თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5657,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№131
ავტორი: UTD-Rule
18 იანვარი 2013 10:40
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ლეგენდათ არანაირად არ შეგვიძლია ჩავთვალთ! შეიძლება ითქვას,რომ მანჩესტერის რიგებში ერთ-ერთ იყველაზე წარმატებული ფეხბურთელი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№132
ავტორი: Luka Gelashvili
18 იანვარი 2013 10:53
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
საღოლ რაზმა. ჩემი აზრით ლეგენდაა მაგრამ მე არ მევასება :D .... მაგრამ მანჩესტერიც ლეგენდად მიიჩნევს და ლეგენდების სიაშია შესული.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№133
ავტორი: Z A C K™
18 იანვარი 2013 11:15
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
პატივს ვცემ იმის გამო რაც გააკეთა გუნდისთვის ლეგენდაა ბოლო წლების... მაგრამ პოლთან, რაიანთან, ჩარლტონთან თუმდაც ბესტთან არ დავაყენებდი...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№134
ავტორი: BERDI
18 იანვარი 2013 11:45
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
მგონი იმ გაფრთხილებამ, რომ საიტზე ბანის დადება მოხდებოდა უცენზურო სიტყვების თქმაში შედეგი გამოიღო არცერთმა მომხმარებელს არ დაუწერია უცენზურო სიტყვა. ყოჩაღ ბიჭები fellow wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№135
ავტორი: chudikone
18 იანვარი 2013 11:51
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
მოღალატე !
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№136
ავტორი: ika_van persie
18 იანვარი 2013 12:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 18
მოღალატე
0
№137
ავტორი: Tsuki
18 იანვარი 2013 13:25
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
რომ არა ფერგი ეს რეალშიც არ იქნებოდა. იმიტომ რომ პირველი ფერგიმ დაინახა რომ შეეძლო ძაან მაგარი გამხდარიყო. და ფერგიმ ასწავლა ფეხბურთი.
0
№138
ავტორი: Esi
18 იანვარი 2013 13:54
  • სიახლეები: 265
  • კომენტარები: 1115
creep,

შენი თქმის არ იყოს სავსე ყოფილა ეს საიტი რონალდოს ფანებით))) ნეტა ერთი გოლი გაგვიტანოს და მერე ვნაახავთ ვის ემახსოვრება "ლეგენდა" რონალდო იმდენჯერ მოიკითხავენ დედამისს როო... lol
0
№139
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2013 13:57
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5876
ამ კაცს მე მანჩესტერის ლეგენდათ არ ვთვლი და თქვენი არ ვიცი
0
№140
ავტორი: Zizou
18 იანვარი 2013 14:02
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
აუ რა ამბები ყოფილა აქ :D

მე პირადად ერთ დროს რონალდუ მოღალატე მიმაჩნდა დაახლა აღარ ვფიქრობ მასე... რაც შეეხება მის ლეგენდობას, მიმაჩნია რომ რონალდუს არ შეუძლება მანჩესტერის ლეგენდა არ დავარქათ მაგრამ ბესტის ჩარლტონის ლოუს გიგზის და ა.შ გვერდით ვერ დავაყენებ.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top