თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4801,
კომენტარები: 64
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი, მე-2 მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 13 მარტი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ერერა, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Darmian, Tuanzebe, Lindelof, Smalling, Young, Matic, Herrera, McTominay, Mata, Lingard, Lukaku, Rashford, Sanchez.


ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოგბა თამაშს, მაგრამ ფრანგი სავარჯიშო სესიას დაესწრო უფრო გვიან, ვიდრე ენტონი მარსიალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კორშია, ნავასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rico, Soria,Soriano; Layún, Pareja, Kjaer Lenglet, Mercado, Escudero, Arana, Carriço; Roque Mesa, Banega, Correa, Geis, Pizarro, Nzonzi, Nolito, Sarabia,Franco Vázquez; Muriel, Sandro, Ben Yedder.


"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც მანჩესტერში უკვე ჩაფრინდა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული მცველი სებასტიან კორშია და ნახევარმცველი ხესუს ნავასი, მაგრამ განაცხადში მოხვდა მიგელ ლაიუნი, რომელსაც "სევილიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს მანამდე "პორტუს" მაისურით თამაშის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეცხრე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მესამე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ამდენივეჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 51 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ21 წ17. სტუმრად: მ3 ფ11 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"იუნაიტედმა" მოიგო 15 ევროპული დაპირისპირებიდან 11, რომლის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულა - მათ შორის ბოლო ორი. ბოლოს ეს 2016/17 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (სტუმრად 1:1, სახლში 2:1.)

ამ დაპირისპირებიდან 9 გასვლითი პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-0 დაასრულა - მათ შორის ბოლო 3. უკანასკნელად ასეთი რამ 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მოხდა (2:1 სახლში).

"იუნაიტედის" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 1მ 2წ

6:5 - "ჩელსი" (ჩემპიონთა ლიგა-2007/08, ფინალი)

3:4 - მოსკოვის "ტორპედო" (UEFA-ს თასი-1992/93, პირველი წრე)

4:5 - "ვიდეოთონი" (UEFA-ს თასი-1984/85, 1/4 ფინალი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიას" სტატისტიკა 1/8 ფინალის გასვლით მატჩებში: 1ფ, 2წ

"სევილიას" არასოდეს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება), თავის ბოლო ინგლისურ მატჩში კი - მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში - "ლივერპულთან" 2:2 ითამაშა.

"სევილიას" E ჯგუფში არცერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია. თავისი ყველაზე დიდი მარცხი "სპარტაკთან" განიცადა ანგარიშით 5:1, ბოლო მატჩში კი "მარიბორს" 1:1 ეთამაშა.

"სევილიამ" მოიგო ექვსიდან 3 ევროპული დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩიც ფრედ დაასრულა.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილიას" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 5მ 1წ

5:4 - "ატლეტიკო", ევროპა ლიგა-2015/16, 1/4 ფინალი

4:2 - "ბენფიკა", ევროპა ლიგა -2013/14, ფინალი

4:3 "ბეტისი", ევროპა ლიგა-2013/14, 1/8 ფინალი

2:3 - "ფენერბაჰჩე", ჩემპიონთა ლიგა-2007/08, 1/8 ფინალი

3:1 - "ესპანიოლი" , UEFA-ს თასი-2006/07, ფინალი

4:3 - "პაოკი", UEFA-ს თასი-1990/91, პირველი წრე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

10.03.2018."მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ლივერპული" (რეშფორდი 14' 24', - ბაიი 66 ავტოგოლი).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი, მაკტომინეი, იანგი, მატა (ლინგარდი 89), სანჩესი (დარმიანი 90), რეშფორდი (ფელაინი 70) ლუკაკუ.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 65 ქულა.

10.03.2018. "სევილია" 0-2 "ვალენსია" (როდრიგო 25, 28)

"სევილია": რიკო, მერკუდო, ესკუდერო, ლაიუნი, ლანგლე, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ბენ იედერი 77), ნოლიტო (კორეა 63'), მურიელი (სანდრო რამირესი 81')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 45 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
მატჩის წინ
64 კომენტარი
№51
ავტორი: Ando
14 მარტი 2018 00:40
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 17
Sircxvilia es ***kaca ra tamashs atamashebs gunds tfuiiiii ra
0
№52
ავტორი: Rdevil
14 მარტი 2018 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
Daajves tavze maurinios da mis pirad fanebs! Fu guli mereva ukve amdeni sircxvili gvachama wels am kacma.
0
№53
14 მარტი 2018 00:41
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

Ver gagaxares dzmao da piriqit uaresi qnes . Migvianebit gilocav
0
№54
ავტორი: bziki
14 მარტი 2018 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ჟოზემ მაგრა ჩაისვარა
არ უნდა შეეცვალა შემადგენლობა მუშაობდა მშვენივრად,ყოფილიყო მატა მარჯვნივ, მაკტომინაი ზონზის მაინც არ აბლატავებდა ეგრე

რაცაა ეგაა ჩემზე მეტად არა მგონია ვინმე იყოს გატეხილში,ვეღარაფერს ვიზავთ დაიკიდეთ უბრალოდ (აპრობირებული მეთოდია)
0
№55
ავტორი: giorgisamnidze99
14 მარტი 2018 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1140
შენ ქათამო აღარ მინდა ამ კაცის ხელში ჩემი მანჩე არც ამის მეორე ადგილი მინდა ეპლში და არც ამის რამე მინდა უკვე საზიზღარი ეგ აშკარად მოურინიომ წაააგო ეგ თამაში პროსტა მაგ თამაშზე ვყოფილიყავი მაქვე დანით გცემდი შენ ახვარო გვეკაიფება ეს ჩემისა
0
№56
ავტორი: LewisHamilton
14 მარტი 2018 00:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 323
პროსტა აღარც ვიცი რა უნდა ვთქვა იმაზე რაც ვნახე. ესეთ რამეს აი დედამიწის ზურგზე ვინ წარმოიდგენდა ვაფშე. მარა აი ზუსტად ესაა, ჯერ კიდე გასვლითი თამაშის მერე ყოველდღე რო იმ თამაშს ვაგინებ, რო დადგა ჯორივით ოღონდ გოლი არ გაეშვა გასვლაზე მაგ გამოსირებულს. მგონი აერია მაგას გასვლა-სახლი როგორი წესით მოქმედებს. გასვლაზე ოღონდ გოლი გაიტანე და გაშვებას ვინ დაეძებს, ეს *ლისთავიანი კიდე სულ პირიქით როგორ აკეთებს აღარ შემიძლია უკვე. მერამდენედ უნდა ვთქვა რო როგორც კი გუნდი გასატანად გაიწევს გააქვს ეგრევე, მარა დავიჯერო ვერ ხედავს ის დედა****ი თუ რახდება.. არ მჯერა რო ხელმძღვანელობა ამას გააგდებს მარა ამის ადგილას რო ვიყო ასეთ სირცხვილს მერჩივნა ჩემით წავსულიყავი ეგრევე ულაპარაკოდ. რაიყო პროსტა ეს ვერ ვხვდები ვერანაირ ანალიზს ვერ ჩაუტარებ ამას.
0
№57
ავტორი: Rdevil
14 მარტი 2018 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 43
Esec vicodi chaxdida sevilia am qveshafsia mwvrtnels. Ase rom netaro morwmune fanebo icodet sanam es kaci egdeba mwvrtnelad sacodav dgeshi iqneba gundi ase rom tu kide datoves es kaci mashin wesier fexburts ver egirsebit

ციტატა: Lingard 14
ციტატა: keano16
ციტატა: gogita1991
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში

მაგას ველოდები დილიდან :))))) მადლობა

გილოცავ გილოცავ მრავალს დაესწარი მოგიწყობს ჩვენი მანიუ სიურპრიზს ამაღამ

Kii siurprizi xo gindoda xoda moawyo kidec
0
№58
ავტორი: bekham97
14 მარტი 2018 00:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 28
აბა გამოხტით კიდევ ის ფანები ვინც იძახდით აგვაყვავებს მოურინიოოო ნერვები აღარ მაქვს მაგის მწვრთნელობის დედას ცენზურა მე სევილია რომ გამოგაგდებს გაააჯვიიი მოურინიოო საიდანაც მოხვედი მე შენ დედას შეეეეეე მოვევლეე მწვრთნელი კიარა **** ხარ ქვეშაჯვიააა ნაბოზვააროოოო ბოდიშით ხალხო ცენზურისთვის ნერვები აღარ მაქვს რა სირცხვილი გვაჭამა ან განდონმა :@
0
№59
ავტორი: Dato kutaisi
14 მარტი 2018 00:47
  • სიახლეები: 8
  • კომენტარები: 3199
ციტატა: bziki
ჟოზემ მაგრა ჩაისვარა
არ უნდა შეეცვალა შემადგენლობა მუშაობდა მშვენივრად,ყოფილიყო მატა მარჯვნივ, მაკტომინაი ზონზის მაინც არ აბლატავებდა ეგრე

რაცაა ეგაა ჩემზე მეტად არა მგონია ვინმე იყოს გატეხილში,ვეღარაფერს ვიზავთ დაიკიდეთ უბრალოდ (აპრობირებული მეთოდია)

აპრობირებული მეთოდია ჩაგეთვალა:)აი პროსტა ვზივარ დაშტერებული აზრზე ვერ მოვედი რა უნდოდა იმ სასტავთან და რატო შეცვალა ყველაფერი.ფელაინი რო დავინახე სასტავში იმენა სრაზუ ვთქვი აი სად დაგვერხათქო.ორო მძიმე საყრდენ ზონაში.ფელაინის ნაცვლად მაკტომინაი იდეალური იყო.მერე ლინგარდს რა უნდოდა მარცხნივ და რეშს მარჯვნივ.კიდე ეს პოგბა ვაფშე სადაა და რა უნდა ვაფშე 80წლის კაცივით რატო დაგულაობდა ვიგებდით ნეტა და ჩვენ არ ვიცით?მოკლედ მაურინიომ ნიახურზე გადააფსა რაც წინა კვირებში ვისიამოვნე მოგებებით ამოგვარწყევინა ყველაფერი.მერი არაა ჩემი მტერი სტილის შეცვლა აიძულოს ამ ყველაფერმა მარა მე კი ამიწია წნევამ
0
№60
14 მარტი 2018 00:48
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 190
Exa naxe liverpoolis da citis panebis dacinvaaaa shemovlen am saitze daregistrirdebian da egaaaaaa
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top