თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 01:00
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3980,
კომენტარები: 81
რატომ Redarmy?
ყველანი სრულიადში
რატომ Redarmy?
პირველ რიგში მივესალმები ყველა საიტის ერთგულ და არაერთგულ მომხარებლებს. მინდა გთხოვთ, რომ სიახლე ბოლომდე წაიკითხოთ და შეეცადეთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ყველაფრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წელიწადზე ცოტა ნაკლებია რაც ეს საიტი გაიხსნა და ბევრი ადამიანის გულიც მოინადირა, მაგრამ ამავდროულად არიან ისეთებიც ვინც ამ საიზტე შემოსვლით თავს სულაც არ იკლავენ და სხვა საიტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს სავსებით ნორმალური ფაქტია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საიტის პოპულარობა გახსნის დღიდან დღითი დღე იზრდებოდა და მომხარებლების რაოდენობაზეც ისახებოდა ყოველივე ეს. როგორც ყველა საიტს ისე ჩვენ საიტსაც აქვს ბევრი კარგი და ბევრცი ცუდი დღე, მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურობის დონე საკმაოდ დაეცა ჩვენ საიტზე. ალბათ ბევრს უკვე გაგიჩნდათ კითხვები და ბევრსაც გაინტერესებთ თუ რატომ უნდა იაქტიუროთ ამ საიტზე და რატომ უნდა დატოვოთ 1 კომენტარი მაინც? ამ ყველაფერზე პასუხს დაბლა იხილავთ!


რა გააკეთა Redarmy_ჯიმ თქვენთვის?


საიტის გახსნის პირველივე დღიდან ამ საიტის მომხარებელი და ადმინი ვარ და თითოეული ამ საიტზე განხორციელებული სიახლე კარგად ვიცი და ისიც ვიცი ამ საიტის ადმინისტრატორმა ( გიორგი ქონიაშვილმა ) რამდენი სასიკეთო, რამ გააკეთა თქვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სიყვარულისთვის. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ პირველი რაც გაკეთდა ეს იყო Youtube_ს გვერდი ( დააჭირეთ ) სადაც "მანჩესტერის" საინტერესო ვიდეოები იდებოდა/იდება. მეორე რაც საიტმა თქვენთვის გააკეთა ეს იყო "ფორუმი", რომელიც თქვენივე "აქტიურობის" გამო აზრი დაკარგა და ეს "პროექტიც" ჩავარდა. მესამე კი ეს გრანდიოზული პროექტია, რომელიც არცერთ საიტს არ გააჩნია გარდა ბარსელონას საიტს, რედარმი TV ( დააჭირეთ ) საიტი სადაც ყველა იუნაიტედის ქომაგს შეეძლება საყვარელი კლუბის თამაშს უპრობლემოდ ადევნოს თვალი ზედმეტი ძებნის გარეშე.( გუგლში შესვლებით და საიტიდან საიტებზე გადასვლით ) მეოთხე ეს არის Redarmy უკვე თქვენს მობილურში ( დააჭირეთ ) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ტელეფონიდან მარტივად შემოხივდეთ საიტზე და გაეცნოთ სიახლეებს. მეხუთე კი ეს wallpaper ( დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე ). ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოში იყოს 1 წესერი საიტი სადაც იქნება კარგი გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო.
რატომ Redarmy?



რა გავაკეთეთ ჩვენ Redarmy სთვის


ამაზე პასუხი თითოეულ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ გექნებათ და ისიც გეცოდინებათ ვინ რა სარგებელი მოუტანა ამ საიტს. საიტზე 1170 კაცამდეა დარეგისტრირებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსიმუმ 100 კაცი თუ აქტიურობს საიტზე. ამ 100 კაცში შედიან ისინიც ვინც კვირაში ერთხელ წერენ კომენტარებს, ვინც ჩასაფრებულია მწერალს რამე შეეშალოს, რომ უმალ დააცხრეს თავს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს, ასევე არიან სხვა და სხვა გუნდის ქომაგებიც, რომლებიც მაშინ შემოდიან საიზტე როდესაც მოწინააღმდეგეთ სწორედ მათი გუნდი გვყავს. ისმის კითხვა დანარჩენი 1 000 კაცი რასაკეთებს? ზოგს ეზარება წერა, ზოგიც შემოდის სიახლეებს ეცნობა და ამით კმაყოფილდება. ზოგიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ ჩვენ რეიტინგს უყუროს და გული დაიმშვიდოს იმით, რომ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით და დღეში 600 - 700 მომხმარებელზე მეტი ჯერ არ გვყავს. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ჩვენ საიტზე შემოდიან სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ არ რეგისტრირდებიან. არის მცირდე "დაჯგუფებაც" რომელიც საიტზე კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ რადგანაც ეს მათი "პროფესიაა". როგორც ხედავთ პრობლემა დიდია და რთულად აღმოსაფხვრელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ თითოეული თქვენთაგანი დღეში ან 2 დღეში ერთხელ სიახლის გაცნობისას 1 კომენტარს მაინც დაწერთ და ელემენტარული იმ მწერალს, რომელიც ამ ინფორმაციას გაწვდით მაადლობას დაუწერთ ამით საიტს უფრო განავითარებთ და უფრო სასიამოვნოც იქნება შემოსვლა.


"ის ვინც გემოვნებას ადვილათ იცვლის"


ბევრს აქვს სურვილი საიტზე სიახლე დაწეროს, მაგრამ მხოლოდ 1/3 თუ წერს ისეთ სიახლეს, რომელიც ამ საიტს შეეფერება. ხოლო ამ 2/3 დან ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენთან მწერლის სტატუს ვერ იღებს იმის გამო, რომ სიახლეები გაუმართავია და ყოვლად უშინაარსო იმწამსვე საიტს ტოვებენ და სხვა საიტზე გარბიან. მინდა მათ ვინც ეხლა იწყებს საიტზე მწერლის სტატუს ყველას ვუთხრა, რომ საიტზე მწერლის სტატუსის ვერ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საიტს ის აღარ სჭირდება ან უარეს შემთხვევაში ის ვინმეზე ნაკლებია. როგორც მე ისე თითოეული თქვენთაგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მხოლოდ სტატუსით განვსხვადებით, რომელიც საიზტე წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო და სხვა არაფრისთვის.
რატომ Redarmy?



რა უნდა გავაკეთოთ საიტის/მანჩესტერის სიყვარულისთვის?


ძალიან ადვილია ადამიანის გაკრიტიკება და სხვის თვალში + დაწერა, მაგრამ ძალიან რთულია საიტზე გახდე ბევრისთვის ფავორიტი მწერალი ან ფავორიტი მომხარებელი, რომელიც უფრო ბევრად სასიამოვნოა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ საიტზე შემოსვლისას და სიახლის გაცნობისას გამოთქვათ თქვენი აზრი და დაწეროთ კომენტარი, რომელიც დიდ დროს არ წგართმევთ. ეს ყველაფერი არა საიტისთვის არამედ იუნაიტედის სიყვარულისთვის გავაკეთოთ . ჩვენც სწორედ ამ გუნდის სიყვარულმა შეგვყარა ამ საიზტე და სწორედ ამ გუნდისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა ბევრი ჩვენთაგანი. არის მომენტები როდესაც საიტზე საინტერესო არაფერი ხდება, და ეს ყველაფერი ხშირად უცხოურ პრესაში სიახლეების სიმცირის გამო ხდება, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც უცხორ პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ საიტი შედარებით არააქტიურია. ეხლა კი ყველაზე რთული პერიოდი მოდის. პერიოდი როდესაც სეზონი მთავრდება და ბევრისთვის საიტზე შემოსვლაც აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ვინც ამ საიტის მუდმივი მომხმარებელია მათ მივმართავ თხოვნით, რომ გვერდზე დავუდგეთ საიტის ადმინსიტრაციას და მოთმინება გამოვიჩინოთ. სწორედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ საიტზე გულს არ აიცრუებთ და თქვენი წყალობით კიდევ უფრო და უფრო ბევრ საინტერესო მომხმარებელ შევიძენთ.
სიახლეები
81 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 21:34
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: red devils ...
sagolllll vardo ra gvari xarrr??


ვარდოსანიძე
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: red devils ...
15 აპრილი 2013 21:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
va dzalian kargiiiiiiii .......... ertguli xar saitis da gundis good2
0
№13
ავტორი: Jubo
15 აპრილი 2013 21:44
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
გაიხარე დავით ამ სტატიისთვის :)
ზუსტადაა ყველაფერი გადმოცემული. ჩათვალეთ რომ ეს მთელი ადმინისტრაციის თხოვნა და მოწოდებაა.

ერთს დავამატებ: ჩატარდა საიტის მეორე შეკრება ერთი კვირის წინ დერბიზე, 20 კაცამდე შევგროვდით (ორჯერ მეტი პირველ შეკრებაზე). ყველასთვის მოსაწონი ადგილი გვაქვს შერჩეული შეკრებებისთვის, იმედია ეს რიცხვიც გაიზრდება.

და კიდევ ერთი.
ხალხის აქტიურობა საჭიროა საიტის განვითარებისთვის და სტაბილურობისთვის, საიტის განვითარება ვირტუალურიდან რეალურ სამყაროში გვეხმარება. შეკრებებს ვგულისხმობ. ანუ საიტი გვეხმარება კლუბის ერთად და ნამდვილ რეალურ გულშემატკივრობაში.
საიტის წინსვლაა გადამწყვეტი ფაქტორი შეკრებებზე ახალ ახალი ხალხის მოსაზიდად და საიტზე კომენტარებით/ფეისბუქით ბალეშიკობასთან ერთად იუნაიტედის გულშემატკივრობაში. ეს განვითარება თქვენი აქტიურობის და თანადგომის გარეშე ვერ მოხდება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№14
ავტორი: BERDI
15 აპრილი 2013 21:44
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
საღოლ დავით სრულყოფილადაა ყველაფერი.
აქ წერია რო თუ სტატუსი ვერ მიიგეს გადადიან სხვა საიტზეო. მინდა იმ მომხმარებლებს მივმართო ვინც ეგრე მოიქცა. შენ თუ თვლი რო ღირსი ხარ მაღალი სტატუსი მოგენიჭოს ეს უნდა დაამტკიცო. ადრე ვდებდი სტატიებს და მეც ვიცოდი რო გრამატიკულად არასწორად ვწერდი და დიდი მადლობა ადმინისტრაციას რო მისწორებდნენ და მეხმარებოდნენ.

ბიჭები მთელი სულით და გულით თქვენთან ვარ!!! სტატიების წერაში მოვიკოჭლებ გრამატიკულად და ვერ დავწერ ან თუ დავწერ გარანტიას ვიძლევი რო სწორი იქნება და კომენტარებს მივასწვები. დამატებითი მუხტი მომეცა ეხლა რო წავიკითხე. ყველამ DO YOUR BEST!!! Redarmy.ge forevar. am
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№15
ავტორი: Jubo
15 აპრილი 2013 21:46
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
BERDI MAN_FAN,
გაიხარე love
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№16
ავტორი: GeorgeBest
15 აპრილი 2013 21:57
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ჯერ იმით დავიწყებ, რომ დიდ მადლობას მოვუხდი სტატიის ავტორს, ჩვენი, ყველას სათქმელი თქვა love

მოდი ყველას ავუხსნი ამ საიტის შინაარსს. ეს არის მანჩესტერ იუნაიტედის ფან–კლუბი, შესაბამისად ფან–კლუბი არ შეიძლება იყოს ერთი ადამიანის, საიტი იმისთვისაა შექმნილი, რომ ჩვენ, იუნაიტედის ფანები ვირტუალურ სამყაროში შევიკრიბოთ და გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრები, სიხარული და შევიტყოთ ინფორმაცია საყვარელი გუნდის შესახებ. მე ვითვლები ამ საიტის მფლობელად, ეს ასეცაა და უნდა იყოს კიდეც, მაგრამ ამ საიტის წარმატება ჩვენი წარმატებაა, ჩვენი, რედარმის მომხმარებლების, ჩვენ გვინდა გვქონდეს საუკეთესო ფან–კლუბი საქართველოში, ამისტვის მე პირადად ყველაფერს ვაკეთებ რაც შემიძლია, უდიდესი შრომაა ჩადებული ამ საიტში და მადლობას გეტყვით თუ დაგვიფასებთ. მე არ მინდა ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ვიღაც შემოვიდეს და მოვალეობის მიზნით წეროს სიახლეები თუ კომენტარები, ეს თვითონ უნდა უნდოდეს, მგონი ყველა დამეთანხმებით, რომ საიტზე ყველანაირი პირობაა შექმნილი თქვენი კომფორტისთვის. მადლობა ყველას ვინც ჩვენს გვერდით ხართ, ჩვენ ამას გუნდის სიყვარულის გამო ვაკეტებთ, ჩვენი, ყველას მიზანია, რომ გავხდეთ საუკეთესო ფან–კლუბი საქართველოში, ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ და გავაკეთებ მომავალშიც! მე მჯერა, რომ ამას მოვახერხებთ თქვენი დახმარებით
0
№17
ავტორი: red devils ...
15 აპრილი 2013 22:10
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 186
GioO_o,
მომეწონა ძალიან კარგი იყო ... სხვებივით ვერ ვწერ სტატიებს მაგრამ ვცდილობ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე კომენტარები მაინც დავწეროოოო ...
0
№18
ავტორი: gilmour
15 აპრილი 2013 22:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
კარგად გაქვს ჩამოყალუბებული დათო გეთანხმები ყველაფერში.
ამ საიტზე 95% ვართ იმიტომ, რომ გვიყვარს ფეხბურთი და კონკრეტულად მანჩესტერი. ჩემი აზრით სწორედ ამ კლუბის სიყვარულის გამო უნდა იაქტიუროს ხალხმა თუ მართლა უყვართ ეს გუნდი, სტატუსები და ა.შ. უბრალოდ დამატებითი სტიმულია.
ჩემთვის ძალიან კარგია როცა ყოველდღიურად მხოლოდ ერთი საიტის დახმარებით შემიძლია გავიგო ყველა სიახლე რაც ჩემ საყვარელ კლუბს უკავშირდება, ამიტომ იმაზეც ვზრუნავ (შეძლებისდაგვარად) რომ მწერლებს სტიმული ქონდეთ და კომენტარებით მაინც დავუფასო გაწეული შრომა.
ასე რომ იაქტიურეთ თუ გიყვართ მანჩესტერ იუნაიტედი!!!
0
№19
ავტორი: red devil
15 აპრილი 2013 22:25
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 4680
Sagol dato magari statia piradad me titqmis yvela statiaze chem azrs vapiqsireb da sagol avtorobit ar shemoviparglebi. Tu yvela ese izavs dzalian kargi iqneba:
0
№20
ავტორი: razma21
15 აპრილი 2013 22:26
  • სიახლეები: 38
  • კომენტარები: 584
საღოლ დავით!:)
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top