თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 01:00
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3979,
კომენტარები: 81
რატომ Redarmy?
ყველანი სრულიადში
რატომ Redarmy?
პირველ რიგში მივესალმები ყველა საიტის ერთგულ და არაერთგულ მომხარებლებს. მინდა გთხოვთ, რომ სიახლე ბოლომდე წაიკითხოთ და შეეცადეთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ყველაფრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წელიწადზე ცოტა ნაკლებია რაც ეს საიტი გაიხსნა და ბევრი ადამიანის გულიც მოინადირა, მაგრამ ამავდროულად არიან ისეთებიც ვინც ამ საიზტე შემოსვლით თავს სულაც არ იკლავენ და სხვა საიტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს სავსებით ნორმალური ფაქტია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საიტის პოპულარობა გახსნის დღიდან დღითი დღე იზრდებოდა და მომხარებლების რაოდენობაზეც ისახებოდა ყოველივე ეს. როგორც ყველა საიტს ისე ჩვენ საიტსაც აქვს ბევრი კარგი და ბევრცი ცუდი დღე, მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურობის დონე საკმაოდ დაეცა ჩვენ საიტზე. ალბათ ბევრს უკვე გაგიჩნდათ კითხვები და ბევრსაც გაინტერესებთ თუ რატომ უნდა იაქტიუროთ ამ საიტზე და რატომ უნდა დატოვოთ 1 კომენტარი მაინც? ამ ყველაფერზე პასუხს დაბლა იხილავთ!


რა გააკეთა Redarmy_ჯიმ თქვენთვის?


საიტის გახსნის პირველივე დღიდან ამ საიტის მომხარებელი და ადმინი ვარ და თითოეული ამ საიტზე განხორციელებული სიახლე კარგად ვიცი და ისიც ვიცი ამ საიტის ადმინისტრატორმა ( გიორგი ქონიაშვილმა ) რამდენი სასიკეთო, რამ გააკეთა თქვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სიყვარულისთვის. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ პირველი რაც გაკეთდა ეს იყო Youtube_ს გვერდი ( დააჭირეთ ) სადაც "მანჩესტერის" საინტერესო ვიდეოები იდებოდა/იდება. მეორე რაც საიტმა თქვენთვის გააკეთა ეს იყო "ფორუმი", რომელიც თქვენივე "აქტიურობის" გამო აზრი დაკარგა და ეს "პროექტიც" ჩავარდა. მესამე კი ეს გრანდიოზული პროექტია, რომელიც არცერთ საიტს არ გააჩნია გარდა ბარსელონას საიტს, რედარმი TV ( დააჭირეთ ) საიტი სადაც ყველა იუნაიტედის ქომაგს შეეძლება საყვარელი კლუბის თამაშს უპრობლემოდ ადევნოს თვალი ზედმეტი ძებნის გარეშე.( გუგლში შესვლებით და საიტიდან საიტებზე გადასვლით ) მეოთხე ეს არის Redarmy უკვე თქვენს მობილურში ( დააჭირეთ ) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ტელეფონიდან მარტივად შემოხივდეთ საიტზე და გაეცნოთ სიახლეებს. მეხუთე კი ეს wallpaper ( დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე ). ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოში იყოს 1 წესერი საიტი სადაც იქნება კარგი გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო.
რატომ Redarmy?



რა გავაკეთეთ ჩვენ Redarmy სთვის


ამაზე პასუხი თითოეულ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ გექნებათ და ისიც გეცოდინებათ ვინ რა სარგებელი მოუტანა ამ საიტს. საიტზე 1170 კაცამდეა დარეგისტრირებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსიმუმ 100 კაცი თუ აქტიურობს საიტზე. ამ 100 კაცში შედიან ისინიც ვინც კვირაში ერთხელ წერენ კომენტარებს, ვინც ჩასაფრებულია მწერალს რამე შეეშალოს, რომ უმალ დააცხრეს თავს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს, ასევე არიან სხვა და სხვა გუნდის ქომაგებიც, რომლებიც მაშინ შემოდიან საიზტე როდესაც მოწინააღმდეგეთ სწორედ მათი გუნდი გვყავს. ისმის კითხვა დანარჩენი 1 000 კაცი რასაკეთებს? ზოგს ეზარება წერა, ზოგიც შემოდის სიახლეებს ეცნობა და ამით კმაყოფილდება. ზოგიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ ჩვენ რეიტინგს უყუროს და გული დაიმშვიდოს იმით, რომ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით და დღეში 600 - 700 მომხმარებელზე მეტი ჯერ არ გვყავს. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ჩვენ საიტზე შემოდიან სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ არ რეგისტრირდებიან. არის მცირდე "დაჯგუფებაც" რომელიც საიტზე კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ რადგანაც ეს მათი "პროფესიაა". როგორც ხედავთ პრობლემა დიდია და რთულად აღმოსაფხვრელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ თითოეული თქვენთაგანი დღეში ან 2 დღეში ერთხელ სიახლის გაცნობისას 1 კომენტარს მაინც დაწერთ და ელემენტარული იმ მწერალს, რომელიც ამ ინფორმაციას გაწვდით მაადლობას დაუწერთ ამით საიტს უფრო განავითარებთ და უფრო სასიამოვნოც იქნება შემოსვლა.


"ის ვინც გემოვნებას ადვილათ იცვლის"


ბევრს აქვს სურვილი საიტზე სიახლე დაწეროს, მაგრამ მხოლოდ 1/3 თუ წერს ისეთ სიახლეს, რომელიც ამ საიტს შეეფერება. ხოლო ამ 2/3 დან ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენთან მწერლის სტატუს ვერ იღებს იმის გამო, რომ სიახლეები გაუმართავია და ყოვლად უშინაარსო იმწამსვე საიტს ტოვებენ და სხვა საიტზე გარბიან. მინდა მათ ვინც ეხლა იწყებს საიტზე მწერლის სტატუს ყველას ვუთხრა, რომ საიტზე მწერლის სტატუსის ვერ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საიტს ის აღარ სჭირდება ან უარეს შემთხვევაში ის ვინმეზე ნაკლებია. როგორც მე ისე თითოეული თქვენთაგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მხოლოდ სტატუსით განვსხვადებით, რომელიც საიზტე წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო და სხვა არაფრისთვის.
რატომ Redarmy?



რა უნდა გავაკეთოთ საიტის/მანჩესტერის სიყვარულისთვის?


ძალიან ადვილია ადამიანის გაკრიტიკება და სხვის თვალში + დაწერა, მაგრამ ძალიან რთულია საიტზე გახდე ბევრისთვის ფავორიტი მწერალი ან ფავორიტი მომხარებელი, რომელიც უფრო ბევრად სასიამოვნოა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ საიტზე შემოსვლისას და სიახლის გაცნობისას გამოთქვათ თქვენი აზრი და დაწეროთ კომენტარი, რომელიც დიდ დროს არ წგართმევთ. ეს ყველაფერი არა საიტისთვის არამედ იუნაიტედის სიყვარულისთვის გავაკეთოთ . ჩვენც სწორედ ამ გუნდის სიყვარულმა შეგვყარა ამ საიზტე და სწორედ ამ გუნდისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა ბევრი ჩვენთაგანი. არის მომენტები როდესაც საიტზე საინტერესო არაფერი ხდება, და ეს ყველაფერი ხშირად უცხოურ პრესაში სიახლეების სიმცირის გამო ხდება, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც უცხორ პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ საიტი შედარებით არააქტიურია. ეხლა კი ყველაზე რთული პერიოდი მოდის. პერიოდი როდესაც სეზონი მთავრდება და ბევრისთვის საიტზე შემოსვლაც აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ვინც ამ საიტის მუდმივი მომხმარებელია მათ მივმართავ თხოვნით, რომ გვერდზე დავუდგეთ საიტის ადმინსიტრაციას და მოთმინება გამოვიჩინოთ. სწორედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ საიტზე გულს არ აიცრუებთ და თქვენი წყალობით კიდევ უფრო და უფრო ბევრ საინტერესო მომხმარებელ შევიძენთ.
სიახლეები
81 კომენტარი
№1
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 21:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
თუ 1 მომხმარებელს მაინც შევაცვლევინებ ამით აზრს მაშინ ვიტყვი რომ ღირდა ამის დაწერა : )
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№2
ავტორი: ლადო
15 აპრილი 2013 21:11
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
შენ გენაცვალე ვარდო, მაგარი კაცი ხარ და მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ....
0
№3
ავტორი: love united
15 აპრილი 2013 21:16
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
დათო გენია ხარ... love წაიკითხეთ,არ დაგეზაროთ...
0
№4
ავტორი: Amerigo
15 აპრილი 2013 21:18
  • სიახლეები: 15
  • კომენტარები: 1181
VaRdo,
აი სწორი ხარ რა. იმენა რაღაცა შეგეშლება და მკვლელი სტატიაა და გვიკარგავ ითხვის სურვილსო გენაცვალე რა აი მართალი ხარ!
0
№5
ავტორი: Amanda Seyfried
15 აპრილი 2013 21:24
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
მე რაცშემიძლია ვაკეთებ. თითქმის ყოველდრე შემოვდივარ და 5-8 კომენტარს ვწერ. თუ დრო არ მაქვს, მაინც ვწერ კომენტარს, ავრორს მადლობას ვუხდი. წაკითხვით კი სულ ვკიტხულობ. კომენტარს სულ რაღაც 30 წამი უნდა მეტი ხომ არა, ხოდა ვინც კითხულობს დააფასონ მაინც ავტორის შემოქმედება. 30 წამი არაა ისეთი დრო რომ ვინმე შეზღუდოს. მე რაც შემიძლია თქვენთან ვარ hi2
0
№6
ავტორი: Luka Gelashvili
15 აპრილი 2013 21:26
  • სიახლეები: 243
  • კომენტარები: 1953
ყველაფერი კარგად ჩამოაყალიბა დათომ. )) დარწმუნებული ვარ ეხლა რამდენმაც ნახა იმის ნახევარმა არ წაიკითხა იმიტომ , რომ დიდი არის მოცულობით და არ დააიტერესა ეს კიდევ ერთი პრობლემაა. ჩვენ მარტო იმას კი არ გთხოვთ , რომ კომეტარები წერეთ, დაგვანახეთ , რომ ჩვენ თქვენთვის ბევრს ვაკეთებთ , ბევრმა ჩვენგანმა დიდი შრომა ჩადო იმისათვის , რომ საიტი წინ წასულიყო და განვითარებული , თუ ჩვენ ვიშრომეთ ამდენი და ეს არ დაგვიფასდა რაღა აზრი ექნება ? ამიტომ აღარ დავწერ ბევრს .. ჩვენი თხოვნა ამ სტატიაში ნათელია და ყველასათვის გასაგები
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
"Many great players have worn the shirt of Manchester United.. In so many ways Scholes is my favourite" - Sir bobby Charlton
№7
ავტორი: Mike
15 აპრილი 2013 21:26
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
ვარდო შე ბებერო მგელო am
0
№8
ავტორი: red devils ...
15 აპრილი 2013 21:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
sagolllll 3d_5 vardo ra gvari xarrr???
0
№9
ავტორი: Mike
15 აპრილი 2013 21:32
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 566
იცით როგორ არის რო შემოდიხარ ვალის მოხდის მიზნით კომენტარების წერაც არაა ლამაზი რა, ადმინისტრაციას გვერდით დაუდექით მაქსიმალურად იყავით ჩართულები და ვიცი ჩვენი ვოლკები თავს არ დაიშურებენ ტო, ძალიან ბევრს შრომობენ ოღონდ მართლა და იმედია ხალისს გაუჩენთ და გავუჩენთ რა ...
0
№10
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 21:33
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
გახიარეთ : ))) მთლად პროფესიონალურად ვერ გადმოვეცი და კიდე ბევრის დამატება მინდოდა, მაგრამ აზრი არ აქვს თუ ვინმე მართლა გულით მოეკიდება ამ ნაწერს ესეც საკმარისი იქნება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top