თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4779,
კომენტარები: 64
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი, მე-2 მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 13 მარტი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ერერა, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Darmian, Tuanzebe, Lindelof, Smalling, Young, Matic, Herrera, McTominay, Mata, Lingard, Lukaku, Rashford, Sanchez.


ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოგბა თამაშს, მაგრამ ფრანგი სავარჯიშო სესიას დაესწრო უფრო გვიან, ვიდრე ენტონი მარსიალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კორშია, ნავასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rico, Soria,Soriano; Layún, Pareja, Kjaer Lenglet, Mercado, Escudero, Arana, Carriço; Roque Mesa, Banega, Correa, Geis, Pizarro, Nzonzi, Nolito, Sarabia,Franco Vázquez; Muriel, Sandro, Ben Yedder.


"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც მანჩესტერში უკვე ჩაფრინდა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული მცველი სებასტიან კორშია და ნახევარმცველი ხესუს ნავასი, მაგრამ განაცხადში მოხვდა მიგელ ლაიუნი, რომელსაც "სევილიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს მანამდე "პორტუს" მაისურით თამაშის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეცხრე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მესამე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ამდენივეჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 51 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ21 წ17. სტუმრად: მ3 ფ11 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"იუნაიტედმა" მოიგო 15 ევროპული დაპირისპირებიდან 11, რომლის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულა - მათ შორის ბოლო ორი. ბოლოს ეს 2016/17 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (სტუმრად 1:1, სახლში 2:1.)

ამ დაპირისპირებიდან 9 გასვლითი პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-0 დაასრულა - მათ შორის ბოლო 3. უკანასკნელად ასეთი რამ 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მოხდა (2:1 სახლში).

"იუნაიტედის" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 1მ 2წ

6:5 - "ჩელსი" (ჩემპიონთა ლიგა-2007/08, ფინალი)

3:4 - მოსკოვის "ტორპედო" (UEFA-ს თასი-1992/93, პირველი წრე)

4:5 - "ვიდეოთონი" (UEFA-ს თასი-1984/85, 1/4 ფინალი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიას" სტატისტიკა 1/8 ფინალის გასვლით მატჩებში: 1ფ, 2წ

"სევილიას" არასოდეს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება), თავის ბოლო ინგლისურ მატჩში კი - მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში - "ლივერპულთან" 2:2 ითამაშა.

"სევილიას" E ჯგუფში არცერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია. თავისი ყველაზე დიდი მარცხი "სპარტაკთან" განიცადა ანგარიშით 5:1, ბოლო მატჩში კი "მარიბორს" 1:1 ეთამაშა.

"სევილიამ" მოიგო ექვსიდან 3 ევროპული დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩიც ფრედ დაასრულა.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილიას" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 5მ 1წ

5:4 - "ატლეტიკო", ევროპა ლიგა-2015/16, 1/4 ფინალი

4:2 - "ბენფიკა", ევროპა ლიგა -2013/14, ფინალი

4:3 "ბეტისი", ევროპა ლიგა-2013/14, 1/8 ფინალი

2:3 - "ფენერბაჰჩე", ჩემპიონთა ლიგა-2007/08, 1/8 ფინალი

3:1 - "ესპანიოლი" , UEFA-ს თასი-2006/07, ფინალი

4:3 - "პაოკი", UEFA-ს თასი-1990/91, პირველი წრე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

10.03.2018."მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ლივერპული" (რეშფორდი 14' 24', - ბაიი 66 ავტოგოლი).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი, მაკტომინეი, იანგი, მატა (ლინგარდი 89), სანჩესი (დარმიანი 90), რეშფორდი (ფელაინი 70) ლუკაკუ.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 65 ქულა.

10.03.2018. "სევილია" 0-2 "ვალენსია" (როდრიგო 25, 28)

"სევილია": რიკო, მერკუდო, ესკუდერო, ლაიუნი, ლანგლე, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ბენ იედერი 77), ნოლიტო (კორეა 63'), მურიელი (სანდრო რამირესი 81')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 45 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
მატჩის წინ
64 კომენტარი
№21
ავტორი: gache1991
13 მარტი 2018 19:20
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ეს სასტავი მინდა დეხეა. ვალენსია ბაილი ლინდელოფი იანგი რეშფორდი პოგბა მატიჩი სანჩესი 10ზე მატა და წინ ლუკაკუ:))

მანჩეტერ ივნინგ ნიუსი წერს რო პოგბა განაცხადშია!რამდენად იქნება ძირითად 11ეულში ამ ეტაპზე უცნობია

ესპნ და მანჩესტერ ივნინგ ნიუსი წერენ რო პოგბამ ფიტნეს ტესტი წარმატებით გაიარა ანუ მზად არი სათამაშოდ და ლივერპულთან გამსოული შემადგენლობიდან მხოლოდ ერთი ცვლილება იქნებაო მაკტომინეი აუთ პოგბა ინ :))

კაია კაია მაინც ეს ფრანცუზი უნდა იყოს სასტავში რა დროს მაკტომინეია.ბოლოს პლეიოფის განმეორებითი როდის ვითამაშეთ აღარც მახსოვს და მოტივირებული იქნება..
0
№22
ავტორი: Svanchester
13 მარტი 2018 19:31
  • სიახლეები: 2767
  • კომენტარები: 3857
ციტატა: keano16
ციტატა: gogita1991
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში

მაგას ველოდები დილიდან :))))) მადლობა

ვუერთდები მოლოცვას. გილოცავ მეგობარო, საუკეთესო სურვილებით.
0
№23
ავტორი: Rezimanutd
13 მარტი 2018 20:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
პირველ ტაიმში 2 გოლს ველი და მეორე ტაიმში იცის მოუმ როგორ ჩაკეტოს თამაში და კონტრ ატაკაზე შეიძლება მესამეც შევაგდოთ
0
№24
ავტორი: gache1991
13 მარტი 2018 21:49
  • სიახლეები: 64
  • კომენტარები: 1826
ძაან უცნაურია არც პოგბა არც მაკტომინეი
შემადგენლობა დეხეა ვალენსია სლოლინგი ბაილი იანგი მატიჩი ფელაინი სანჩესი რეშფორდი ლინგარდი ლუკაკუ ..

არც მატაა სასტავში..ვნახოთ რა ჩანაფიქრი აქ ჟოზეს.კარგად კი თამაშობდა ეს 3 ნახევარმცველი და რავიცი
0
№25
ავტორი: dzia_David
13 მარტი 2018 22:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
უნდა შევჭამოთ, დავხრათ... ურთულესი დღე მქონდა დღეს ყველანაირად და ახლა ესენი ან დღეს დამამთავრებინებენ სასიამოვნო ტალღაზე ან კიდე მომკლავენ და მომინელებენ ბოლომდე :D :D :DD

ციტატა: Svani
ციტატა: keano16
ციტატა: gogita1991
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში

მაგას ველოდები დილიდან :))))) მადლობა

ვუერთდები მოლოცვას. გილოცავ მეგობარო, საუკეთესო სურვილებით.


მეც გილოცავ ძმაო და ბიჭებსაც მოელოცოთ დღეს gun2
0
№26
ავტორი: JuanMata
13 მარტი 2018 23:10
  • სიახლეები: 16
  • კომენტარები: 2093
გვიჭირს ცოტა ცენტრში, რა საჭირო იყო ეს ცვლილებები, ის სასტავი რაც იდგა კარგად თამაშობდა და აეწყვნენ თითქოს.
0
№27
ავტორი: Malboro463
13 მარტი 2018 23:20
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 5850
lukakus mzori de da mov***
0
№28
ავტორი: dzia_David
13 მარტი 2018 23:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 839
პოგბა და მატა გვინდა რა მეორე ტაიმში, რეში მარცხნიდან.
0
№29
ავტორი: gogita1991
13 მარტი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
რეში მარჯვნივ უსარგებლოა და რატო გადმოწია ტო ან რა ფელაინი ვერ ვხვდები იმედია გამოიტანს სწორ დასკვნებს შესვენებაზე
0
№30
ავტორი: holandieli mfrinavi
13 მარტი 2018 23:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
ესეთი უსახური ტაიმი არ მეგონა რო გვექნებოდა, 2 რამ მაინტერესებს მხოლოდ

1) რატო დააყენა რეშფორდი სხვა ფლანგზე როცა თავის ფლანგზე ბრწყინავდა ლივერპულთან?


2) რატო დააყენა ფელაინი, რომელიც ამდენი ხნის უთამაშებელია და მატიჩს საერთოდ ვერ ეწყობა, ტიპმა ადგილი ვერ იპოვა თუ სად უნდა დადგეს და პას ვერ აკეთებს ზუსტად,

სასწრაფოდ ფელაინი შეიცვალოს პოგბათი
და სანჩესი ან ლინგარდი მარსიალით
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top