თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 18:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2206,
კომენტარები: 41
ყველანი სრულიადში!
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია ახალი ღონისძიების გატარებას იწყებს
ყველანი სრულიადში!
საიტზე გარემოს გაჯანსაღებისთვის და მეგობრული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

მოგეხსენებათ, ქართველ გულშემატკივრის ნაწილი მარცხის შემთხვევაში, ხშირად საყვარელი გუნდისადმი სიყვარულს "ლანძღვა-გინებით გამოხატავს." ჩემთვის უცნობია ეს მენტალიტეტი ჩვენში რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა არა რამდენიმე წელია, არამედ რამდენიმე ათწლეულია თან გვდევს. ის რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, ის ყველა განვითარებად თუ განუვითარებელ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის "ფეხბურთის სამშობლოშიც" - ინგლისშიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საიტზეც რომ საგანგაშოდაა ეს პრობლემა აქტუალური, სწორედ ამიტომ გვიხდება უკვე რამდენიმე წელია მასთან ბრძოლა.
პრობლემაში უკეთ ჩაღრმავებისთვის წაიკითხეთ სტატია: ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ

სხვებთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენს საიტზეც ხშირია შემთხვევები და თითქმის უკვე ტრადიციად იქცა გუნდის მარცხის შემდეგ, რომელიმე შესაბამისი სიახლის კომენტარებში ფერგიუსონის და მათი აზრით დამნაშავე ფეხბურთელების ლანძღვა-გინება. გასაგებია, რომ ასეთი კომენტარები მარცხის შედეგად დაუფლებული ემოციითაა გამოწვეული, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ ე.წ. "ძალით ფანის" სტატუსს, არ შეარცხვენთ თქვენს კლუბთან ერთად თქვენს თავს, საიტს და რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ ადმინისტრაციის მიერ ახლად დაწესებულ სასჯელებს:
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სტატუსი აღემატება User-ს და დაფიქსირებული იქნებით მსგავს შემთხვევაში, ამან შესაძლოა თქვენი სტატუსის დაქვეითებაზეც იმოქმედოს.


ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თითოეული წევრი გააკრიტიკეთ ჯანსაღად, პატივი ეცით მათ და ამით სასჯელების აცილებასთან ერთად არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მონაწილეც გახდებით.

© პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
სხვა
41 კომენტარი
№11
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2013 20:21
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
ცოტა მუქარას კი გავს ეს ყველაფერი მაგრამ არაუშავს ყველამ შეიკავოს თავი ცენზურის დარღვევისგან და გუნდის ლანძღვისგან, ვიყოთ იმ უიშვიათეს საიტებს შორის სადაც ყველა პატივს ცემს ერთმნანეთს!


ზუსტად მაგას ვაპირებთ. საიტზე იქნება ყველანაირი წესი დაცული და არცეთი ადამიანი არ უდნა წავიდეს ამ საიტიდან იმის გამო რომ ვიღაც იუნაიტედს აგინებს ან მსგავსი რამ.
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
№12
ავტორი: don_vini
11 იანვარი 2013 20:24
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 1279
საიტი სადაც მგელი და ცხვარი ერთად ჩამენ ბალახს wink wink არა ვეთანხები ამ ინიციატივას.გინება რა პონტია.თან ისაა ხოლმე მაგარი ფერგის ჭკუის დარიგეა მიდის ხოლმე,ეს რა სასტავი დააყენაო wink wink ნეტა რა იცის ფერგიმ wink
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ o.kazakhashvili
№13
ავტორი: BERDI
11 იანვარი 2013 20:27
  • სიახლეები: 79
  • კომენტარები: 2257
კარგია ცენზურაც შემცირდება და გუნდისადმი სიყვარულიც გაიზრდება 3d_5
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ A broken hart, A broken dream, A broken plane, A broken plane, A broken team, No words we said, A silent vow, We loved you then, We love you now.
№14
ავტორი: nato-1989
11 იანვარი 2013 20:32
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 32
love united,
kaia
0
№15
ავტორი: always ReD
11 იანვარი 2013 21:08
  • სიახლეები: 118
  • კომენტარები: 934
კაია მარა თუ რომელიმე მოხმარებელი იუსერ არის ამაზე მეტი რაღა უნდა დააქვეითოდ??:დ
0
№16
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 21:11
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
nato-1989
მე რა შუაში ვარ?.. no
0
№17
ავტორი: Vodafone
11 იანვარი 2013 21:19
  • სიახლეები: 486
  • კომენტარები: 1728
იანგს ბოლოჯერ რო შევაგინო არ მოსულა?
troll
კაი ვღადობ, მივეალმები თქვენს იდეას
0
№18
ავტორი: Tsuki
11 იანვარი 2013 21:22
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
love united,

:D :D :D :D :D :D
0
№19
ავტორი: gilmour
11 იანვარი 2013 21:22
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 2108
VaRdo,
მაგიტომ ვაქტიურობ ამ საიტზე ზუსტად რო ნორმალური სიტუაციაა, თუ კიდევ უფრო გამოსწორდება მაგას რა ჯობია.
ძირს კლავიატურის კაი ბიჭები:)))
0
№20
ავტორი: VaRdo
11 იანვარი 2013 21:24
  • სიახლეები: 78
  • კომენტარები: 5516
ციტატა: gilmour
VaRdo,
მაგიტომ ვაქტიურობ ამ საიტზე ზუსტად რო ნორმალური სიტუაციაა, თუ კიდევ უფრო გამოსწორდება მაგას რა ჯობია.
ძირს კლავიატურის კაი ბიჭები:)))


ვცდილობთ ძმაო. მომხმარებლების რაოდენობა იზრდება ნელა_ნელა და თუ წინ წავალთ უფრო დაიხვეწება კიდევაც. ეს უფრო თქვენზეა დამოკდიებული. ჩვენ ჩვენსას გავაკეთებთ, რომ საიტზე შემოსვლა გესიამოვნოთ
0
_ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ “რომ არა კონტროლი, გასახდელში მყოფი 11 მილიონერი აუცილებლად შეეცდებოდა იმქვეყნად გავესტუმრებინე, მაგრამ ახლა ყველამ იცის, რომ თუ ჩემი კონტროლის ფარგლებს მიღმა გავა, იმქვეყნად თავად
გაემგზავრება…” SAF
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top