თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 3091,
კომენტარები: 64
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი, მე-2 მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 13 მარტი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ერერა, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Darmian, Tuanzebe, Lindelof, Smalling, Young, Matic, Herrera, McTominay, Mata, Lingard, Lukaku, Rashford, Sanchez.


ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოგბა თამაშს, მაგრამ ფრანგი სავარჯიშო სესიას დაესწრო უფრო გვიან, ვიდრე ენტონი მარსიალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კორშია, ნავასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rico, Soria,Soriano; Layún, Pareja, Kjaer Lenglet, Mercado, Escudero, Arana, Carriço; Roque Mesa, Banega, Correa, Geis, Pizarro, Nzonzi, Nolito, Sarabia,Franco Vázquez; Muriel, Sandro, Ben Yedder.


"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც მანჩესტერში უკვე ჩაფრინდა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული მცველი სებასტიან კორშია და ნახევარმცველი ხესუს ნავასი, მაგრამ განაცხადში მოხვდა მიგელ ლაიუნი, რომელსაც "სევილიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს მანამდე "პორტუს" მაისურით თამაშის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეცხრე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მესამე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ამდენივეჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 51 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ21 წ17. სტუმრად: მ3 ფ11 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"იუნაიტედმა" მოიგო 15 ევროპული დაპირისპირებიდან 11, რომლის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულა - მათ შორის ბოლო ორი. ბოლოს ეს 2016/17 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (სტუმრად 1:1, სახლში 2:1.)

ამ დაპირისპირებიდან 9 გასვლითი პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-0 დაასრულა - მათ შორის ბოლო 3. უკანასკნელად ასეთი რამ 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მოხდა (2:1 სახლში).

"იუნაიტედის" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 1მ 2წ

6:5 - "ჩელსი" (ჩემპიონთა ლიგა-2007/08, ფინალი)

3:4 - მოსკოვის "ტორპედო" (UEFA-ს თასი-1992/93, პირველი წრე)

4:5 - "ვიდეოთონი" (UEFA-ს თასი-1984/85, 1/4 ფინალი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიას" სტატისტიკა 1/8 ფინალის გასვლით მატჩებში: 1ფ, 2წ

"სევილიას" არასოდეს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება), თავის ბოლო ინგლისურ მატჩში კი - მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში - "ლივერპულთან" 2:2 ითამაშა.

"სევილიას" E ჯგუფში არცერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია. თავისი ყველაზე დიდი მარცხი "სპარტაკთან" განიცადა ანგარიშით 5:1, ბოლო მატჩში კი "მარიბორს" 1:1 ეთამაშა.

"სევილიამ" მოიგო ექვსიდან 3 ევროპული დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩიც ფრედ დაასრულა.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილიას" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 5მ 1წ

5:4 - "ატლეტიკო", ევროპა ლიგა-2015/16, 1/4 ფინალი

4:2 - "ბენფიკა", ევროპა ლიგა -2013/14, ფინალი

4:3 "ბეტისი", ევროპა ლიგა-2013/14, 1/8 ფინალი

2:3 - "ფენერბაჰჩე", ჩემპიონთა ლიგა-2007/08, 1/8 ფინალი

3:1 - "ესპანიოლი" , UEFA-ს თასი-2006/07, ფინალი

4:3 - "პაოკი", UEFA-ს თასი-1990/91, პირველი წრე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

10.03.2018."მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ლივერპული" (რეშფორდი 14' 24', - ბაიი 66 ავტოგოლი).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი, მაკტომინეი, იანგი, მატა (ლინგარდი 89), სანჩესი (დარმიანი 90), რეშფორდი (ფელაინი 70) ლუკაკუ.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 65 ქულა.

10.03.2018. "სევილია" 0-2 "ვალენსია" (როდრიგო 25, 28)

"სევილია": რიკო, მერკუდო, ესკუდერო, ლაიუნი, ლანგლე, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ბენ იედერი 77), ნოლიტო (კორეა 63'), მურიელი (სანდრო რამირესი 81')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 45 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
პრევიუ
64 კომენტარი
№1
ავტორი: ikeoni
12 მარტი 2018 23:45
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6033
Rtuli tamashi Iqneba yvela pontshi magram mainc 3:0 movigebt:))
1
№2
ავტორი: Phil Jones
13 მარტი 2018 00:30
  • სიახლეები: 6
  • კომენტარები: 1239
პალასთან და ლუზერებთან თამაშის მერე ეჭვი აღარ მეპარება! ძალიან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა გუნდმა და სევილია კიარა უფრო მაღალი დონის გუნდიც რომ იყოს აუცილებლად მოიგებენ. რატომღაც მგონია რომ ლუკაკუ გაიტანს გოლებს.
0
№3
ავტორი: PaLoMo
13 მარტი 2018 00:31
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 1908
martiali sad aris?
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ ჯერ გადახტი და ჰოპ მერე დაიძახე.
№4
ავტორი: kobinio
13 მარტი 2018 00:51
  • სიახლეები: 17
  • კომენტარები: 1320
ციტატა: ikeoni
Rtuli tamashi Iqneba yvela pontshi magram mainc 3:0 movigebt:))

მატა სანჩესის გოლები
1
№5
ავტორი: LASHQARA
13 მარტი 2018 01:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1282
დღეს ერთი გამარჯვებული იქნება და მას მანჩესტერ იუნაიტედი ქვია love am
0
№6
ავტორი: Sh-rati
13 მარტი 2018 03:28
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 91
ნეტავი 1-1 არ დამთავრდეს
0
№7
ავტორი: gache1991
13 მარტი 2018 08:55
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ციტატა: Phil Jones
პალასთან და ლუზერებთან თამაშის მერე ეჭვი აღარ მეპარება! ძალიან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა გუნდმა და სევილია კიარა უფრო მაღალი დონის გუნდიც რომ იყოს აუცილებლად მოიგებენ. რატომღაც მგონია რომ ლუკაკუ გაიტანს გოლებს.

მანამდე ჩელსისთან:) იქაც პალასივით ქამბექით:)) ფაქტია კაი ფორმაში ვართ და ეს სამი ნახევარმცველი თავის საქმეს აკეთებს პოგბასთან ერთად თუ მის გარეშე არ აქ მნიშვნელობა..კაცმა რო თქვას ლივერპულთან რაც იყო სასტავი არ შევცვლიდი ,ლინდელოფს შეუწყვილებდი ბაილის და რა თწმაუნდა პოგბა თუ დაბრუნდა ..გოლი გასატანი გვაქ და თავიდანვე თუ მივაწვებით უკან ჩაჯდებიან.მაგათი დაცვა არ უქნია ღმერთს .

ციტატა: Phil Jones
პალასთან და ლუზერებთან თამაშის მერე ეჭვი აღარ მეპარება! ძალიან ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ფონი შეიქმნა გუნდმა და სევილია კიარა უფრო მაღალი დონის გუნდიც რომ იყოს აუცილებლად მოიგებენ. რატომღაც მგონია რომ ლუკაკუ გაიტანს გოლებს.

მანამდე ჩელსისთან:) იქაც პალასივით ქამბექით:)) ფაქტია კაი ფორმაში ვართ და ეს სამი ნახევარმცველი თავის საქმეს აკეთებს პოგბასთან ერთად თუ მის გარეშე არ აქ მნიშვნელობა..კაცმა რო თქვას ლივერპულთან რაც იყო სასტავი არ შევცვლიდი ,ლინდელოფს შეუწყვილებდი ბაილის და რა თწმაუნდა პოგბა თუ დაბრუნდა ..გოლი გასატანი გვაქ და თავიდანვე თუ მივაწვებით უკან ჩაჯდებიან.მაგათი დაცვა არ უქნია ღმერთს .

ამათ კი უწერიათ რო ლივერპულთან არცერთი თამაში არ წაუგიათ მარა სახლში 3:0 აგებდნენ და იქ მთელი ამბები მოხდა ბერისომ უთხრა კიბო მაქო და გამოვიდნენ გიჟებივით და ლივერპულში ძალით არ მოუგო რასაც ქვია ლივერპულმა იმდენი მომენტი გააფუჭეს.ადგნენ მერე და ვერც მარიბორს მოუგეს და სპარტაკმა ხო გადაახია ვაფშე ბურთი
0
№8
ავტორი: gogita1991
13 მარტი 2018 09:14
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 129
დღეს უეჭველი ვიგებთ ჰანდიკაპით სხვა ვარიანტი არ განიხილება
0
№9
ავტორი: gigaga
13 მარტი 2018 09:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 9
სევილიას რაა???
0
№10
ავტორი: giorgi_mg
13 მარტი 2018 10:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 910
კარგი პრევიუა, მადლობ, წარმატებები ბიჭებს, 3:0 3:1 მგონია.
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

24 ნოემბერი 2018, 19:00
იუნაიტედი
კრისტალ პალასი
პრემიერ ლიგა
28 ნოემბერი 2018, 00:00
იუნაიტედი
იანგ ბოიზი
ჩემპიონთა ლიგა
1 დეკემბერი 2018, 19:00
საუთჰემპტონი
იუნაიტედი
პრემიერ ლიგა
კრისტალ პალასი24 ნოემბერი
იანგ ბოიზი28 ნოემბერი
საუთჰემპტონი1 დეკემბერი

წინა მატჩები

11 ნოემბერი 2018, 20:30
სიტი3
იუნაიტედი1
პრემიერ ლიგა
8 ნოემბერი 2018, 00:00
იუვენტუსი1
იუნაიტედი2
ჩემპიონთა ლიგა
3 ნოემბერი 2018, 16:30
ბორნმუთი1
იუნაიტედი2
პრემიერ ლიგა
სიტი11 ნოემბერი
იუვენტუსი8 ნოემბერი
ბორნმუთი3 ნოემბერი

მატჩის საუკეთესო

ხუან მატა
8
ხუან მატა

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა
ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top