თბილისი:
მანჩესტერი:
11-01-2013, 18:31
ავტორი: Jubo,
ნანახია: 2096,
კომენტარები: 41
ყველანი სრულიადში!
REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია ახალი ღონისძიების გატარებას იწყებს
ყველანი სრულიადში!
საიტზე გარემოს გაჯანსაღებისთვის და მეგობრული ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის, REDARMY.GE-ს ადმინისტრაცია გარკვეული ღონისძიებების გატარებას იწყებს.

მოგეხსენებათ, ქართველ გულშემატკივრის ნაწილი მარცხის შემთხვევაში, ხშირად საყვარელი გუნდისადმი სიყვარულს "ლანძღვა-გინებით გამოხატავს." ჩემთვის უცნობია ეს მენტალიტეტი ჩვენში რამდენი ხანია არსებობს, მაგრამ ფაქტია, ეს პრობლემა არა რამდენიმე წელია, არამედ რამდენიმე ათწლეულია თან გვდევს. ის რა თქმა უნდა მხოლოდ საქართველოში არაა აქტუალური, ის ყველა განვითარებად თუ განუვითარებელ ქვეყანაში არსებობს, მათ შორის "ფეხბურთის სამშობლოშიც" - ინგლისშიც. მაგრამ ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს საიტზეც რომ საგანგაშოდაა ეს პრობლემა აქტუალური, სწორედ ამიტომ გვიხდება უკვე რამდენიმე წელია მასთან ბრძოლა.
პრობლემაში უკეთ ჩაღრმავებისთვის წაიკითხეთ სტატია: ნამდვილი ფანობა და ქართველების წარმოდგენა ფანობის შესახებ

სხვებთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენს საიტზეც ხშირია შემთხვევები და თითქმის უკვე ტრადიციად იქცა გუნდის მარცხის შემდეგ, რომელიმე შესაბამისი სიახლის კომენტარებში ფერგიუსონის და მათი აზრით დამნაშავე ფეხბურთელების ლანძღვა-გინება. გასაგებია, რომ ასეთი კომენტარები მარცხის შედეგად დაუფლებული ემოციითაა გამოწვეული, მაგრამ ამის ნაცვლად არსებობს ჯანსაღი კრიტიკა, რომლის საშუალებითაც თავიდან აიცილებთ ე.წ. "ძალით ფანის" სტატუსს, არ შეარცხვენთ თქვენს კლუბთან ერთად თქვენს თავს, საიტს და რაც მთავარია, თავიდან აიცილებთ ადმინისტრაციის მიერ ახლად დაწესებულ სასჯელებს:
არ აქვს მნიშვნელობა კომენტარის ავტორის სტატუსს, ყველა, ვინც შეურაცხყოფას მიაყენებს "იუნაიტედის" რომელიმე ფეხბურთელს, მწრვთნელს, სამწვრთნელო შტაბის წევრს, დაისჯება 30 დღით კომენტარის უფლების ჩამორთმევით. ფაქტის განმეორების შემთხვევაში კი, უფლებების ჩამორთმევასთან ერთად დაედება 5 დღიანი ბანი. ასევე გაითვალისწინეთ, რომ თუ თქვენი სტატუსი აღემატება User-ს და დაფიქსირებული იქნებით მსგავს შემთხვევაში, ამან შესაძლოა თქვენი სტატუსის დაქვეითებაზეც იმოქმედოს.


ფეხბურთელები, მწვრთნელი და კლუბის თითოეული წევრი გააკრიტიკეთ ჯანსაღად, პატივი ეცით მათ და ამით სასჯელების აცილებასთან ერთად არსებული პრობლემის მოგვარების ერთ-ერთი მონაწილეც გახდებით.

© პატივისცემით საიტის ადმინისტრაცია.
სხვა
41 კომენტარი
№31
ავტორი: GeorgeBest
11 იანვარი 2013 22:05
  • სიახლეები: 1729
  • კომენტარები: 12134
ციტატა: Amanda Seyfried
რა მაინტერესებს,რომელიმე ჩვენ ფეხბურთელზე შავკანიანის მაგივრად ზანგი რო ვთქვა ესეც დანაშაულია ?


areyoukiddingme გამიჩლიჩე? okay
0
№32
ავტორი: Amanda Seyfried
11 იანვარი 2013 22:20
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
GioO_o


ხო მე ხომ ბოროტი ვარ fuckthatbitch
0
№33
ავტორი: Bent89
11 იანვარი 2013 22:27
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
Samwvrtnelo shtabis wevrs magari iyo:d:d
0
№34
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 22:36
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
gilmour
lol
GioO_o
ჰაჰა ველბეკს ზანგი აღარ დაუძახო თორემ ჩამოქვეითდები... lol მაგრამ შენ ვინ უნდა ჩამოგაქვეითოს ჩვენი კასტრო ხარ... wink
0
№35
ავტორი: ლადო
11 იანვარი 2013 23:00
  • სიახლეები: 1034
  • კომენტარები: 4351
ძალიან კარგია ეს რეფორმაა) იმედია გაამართლებსს)) derpthumb
0
№36
ავტორი: Bent89
11 იანვარი 2013 23:00
  • სიახლეები: 0
  • კომენტარები: 42
Shexvedris msaji tu mivacenzuret araobieqturobis gamo mag shemtxvevashi ra muxli amoqmeddeba:d
0
№37
ავტორი: Amanda Seyfried
11 იანვარი 2013 23:28
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
love united

რომელი რაული თუ ფიდელი ? fuckthatbitch
0
№38
ავტორი: love united
11 იანვარი 2013 23:30
  • სიახლეები: 304
  • კომენტარები: 5069
Amanda Seyfried
რომელიც გინდა... troll
0
№39
ავტორი: Amanda Seyfried
11 იანვარი 2013 23:32
  • სიახლეები: 1
  • კომენტარები: 2065
love united

რაული იყოს,ფიდელა მოტყდა აღარაფერი შეუძლია. ჩვენი დიქტატორი ენერგიული უნდა იყოს troll
0
№40
ავტორი: Hernandez
12 იანვარი 2013 02:10
  • სიახლეები: 26
  • კომენტარები: 403
მივესალმები თქვენ გადაწყვეტილებას ბიჭებო. აქამდე არც ვაგინებდი, მაგრამ! მესიამოვნება , რომ არც სხვა შეაგინებს და გინების გაეშე შეძლებს გაკრიტიკოს მოთამაშე თუ მწვრთნელი
0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

ავტორიზაცია

მომდევნო მატჩები

შემოგვიერთდი

წინა მატჩები

პრემიერ ლიგა

ჩამოშლა

შემოგვიერთდი

ყველა უფლება დაცულია

© MANUTD.GE 2012

Top