თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5657,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№101
ავტორი: Vodafone
18 იანვარი 2013 01:04
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
wink wink
რეკორს ხსნის ეს სტატია.
ბოლოს მაინც ყველა თავის აზრზე დარჩება, მარა კაია ჯანსაღი კრიტიკა wink
0
№102
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 01:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
creep,

უფრო ლეგენდა რას ნიშნავს ძმა? გინახია სადმე შედარება ყოფილიყოს რომელიმე ლეგენდების და ასეთი კითხვა დაესმდოეს. რომელი უფრო ლეგენდა? no
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№103
ავტორი: R.v.Persie
18 იანვარი 2013 01:06
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
creep,
აუ რა მიხვეულ-მოხვეულს ბაზრობ..... მათ საფეხურეობრუივად შეჰქონდატ წვლილი ერთმანეთის დაწყებულს აგრძელებდნენ..... ერთხელ მაინც წაიკითხე ჭავჭავაძის ”ერი და ისტორია” და შენთვითონვე წაშლი შენს დაწერილ ყველა კომენტარს დამიჯერე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№104
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 01:07
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
VaRdo,
უფრო ლეგენდა ბაზარი არაა, ცუდი ნათქვამია, უბრალოდ პარალელეურად სხვა საქმეს ვაკეთებს და ცუდად ჩამოვაყალიბე, კაი...რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მსოფლიო ფეხბურთისთვის ასე დავსვ კიტხვას.... ეუსებიოს თუ მარადონას ან პელეს.
0
№105
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2013 01:08
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ბოლოსღა დავწერ და წავედი! რონალდუ არაა ლეგენდა (მე ასე ვთვლი და მორჩა!) სირცხვილია მას მოღალატე უწოდო იმის მერე რა ცმნა გააკეტა, მაგრამ მა სმანჩესტერის ლეგენდებთანა რასდროს მოვიხსენიებ, სადაც რაიან გიგზი დ აპოლ სქოულზი არიან, იქ რონალდუს ადგილი არაა. იზახეთ და ადარეთ ჯორჯ ბესტს და დენის ლოუს რონალდუ, როგორც რონალდუ წავიდა, მე ჩემს ოცნების კლუბსი მივდივარო ეგრე არც ერთი ლეგენდა მოქცეულა, ბექჰემს როგორ ადარებთ როცა კაცი დღემდე პატარა ბავშვივითა აიუნაიტედზე შეყვარებული, როგორ და რანაირად წავიდა არ იცით თორე რონალდუს წასვლას არ შეადარებდით.
0
№106
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 01:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
ციტატა: R.v.Persie
ერი და ისტორია

jackie

კაი მადლობა რო მირჩიე, აუცილებლად წავიკიტხავ....
0
№107
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 01:11
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
[quote]
[quote=creep]VaRdo,
უფრო ლეგენდა ბაზარი არაა, ცუდი ნათქვამია, უბრალოდ პარალელეურად სხვა საქმეს ვაკეთებს და ცუდად ჩამოვაყალიბე, კაი...რომელს უფრო მეტი დამსახურება აქვს მსოფლიო ფეხბურთისთვის ასე დავსვ კიტხვას.... ეუსებიოს თუ მარადონას ან პელეს.
[/quote]

აქ არც მარადონაზე ვსაუბრობთ არც პელეზე და არც სხვაზე. აქ არის საუბარი რონალდოზე ხო? რონალდო კიდე მანჩესტერის ლეგენდა რომ არის ამას წყალი არ გაუვა. მიწერთ მაგალითად რომ გუნდიდან არ უნდა წასულიყოო. ამაზევე გცემთ პასუხს ლავ დენისი რატომ არის ლეგენდა? პასუხი ჯერ არ მიმიღია.

ეხლა მეორე მარადონას და პელლეს დროს ფეხბურთი არ იყო ისე განვითარებული როგორც ეხლაა. ვიღაც აფრიკელი ხიდან ჩამოსული შეიძლება გამოსულიყო მოედანზე და 5 გოლი გაეტანა და წლის ბოლოს 100 გოლი ჰქონოდა ( მესის რეკორდი დღესაც საეჭვოა 91 მაგის გამო ) და დღეს ფეხბურთი მეცნიერების დონეზეა ასული და ამ განვითარებულ ფეხბურთს ჰყავს 2 ფეხბურთელი. მესი და ronaldo რომლებიც ყველაზე მაღლა დგანან 2 თავით : )

და ბოლოს რონალდო კარიერის პიკშია ჯერ არ დაუსრულებია კარიერა და რომ მორჩება მერე ვისაუბროთ ვინ რა გააკეთა მსოფლიოსთვის :)
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№108
ავტორი: GeGa
18 იანვარი 2013 01:12
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2
რონალდუ ლეგენდა და ფანებს არასრდოს დაავიწყდებათ
0
№109
ავტორი: R.v.Persie
18 იანვარი 2013 01:13
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
ციტატა: creep
კაი მადლობა რო მირჩიე, აუცილებლად წავიკიტხავ....

ძაან ცინიკურად უყურებ ამ კომენტარს და თუ გინდა განგიმარტავ რატო უყურეებ... ყველა იმისთვისაა, რომ სხვისი დაწყებული გააგრძელოს და სწორედ იმით ხდები ლეგენდა თუ სხვის ამ შემთხვევაში შენი საფეხბურთო წინაპრის საქმეს როგორ გააგრძელებ და რონალდომ ფანტასტიკურად გააგრძელა ეს იუნაიტედის დიდებული ისტორია.... მაგ სტატიას მხოლოდ ქვეყანას ნუ დაუკავშირებთ ეგ არის თემა რომელიც ყველასფერს ესადაგება... ვფიქრობ ბევრს უჭირს ამის გაგება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№110
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 01:14
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
GioO_o,

კითხვას რატო გაურბიხარ ბაჭია? მიპასუხე ლავ დენისი ლეგენდაა თ უარა? wink გელდოები მოკლედ მოწმერე კი ან არა და ისიც გაიხსენე კარიერა სად დაამთავრა და ვისი გოლის შემდეგ გადავიდა იუნაიტედი მე_2 დივიზიონში wink

ციტატა: GeGa
რონალდუ ლეგენდა და ფანებს არასრდოს დაავიწყდებათ


მართალი ხარ ძმაო : ))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top