თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4779,
კომენტარები: 64
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი, მე-2 მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 13 მარტი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ერერა, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Darmian, Tuanzebe, Lindelof, Smalling, Young, Matic, Herrera, McTominay, Mata, Lingard, Lukaku, Rashford, Sanchez.


ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოგბა თამაშს, მაგრამ ფრანგი სავარჯიშო სესიას დაესწრო უფრო გვიან, ვიდრე ენტონი მარსიალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კორშია, ნავასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rico, Soria,Soriano; Layún, Pareja, Kjaer Lenglet, Mercado, Escudero, Arana, Carriço; Roque Mesa, Banega, Correa, Geis, Pizarro, Nzonzi, Nolito, Sarabia,Franco Vázquez; Muriel, Sandro, Ben Yedder.


"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც მანჩესტერში უკვე ჩაფრინდა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული მცველი სებასტიან კორშია და ნახევარმცველი ხესუს ნავასი, მაგრამ განაცხადში მოხვდა მიგელ ლაიუნი, რომელსაც "სევილიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს მანამდე "პორტუს" მაისურით თამაშის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეცხრე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მესამე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ამდენივეჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 51 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ21 წ17. სტუმრად: მ3 ფ11 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"იუნაიტედმა" მოიგო 15 ევროპული დაპირისპირებიდან 11, რომლის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულა - მათ შორის ბოლო ორი. ბოლოს ეს 2016/17 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (სტუმრად 1:1, სახლში 2:1.)

ამ დაპირისპირებიდან 9 გასვლითი პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-0 დაასრულა - მათ შორის ბოლო 3. უკანასკნელად ასეთი რამ 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მოხდა (2:1 სახლში).

"იუნაიტედის" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 1მ 2წ

6:5 - "ჩელსი" (ჩემპიონთა ლიგა-2007/08, ფინალი)

3:4 - მოსკოვის "ტორპედო" (UEFA-ს თასი-1992/93, პირველი წრე)

4:5 - "ვიდეოთონი" (UEFA-ს თასი-1984/85, 1/4 ფინალი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიას" სტატისტიკა 1/8 ფინალის გასვლით მატჩებში: 1ფ, 2წ

"სევილიას" არასოდეს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება), თავის ბოლო ინგლისურ მატჩში კი - მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში - "ლივერპულთან" 2:2 ითამაშა.

"სევილიას" E ჯგუფში არცერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია. თავისი ყველაზე დიდი მარცხი "სპარტაკთან" განიცადა ანგარიშით 5:1, ბოლო მატჩში კი "მარიბორს" 1:1 ეთამაშა.

"სევილიამ" მოიგო ექვსიდან 3 ევროპული დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩიც ფრედ დაასრულა.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილიას" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 5მ 1წ

5:4 - "ატლეტიკო", ევროპა ლიგა-2015/16, 1/4 ფინალი

4:2 - "ბენფიკა", ევროპა ლიგა -2013/14, ფინალი

4:3 "ბეტისი", ევროპა ლიგა-2013/14, 1/8 ფინალი

2:3 - "ფენერბაჰჩე", ჩემპიონთა ლიგა-2007/08, 1/8 ფინალი

3:1 - "ესპანიოლი" , UEFA-ს თასი-2006/07, ფინალი

4:3 - "პაოკი", UEFA-ს თასი-1990/91, პირველი წრე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

10.03.2018."მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ლივერპული" (რეშფორდი 14' 24', - ბაიი 66 ავტოგოლი).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი, მაკტომინეი, იანგი, მატა (ლინგარდი 89), სანჩესი (დარმიანი 90), რეშფორდი (ფელაინი 70) ლუკაკუ.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 65 ქულა.

10.03.2018. "სევილია" 0-2 "ვალენსია" (როდრიგო 25, 28)

"სევილია": რიკო, მერკუდო, ესკუდერო, ლაიუნი, ლანგლე, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ბენ იედერი 77), ნოლიტო (კორეა 63'), მურიელი (სანდრო რამირესი 81')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 45 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
მატჩის წინ
64 კომენტარი
№31
ავტორი: bziki
13 მარტი 2018 23:33
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
არ ვიცი ამას პოგბა თუ უშველის დაჟე მატაც ვერაფერს იზავს ფიზიკაში ისენიც კარგად არიან
10 იანია მოსახსნელი და მესამე ნახევარმცველია დასამატებელი ლინგარდის მაგიერ,იმედია პოგბას შეუძლია და სიარულს არ დაიწყებს
0
№32
ავტორი: Lev
13 მარტი 2018 23:36
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1513
ციტატა: holandieli mfrinavi
ესეთი უსახური ტაიმი არ მეგონა რო გვექნებოდა, 2 რამ მაინტერესებს მხოლოდ

1) რატო დააყენა რეშფორდი სხვა ფლანგზე როცა თავის ფლანგზე ბრწყინავდა ლივერპულთან?


2) რატო დააყენა ფელაინი, რომელიც ამდენი ხნის უთამაშებელია და მატიჩს საერთოდ ვერ ეწყობა, ტიპმა ადგილი ვერ იპოვა თუ სად უნდა დადგეს და პას ვერ აკეთებს ზუსტად,

სასწრაფოდ ფელაინი შეიცვალოს პოგბათი
და სანჩესი ან ლინგარდი მარსიალით

იმიტომ ძმა რომ არ არის ეს ნ/$%^ვარი მოსაგებად გამოსული. მძ///ნერის ჭამა დაავიწდა და გადაწყვიტა გემო გაიხსენოს
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ Glory Man united!
№33
ავტორი: giorgisamnidze99
13 მარტი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
3-0 მოვიგებთ

მეორე ტაიმში გავა გოლი ერთს ლინგარდი გაიტანს ერთს ფელაინი და ერთსაც მატიჩი
0
№34
ავტორი: lasha001
13 მარტი 2018 23:38
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Joze sheutie tore gagineb...
0
№35
ავტორი: bziki
13 მარტი 2018 23:39
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
მოიგონ როგორმე თუნდა ბეწვის ხიდზე გავლით რაღას დავეძებ,მთავარი ეხლა უკვე ისაა რო არ გავუშვათ,გაშვება და დამთავრება ერთი იქნება
0
№36
ავტორი: bekham97
13 მარტი 2018 23:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
ამოვიდა ყელში ასე ქინძური თამაშიიიი რა მოსაგები გაქვს და რა ****ბებს შვრებიან ბაბუს მანჩესტერი მოუყომარებდა პირველივე ტაიმში.. გოლი გასატანი გაქვს და რა ****ბას თამაშობ მოურინიო და ფეხბურთი ისეა როგორც ქართული და ჩინური.. მოვ..ან ასეთი გასვლა.. გადაგვაღუნავენ ბურთს თავზე.. არანაირი ტაქტიკა ამას არ აქვს
0
№37
ავტორი: holandieli mfrinavi
14 მარტი 2018 00:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
გაგვიტანეს და მოკლავენ თამაშს,

ეს გუნდის ბრალი არაა, მწვრთნელის ბრალია

***ას ამ თავში ავარდნილმა და გაპიარებულმა მწვრთნელმა აქედან
0
№38
14 მარტი 2018 00:17
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
***eeeeeebiii

Vaiiiimeee es sireeewbiii
0
№39
ავტორი: lasha001
14 მარტი 2018 00:18
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 128
Joze sheniiii she bozoooooooo
0
№40
14 მარტი 2018 00:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
***eeee mauriniooo

Babu ronaldo da runi daaaabruneeeeeeeeeet

Moiriniiooos Deda dalashqros ben uedrrmaaaq

Midiii Sevilla gagvanadguuureeee

Neevebi Agar maaaq

Cariel karebshi Vegar itan she Zangoo orogutangooo ***ooooooo

Amis Deda movtyaaaaaaaaaaaa

Exaaaa itaaaaaan bichooo

4 wt ori goli midiiit

Mara chemi ***eeewe
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top