თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5657,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№121
ავტორი: buka oboladze
18 იანვარი 2013 01:31
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
creep,
იმაში მეთანხმები რომ რონალდო გენიალური ფეხბურთელია???
0
№122
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 01:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
VaRdo,
მაგაზე არ ვკამათობ, თავიდანვე დავწერე, ვაფსებ მეც, ნამდვილად იყო მანჩესტერი ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელი, არც აგრესია მაქვს მაგ ფეხბურთელისადმი მაგრამ არ არის ჩემთვის ეგ ლეგენდა, ვერ დავაყენებ იგივე ბესტის, იგივე კინის და იგივე გიგზის გვერდით.

buka oboladze,
გავეცი თავიდანვე მაგას პასუხი, დავწერე რომ ნამდვილად იყო გამოღცეული ფეხბურთელი იუნიატედის რიგებში და მიხარია რომ ჩვენტან იყო მაგრამ ვერ ვაყენებ იგივე კინის გიგზის და ბესტის დოენზე,მიტუმეტეს მარადონას და პელეს როგორც შენ თქვი....
0
№123
ავტორი: reddevil
18 იანვარი 2013 01:35
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 139
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ იუნაიტედი სიცოცხლის ბოლომდე,დანარჩენი ეშმაკსაც წაუღია!!!
№124
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 01:36
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: creep
VaRdo,
მაგაზე არ ვკამათობ, თავიდანვე დავწერე, ვაფსებ მეც, ნამდვილად იყო მანჩესტერი ისტორიაში გამორჩეული ფეხბურთელი, არც აგრესია მაქვს მაგ ფეხბურთელისადმი მაგრამ არ არის ჩემთვის ეგ ლეგენდა, ვერ დავაყენებ იგივე ბესტის, იგივე კინის და იგივე გიგზის გვერდით.


ბაზარი არაა. ყველა ადამიანს თავის აზრი აქვს და პატივი უდნა ვცეთ. მე ჩემ იაზრი მაქვს შენ შენი. რაც მაინტერესებდა გავიგე :*
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№125
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 01:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
VaRdo,
აგაშენებს ღმერთი

R.v.Persie,
VaRdo,
RazMa.
წავედი დავიძინე, აბა თქვენ იცით, ბოდიშს ვიხდი ალალად თუ რამე უხეშად გამომივიდა, არაფერი ისეთი, ყველაფერს ჯიგრულად ვწერდი. იმედია ნათლად ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი და მადობა ვინ მიიღო და გაიგოGioO_o,
შენ განსაკუთრებით. ხოდა აბა თქვენ იცით, მსგავსი დისკუსიები თუ მოგენატრათ ჩააგდეთ თემა და დამიძახეთ :)

აბა მაგრად ბიჭებო.
0
№126
ავტორი: Mamasa
18 იანვარი 2013 02:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 8
ციტატა: VaRdo
როგორ შეიძლება ადამიანს მოღალატე უწუდოთ როდესაც გუნდს მოაგებინა უამრავი ტიტული და ნანატრი ჩემპიონთა ლიგა? როგორ შეიძლება ადამიან მოღალატე უწოდოთ, რომელმაც უამრავი წელი მანჩესტერს შესწირა ღირსეულათ ემსახურა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ყველაფერი მოიგო და გუნდი ისე დატოვა. რატო მწავიდა რეალში? წარმოიდგინეთ ამწუთას თქვენი თავი. ახალგაზრდა პერსპექტიული და რეალშ იხართ. მოიგეთ ყველაფერი რის მოგებაც გინდათ და უცბათ თქვენთვის ყველაზე საყვარელი კლუბი "მანჩესტერი" კერძოთ კი ფერგიუსონი კონტრაქტს გიდებთ და გეუბნება. წამოდი შენი ოცნების გუნდში. რას იზავთ? ეხლა არ დაიწყოთ ამ გუნდმა დამაყენა ფეხზე და ასე შემდეგ. სკ ისაწყენია რომ წავიდა, მაგრამ ამის გამო მოღალატეს ვერავინ ვერ უწოდებს. თუ ეგრე წავიდა რატომ არ აგინებთ რობინ ვან პერს? რატომ გიყენიათ მისი ავატარები? რატომ მღერიხართ ოოო რბინ ვან პერს და ასე შემდეგ? მიპასუხეთ აბა? სიტყვა მოღალატეს მნიშვნელობა არ იცით. მოღალატე რომ ყოფილიყო წავიდოდა სიტიში ან ლივერპულში. კაცი გაეცალა ინგლისს და თავის ოცნების გუნდში გადავიდა ხაზს ვუუსმევ კდიე ერთხელ გადავიდა ისე რომ გუნდს ყველაფერი მოაგებინა!


ეგრე რა ადმიანო გენაცვალე შენ ჯიგარი ხარ!!! აქ რაც წერია რომ წაიკითხოთ და მის მერე კიდე რამე თქვათ რონალდოზე ცუდათ იქნება საქმე :(( jackie
0
№127
ავტორი: ლადო
18 იანვარი 2013 08:26
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
რავიცი საკამათო საკითხია, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ რონი ლეგენდაა, მაგრამ იმ დონის არა, რომ გიგზს, სკოულზს და დანარჩენებს მიუყენო გვერდით.......(ჩემი არით)
0
№128
ავტორი: Beckham 7
18 იანვარი 2013 10:19
  • სიახლეები: 467
  • კომენტარები: 1434
გიგზიც ლეგენდაა და ესეც? ლეგენდას ვერ ვუწოდებ ამას
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Why Always Redarmy.ge?
№129
ავტორი: UTD-Rule
18 იანვარი 2013 10:36
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
RazMa.,
ყოჩაღ რაზმა )) ჩემი აზრით რაც არ უნდა იყოს რონალდო ლეგენდა თუ არა მანჩესტერსი ყველა ერთ-ერთი წარმატებული ფეხბურთელი იყო,რომელმაც ჩეპიონთა ლიგა მოგვაგებინა.ჩემი აზრით რონალდოს გარეშე 2008 ში ვერ მოვიგებდით :| რაღაც ნაირად შეიძლება მოღალატედ ჩავთვალოთ,მაგრამ რეალის მისი ოცნების გუნდი იყო
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№130
ავტორი: love united
18 იანვარი 2013 10:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
აუ რამდენი კომენტარი დაწერილა... jackie wink
creep
გეთანხმები...ნამდვილად ძლიერი ფეხბურთელია,მოღალატეც არ არის,მაგრამ მე ლეგენდათ ჯერ არ ვთვლი...
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top