თბილისი:
მანჩესტერი:
12-03-2018, 22:07
ავტორი: RojoDiablo,
ნანახია: 4779,
კომენტარები: 64
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩის პრევიუ.
"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია"(პრევიუ)


სტადიონი: "ოლდ ტრაფორდი", მანჩესტერი
მონაცემი: ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი. 1/8 ფინალი, მე-2 მატჩი
თარიღი: სამშაბათი, 13 მარტი, 2018 წელი
მთავარი მსაჯი: დანი მაკელი (ჰოლანდია)
მატჩის დასაწყისი: 23:45, (ჩვენი დროით)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"

ტრავმირებულები: ერერა, ბლინდი როხო, ჯონსი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: პოგბა, იბრაჰიმოვიჩი
განაცხადი: De Gea, Romero, Pereira, Valencia, Darmian, Tuanzebe, Lindelof, Smalling, Young, Matic, Herrera, McTominay, Mata, Lingard, Lukaku, Rashford, Sanchez.


ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, შეძლებს თუ არა პოგბა თამაშს, მაგრამ ფრანგი სავარჯიშო სესიას დაესწრო უფრო გვიან, ვიდრე ენტონი მარსიალი და ზლატან იბრაჰიმოვიჩი.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"

ტრავმირებულები: კორშია, ნავასი
დისკვალიფიკაცია: არავინ
კითხვისნიშნისქვეშ: არავინ
განაცხადი: Rico, Soria,Soriano; Layún, Pareja, Kjaer Lenglet, Mercado, Escudero, Arana, Carriço; Roque Mesa, Banega, Correa, Geis, Pizarro, Nzonzi, Nolito, Sarabia,Franco Vázquez; Muriel, Sandro, Ben Yedder.


"სევილიას" მთავარმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტელამ 23-კაციანი განაცხადი შეადგინა, რომელიც მანჩესტერში უკვე ჩაფრინდა. შემადგენლობაში არ არიან ტრავმირებული მცველი სებასტიან კორშია და ნახევარმცველი ხესუს ნავასი, მაგრამ განაცხადში მოხვდა მიგელ ლაიუნი, რომელსაც "სევილიას" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლება არ აქვს მანამდე "პორტუს" მაისურით თამაშის გამო.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


ესპანეთში უგოლო ფრით დასრულებული მატჩის შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედი" "სევილიას" "ოლდ ტრაფორდზე" უმასპინძლებს.

"სევილიას" არასოდეს გადაულახავს 1/8 ფინალური ეტაპი, ხოლო "იუნაიტედთან" მატჩი გაცილებით რთული უნდა გამოდგეს, რადგან "წითლებს" ესპანურ გუნდთან ბოლო რვა მატჩში ერთადერთი მარცხი აქვთ განცდილი.

"სევილიამ" ჯგუფურ ეტაპზე E ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა, დეკემბერში კი გუნდი ვინჩენცო მონტელამ გადაიბარა, რომელმაც ედუარდო ბერიცო შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში "სევილია" მეოთხედ ითამაშებს.

"მანჩესტერ იუნაიტედმა" A ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა. 2013/14 წლების შემდეგ "წითელი ეშმაკები" პირველად თამაშობენ ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.

წინა შეხვედრები


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"მანჩესტერ იუნაიტედი"


"იუნაიტედი" ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში მეათეჯერ (მ6, წ3) 2013/14 წლების სეზონის შემდეგ კი პირველად ითამაშებს. ბოლო ამ ეტაპზე "წითლებმა" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხეს (0:2 გასვლაზე, 3:0 სახლში). პირველ 2 შემთხვევაში განცდილი მარცხის შემდეგ, "იუნაიტედი" ამ ეტაპზე გასულ შვიდი შემთხვევიდან ექვსჯერ გავიდა მომდევნო ეტაპზე.

"იუნაიტედის" სტატისტიკა ესპანურ კლუბებთან ორმატჩიან დუელში: მ6, წ7.

"იუნაიტედისთვის" ეს მეცხრე მატჩია ევროტურნირის მიმდინარე სეზონში, ხოლო მესამე შეხვედრა ესპანური გუნდების წინააღმდეგ. ყველაფერი სკოპიაში 8 აგვისტოს UEFA-ს სუპერთასზე "რეალთან" განცდილი მარცხით დაიწყო. მაკედონიის დედაქალაქში "იუნაიტედის" 11-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა (მ8 ფ3), რაც 2016/17 წლების სეზონის ევროპა ლიგის მეოთხე ტურში "ფენერბაჰჩესთან" განცდილი მარცხის შემდეგ გრძელდება. სტამბულში წაგებული მატჩი "იუნაიტედისთვის" მეხუთე იყო ბოლო ცხრა ევროტურნირის შეხვედრაში.

A ჯგუფში "იუნაიტედმა" ხუთი მატჩი მოიგო. სტუმრად "წითლებმა" ცსკა გაანადგურეს (4:1), შემდეგ მინიმალური გამარჯვება მოიპოვა "ბენფიკასთან", მეხუთე ტურში კი "ბაზელთან" დამარცხდა - 0:1.

მარცხი "რეალთან" და "ბაზელთან" - "იუნაიტედისთვის" ორადორი წარუმატებლობაა ბოლო 18 ევროტურნირის მატჩში (მ13 ფ3). "ბაზელთან" წაგებამდე "იუნაიტედს" ევროტურნირზე ბოლო შვიდი მატჩი არ დაუთმია (მ5 ფ2).

გასული წლის ევროპა ლიგის ნახევარფინალში ჟოზე მოურინიოს გუნდმა ესპანური "სელტა" დაამარცხა. მარკუს რეშფორდის საჯარიმო დარტყმამ "ეშმაკებს" ვიგოში მინიმალური გამარჯვება მოუპოვა. "ოლდ ტრაფორდზე" ფრე დაფიქსირდა და "იუნაიტედის" შემადგენლობაში მარუან ფელაინიმ გამოიჩინა თავი.

ესპანური კლუბებთან ჩატარებულ ბოლო 12 მატჩში "იუნაიტედმა" მხოლოდ ორჯერ იმარჯვა, ხუთჯერ დამარცხდა და ამდენივეჯერ ითამაშა ფრე.

ჯამში "იუნაიტედმა" ლა ლიგას გუნდებთან 51 მატჩი ჩაატარა. საერთო სტატისტიკა: მ13 ფ21 წ17. სტუმრად: მ3 ფ11 წ10.

"იუნაიტედი" სამჯერ შეხვდა ესპანურ კლუბებს ევროტურნირის ფინალში - ყოველ შემთხვევაში "ბარსელონას" წინააღმდეგ. 1990 /91 წლების სეზონში "იუნაიტედმა" 2:1 დაამარცხა კატალონიელები როტერდამში თასების თასზე, შემდეგ კი ორჯერ დამარცხდა ჩემპიონთა ლიგის ფინალში 2009 წელს რომში 0:2, 2011 წელს კი ლონდონში 1:3.

გასულ სეზონში ევროპა ლიგის მოგების შემდეგ "იუნაიტედის" მონაგარში ყველა ევროპული თასია. სტოქჰოლმის ფინალში მანჩესტერელებმა "აიაქსი" დაამარცხეს, ჩემპიონთა თასი 1968, 1999 და 2008 წელს მოიგეს, ხოლო თასების თასი - 1991.

"იუნაიტედმა" მოიგო 15 ევროპული დაპირისპირებიდან 11, რომლის პირველი მატჩი გასვლაზე ფრედ დაასრულა - მათ შორის ბოლო ორი. ბოლოს ეს 2016/17 წლების ევროპა ლიგის მეოთხედფინალში მოხდა "ანდერლეხტის" წინააღმდეგ (სტუმრად 1:1, სახლში 2:1.)

ამ დაპირისპირებიდან 9 გასვლითი პირველი მატჩი "იუნაიტედმა" 0-0 დაასრულა - მათ შორის ბოლო 3. უკანასკნელად ასეთი რამ 2016/17 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის მერვედფინლში მარსელის "ოლიმპიკის" წინააღმდეგ მოხდა (2:1 სახლში).

"იუნაიტედის" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 1მ 2წ

6:5 - "ჩელსი" (ჩემპიონთა ლიგა-2007/08, ფინალი)

3:4 - მოსკოვის "ტორპედო" (UEFA-ს თასი-1992/93, პირველი წრე)

4:5 - "ვიდეოთონი" (UEFA-ს თასი-1984/85, 1/4 ფინალი)

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)

"სევილია"


ესპანელები სამჯერ გავარდნენ 1/8 ფინალი. 2007/08 წლების სეზონში ისინი "ფენერბაჰჩესთან" პენალტებში დამარცხდნენ (2:3 გასვლაზე, 3:2 სახლში, პენ - 3:2), ორი წლის შემდეგ ცსკა-ს უპირატესობა აღიარეს (1:1 გასვლაზე, 1:2 სახლში), ერთი წლის წინ კი "ლესტერთან" წააგეს (2:1 სახლში, 0:2 გასვლაზე).

"სევილიას" სტატისტიკა 1/8 ფინალის გასვლით მატჩებში: 1ფ, 2წ

"სევილიას" არასოდეს მოუგია ინგლისში (3 ფრე, 3 წაგება), თავის ბოლო ინგლისურ მატჩში კი - მიმდინარე გათამაშების პირველ ტურში - "ლივერპულთან" 2:2 ითამაშა.

"სევილიას" E ჯგუფში არცერთი გასვლითი მატჩი არ მოუგია. თავისი ყველაზე დიდი მარცხი "სპარტაკთან" განიცადა ანგარიშით 5:1, ბოლო მატჩში კი "მარიბორს" 1:1 ეთამაშა.

"სევილიამ" მოიგო ექვსიდან 3 ევროპული დაპირისპირება, რომლის პირველი მატჩიც ფრედ დაასრულა.

"სევილია" ორმატჩიან დუელში ორჯერ დაუპისირპირდა ინგლისურ გუნდებს და ერთხელ გავიდა მომდევნო ეტაპზე. ანდალუსიელებმა მარცხი გასულ სეზონში "ლესტერთან" განიცადეს, ხოლო გამარჯვება 2006/07 წლების UEFA-ს თასზე ტრიუმფალურ სეზონში მოიპოვა, როცა ორი მატჩის ჯამში 4:3 დაამარცხა "ტოტენჰემი" მეოთხედფინალში.

"სევილიას" სტატისტიკა UEFA-ს ტურნირების პენალტების სერიაში: 5მ 1წ

5:4 - "ატლეტიკო", ევროპა ლიგა-2015/16, 1/4 ფინალი

4:2 - "ბენფიკა", ევროპა ლიგა -2013/14, ფინალი

4:3 "ბეტისი", ევროპა ლიგა-2013/14, 1/8 ფინალი

2:3 - "ფენერბაჰჩე", ჩემპიონთა ლიგა-2007/08, 1/8 ფინალი

3:1 - "ესპანიოლი" , UEFA-ს თასი-2006/07, ფინალი

4:3 - "პაოკი", UEFA-ს თასი-1990/91, პირველი წრე


"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)


კავშირი გუნდებს შორის


2010 წლიდან 2013 წლამდე მოურინიო "რეალის" მწვრთნელი იყო და მასთან ერთად "სევილია" შესაძლო რვა შემთხვევიდან შვიდჯერ დაამარცხა. ბურთების შეფარდება: 23-6.

ესპანეთში უთამაშიათ

დავიდ დე ხეა ("ატლეტიკო" 2008-11)
ერიკ ბაიი ("ესპანიოლი" 2013-15, "ვილიარეალი" 2015-16)
ანდერ ერერა ("სარაგოსა" 2008-11, "ატლეტიკი" 2011-14)
ხუან მატა ("კასტილია" 2006-07, "ვალენსია" 2007-11)
ზლატან იბრაჰიმოვიჩი ("ბარსელონა" 2009-10)
ალექსის სანჩესი ("ბარსელონა" 2011-14)

სანჩესმა "ბარსელონას" შემადგენლობაში ხუთი შემთხვევიდან ხუთჯერ დაამარცხა "სევილია".

დე ხეა "სევილიას" ოთხჯერ დაუპირისპირდა, მაგრამ არც ერთი შეხვედრა არ მოუგია: ფ1 წ3.

ბაიის "სევილიას" წინააღმდეგ "ვილიარეალის" შემადგენლობაში უკეთესი სტატისტიკა აქვს: მ1 წ4. ამასთან, 2014/15 წლების ევროპა ლიგის 1/8 ფინალის საპასუხო შეხვედრაში ის მოედნიდან გააძევეს.

ერერამ "სარაგოსასა" და "ატლეტიკის" შემადგენლობაში "სევილიასთან" ცხრაჯერ მოასწრო დაპირისპირება (მ5 ფ1 წ3) და ერთი გოლიც გაიტანა.

მატამ "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ ცხრა შეხვედრაში სამი გოლი გაიტანა: მ3 ფ1 წ5.

იბრაჰიმოვიჩმა "ბარსელონას" შემადგენლობაში "სევილიას" წინააღმდეგ ჩატარებულ 4 მატჩსი ორი გოლი გაიტანა (მ2 წ2).

ინგლისში უთამაშიათ:

სტივენ ნ'ზონზი ("ბლექბერნი" 2009-12, "სტოკ სიტი" 2012-15)
ხესუს ნავასი ("მანჩესტერ სიტი" 2013-17)
ნოლიტო ("მანჩესტერ სიტი" 2016-17)
დანიელ კარისუ ("რედინგი 2013)
სანდრო რამირესი ("ევერტონი" 2017-18)
როკე მესა ("სუონსი 2017-18)

მესამ და სანდრომ მიმდინარე სეზონში "იუნაიტედთან" 4:0 წაგება მოასწრეს. მესასთვის 19 აგვისტოს "სუონსის" რიგებში ჩატარებული მატჩი სადებიუტო იყო, ხოლო რამირესი "ევერტონთის" მაისურით 17 სექტემბერს "ოლდ ტრაფორდზე შეცვლაზე შესვლის შედეგად ჩაერთო თამაშში.

ნ'ზონზიმ "ბლექბერნისა" და "სტოკის" შემადგენლობაში "იუნაიტედის" წინააღმდეგ ცხრა მატჩი ჩაატარა: მ1 ფ2 წ6.

ერთად უთამაშიათ:

ლუის მურიელსა და სერხიო რომეროს ("სამპდორია" 2015).

გუნდების უკანაკსნელი შედეგები თავიანთი ქვეყნების ჩემპიონატებში:

10.03.2018."მანჩესტერ იუნაიტედი" 2-1 "ლივერპული" (რეშფორდი 14' 24', - ბაიი 66 ავტოგოლი).

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა, ბაიი, სმოლინგი, ვალენსია, მატიჩი, მაკტომინეი, იანგი, მატა (ლინგარდი 89), სანჩესი (დარმიანი 90), რეშფორდი (ფელაინი 70) ლუკაკუ.

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-2 ადგილი, 65 ქულა.

10.03.2018. "სევილია" 0-2 "ვალენსია" (როდრიგო 25, 28)

"სევილია": რიკო, მერკუდო, ესკუდერო, ლაიუნი, ლანგლე, ნ'ზონზი, ბანეგა, ვასკესი (ბენ იედერი 77), ნოლიტო (კორეა 63'), მურიელი (სანდრო რამირესი 81')

მდგომარეობა ჩემპიონატში: მე-5 ადგილი, 45 ქულა.

"მანჩესტერ იუნაიტედი" - "სევილია" (პრევიუ)
მატჩის წინ
64 კომენტარი
№11
ავტორი: bziki
13 მარტი 2018 12:03
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1955
ერთი რისიც მეშინია მხოლოდ ისაა რო სევილიას ატლეტიკოსთანაც და ვალენსიასთანაც მაგრა არ უმართლებდა ეგეთ ამბების მერე ფორტუნა ტრიალდბა ხოლმე
დალშე დარწმუნებული ვარ მაგარი შემართებით გავლენ თავიდან მაინც წყნარად ითამაშებენ და ნელ-ნელა დააწვებიან,ლუკაკუც ფორმაშია რეშიც,სანჩესი კიდე ესეთ მნიშვნელოვან თამაშებში ვაბშე სხვა შემართებითაა ხოლმე,ცოტა მაკტომინეიმ შელება ინერვიულოს პოგბა გაასწორებდა თუ ითამაშა,მატას იმედიც მაქ
0
№12
ავტორი: keano16
13 მარტი 2018 12:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო
0
№13
ავტორი: VALERI.s
13 მარტი 2018 13:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 231
საერთოდ არ ვნერვიულობ და მჯერა რომ ძალიან მარტივად აკადემიური ფეხბურთით მოვიგებთ 2-0 როგორც აიაქსთან ფინალში. ზუსტად ეგეთი თამაში იქნება!
0
№14
ავტორი: ikeoni
13 მარტი 2018 14:06
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 11418
Dges didi dgea didi:)))
0
№15
ავტორი: nika_nikusha
13 მარტი 2018 17:15
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 276
რა სიჩუმეა ხალხნო : ))) თამაშის დღეა !!! ვიგებთ დღეს უეჭველიიი manutd manutd manutd manutd manunited manunited manunited manunited am am am am am am gun2 gun2 gun2 gun2
0
№16
ავტორი: gogita1991
13 მარტი 2018 17:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 550
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში
0
№17
ავტორი: D.Berbatov 9
13 მარტი 2018 17:51
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 6
იმედია ადვილად მოვუგებთ თორემ ნერვიულობით რამოდენიმე წელი დამაკლდება ალბათ. დიდი იმედი მაქვს თავიდანვე გავუტანთ გოლს, რომ შედარებით წყნარად ითამაშოს იუნაიტედმა. ტაიმის მიწურულს მეორე გოლი და ჩათვალეთ თავი ქუდში გვაქ.
0
№18
ავტორი: Lingard 14
13 მარტი 2018 18:30
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
რთული თამაში არ იქნება თუ სივრცებს გაფავუჯეტავთ და შეტევაში წავალთ სევილია შეტევაში ძალიან მრავალფეროვანია მაგ მხვრივ დე ხეას იმედი მაქვს

ციტატა: Lingard 14
რთული თამაში არ იქნება თუ სივრცებს გადავუკეტავთ და შეტევაში წავალთ სევილია შეტევაში ძალიან მრავალფეროვანია მაგ მხვრივ დე ხეას იმედი მაქვს
0
№19
ავტორი: keano16
13 მარტი 2018 18:37
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 41
ციტატა: gogita1991
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში

მაგას ველოდები დილიდან :))))) მადლობა
0
№20
ავტორი: Lingard 14
13 მარტი 2018 19:08
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 3
ციტატა: keano16
ციტატა: gogita1991
ციტატა: keano16
დღეს ჩემი დაბადების დღეა და გამახარეთ რაა ბიჭებოოო

გილოცავ ძმაო love მაგრამ მთავარ საჩუქარს საყვარელი გუნდი გაგიკეთებს რამდენიმე საათში

მაგას ველოდები დილიდან :))))) მადლობა

გილოცავ გილოცავ მრავალს დაესწარი მოგიწყობს ჩვენი მანიუ სიურპრიზს ამაღამ
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top