თბილისი:
მანჩესტერი:
18-01-2013, 22:38
ავტორი: razma21,
ნანახია: 5459,
კომენტარები: 172
"ლეგენდა თუ მოღალატე"?!
რონალდოს "იუნაიტედში" გატარებულ სეზონის მიმოხილვა და კითხვა პასუხზე - "ლეგენდა თუ მოღალატე"?!
ნებისმიერ ფეხბურთის გუნდს ყავს, ყოლია ან ეყოლება ფეხბურთელი, რომელიც ლეგენდაა ან მოღალატე... მინდა მე შემოგთავაზოთ ასეთი სტატია ერთ-ერთი მანჩესტერელზე...
სტატიის სახელია

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

1985 წლის, 5 თებერვალს პორტუგალაში, კერძოდ კი ქალაქ მადეირაში, ერთ ჩვეულებრივ ოჯახში დაიბადა კრისტიანო რონალდო დოს სანტოს ავეირო. არც ისე შეძლებული ოჯახისთვის რონალდო მეოთხე შვილი იყო. როგორც მშობლები აცხადებენ მცირე ასაკიდანვე მას ჰქონდა ძალიან დიდი ინტერესი ფეხბურთისადმი, დიდ დროს ატარებდა ის მეგობრებთან ერთად "საფეხბურთო მოედნებზე" - რომელიც მათ ქალაქში ძალიან ცოტა და ცუდი მდგომარეობის იყო... მშობლები ხედავდნენ თუ როგორ იზიდავდა ფეხბურთი კრისტიანოს, მაგრამ მატერიალური მდგომარეობის გამო მათ რონალდოს მიყვანა მხოლოდ 8 წლის ასაკში შეძლეს რეგიონალურ გუნდ "ანდორინაში", მაგრამ ალბათ ვერავინ წარმოიდგენდა თუ რას მიაღწევდა ეს პატარა ფეხბურთი მოყვარული ბიჭი...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

გადიოდა დრო, კრისტიანო ასაკის ზრდასთან ერთდ, ფეხბურთშიც წინ მიიწევდა, გემოვნება უყალიბდებოდა და ისახავდა მიზნად ეთამაშ გუნდ - "რეალ მადრიდში"... მისი ოცნება იყო მოერგო ეს ბრწყინვალე თეთრი მაისური. აგრეთვე მის სიპატიებში სხვა დიდი გუნდებიც იყვნენ, მაგრამ ოცნების ასასრულებლად ხვდებოდა, რომ მას დიდი მუშაობა მოუწევდა. გავიდა გარკვეული დრო და ის "სპორტინგში" ჩაირიცხა, გუნდში რომელმაც ძალიან დიდი გავლენა იქონია რონალდოს ბედ-იღბალზე... 2003 წელს სწორედ სპორტინგი დაუპირისპირდა "მანჩესტერ იუნაიტედს" , სადაც 18 წლის კრისტიანო რონალდომ შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა და ლეგენდარულ მწვრთნელს სერ ალექს ფერგიუსონს არ გასჭირვებია დაენახა თუ რამხელა პოტენციალი იმალებოდა ამ ახალგაზრდა ფეხბურთელში და გადაწყვიტა მისი შეძენა...



ამავე წელს ფერგიუსონმა ოფიციალურად გაიფრომა რონალდო და ლეგენდარული 7 ნომრიანი მაისური მისცა, ალბათ ხედავდა, რომ ამ 18 წლის ფეხბურთელს შეეძლო გაემართლებინა ეს ნომერი. და სწორედ ამ დღიდან დაიწყო ყველამ მასზე საუბარი, მისი თამაში გაოცებას იწვევდა - ტექნიკა, ბურთის კონტროლი, სისწრაფე და სისხარტე ყველაში განცვიფრებას იწვევდა, ფეხბურთელი კი დრო და დრო პროგრესს განაგრძობდა და ამის მთავარი შემოქმედი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. რონალდოს ძალიან უხაროდა მანჩესტერში ყოფნა და ფერგიუსონთან მუშაობა. ფერგიც ხვდებოდა, რომ ეს ფეხბურთელი განსხვავებული იყო და მას სხვანაირად ეკიდებოდა... ალბათ, ვისაც 19-20 წლის რონალდო გახსოვთ, ნახავთ, რომ მას მოედანზე სრული თავისუფლება ჰქონდა, დრიბლინგის დროს თუ ბურთს დაკარგავდა არავინ არაფერს ეტყოდა, რადგან ფერგის მიზანი იყო სწორედ თავის შეცდომებზე ესწავლებინა. რონალდოც მასზე გაცემულ ავანსს ამართლებდა და მსოფლიოს აჩვენებდა, რომ ის მომავალი ვარსკვლავი გახდებოდა, ამავე წელს "იუანიტედის" ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელიც გახდა, გუნდის ფეხბურთელების აზრით, მაგრამ მწვერვალამდე ჯერ კიდევ დიდი გზა იყო გასავლელი. სამი სეზონის განმავლობაში ფერგის მას ამაზდებდა გუნდის ლიდერად...

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ამ ხნის განმავლობაში ის დაღვინდა და უკვე 2006-07 წლების სეზონში გუნდის ერთ პიროვნული ლიდერი გახდა, მისი თამაში ყველა ფეხბურთის მოყვარულში განცვიფრებას იწვევდა. მისთვის გადაულახავი ბარიერი არ არსებობდა, ნებისმიერი მცველის მოტყუება შეეძლო და ეპიზოდის მაღალ დონეზე დასრულება... სწორედ ეს დაეხმარა "იუნაიტედს 4 წლიანი პაუზის შემდეგ ტიტული დაებრუნებინა.. და ალბათ ყველა დამეთანხმებით, რომ ამ 2007-08 წლების სეზონი, რონალდოს ფორმის პიკი იყო, ის პრემიერ-ლიგის ბომბარდირი გახდა - 31 გოლით, რაც ამ ჩემპიონატისთვის ძალზე მაღალი მაჩვენებელია, მოაპოვებინა გუნდს ზედიზედ მეორე ტიტული, ასევე გახდა პრემიერ ლიგის საუკეთესო მათამაშე და გუნდთან ერთად მოიგო ჩემპიონთა-ლიგა და ლიგის ფინალშიც მოახერხა გოლის გატანა. და ამავე წელს ის ოქროს ბურთის მფლობელიც გახდა... 2008-09 წლების სეზონში კი მან გუნდს ზედიზედ მესამე ტიტული მოაგებინა და ინგლისის-ლიგის თასსაც დაეუფლა და დამარცხა ჩემპიონთა-ლიგის ფინალში... ალბათ იმ დროს ყველა ფიქრობდა თუ რა სურდა კიდევ რონალდოს? ამ კითხვაზე პასუხი კი მარტივი იყო - აესრულებინა ის ოცნება, რომელიც ბავშვობაში ჰქონდა - ჩაეცვა "რეალ მადრიდის" მაისური... ამავე წლის 1 ივლისს ეს ტრანსფერიც შედგა - 80 მილიონ ფუნტ სტერლინგად ( შეგახსენებთ ეს ჯერ-ჯერობით რეკორდული თანხაა) კრისტიანო "სანტიაგო ბერნაბეუზე" გადაბარგდა და ოცნებაც აისრულა. ბევრი მისი საქციელით გაკვირვებული იყო, მას ხომ ყველაფერი ჰქონდა "იუნაიტედში", მაგრამ რონალდომ ამასაც გასცა პასუხი - მე "იუნაიტედში" ყველა ტიტულის მოპოვება მოვახერხე და ამ კლუბის მაისურით საუკეთესო ფეხბურთელიც გავხდი.

"ლეგენდა თუ მოღალატე"?!

ეს ყველაფერი იმისთვის არ დამიწერია, რომ ვინმესთვის რონალდოს ისტორია გამეცნო, ის სულ მალე "იუნაიტედს" მოწინააღმდეეგის სტატუსში დაუპირისპირდება და სწორედ ამის გამო გადავწყვიტე ამ ყველაფრის დაწერა. უბრალოდ ზემოთ მოყვანილი იმის დასტური იქნება რასაც ახლა განვიხილავ...
მრავალია ისეთი გულშემატკივარი, რომელიც რონალდოს მოღალატედ მიიჩნევს, ვერ ხედავს იმას თუ რამდენი გააკეთა ამ ფეხბურთელმა კლუბისთვის ამ 6 წელიწადში, ხშირად ხდება ეს ფებურთელი "იუნაიტედის" ქომაგების ზიზღის ობიექტი სწორედ იმ ფაქტის გამო, რომ მან კლუბი დატოვა... მაგრამ იმას კი არავინ უფიქრდება თუ რა მიზეზი ამოძრავებდა მას ამისკენ ან რატომ მოიქცა ის ასე. ყველას პასუხი მარტივი აქვს - რომ ეს ყველაფერი მან ფულის გამო გააკეთა. ხშირად ვაწყდები ხოლმე ჩვენ საიტზე და ფეისბუქის გვერდზე რონალდოს კრიტიკას, გინებას მისდამი - თუ როგორ გაცვალა მან "იუნაიტედი" "რეალში". მაგრამ მინდა ყველა ასეთს ასეთი კითხვისმაგვარი, რამ დაგისვათ - ალბათ ყველა თქვენთაგანის ოცნებაა "იუნაიტედში" თამაში და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი თქვენგანი ყველაფერს იზამთ, რომ ამას მიაღწიოთ, სწორედ ასე მოიქცა რონალდო და აისრულა ოცნება რომელიც მას ჰქონდა... ამიტომ არ შეიძლება მას მოღლატე ვუწოდოთ და ტევეზის გვერდით დავაყენოთ...
თქვენთვის არვიცი, მაგრამ ჩემთვის ის ნამდვილი ლეგენდაა, ფეხბურთელი , რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა, გუნდისთვის და იმ პერიოდში შეაყვარა ყველა "იუნაიტედის" გულშემატკივარს თავისი თავი, ის ღირსეულად იმსახურებს ადგილს იმ ლეგენდარული ფეხბურთელების გვერდით როგორებიც არიან: სერ ბობი ჩარლტონი, ჯორჯ ბესტი, ბრაიან რობსონი, რაიან გიგზი, პოლ სკოულზი და მრავალი სხვანი... სამუდამოდ დატოვა კვალი "იუნაიტედის" საოცარ ისტორიაში, რაც ნამდვილად არ არის ადვილი, ამიტომაც ფანების გარკვეული ნაწილი "ოლდ ტრაფორდზე" დღესაც მღერის მისდამი დაწერილ სიმღერას "Viva Ronaldo"_ს და ეს ასე გაგრძელდება მიუხედავად იმისა დაბრუნდება თუ არა ის უკან "მანჩესტერ იუნაიტედში".

ვფიქრობ, რომ ეს სტატია ნებისმიერ თქვენგანს დააფიქრებს და ვიმედოვნებ, რომ სწორ პასუხამდეც მიიყვანს!





ავტორი: გიორგი რაზმაძე (RazMa.) სპეციალურად RedArmy.Ge_სთვის.
სტატიები
172 კომენტარი
№71
ავტორი: I_K_A
18 იანვარი 2013 00:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 245
Esi,
ჰო, ვიცი რა თემაა და რატომ წავიდა )

always ReD,
აჰაა კაი, მივხვდი დაახლოვებით რისი თქმაც გინდოდა )
0
№72
ავტორი: TrueRed
18 იანვარი 2013 00:45
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
რონალდო ჩემთვის არც მოღალატეა და არც ლეგენდა უბრალოდ მე გიგზის და სქოულზის გვერძე როგორ დავაყენო რონალდო რაც აქ კომენტარები ვნახე ბევრი იძახის რომ არც ბექემი არის მაშინო ლეგენდაო რომ წავიდაო გუნდიდანოო და ბექემი თავისი ნებით არ წასულა გუნდიდან რასაც ვერ ვიტყვით რონალდოზე, რონალდო მაინც გიგზის და სქოულზის გვერდით ვერ დადგება იმიტომ რომ ის არარის მანჩესტერის ლეგენდა !
0
№73
ავტორი: GeorgeBest
18 იანვარი 2013 00:46
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
R.v.Persie,
სახეში შეფურთხება მაშინ ნახე თუ რონალდუ გოლ აღნიშნავს ))) მაგრამ მჯერა, რომ რონალდუ არაა ეგეთი პიროვნება და ფეხბურთელი, არ გააკეთებს მაგას. რა არის ლეგენდა შეგიძლია მითხრა? რა ნამუსით უდნა დავაყენო რონალდუ თუნდაც როი კინის გვერდით? კინი არ იყო რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონი, მაგრამ დღეს მისი ასოები ისტორიაში ოქროს ასოებით წერია, რატო იცი? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი კაპიტანი იყო და ერთგული გუნდის, როგორ გინდა ლეგენდა უწოდო რონალდუს, როცა მისი ოცნება მადრიდის რეალია?
0
№74
ავტორი: creep
18 იანვარი 2013 00:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 211
R.v.Persie,
ეხლა რასაც ამბობ შენ ეგ უკვე ძაან ბავშვური რაღაცაა, აქ არაა ლაპარაკი რით გამოვირჩევით მუ-ს ფანები, რეალურად შენ ამ საიტის იქით მასას არ იცნობ ხო? ან კაი იქნობ 1000 კაცს ან 2000 კაცს.... მაგრამ მე გელაპარაკები ზოგადად არა საფეხბურთო თვალსაზრისით არამედ მასიდან გამომდინარე, შენ მანჩესტერ იუნაიტედის ფანები მოგყავს და მე მთელ იტორიას დაგიწერ (საკმაოდ კარგად ვიცი ინგლისის ისტორია მათ შორის) საიდანაც დაასკვნი რომ ინგლისელი ხალხი, ისევე როგორც მსოფლიო მოსახლეობის უმეტესობა არის მასაა, ბრბო..... აგიყვანენ, გაგაღმერთებენ და ერთი ფეხის დაცდენას არ გაპატიებენ თავისი ხელით დაგმარხავენ მიწაში, ის სხვა თემაა შენ რა გჯერა და როგორ გგონია.
0
№75
ავტორი: VaRdo
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
აქ რა ხდებაააააა? მოკლედ ჩამოგიყალიბებთ. რონალდო მოღალატე არააა!

როგორ შეიძლება ადამიანს მოღალატე უწუდოთ როდესაც გუნდს მოაგებინა უამრავი ტიტული და ნანატრი ჩემპიონთა ლიგა? როგორ შეიძლება ადამიან მოღალატე უწოდოთ, რომელმაც უამრავი წელი მანჩესტერს შესწირა ღირსეულათ ემსახურა და გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ყველაფერი მოიგო და გუნდი ისე დატოვა. რატო მწავიდა რეალში? წარმოიდგინეთ ამწუთას თქვენი თავი. ახალგაზრდა პერსპექტიული და რეალშ იხართ. მოიგეთ ყველაფერი რის მოგებაც გინდათ და უცბათ თქვენთვის ყველაზე საყვარელი კლუბი "მანჩესტერი" კერძოთ კი ფერგიუსონი კონტრაქტს გიდებთ და გეუბნება. წამოდი შენი ოცნების გუნდში. რას იზავთ? ეხლა არ დაიწყოთ ამ გუნდმა დამაყენა ფეხზე და ასე შემდეგ. სკ ისაწყენია რომ წავიდა, მაგრამ ამის გამო მოღალატეს ვერავინ ვერ უწოდებს. თუ ეგრე წავიდა რატომ არ აგინებთ რობინ ვან პერს? რატომ გიყენიათ მისი ავატარები? რატომ მღერიხართ ოოო რბინ ვან პერს და ასე შემდეგ? მიპასუხეთ აბა? სიტყვა მოღალატეს მნიშვნელობა არ იცით. მოღალატე რომ ყოფილიყო წავიდოდა სიტიში ან ლივერპულში. კაცი გაეცალა ინგლისს და თავის ოცნების გუნდში გადავიდა ხაზს ვუუსმევ კდიე ერთხელ გადავიდა ისე რომ გუნდს ყველაფერი მოაგებინა!



ბევრი გამოსმვლია
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№76
ავტორი: lika
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 13
რონი ყველაე მეტად მიყვარს, ძველ საიტზეც ხშირად მეკამათებოდნენ იმაზე ლეგენდა იყო თუ მოღალატე და ძაან ბევრი ვერ პატიობდა იმას რო რეაკში წავიდა და ამის გამო ბოლომდე ლანძღავდნენ და ძაან ცოტა იყო ისეთი ადამიანი ვინც მასზე განაწყენებული არ იყო. ყველაზე მეტად რონალდო მიყვარს, იმიტო რო პირველად მაგის თამაშს ვუყურე და მერე დავიწყე უვე მანჩესტერის ყურება, ესე ვთქვათ რონალდომ გამაცნო და შემაყვარა მანჩესტერი love
0
№77
ავტორი: razma21
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
ციტატა: GioO_o
სახეში შეფურთხება მაშინ ნახე თუ რონალდუ გოლ აღნიშნავს ))) მაგრამ მჯერა, რომ რონალდუ არაა ეგეთი პიროვნება და ფეხბურთელი, არ გააკეთებს მაგას. რა არის ლეგენდა შეგიძლია მითხრა? რა ნამუსით უდნა დავაყენო რონალდუ თუნდაც როი კინის გვერდით? კინი არ იყო რაღაც განსაკუთრებული ნიჭის პატრონი, მაგრამ დღეს მისი ასოები ისტორიაში ოქროს ასოებით წერია, რატო იცი? იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი კაპიტანი იყო და ერთგული გუნდის, როგორ გინდა ლეგენდა უწოდო რონალდუს, როცა მისი ოცნება მადრიდის რეალია?

ლეგენდა ყველა ერთნაირი ვერიქნები, ზოგი მიღწევების გამოა, ძოგი ერთგულების და ზოგი პიროვნული თვისებების....
0
№78
ავტორი: Hernandez
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
რონი ჩემთვის ყოველთვის ლეგენდა იქნება love
0
№79
ავტორი: R.v.Persie
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 220
  • კომენტარები: 431
GioO_o,
გინდა ლეგენდა უწოდო რონალდუს, როცა მისი ოცნება მადრიდის რეალია?

შენ სულ გაჭედე..... შენი ოცნება, ერთხელ ცხოვრობ მაგის შანსი გაქ და დარმუნებული ვარ როცა ერთი ნაბიჯი გაშორებს იმ ოცნებამდე, ”მოშნად” დაიკიდებ ყველაფერს.... ამით ადამიანს ნუ განსჯი
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
“Impossible is just a big word thrown around by small men who find it easier to live in the world they've been given than to explore the power they have to change it. Impossible is not a fact. Impossible is not a declaration. It's a dare. Impossible is potential. Impossible is temporary. Impossible is nothing.”
№80
ავტორი: Vodafone
18 იანვარი 2013 00:48
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
რამდენი კომენტარია wink
ამ თემაზე ლაპარაკი და განხილვა შეიძლება მთელი დღე გავაგრძელოთ, მარა ერთი ფაქტია ამ კაცს უნდა დავუფასოთ ის რაც გუნდისთვის გააკეთა და იუნაიტედის ისტორიაშიც ყოველთვის ექნება ადგილი როგორც თავის დროზე პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელს. გასაგებია ისიც თუ რატომ დაგვტოვა და ნებისმიერ ჩვენგანი ასე იზამდა მის ადგილას. მე მაინც ვფიქრობ 24 წლის ბიჭს არ მიუღწევია ლეგენდამდე თუმცა არც დაუფასებლობა არ შეიძლება.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top