაფარა და მეოთხე ადგილზე გადაინაცვლა. "ჩელსისა" და "არსენალთან" სხვაობა ერთი ქულაა. რაც შეეხება ინგლისის თასს, "იუნაიტედმა" "არსენალი" დაამარცხა და დღევანდელი მატჩის შემდეგ "ჩელსის" ეწვევა.

პარიზელებმა ბოლო ხუთი მატჩიდან ოთხი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ერთში დამარცხდნენ. ისინი ეროვნულ ლიგაში პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილოსანს 10 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, ფრანგების ერთადერთი სადარდებელი ჩემპიონთა ლიგაა.

ურთიერთშეხვედრები

რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, "იუნაიტედი" და პსჟ ოფიციალურ მატჩებში პირველად დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. გუნდების ფორმიდან გამომდინარე, დღევანდელ საღამოს ყველა მოუთმენლად ელოდება.

ფაქტები

⚽ "იუნაიტედი" აქამდე არცერთ ფრანგულ კლუბს არ დაუმარცხებია "ოლდ ტრაფორდზე". მხოლოდ ორმა ფრანგულმა კლუბმა შეძლო ფრეს თამაში "ოცნების თეატრში": "მონაკომ" 1998 წლის მარტში (1-1) და "ლილიმ" 2005 წლის ოქტომბერში (0-0).

⚽ პსჟ-ს მხოლოდ ერთი მატჩი აქვს მოგებული ინგლისელ მოწინაღმდეგეებთან გასვლაზე. პარიზელებმა 2016 წლის მარტში "ჩელსი" დაამარცხეს ანგარიშით 2-1.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპს ზედიზედ მეშვიდედ მიაღწია. ამ სტატისტიკით ფრანგები "რეალ მადრიდის" (22), "ბარსელონასა" (15) და "ბაიერნის" (11) შემდეგ მეოთხე ადგილს იკავებენ. თუმცა ისინი მეოთხედფინალის ეტაპს ჯერ არ გაცდენილან.

⚽ პსჟ-მ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ყველაზე მეტი გოლი გაიტანა სხვა გუნდებთან შედარებით (17 ბურთი ექვს მატჩში).

ჩარლის პროგნოზი: იუნაიტედი 2-2 პსჟ

როდესაც კენჭისყრის შედეგები ვნახე, არც კი გამიფიქრია, რომ "იუნაიტედი" რამის გაკეთებას შეძლებდა, თუმცა ოლე გუნარის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა. პარიზელებს ნეიმარი და კავანი არ ჰყავთ და ეს პსჟ-სთვის დიდი დანაკლისია, რასაც დარწმუნებული ვარ, რომ "იუნაიტედი" თავის სასიკეთოდ გამოიყენებს. ამასთანავე პოგბა გასაოცარ ფორმაშია და წესით ძალიან კარგი მატჩი უნდა ჩაატაროს.

მთავარი მსაჯი

შეხვედრის მთავარი მსაჯი დანიელ ორსატო იქნება. 43 წლის იტალიელს ამჟამად 200-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული სერია A-ში.

მწრთვნელები მატჩის წინ

თომას ტუხელი: "ჩემს სურვილსა და მოლოდინებს ხვალინდელ დღესთან დაკავშირებით არ გაგიმხელთ, არც ვიცი რა უნდა გიპასუხოთ. არც მინდა ვისაუბრო იმ შედეგზე, რომელსაც ვუმიზნებთ. ჩვენ აქ იმისთვის ჩამოვედით, რომ გავიტანოთ, ეს ცხადია. ჩვენ გატანა გვსურს და არა მხოლოდ ერთი ბურთის. რამდენიმეჯერ მსურს მოწინააღმდეგის კარის დალაშქვრა."

ოლე გუნარ სოლსკიაერი: "ვუყურებდი კენჭისყრას და მაშინვე გავიფიქრე: "ხო, ეს რთული გამოწვევა იქნება "იუნაიტედისთვის". თუმცა ვფიქრობ, რომ ახლა ჩვენს თავს კარგ შანსებს ვაძლევთ. მთელი ეს დრო საოცრად ვითამაშეთ, ჩვენი თავის საუკეთესო ვერსიები ვიყავით, რადგან თავდაჯერება არ გვაკლდა. ისიც აღმოვაჩინეთ, თუ როგორი გუნდი გვყავს და როგორ უნდა ვიყოთ უკეთესები. ერთად ვთანხმდებით იმაზე, თუ როგორ უნდა მივუდგეთ ამა თუ იმ მატჩს. ასეთი დიდი მატჩის თამაშის შესაძლებლობა ბევრჯერ არ გეძლევა, ეს ჩვენი დროა, ჩვენ მზად ვართ."
მატჩის წინ
93 კომენტარი
№91
ავტორი: giorgiginturi
13 თებერვალი 2019 01:56
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 513
დაიგრუზა ერთიანი ან 1X და დასვეს ორიანი
როდემდეღა მოიგებდა იუნაიტედი, აშკარადაც გვჯობია და საერთოდ რომც არ ყავდეთ ნეიმარი კავანი ისედაც ვერაფერს გავხდით აშკარაა
მაგრამ საერთოდ რაც არუნდა ვინერვიულოდ. ყველაფერს ბოსები წყვეტავენ ზემოთ არც კი არც მეტი დღეს სხვა თამაში ალბათ აღარავის ახსოვდა სამყარო ამათ უყურებდა დაიგრუზა ლაივში თუ მანამდე და შედეგიც მილიარდებია ..
მეტი არაფერი ხალცო თორე ამ გუნდს გოლს მარტივად გაუტან.. ან არ გაუტან..

მიუხედავად ამ გველაფრის, იუნაიტედის ფანი რო ხარ ეს იმ დონის საამაყოა რომ იქ დიმარია და მერე ტუხელის დედაც...
0
№92
ავტორი: giorgisamnidze99
13 თებერვალი 2019 01:59
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
ციტატა: giorgiginturi
დაიგრუზა ერთიანი ან 1X და დასვეს ორიანი
როდემდეღა მოიგებდა იუნაიტედი, აშკარადაც გვჯობია და საერთოდ რომც არ ყავდეთ ნეიმარი კავანი ისედაც ვერაფერს გავხდით აშკარაა
მაგრამ საერთოდ რაც არუნდა ვინერვიულოდ. ყველაფერს ბოსები წყვეტავენ ზემოთ არც კი არც მეტი დღეს სხვა თამაში ალბათ აღარავის ახსოვდა სამყარო ამათ უყურებდა დაიგრუზა ლაივში თუ მანამდე და შედეგიც მილიარდებია ..
მეტი არაფერი ხალცო თორე ამ გუნდს გოლს მარტივად გაუტან.. ან არ გაუტან..

მიუხედავად ამ გველაფრის, იუნაიტედის ფანი რო ხარ ეს იმ დონის საამაყოა რომ იქ დიმარია და მერე ტუხელის დედაც...

მასაც არაა ძმაო ჩემმი ემიუ მიყვარს მარა პესეჟეს მოგება და პორტოს მოგება მეწერა 500 ლარში და მოვიგე 1860 ლარი ვისთანაც ვძმაკაცობ იმათაც ეწერათ სხვანაირათ არ გამიგო მარა ვერ დავდე თმამათ 500 ლარი მანჩესტერის მოგებაზე

ციტატა: giorgisamnidze99

შემეშალა რომას
0
№93
ავტორი: kobinio
13 თებერვალი 2019 08:20
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1746
ეს ბებერი ცენზურაებიბროდემდე დარჩებიან მანიუში და როდემდე დაუგდებენ ტემპს გუნდს ვინ იცის? მატიჩი ნაცენზურა იანგიც მიაყოლონ
0

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

დამალვა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top