თბილისი:
მანჩესტერი:
18-04-2013, 01:00
ავტორი: VaRdo,
ნანახია: 3980,
კომენტარები: 81
რატომ Redarmy?
ყველანი სრულიადში
რატომ Redarmy?
პირველ რიგში მივესალმები ყველა საიტის ერთგულ და არაერთგულ მომხარებლებს. მინდა გთხოვთ, რომ სიახლე ბოლომდე წაიკითხოთ და შეეცადეთ თქვენი აზრი დააფიქსიროთ ამ ყველაფრის შემდეგ. დავიწყოთ იმით, რომ უკვე წელიწადზე ცოტა ნაკლებია რაც ეს საიტი გაიხსნა და ბევრი ადამიანის გულიც მოინადირა, მაგრამ ამავდროულად არიან ისეთებიც ვინც ამ საიზტე შემოსვლით თავს სულაც არ იკლავენ და სხვა საიტს ანიჭებენ უპირატესობას. ეს სავსებით ნორმალური ფაქტია და ამას ვერავინ ვერ შეცვლის. საიტის პოპულარობა გახსნის დღიდან დღითი დღე იზრდებოდა და მომხარებლების რაოდენობაზეც ისახებოდა ყოველივე ეს. როგორც ყველა საიტს ისე ჩვენ საიტსაც აქვს ბევრი კარგი და ბევრცი ცუდი დღე, მაგრამ ამ ბოლო დროს აქტიურობის დონე საკმაოდ დაეცა ჩვენ საიტზე. ალბათ ბევრს უკვე გაგიჩნდათ კითხვები და ბევრსაც გაინტერესებთ თუ რატომ უნდა იაქტიუროთ ამ საიტზე და რატომ უნდა დატოვოთ 1 კომენტარი მაინც? ამ ყველაფერზე პასუხს დაბლა იხილავთ!


რა გააკეთა Redarmy_ჯიმ თქვენთვის?


საიტის გახსნის პირველივე დღიდან ამ საიტის მომხარებელი და ადმინი ვარ და თითოეული ამ საიტზე განხორციელებული სიახლე კარგად ვიცი და ისიც ვიცი ამ საიტის ადმინისტრატორმა ( გიორგი ქონიაშვილმა ) რამდენი სასიკეთო, რამ გააკეთა თქვენთვის და "მანჩესტერ იუნაიტედის" სიყვარულისთვის. ვინც არ იცით შეგახსენებთ, რომ პირველი რაც გაკეთდა ეს იყო Youtube_ს გვერდი ( დააჭირეთ ) სადაც "მანჩესტერის" საინტერესო ვიდეოები იდებოდა/იდება. მეორე რაც საიტმა თქვენთვის გააკეთა ეს იყო "ფორუმი", რომელიც თქვენივე "აქტიურობის" გამო აზრი დაკარგა და ეს "პროექტიც" ჩავარდა. მესამე კი ეს გრანდიოზული პროექტია, რომელიც არცერთ საიტს არ გააჩნია გარდა ბარსელონას საიტს, რედარმი TV ( დააჭირეთ ) საიტი სადაც ყველა იუნაიტედის ქომაგს შეეძლება საყვარელი კლუბის თამაშს უპრობლემოდ ადევნოს თვალი ზედმეტი ძებნის გარეშე.( გუგლში შესვლებით და საიტიდან საიტებზე გადასვლით ) მეოთხე ეს არის Redarmy უკვე თქვენს მობილურში ( დააჭირეთ ) რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ ტელეფონიდან მარტივად შემოხივდეთ საიტზე და გაეცნოთ სიახლეებს. მეხუთე კი ეს wallpaper ( დაწვრილებით იხილეთ ამ ბმულზე ). ეს ყველაფერი კი იმიტომ კეთდება, რომ საქართველოში იყოს 1 წესერი საიტი სადაც იქნება კარგი გარემო და საფეხბურთო ატმოსფერო.
რატომ Redarmy?



რა გავაკეთეთ ჩვენ Redarmy სთვის


ამაზე პასუხი თითოეულ თქვენთაგანს დარწმუნებული ვარ გექნებათ და ისიც გეცოდინებათ ვინ რა სარგებელი მოუტანა ამ საიტს. საიტზე 1170 კაცამდეა დარეგისტრირებული და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მაქსიმუმ 100 კაცი თუ აქტიურობს საიტზე. ამ 100 კაცში შედიან ისინიც ვინც კვირაში ერთხელ წერენ კომენტარებს, ვინც ჩასაფრებულია მწერალს რამე შეეშალოს, რომ უმალ დააცხრეს თავს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანოს, ასევე არიან სხვა და სხვა გუნდის ქომაგებიც, რომლებიც მაშინ შემოდიან საიზტე როდესაც მოწინააღმდეგეთ სწორედ მათი გუნდი გვყავს. ისმის კითხვა დანარჩენი 1 000 კაცი რასაკეთებს? ზოგს ეზარება წერა, ზოგიც შემოდის სიახლეებს ეცნობა და ამით კმაყოფილდება. ზოგიც მხოლოდ იმიტომ შემოდის, რომ ჩვენ რეიტინგს უყუროს და გული დაიმშვიდოს იმით, რომ კვლავ ერთ ადგილს ვტკეპნით და დღეში 600 - 700 მომხმარებელზე მეტი ჯერ არ გვყავს. მაგრამ არიან ისეთებიც ვინც ჩვენ საიტზე შემოდიან სიახლეებს ეცნობიან, მაგრამ არ რეგისტრირდებიან. არის მცირდე "დაჯგუფებაც" რომელიც საიტზე კრიტიკის მეტს არაფერს აკეთებენ რადგანაც ეს მათი "პროფესიაა". როგორც ხედავთ პრობლემა დიდია და რთულად აღმოსაფხვრელი, მაგრამ არა შეუძლებელი. თუ თითოეული თქვენთაგანი დღეში ან 2 დღეში ერთხელ სიახლის გაცნობისას 1 კომენტარს მაინც დაწერთ და ელემენტარული იმ მწერალს, რომელიც ამ ინფორმაციას გაწვდით მაადლობას დაუწერთ ამით საიტს უფრო განავითარებთ და უფრო სასიამოვნოც იქნება შემოსვლა.


"ის ვინც გემოვნებას ადვილათ იცვლის"


ბევრს აქვს სურვილი საიტზე სიახლე დაწეროს, მაგრამ მხოლოდ 1/3 თუ წერს ისეთ სიახლეს, რომელიც ამ საიტს შეეფერება. ხოლო ამ 2/3 დან ნახევარზე მეტი, რომელიც ჩვენთან მწერლის სტატუს ვერ იღებს იმის გამო, რომ სიახლეები გაუმართავია და ყოვლად უშინაარსო იმწამსვე საიტს ტოვებენ და სხვა საიტზე გარბიან. მინდა მათ ვინც ეხლა იწყებს საიტზე მწერლის სტატუს ყველას ვუთხრა, რომ საიტზე მწერლის სტატუსის ვერ მიღება არ ნიშნავს იმას, რომ საიტს ის აღარ სჭირდება ან უარეს შემთხვევაში ის ვინმეზე ნაკლებია. როგორც მე ისე თითოეული თქვენთაგანი თანაბარი უფლებებით ვსარგებლობთ და მხოლოდ სტატუსით განვსხვადებით, რომელიც საიზტე წესრიგის დასამყარებლადაა საჭირო და სხვა არაფრისთვის.
რატომ Redarmy?



რა უნდა გავაკეთოთ საიტის/მანჩესტერის სიყვარულისთვის?


ძალიან ადვილია ადამიანის გაკრიტიკება და სხვის თვალში + დაწერა, მაგრამ ძალიან რთულია საიტზე გახდე ბევრისთვის ფავორიტი მწერალი ან ფავორიტი მომხარებელი, რომელიც უფრო ბევრად სასიამოვნოა. მინდა თითოეულ თქვენთაგანს გთხოვოთ, რომ საიტზე შემოსვლისას და სიახლის გაცნობისას გამოთქვათ თქვენი აზრი და დაწეროთ კომენტარი, რომელიც დიდ დროს არ წგართმევთ. ეს ყველაფერი არა საიტისთვის არამედ იუნაიტედის სიყვარულისთვის გავაკეთოთ . ჩვენც სწორედ ამ გუნდის სიყვარულმა შეგვყარა ამ საიზტე და სწორედ ამ გუნდისადმი სიყვარულმა დაგვაახლოვა ბევრი ჩვენთაგანი. არის მომენტები როდესაც საიტზე საინტერესო არაფერი ხდება, და ეს ყველაფერი ხშირად უცხოურ პრესაში სიახლეების სიმცირის გამო ხდება, მაგრამ არის ისეთი დღეებიც, როდესაც უცხორ პრესაში ბევრი რამ იწერება, მაგრამ საიტი შედარებით არააქტიურია. ეხლა კი ყველაზე რთული პერიოდი მოდის. პერიოდი როდესაც სეზონი მთავრდება და ბევრისთვის საიტზე შემოსვლაც აღარ იქნება საინტერესო, მაგრამ ვინც ამ საიტის მუდმივი მომხმარებელია მათ მივმართავ თხოვნით, რომ გვერდზე დავუდგეთ საიტის ადმინსიტრაციას და მოთმინება გამოვიჩინოთ. სწორედ თქვენი იმედი გვაქვს, რომ საიტზე გულს არ აიცრუებთ და თქვენი წყალობით კიდევ უფრო და უფრო ბევრ საინტერესო მომხმარებელ შევიძენთ.
სიახლეები
81 კომენტარი
№71
ავტორი: TrueRed
22 აგვისტო 2013 09:24
  • სიახლეები: 34
  • კომენტარები: 1206
VaRdo,
არა რა უნდა დავიკიდოო. პროსტა ეს ერთი კვირა გადატვირთული მქონდა და მაგიტომ რა.
0
№72
ავტორი: love united
22 აგვისტო 2013 09:38
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
SAF
მერე მარტო აქ შემოდი ხოლმე,ჭეშმარიტ საიტზე.. fuckthatbitch
0
№73
ავტორი: zatara
22 აგვისტო 2013 09:47
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 412
ეს საიტი სულ ჩართული მაქვს და სულ "ვარეფრეშებ" ახალი პოსტის იმედით... მაგრამ კომენტარების წერით არ გამოვირჩევი... და გეტყვით რატომაც... ძალიან იშვითად მხვდება პოსტი სადაც დისკუსიის გამართვა შესაძლებელია... მე არ მიყვარს ისეთი კომენტარების წერა როგორებიცააა:

"რუნი მაგარია" "წელს მოვიგებთ" "პერსი გაიტანს" "გიგზი ლეგენდაა"

თუ გააკეთებთ ისეთ რამეს სადაც შეიძლება ადამიანს დაელაპარაკო, ეკამათო ან აუხსნა ძალიან კარგი იქნება...
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ The Man!... The BOSS!...The Legend!!!

We Will Miss You SAF :(
№74
ავტორი: zaha29
22 აგვისტო 2013 10:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
მშვენიერი სიახლეა ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში მაგრამ ამ საიტზე შემოსვლის მუგამი დამეკარგა რაც 2 სიახლე ვთარგმნე და არცერთი არ გამოქვყნდა. თითები მეტკინა ნაწერი. იმის მერე 2 კვირაში ერთხელ თუ შემოვალ. მე პირადად ამის გამო აგარ შეოვდივარ . ვაპირებდი ამ საიტის აქტიური წევრი ვყოფილიყავი
0
№75
ავტორი: PLANeta
22 აგვისტო 2013 12:10
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 282
ციტატა: VaRdo
გაიხარე ძმაო კაი კაცი ხარ გენაცვალე გულიან კომენტარში. დიდი მადლობა რომ გულით მოეკდიე ამ სიახელს . რათქმა უნდა მიგიღებთ სხვანაირად როგორ? კეთილი იყო შენი ფეხი ჩვენ საიტზე.

მაგარი კაცი ხარ გაკვირდებოდი და იმენა ჯიგარი ადამიანი ხარ derpthumb
0
№76
ავტორი: (((GGMU)))
22 აგვისტო 2013 14:23
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 69
თქვენ რომ არ მყავდეთ რა მეშველებოდა :((( <3
0
№77
ავტორი: De_Gea
22 აგვისტო 2013 16:13
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 0
me sul axlaxan daviwye mwerloba da chemi 4 siaxlidan 3 gamokveynda da 1 imito davkarge ro damaswro vigacam ... me magalitad dzaan momwons saiti da ar vapireb 1 daswrebuli statiis gamo saitis datovebas ... Martla vinmes mogwont chemi siaxleebi ? tu tyuilad vwvalob ? :D :D gulaxdilad ar damimalot :D
0
№78
ავტორი: captain
22 აგვისტო 2013 16:19
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მადლობა დათოს კაი სტატიაა, კარგი საიტია და ყველაფერი კარგად მიდის.. კომენტარები ცოტა გვეზარება უმრავლესობას, მაგრამ ეხლა სეზონი გახურდება და ალბათ უფრო გააქტურდება ხალხი ...რედარმი ტვ-ზე კიდევ დიდი მადლობა, რომ აღარ მიწევს ლინკების სხვაგან ძებნა good2
0
№79
ავტორი: VaRdo
22 აგვისტო 2013 17:05
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
zatara,

მერე და გამოიჩინე ინიციატივი და აგყვება ვინმე : ) დისკუსია აქ სუ მიდის ხოლმე ბევრ სიახლეზე და არ ვიცი შენ რომელ სიახლეზე მეუბნები

ციტატა: zaha29
მშვენიერი სიახლეა ვეთანხმები ძალიან ბევრ რამეში მაგრამ ამ საიტზე შემოსვლის მუგამი დამეკარგა რაც 2 სიახლე ვთარგმნე და არცერთი არ გამოქვყნდა. თითები მეტკინა ნაწერი. იმის მერე 2 კვირაში ერთხელ თუ შემოვალ. მე პირადად ამის გამო აგარ შეოვდივარ . ვაპირებდი ამ საიტის აქტიური წევრი ვყოფილიყავი


ორივე სიახლე არასწორად იყო დაწერილი ალბათ. აქ მარტო სიახლის წერაა არაა ძმა? გრამატიკულად სწორი უნდა იყოს. დაკოპირებული არ უნდა იყოს და შეცდომები არ უნდა იყოს ნაწერში. ალბათ ვერ აკმაყოფილებდა მაგ ყველაფერს და მაგიტომ წაგიშალეს თორე ტყუილად სიახლეს არავინ შლის. როგრც გინდა თუ არ გინდა მაგის გამო აქ ყოფნა არავინ გაძალებს ძმაო : )))

ციტატა: KONSTANTINE
საიტების უმრავლესობაზე ასეა. . . და ყველა ადრე თუ გვიან მაგნაერ პოსტსა წერს 'რა ვქნათ რომ საიტი უფრო პოპულარული გავხადოთო'?!ცჰემი პასუხი ასეთია: ვერაფერს ვერ იზამ, არაფერს (თამასები, ვიქტორინა, ახალი დიზაინი . . .) რაიმე თვალსაჩინო შედეგი არ მოაქვს.


ამ სიახლემ შედეგი უკვე გამოიღო ბევრი ფაქტორის გამ ოასე რომ ღირდა ამის დაწერა ბრატ დალშე ვისაც როგორ უნდა ისე მიიღოს.


ციტატა: August 
მაგარი კაცი ხარ გაკვირდებოდი და იმენა ჯიგარი ადამიანი ხარ



გაიხარე ძმა. ჯიგარი ხარ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№80
ავტორი: Manchester_M
22 აგვისტო 2013 20:19
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 4027
სგ ძან გულიდან წამოსული და ჩამწვდომი იყო !!!
ბრავო ............ gun2
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top