თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5461,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№141
ავტორი: Shako Jones
18 იანვარი 2013 14:05
  • სიახლეები: 12
  • კომენტარები: 1891
გაიხარე რაზმა love

ეჰ რონი ნეტავი მანჩესტერის ფანი ყოფილიყო...
0
№142
ავტორი: Malboro463
18 იანვარი 2013 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5855
მოღალატეაო არ ვიძახი ვაფასებ და რო დაბრუნდეს გამიხარდება ძან
მაგრამ ლეგენდათ არ ვთვლი ამ კაცს
0
№143
ავტორი: Jubo
18 იანვარი 2013 14:06
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
მეთქი აღარ აპირებდი ამის დაწერას და მე მქონდა უკვე დაწყებული notbad საღოლ 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№144
ავტორი: gogi
18 იანვარი 2013 14:16
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 20
saaagoo dzmaoo fellow

ronaldom yvelaperi gaaketa imistvis ro realshi etamasha da tavis bavshvobis surviili aesrulebina. magram urchevnia dabrundes isev ukan tu unda ro rames miagwios :) magram chemtvis pirveli pegburtelia am
0
№145
ავტორი: sergo melqadze
18 იანვარი 2013 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
მოგალატე კაზიოლი troll
0
№146
ავტორი: gilmour
18 იანვარი 2013 14:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ჯერ პირველი რო ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ფეხბურთი და ომი. ეს არის თამაში და თუ ფეხბურთელი გუნდს იცვლის სიტყვა მოღალატე არის უაზროდ გადაჭარბებული, მითუმეტეს რონალდუ იუნაიტედის გულშემატკივრად დარჩა. მეორე: თუ კი კანტონა არის უდაო ლეგენდა იუნაიტედის, მაშინ მითხარით რა გააკეთა კანტონამ უფრო მეტი ვიდრე რონალდუმ?
როცა ადამიანს მოღალატის იარლიყს აკრავ ცოტა უნდა გაიაზრო და ცხოვრება და თამაში ერთმანეთისგან გაარჩიო.
0
№147
ავტორი: razma21
18 იანვარი 2013 14:47
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: gilmour
ჯერ პირველი რო ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ ფეხბურთი და ომი. ეს არის თამაში და თუ ფეხბურთელი გუნდს იცვლის სიტყვა მოღალატე არის უაზროდ გადაჭარბებული, მითუმეტეს რონალდუ იუნაიტედის გულშემატკივრად დარჩა. მეორე: თუ კი კანტონა არის უდაო ლეგენდა იუნაიტედის, მაშინ მითხარით რა გააკეთა კანტონამ უფრო მეტი ვიდრე რონალდუმ?
როცა ადამიანს მოღალატის იარლიყს აკრავ ცოტა უნდა გაიაზრო და ცხოვრება და თამაში ერთმანეთისგან გაარჩიო.

+11111 love
0
№148
ავტორი: m-an-united
18 იანვარი 2013 14:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 598
mogalate araa!
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Thank you Sir Alex !!
№149
ავტორი: Bent89
18 იანვარი 2013 15:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
legenda gaxdeboda tu bolomde darcheboda reals gavudebt da mere inanebs eg chemisa eg gundi ar ari ramdeni kai igroki gaagdes da ramdenic tavbeds iwyevlis tyuila ro gadavida owenit dawyebuli da ager kakati damtavrebuli
0
№150
ავტორი: Mike
18 იანვარი 2013 15:29
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ჩემი აზრით იუნაიტედის ლეგენდაა, ვერასდროს დავივიწყებ რაც გუნდისთვის გააკეთა, ვივააა რონალდოოოოო
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top