თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 18:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2205,
კომენტარები: 41
ყველანი სრულიადში!
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია ახალი ღონისძიების გატარებას იწყებს
ყველანი სრულიადში!
საიტზე გარემოს გაჯანსაღებისთვის და მეგობრული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

მოგეხსენებათ, ქართველ გულშემატკივრის ნაწილი მარცხის შემთხვევაში, ხშირად საყვარელი გუნდისადმი სიყვარულს "ლანძღვა-გინებით გამოხატავს." ჩემთვის უცნობია ეს მენტალიტეტი ჩვენში რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა არა რამდენიმე წელია, არამედ რამდენიმე ათწლეულია თან გვდევს. ის რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, ის ყველა განვითარებად თუ განუვითარებელ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის "ფეხბურთის სამშობლოშიც" - ინგლისშიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საიტზეც რომ საგანგაშოდაა ეს პრობლემა აქტუალური, სწორედ ამიტომ გვიხდება უკვე რამდენიმე წელია მასთან ბრძოლა.
პრობლემაში უკეთ ჩაღრმავებისთვის წაიკითხეთ სტატია: ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ

სხვებთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენს საიტზეც ხშირია შემთხვევები და თითქმის უკვე ტრადიციად იქცა გუნდის მარცხის შემდეგ, რომელიმე შესაბამისი სიახლის კომენტარებში ფერგიუსონის და მათი აზრით დამნაშავე ფეხბურთელების ლანძღვა-გინება. გასაგებია, რომ ასეთი კომენტარები მარცხის შედეგად დაუფლებული ემოციითაა გამოწვეული, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ ე.წ. "ძალით ფანის" სტატუსს, არ შეარცხვენთ თქვენს კლუბთან ერთად თქვენს თავს, საიტს და რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ ადმინისტრაციის მიერ ახლად დაწესებულ სასჯელებს:
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სტატუსი აღემატება User-ს და დაფიქსირებული იქნებით მსგავს შემთხვევაში, ამან შესაძლოა თქვენი სტატუსის დაქვეითებაზეც იმოქმედოს.


ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თითოეული წევრი გააკრიტიკეთ ჯანსაღად, პატივი ეცით მათ და ამით სასჯელების აცილებასთან ერთად არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მონაწილეც გახდებით.

© პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
სხვა
41 კომენტარი
№1
ავტორი: Lomsa099
11 იანვარი 2013 18:34
  • სიახლეები: 102
  • კომენტარები: 426
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი.

ძაან კაია ესე უნდა იყოს!
ყველაფერში გეთანხმებით
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ One Love, One Team!
Manchester United, Forever!!!
№2
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 18:39
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
ოჩენ კარგი... wink მე მარტო მეტოქე გუნდის ფეხბურთელებს ვაგინებ... wink
0
№3
ავტორი: Jubo
11 იანვარი 2013 18:42
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
love united,
მაგაზეცაა სასჯელები არ იდარდო hi2 biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№4
ავტორი: captain
11 იანვარი 2013 18:44
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 333
მაგას რა სჯობია...ისე ვინც ფერგის შეაგინებს იმას სამუდამო ბანი ეკუთვნის
0
№5
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 18:45
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
...RooNeY...FaN...
ეუფფ...აბა ვის ვაგინო?.. wink
0
№6
ავტორი: UTD-Rule
11 იანვარი 2013 18:53
  • სიახლეები: 410
  • კომენტარები: 3668
ძალიანაც კარგი )) იმედია მოისპობა ეგ ყველაფერი ფანებში და ყველაფერი კარგად იქნება biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ "შენ შეიძლება იპოვო ახალი ბექემი ან რონალდო,მაგრამ ვერასოდერს იპოვი სერ ალექსის შემცვლელს. " - ერიკ კანტონა
№7
ავტორი: Jubo
11 იანვარი 2013 19:01
  • სიახლეები: 506
  • კომენტარები: 1947
love united,
ვისაც გინდა იუნაიტედელების გარდა, ოღონდ აქ არა biggrin2
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
Giggsy 13
Gerrard 0
№8
ავტორი: chudikone
11 იანვარი 2013 19:12
  • სიახლეები: 385
  • კომენტარები: 3206
ძალიან კარგი.. გაითალისწინებს ხალხი იმედია likeaboss
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _
I saw my mate The other day, He said to me I’ve seen the white Pele
So I asked who is he, He goes by the name of Wayne Rooney.
Wayne Rooney
Wayne Rooney
He goes by the name of
Wayne Rooney!
№9
ავტორი: A.Valencia 7
11 იანვარი 2013 19:38
  • სიახლეები: 2
  • კომენტარები: 9
ბიჭო არ გრცხვენიათ ? გუნდს ფეხბურთელებს ან მწვრთნელებს როგორ აგინებთ ან ლანძღავთ ! ელემენატლური სირცხვილია რა ! ლივერპულის ფანები ხოარ ხართ ? წააგო ? რა მოხდა მერე ? ვის არ წაუგია ? რომ მოგებენ ხმას არ იღებთ და რომ წააგებენ 2 ჯერ მეტად ლანძღავთ . არ შეიძლება ეგრე . თუ მაინცდამაინც წაგების მერე გინება გინდათ ლივერპულის საიტზე გადადით . ყოველ შაბათ-კვირას გინება მოგიწევთ !
0
№10
ავტორი: gilmour
11 იანვარი 2013 19:42
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
ცოტა მუქარას კი გავს ეს ყველაფერი მაგრამ არაუშავს ყველამ შეიკავოს თავი ცენზურის დარღვევისგან და გუნდის ლანძღვისგან, ვიყოთ იმ უიშვიათეს საიტებს შორის სადაც ყველა პატივს ცემს ერთმნანეთს!
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top