თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 01:00
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3980,
კომენტარები: 81
რატომ Redarmy?
ყველანი სრულიადში
რატომ Redarmy?
პირველ რიგში მივესალმები ყველა საიტის ერთგულ და არაერთგულ მომხარებლებს. მინდა გთხოვთ, რომ სიახლე ბოლომდე წაიკითხოთ და შეეცადეთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ყველაფრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წელიწადზე ცოტა ნაკლებია რაც ეს საიტი გაიხსნა და ბევრი ადამიანის გულიც მოინადირა, მაგრამ ამავდროულად არიან ისეთებიც ვინც ამ საიზტე შემოსვლით თავს სულაც არ იკლავენ და სხვა საიტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს სავსებით ნორმალური ფაქტია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საიტის პოპულარობა გახსნის დღიდან დღითი დღე იზრდებოდა და მომხარებლების რაოდენობაზეც ისახებოდა ყოველივე ეს. როგორც ყველა საიტს ისე ჩვენ საიტსაც აქვს ბევრი კარგი და ბევრცი ცუდი დღე, მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურობის დონე საკმაოდ დაეცა ჩვენ საიტზე. ალბათ ბევრს უკვე გაგიჩნდათ კითხვები და ბევრსაც გაინტერესებთ თუ რატომ უნდა იაქტიუროთ ამ საიტზე და რატომ უნდა დატოვოთ 1 კომენტარი მაინც? ამ ყველაფერზე პასუხს დაბლა იხილავთ!


რა გააკეთა Redarmy_ჯიმ თქვენთვის?


საიტის გახსნის პირველივე დღიდან ამ საიტის მომხარებელი და ადმინი ვარ და თითოეული ამ საიტზე განხორციელებული სიახლე კარგად ვიცი და ისიც ვიცი ამ საიტის ადმინისტრატორმა ( გიორგი ქონიაშვილმა ) რამდენი სასიკეთო, რამ გააკეთა თქვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სიყვარულისთვის. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ პირველი რაც გაკეთდა ეს იყო Youtube_ს გვერდი ( დააჭირეთ ) სადაც "მანჩესტერის" საინტერესო ვიდეოები იდებოდა/იდება. მეორე რაც საიტმა თქვენთვის გააკეთა ეს იყო "ფორუმი", რომელიც თქვენივე "აქტიურობის" გამო აზრი დაკარგა და ეს "პროექტიც" ჩავარდა. მესამე კი ეს გრანდიოზული პროექტია, რომელიც არცერთ საიტს არ გააჩნია გარდა ბარსელონას საიტს, რედარმი TV ( დააჭირეთ ) საიტი სადაც ყველა იუნაიტედის ქომაგს შეეძლება საყვარელი კლუბის თამაშს უპრობლემოდ ადევნოს თვალი ზედმეტი ძებნის გარეშე.( გუგლში შესვლებით და საიტიდან საიტებზე გადასვლით ) მეოთხე ეს არის Redarmy უკვე თქვენს მობილურში ( დააჭირეთ ) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ტელეფონიდან მარტივად შემოხივდეთ საიტზე და გაეცნოთ სიახლეებს. მეხუთე კი ეს wallpaper ( დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე ). ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოში იყოს 1 წესერი საიტი სადაც იქნება კარგი გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო.
რატომ Redarmy?



რა გავაკეთეთ ჩვენ Redarmy სთვის


ამაზე პასუხი თითოეულ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ გექნებათ და ისიც გეცოდინებათ ვინ რა სარგებელი მოუტანა ამ საიტს. საიტზე 1170 კაცამდეა დარეგისტრირებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსიმუმ 100 კაცი თუ აქტიურობს საიტზე. ამ 100 კაცში შედიან ისინიც ვინც კვირაში ერთხელ წერენ კომენტარებს, ვინც ჩასაფრებულია მწერალს რამე შეეშალოს, რომ უმალ დააცხრეს თავს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს, ასევე არიან სხვა და სხვა გუნდის ქომაგებიც, რომლებიც მაშინ შემოდიან საიზტე როდესაც მოწინააღმდეგეთ სწორედ მათი გუნდი გვყავს. ისმის კითხვა დანარჩენი 1 000 კაცი რასაკეთებს? ზოგს ეზარება წერა, ზოგიც შემოდის სიახლეებს ეცნობა და ამით კმაყოფილდება. ზოგიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ ჩვენ რეიტინგს უყუროს და გული დაიმშვიდოს იმით, რომ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით და დღეში 600 - 700 მომხმარებელზე მეტი ჯერ არ გვყავს. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ჩვენ საიტზე შემოდიან სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ არ რეგისტრირდებიან. არის მცირდე "დაჯგუფებაც" რომელიც საიტზე კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ რადგანაც ეს მათი "პროფესიაა". როგორც ხედავთ პრობლემა დიდია და რთულად აღმოსაფხვრელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ თითოეული თქვენთაგანი დღეში ან 2 დღეში ერთხელ სიახლის გაცნობისას 1 კომენტარს მაინც დაწერთ და ელემენტარული იმ მწერალს, რომელიც ამ ინფორმაციას გაწვდით მაადლობას დაუწერთ ამით საიტს უფრო განავითარებთ და უფრო სასიამოვნოც იქნება შემოსვლა.


"ის ვინც გემოვნებას ადვილათ იცვლის"


ბევრს აქვს სურვილი საიტზე სიახლე დაწეროს, მაგრამ მხოლოდ 1/3 თუ წერს ისეთ სიახლეს, რომელიც ამ საიტს შეეფერება. ხოლო ამ 2/3 დან ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენთან მწერლის სტატუს ვერ იღებს იმის გამო, რომ სიახლეები გაუმართავია და ყოვლად უშინაარსო იმწამსვე საიტს ტოვებენ და სხვა საიტზე გარბიან. მინდა მათ ვინც ეხლა იწყებს საიტზე მწერლის სტატუს ყველას ვუთხრა, რომ საიტზე მწერლის სტატუსის ვერ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საიტს ის აღარ სჭირდება ან უარეს შემთხვევაში ის ვინმეზე ნაკლებია. როგორც მე ისე თითოეული თქვენთაგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მხოლოდ სტატუსით განვსხვადებით, რომელიც საიზტე წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო და სხვა არაფრისთვის.
რატომ Redarmy?



რა უნდა გავაკეთოთ საიტის/მანჩესტერის სიყვარულისთვის?


ძალიან ადვილია ადამიანის გაკრიტიკება და სხვის თვალში + დაწერა, მაგრამ ძალიან რთულია საიტზე გახდე ბევრისთვის ფავორიტი მწერალი ან ფავორიტი მომხარებელი, რომელიც უფრო ბევრად სასიამოვნოა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ საიტზე შემოსვლისას და სიახლის გაცნობისას გამოთქვათ თქვენი აზრი და დაწეროთ კომენტარი, რომელიც დიდ დროს არ წგართმევთ. ეს ყველაფერი არა საიტისთვის არამედ იუნაიტედის სიყვარულისთვის გავაკეთოთ . ჩვენც სწორედ ამ გუნდის სიყვარულმა შეგვყარა ამ საიზტე და სწორედ ამ გუნდისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა ბევრი ჩვენთაგანი. არის მომენტები როდესაც საიტზე საინტერესო არაფერი ხდება, და ეს ყველაფერი ხშირად უცხოურ პრესაში სიახლეების სიმცირის გამო ხდება, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც უცხორ პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ საიტი შედარებით არააქტიურია. ეხლა კი ყველაზე რთული პერიოდი მოდის. პერიოდი როდესაც სეზონი მთავრდება და ბევრისთვის საიტზე შემოსვლაც აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ვინც ამ საიტის მუდმივი მომხმარებელია მათ მივმართავ თხოვნით, რომ გვერდზე დავუდგეთ საიტის ადმინსიტრაციას და მოთმინება გამოვიჩინოთ. სწორედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ საიტზე გულს არ აიცრუებთ და თქვენი წყალობით კიდევ უფრო და უფრო ბევრ საინტერესო მომხმარებელ შევიძენთ.
სიახლეები
81 კომენტარი
№21
ავტორი: REDBOY
15 აპრილი 2013 22:31
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 49
ძალიან მომწონს ეს საიტი ყველას ძალიან დიდ მადლობას ვუხდი იმ ყველაფრისთვის რასაც ჩვენთვის და მანჩესტერისთვის აკეთებთ მართლაც ცუდია როცა ამდენ ნაშრომსა და ნაწვალებს არ გიფასებენ და ძალიან ბევრს ელემენტარული კომენტარის წერა ეზარება ჯერ მარტო რაიმე სიახლე როცა იდება 200 ნახვა მაინც აქვს და კომენტარი კი 10-ზე მეტი არა არის მე რამდენიმე თვეა რაც დავრეგისტრირდი ამ საიტზე და ხშირად ვერ შემოვდივარ მოუცლელობის გამო მაგრამ ცოტა დრო როცა მრჩება ერთ კომენტარს მაინც ვტოვებ საიტზე. არცერთი კომენტარი არ დამიწერია მოვალეობის მოხდის მიზნით უბრალოდ მიყვარს ეს გუნდი და ყველანაირად ვცდილობ რამით მაინც გამოვხატო ჩემი მანჩესტერისადმი სიყვარული და თქვენი ნაშრომისადმი პატივისცემა
0
№22
ავტორი: BaaBunaa
15 აპრილი 2013 22:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 77
ციტატა: VaRdo
თუ 1 მომხმარებელს მაინც შევაცვლევინებ ამით აზრს მაშინ ვიტყვი რომ ღირდა ამის დაწერა : )


სააღოლ ძმაო )) ყოველთვის მომწონდა ეს საიტი საინტერესო სიახლეები იდებოდა და მეც სისტემატიურად ვკითხულობდი ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ კითხვით შემოვიფარგლებოდი და აი გამოჩნდა შენი სტატია და გადავწყვიტე კომენტარებიც დავწერო ხოლმე)) უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ავატარი ვერ ავტვირთე და იქნებ დამეხმაროთ??
0
№23
ავტორი: Red Hooligan
15 აპრილი 2013 22:50
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
ერთს დავწერ. ყველაფერში კი გეთანხმები ძმაო კარგი სიტყვებია ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერს არა სულისკვეთება არამედ ფული წყვიტავს. ადრე წინა საიტზე გამოავლინეს 5 საუკეთესო მომხმარებელი და მცირე რაოდენობით თანხა დაურიგეს. აი მაგ კონკურსის შემდეგ ხალხის ნაკადი არ წყდებოდა რასაც ქვია. თვითონ ეს ფაქტიც მეტყველებს ყველაფერზე.

რაც შეეხება ჩემს ბოლო დროში პასიურობას მალე გავაქტიურდები ისევ. სწავლაში ვიყავი ჩაფლული თან ინტიც მიფუჭებდა საქმეს და რავი.

პ.ს მეორე საიტზე როა რედ ჰოოლიგანი ეგ სხვაა და ნუ ამიფეთქეთ პმ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
№24
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 23:02
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: BaaBunaa
სააღოლ ძმაო )) ყოველთვის მომწონდა ეს საიტი საინტერესო სიახლეები იდებოდა და მეც სისტემატიურად ვკითხულობდი ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ კითხვით შემოვიფარგლებოდი და აი გამოჩნდა შენი სტატია და გადავწყვიტე კომენტარებიც დავწერო ხოლმე)) უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ავატარი ვერ ავტვირთე და იქნებ დამეხმაროთ??


გაიხარე ძმაოო : )) დიდი იქნება სურათი ზომით და ამგიტო. მომწერე პირადში და დაგიყენებ რა სურათსაც გინდა ძმა : ))))))

ციტატა: Red Hooligan
ერთს დავწერ. ყველაფერში კი გეთანხმები ძმაო კარგი სიტყვებია ყველაფერი, მაგრამ ახლა უკვე ყველაფერს არა სულისკვეთება არამედ ფული წყვიტავს. ადრე წინა საიტზე გამოავლინეს 5 საუკეთესო მომხმარებელი და მცირე რაოდენობით თანხა დაურიგეს. აი მაგ კონკურსის შემდეგ ხალხის ნაკადი არ წყდებოდა რასაც ქვია. თვითონ ეს ფაქტიც მეტყველებს ყველაფერზე.


საიტზე ფულის გამო ადამიანი არ უნდა შედიოდეს : ) ბაზარი არაა შეიძლება წაახალისო რამე პრიზით, მაგრამ ფული ზედმეტია. ყველას თავისი სტრატეგია აქვს ასე ვთქვათ. ჩვენ ჩვენი გეგმა გვაქვს ვინც ჩვენთან იქნება გაგვიხარდება და ყველაფერს ვიზავთ იუნაიტედთან არსებული ყველა საინტერესო ინფორმაცია შევთავაზოთ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№25
ავტორი: Z A C K™
15 აპრილი 2013 23:02
  • სიახლეები: 46
  • კომენტარები: 896
ამ საიტმა ჩემს ცხოვრებაში დიდი ადგილი დაიკავა,როცა ბრაუზერს ვხსნი პირველად ყოველთვის აქ შემოვდივარ! დღეში 10-ჯერ! ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ ცოტა არ იყოს სინდისი მქენჯნის,იმიტომ,რომ ვხვდები, იმ ხალხს, რომელიც ამ ყველაფერს აკეთებს ჩემთვის და ყველა ჩვენგანისთვის, სათანადოდ ვერ ვაფასებ ჩემი საქმით!(შინაგანად რა თქმა უნდა გაფასებთ წითელი არმიის ჯარისკაცებო!) კი ვწერ კომენტარებს, მაგრამ აშკარად იშვიათად derpneutral ამ საიტზე დაარსების დღიდან ვარ და 300 კომენტარი მაქვს მარტო დაწერილი facepalm ამიტომ ვეცდები დაგიფასოთ შრომა მეგობრებო და არ დავიზარო კომენტარები! derphappycry
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ I’ll always love you, Sir Alex.
Manager of my favorite club for my entire life.
Chewer of gum and winner of trophies, you’ll always be in our hearts.
№26
ავტორი: UTD-Rule
15 აპრილი 2013 23:04
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
აი ყველაფერში გეთანხმები დავით : ))

ამ საიტზე მგონი ყველანაირ კომფორტი არის შექმნილი ნებისმიერი მომხარებლისტვის,ჩვენ ვცდილბოთ ახალი და საინტერესო ამბები დროულად მოგაწოდოთ და ყოველთვის იყოთ სიახლეების ეპიცენტრში... მგონი ჩვენ ჩვენი მხირად ყველაფერს ვაკეთებთ უბრალოდ ცოტა თქვენგან აქტიურობა გვაკლია,ჩვენ მხოლოდ თქვენი დახმარებით შეგვიძლია განვითარება
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№27
ავტორი: VaRdo
15 აპრილი 2013 23:13
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: BaaBunaa
სააღოლ ძმაო )) ყოველთვის მომწონდა ეს საიტი საინტერესო სიახლეები იდებოდა და მეც სისტემატიურად ვკითხულობდი ყველაფერს, მაგრამ მხოლოდ კითხვით შემოვიფარგლებოდი და აი გამოჩნდა შენი სტატია და გადავწყვიტე კომენტარებიც დავწერო ხოლმე)) უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს ავატარი ვერ ავტვირთე და იქნებ დამეხმაროთ??


მარტო ამ კომენტარის გამო ღირდა ამ სიახლის დაწერა : )))
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№28
ავტორი: I L C
15 აპრილი 2013 23:20
  • სიახლეები: 85
  • კომენტარები: 1917
UTD-Rule,
კი კი ნამდვილად ყველანაირი კომფორტია და ძაან მომწონს ეს საიტი ყველას თავისი გემოვნება და აზრი აქვს მაგრამ მე საქართველოში ყველაზე კარგ ''მანჩესტერულ'' საიტად მიმაშნია რადგან არცერთ საიტზე არააქვთ ასეტი სტატიები ბევრი ამბობს, რომ მანუტედი ჯობია მაგრამ უბრალოდ როცა არსებობს ისეთი სტატიები როგორებიცაა მაგალითად ''დამსხვრეული ოცნებები'' როგორ შეხვიდე ამის წაკითხვის შემდეგ სხვა საიტზე მე ყოველთვის მინდა ეს საიტი წინ წავწიო და ჩემი მცირე წვლილით შეძლებისდაგვარად დავწერო სტატია და ძალიან მიდნა რომ ძალიან ბევრი მომხმარებელი დაემატოს ამ საიტს:)და მინდა მინდა მთელ ადმინისტრაციას მადლობა მოუხადო ასეთი საიტის შექმნისათვის
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
United are the team for me,
With a nick nack paddy whack give the dog a bone,
Why don’t city f**k off home?

№29
ავტორი: always ReD
15 აპრილი 2013 23:31
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
იმის დრორა მრჩება ხხოლმე რო სიახლე წავიკითხე ... ვერც სიახლეს ვდებ და იშვიათად თუ დავტოვებ 1 კომენტარს... :( რაზმასავიტ დავიკარგე მეც სწავლა სწავლა დაი სევ სწავლაა okay
0
№30
ავტორი: Red Hooligan
15 აპრილი 2013 23:41
  • სიახლეები: 268
  • კომენტარები: 1754
VaRdo,
მე ყველანაირად მხარში კი დაგიდგებით და სხვისი არვიცი. საიტზეც ფული რო წყვეტს ყველაფერს )) უმაგრესი საიტია აი სრულყოფილი. არიან ოპტიმისტები, კრიტიკოსები, მწერლებზე სხვებს რო არ შევეხო მარტო ლადო რო გამოარჩიო ეგეც ეყოფა. მაგ კაცის ჰობია მგონი სიახლეების წერა. დაფასება უნდა ხალხნო ასეთ შრომას, რისი გამოხატვაც "სგ ავტორით" გამოსახება.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Forgotten Winger.

SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top