თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 01:00
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3980,
კომენტარები: 81
რატომ Redarmy?
ყველანი სრულიადში
რატომ Redarmy?
პირველ რიგში მივესალმები ყველა საიტის ერთგულ და არაერთგულ მომხარებლებს. მინდა გთხოვთ, რომ სიახლე ბოლომდე წაიკითხოთ და შეეცადეთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ყველაფრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წელიწადზე ცოტა ნაკლებია რაც ეს საიტი გაიხსნა და ბევრი ადამიანის გულიც მოინადირა, მაგრამ ამავდროულად არიან ისეთებიც ვინც ამ საიზტე შემოსვლით თავს სულაც არ იკლავენ და სხვა საიტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს სავსებით ნორმალური ფაქტია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საიტის პოპულარობა გახსნის დღიდან დღითი დღე იზრდებოდა და მომხარებლების რაოდენობაზეც ისახებოდა ყოველივე ეს. როგორც ყველა საიტს ისე ჩვენ საიტსაც აქვს ბევრი კარგი და ბევრცი ცუდი დღე, მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურობის დონე საკმაოდ დაეცა ჩვენ საიტზე. ალბათ ბევრს უკვე გაგიჩნდათ კითხვები და ბევრსაც გაინტერესებთ თუ რატომ უნდა იაქტიუროთ ამ საიტზე და რატომ უნდა დატოვოთ 1 კომენტარი მაინც? ამ ყველაფერზე პასუხს დაბლა იხილავთ!


რა გააკეთა Redarmy_ჯიმ თქვენთვის?


საიტის გახსნის პირველივე დღიდან ამ საიტის მომხარებელი და ადმინი ვარ და თითოეული ამ საიტზე განხორციელებული სიახლე კარგად ვიცი და ისიც ვიცი ამ საიტის ადმინისტრატორმა ( გიორგი ქონიაშვილმა ) რამდენი სასიკეთო, რამ გააკეთა თქვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სიყვარულისთვის. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ პირველი რაც გაკეთდა ეს იყო Youtube_ს გვერდი ( დააჭირეთ ) სადაც "მანჩესტერის" საინტერესო ვიდეოები იდებოდა/იდება. მეორე რაც საიტმა თქვენთვის გააკეთა ეს იყო "ფორუმი", რომელიც თქვენივე "აქტიურობის" გამო აზრი დაკარგა და ეს "პროექტიც" ჩავარდა. მესამე კი ეს გრანდიოზული პროექტია, რომელიც არცერთ საიტს არ გააჩნია გარდა ბარსელონას საიტს, რედარმი TV ( დააჭირეთ ) საიტი სადაც ყველა იუნაიტედის ქომაგს შეეძლება საყვარელი კლუბის თამაშს უპრობლემოდ ადევნოს თვალი ზედმეტი ძებნის გარეშე.( გუგლში შესვლებით და საიტიდან საიტებზე გადასვლით ) მეოთხე ეს არის Redarmy უკვე თქვენს მობილურში ( დააჭირეთ ) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ტელეფონიდან მარტივად შემოხივდეთ საიტზე და გაეცნოთ სიახლეებს. მეხუთე კი ეს wallpaper ( დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე ). ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოში იყოს 1 წესერი საიტი სადაც იქნება კარგი გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო.
რატომ Redarmy?



რა გავაკეთეთ ჩვენ Redarmy სთვის


ამაზე პასუხი თითოეულ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ გექნებათ და ისიც გეცოდინებათ ვინ რა სარგებელი მოუტანა ამ საიტს. საიტზე 1170 კაცამდეა დარეგისტრირებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსიმუმ 100 კაცი თუ აქტიურობს საიტზე. ამ 100 კაცში შედიან ისინიც ვინც კვირაში ერთხელ წერენ კომენტარებს, ვინც ჩასაფრებულია მწერალს რამე შეეშალოს, რომ უმალ დააცხრეს თავს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს, ასევე არიან სხვა და სხვა გუნდის ქომაგებიც, რომლებიც მაშინ შემოდიან საიზტე როდესაც მოწინააღმდეგეთ სწორედ მათი გუნდი გვყავს. ისმის კითხვა დანარჩენი 1 000 კაცი რასაკეთებს? ზოგს ეზარება წერა, ზოგიც შემოდის სიახლეებს ეცნობა და ამით კმაყოფილდება. ზოგიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ ჩვენ რეიტინგს უყუროს და გული დაიმშვიდოს იმით, რომ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით და დღეში 600 - 700 მომხმარებელზე მეტი ჯერ არ გვყავს. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ჩვენ საიტზე შემოდიან სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ არ რეგისტრირდებიან. არის მცირდე "დაჯგუფებაც" რომელიც საიტზე კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ რადგანაც ეს მათი "პროფესიაა". როგორც ხედავთ პრობლემა დიდია და რთულად აღმოსაფხვრელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ თითოეული თქვენთაგანი დღეში ან 2 დღეში ერთხელ სიახლის გაცნობისას 1 კომენტარს მაინც დაწერთ და ელემენტარული იმ მწერალს, რომელიც ამ ინფორმაციას გაწვდით მაადლობას დაუწერთ ამით საიტს უფრო განავითარებთ და უფრო სასიამოვნოც იქნება შემოსვლა.


"ის ვინც გემოვნებას ადვილათ იცვლის"


ბევრს აქვს სურვილი საიტზე სიახლე დაწეროს, მაგრამ მხოლოდ 1/3 თუ წერს ისეთ სიახლეს, რომელიც ამ საიტს შეეფერება. ხოლო ამ 2/3 დან ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენთან მწერლის სტატუს ვერ იღებს იმის გამო, რომ სიახლეები გაუმართავია და ყოვლად უშინაარსო იმწამსვე საიტს ტოვებენ და სხვა საიტზე გარბიან. მინდა მათ ვინც ეხლა იწყებს საიტზე მწერლის სტატუს ყველას ვუთხრა, რომ საიტზე მწერლის სტატუსის ვერ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საიტს ის აღარ სჭირდება ან უარეს შემთხვევაში ის ვინმეზე ნაკლებია. როგორც მე ისე თითოეული თქვენთაგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მხოლოდ სტატუსით განვსხვადებით, რომელიც საიზტე წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო და სხვა არაფრისთვის.
რატომ Redarmy?



რა უნდა გავაკეთოთ საიტის/მანჩესტერის სიყვარულისთვის?


ძალიან ადვილია ადამიანის გაკრიტიკება და სხვის თვალში + დაწერა, მაგრამ ძალიან რთულია საიტზე გახდე ბევრისთვის ფავორიტი მწერალი ან ფავორიტი მომხარებელი, რომელიც უფრო ბევრად სასიამოვნოა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ საიტზე შემოსვლისას და სიახლის გაცნობისას გამოთქვათ თქვენი აზრი და დაწეროთ კომენტარი, რომელიც დიდ დროს არ წგართმევთ. ეს ყველაფერი არა საიტისთვის არამედ იუნაიტედის სიყვარულისთვის გავაკეთოთ . ჩვენც სწორედ ამ გუნდის სიყვარულმა შეგვყარა ამ საიზტე და სწორედ ამ გუნდისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა ბევრი ჩვენთაგანი. არის მომენტები როდესაც საიტზე საინტერესო არაფერი ხდება, და ეს ყველაფერი ხშირად უცხოურ პრესაში სიახლეების სიმცირის გამო ხდება, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც უცხორ პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ საიტი შედარებით არააქტიურია. ეხლა კი ყველაზე რთული პერიოდი მოდის. პერიოდი როდესაც სეზონი მთავრდება და ბევრისთვის საიტზე შემოსვლაც აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ვინც ამ საიტის მუდმივი მომხმარებელია მათ მივმართავ თხოვნით, რომ გვერდზე დავუდგეთ საიტის ადმინსიტრაციას და მოთმინება გამოვიჩინოთ. სწორედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ საიტზე გულს არ აიცრუებთ და თქვენი წყალობით კიდევ უფრო და უფრო ბევრ საინტერესო მომხმარებელ შევიძენთ.
სიახლეები
81 კომენტარი
№31
ავტორი: Zizou
15 აპრილი 2013 23:43
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 834
მეც კი მეზარება ხოლმე ხანდახან კომენტარის დაწერა მაგრამ მაინც ვწერ, იმიტო რო ეს სიახლის ავტორისთვი ერთგვარი სტიმულია და საერთოდ მომწონს ეს საიტი
0
№32
ავტორი: Vodafone
15 აპრილი 2013 23:47
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
udavod ert-erti sauketeso safexburto saitia, ver vxvdebi ritaa gamocveuli aseti cota xalxi. am bolo dros ver vaxerxeb aqtiurobas magram vecdebi gamovascoro. tqventan var.

P.S administracias vtxov tu shesadzlebelia mobilur versiashi siaxlis dadeba daamatos, da mogamarageebt siaxleebit
0
№33
ავტორი: TrueRed
15 აპრილი 2013 23:48
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
Sagol dzmaoo ))) tqvens gverdit var, rac shemidzlia vaketeb siaxleebs ver vwer gramatika ar vixi kargad da kpmentareba vwer xolme ert dges gadawyvetilic mqonsa rom dametovebina saiti magram ubralod ver davtove tqveni da mancheateris siyvarulis gamo ubralod aq uvela namdvili fanoa da sad unda wavsuliyavi tu ara isev tqventan ? Tqven gverdshi var ritic shemidzlia dagexmarebit udzlieresia saitia uudzlieresi.momxmareblebit
0
№34
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 23:50
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: T.Cleverley
Sagol dzmaoo ))) tqvens gverdit var, rac shemidzlia vaketeb siaxleebs ver vwer gramatika ar vixi kargad da kpmentareba vwer xolme


ზუსტად ეგ მწიერია სიახლის ერთ_ერთ მონაკვეთშიც. ყველა ვერ დაწერს სიახლეს, მაგრამ გასატყდომი არაა ეს : ))

კარგი იქნება თუ ბევრი გაითვალისწინებთ ამ სტატიას და დაწერთ კომენტარებს და გააქტიურდებით. თუ სიახლეს კითხულობთ 20 წამი არაფერია კომენტარისთვისაც რომ მოიცალოთ და თქვენი აზრი დააფიქსიროთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№35
ავტორი: TrueRed
16 აპრილი 2013 00:00
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
VaRdo,
Ki dzmao davwer komentarebs siaxlia weraze ra gitxra, yvelaze magari saitia yvelaze magari fanebit da mjeravs rom cota xanshi xalxis raodenobis problema agar iqneba da bevri momxmarebeli eyoleba saits
0
№36
ავტორი: sLipa ;x
16 აპრილი 2013 00:01
  • სიახლეები: 63
  • კომენტარები: 213
ყველაფერი კარგია და მართალია რაც წერია, უბრალოდ სხვა არ ვიცი როგორ არის მაგრამ ჩემთვის რეალთან წაგებამ ისე იმოქმედა ფეხბურთი მეზიზღება ჯერ ხო ისედაც მეზუზღებოდა მარა ახლა ვაბშე არც თამაშებს ვუყურებ არაფერი აღარ მაინტერესებს თან ეპლ ში დიდი ჰანდიკაპი დაემთხვა და აქაც უინტერესობა მოკლედ კალათბურთზე და ჩოგბურთზე ვარ გადართული მთლიანად მარა ეს არ ნიშნავს რომ რაც აქ წერია არაა მართალი.. ყოჩაღ ვარდო..
0
№37
ავტორი: LaaNa_))
16 აპრილი 2013 00:09
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 19
ყველაზე მაგარი საიტია love დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ მაგრამ მხოლოდ სიახლეებს ვკითხულობ,ვეცდები გავითვალისწინო სატატიებს ვერა მაგრამ კომენტარებს დავწერ
0
№38
ავტორი: VaRdo
16 აპრილი 2013 00:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: LaaNa_))
ყველაზე მაგარი საიტია დღეში რამდენჯერმე შემოვდივარ მაგრამ მხოლოდ სიახლეებს ვკითხულობ,ვეცდები გავითვალისწინო სატატიებს ვერა მაგრამ კომენტარებს დავწერ


გაიხარე და დიდი მადლობა : )) კომენტარებია მთავარი და მნიშვნელოვანი აქ : )))

sLipa ;x,

გაიხარე ძმა. მეც კალათბურთზე ვარ გადართული მაგრამ საიტს მიხედვა სჭირდება და გამხიარდება შენც თუ იაქტიურებ ისევ : )))))))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№39
ავტორი: buka oboladze
16 აპრილი 2013 00:26
  • სიახლეები: 4
  • კომენტარები: 2464
იმედია გაითვალისწინებთ, მართლა ძალიან მნიშვნელოვანია ეს საიტისთვის, კომენტარის დაწერას რაღა უნდა, წაიკითხე სიახლე და გამოთქვი რა შენი აზრი, რა პრობლემაა რატო გეზარებათ არ მესმის, ახლა დარწმუნებული ვარ ნახევარი მაინც არ წაიკითხავდა ამ სიახლეს ზომის გამო, მაგრამ ვინც წაიკითხა ჩემი აზრით გაგიგებს და გაითვალისწინებს დავით )))
0
№40
ავტორი: Lev
16 აპრილი 2013 02:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1520
თუ ნებას დამრთავთ ჩემს აზრსაც მოგახსენებთ)) ეს ყველაფერი დროებითია )) მონაწილეობას ვიღებთ მხოლოდ ერთ ტურნირზე და ისიც უკვე მოგებული გვაქვს და უმოტივაციოდ ვართ დარჩენილები....ეხლა ლიგაზე ვყოფილიყავით საიტზე სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა...დამტავრდება სეზონი...და ტრანსფერებზეც იქნება აქტიურობა..უღრმესი მადლობა ამ საიტისთვის მეგობრებო ამდენი ხანია კიევში ვარ და ერთადერთ ქართულ საიტზე რომელზეც შევდივარ ეს Redarmy.ge-ა)) დაჟე რუსულ საიტებზეც ვაზიარებ ხოლმე ლინკებს რო შემოვიდნენ.თქვენ გაიხარეთ...ჩემი მინუსი ისაა რომ დღეში 4-5 ჯერ შემოვდივარ და როცა ვბრაზდები და ვმწარდები ცუდი თამაშის მერე მარტო მაშინ ვწერ((((( ვეცდები უფრო ხშირად ვწერო და კრიტიკის გარეშე....
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top